პოლიტიკა
სამართალი

19

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის ოცდამეხუთე დღე დაიწყება 00:21-ზე – დღე პასიურია, მოუსმინეთ თქვენს შინაგან ხმას. არ იჩქაროთ. დღის პირველ ნახევარში დაისვენეთ. მოაგვარეთ მარტივი საკითხები. გადადეთ რთული მოლაპარაკებები. დაიცავით ნეიტრალიტეტი კოლეგებთან ურთიერთობაში. არ არის რეკომენდებული აჩქარება, აქტიურობა. ხელშეკრულებების და კონტრაქტების გაფორმება. გადაწყვეტილებების მიღება. დღე ხელსაყრელია მოგზაურობისა და მივლინებისთვის. დღე შესაფერისია ორგანიზმის გასაწმენდად. არ არის რეკომენდებული სოკოსა და ნესვის ჭამა.
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
საზოგადოება
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
სპორტი
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ჰოლანდიელი სამხედრო ჟურნალისტის ფილმი 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომზე
ჰოლანდიელი სამხედრო ჟურნალისტის ფილმი 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომზე

ჰო­ლან­დი­ელ­მა სამ­ხედ­რო ჟურ­ნა­ლის­ტმა, 2008 წლის 12 აგ­ვის­ტოს გორ­ში მომ­ხდა­რი აფეთ­ქე­ბის დროს და­ღუ­პულ მე­წყვი­ლე ოპე­რა­ტორ­ზე დო­კუ­მენ­ტუ­რი ფილ­მი გა­და­ი­ღო. იღუნ აკერ­მან­სის სა­გა­მო­ძი­ე­ბო ფილმში - "გა­მო­ძი­ე­ბა გორ­ში - ოპე­რა­ტორ სტან სტო­რი­მან­სის სიკ­ვდი­ლი" - გო­რის ცენ­ტრში მომ­ხდა­რი აფეთ­ქე­ბის გარ­და, ომის­დრო­ინ­დე­ლი სა­ქარ­თვე­ლო და მის გარ­შე­მო გან­ვი­თა­რე­ბუ­ლი მოვ­ლე­ნე­ბიც არის ასა­ხუ­ლი. რო­გორც ცნო­ბი­ლია, ამ ომს სამ­სა­ხუ­რებ­რი­ვი მო­ვა­ლე­ო­ბის შეს­რუ­ლე­ბი­სას კი­დევ ორი ჟურ­ნა­ლის­ტი შე­ე­წი­რა: 10 აგ­ვის­ტოს, ცხინ­ვა­ლის მი­სად­გო­მებ­თან ტე­ლე­კომ­პა­ნია "ალა­ნი­ას" ჟურ­ნა­ლის­ტი გიგა ჩიხ­ლა­ძე და ფო­ტოგ­რა­ფი ალექ­სან­დრე კლიმ­ჩუ­კი და­ი­ღუპ­ნენ...

ომის დას­რუ­ლე­ბი­დან ერთი წლის შემ­დეგ, ჰო­ლან­დი­ე­ლი ჟურ­ნა­ლის­ტი სა­ქარ­თვე­ლო­ში ჩა­მო­ვი­და და დო­კუ­მენ­ტუ­რი ფილ­მის­თვის მა­სა­ლე­ბის შეგ­რო­ვე­ბას შე­უდ­გა. ფილ­მის ჩვე­ნე­ბა "აი­რექ­სის" მულ­ტი­მე­დია გა­ნათ­ლე­ბის ცენ­ტრში (IREX Multimedia Education Center) გა­ი­მარ­თა.

50-წუ­თი­ან დო­კუ­მენ­ტურ ფილმში 2008 წლის ომის ის მოვ­ლე­ნე­ბია ასა­ხუ­ლი, რომ­ლის გა­და­ღე­ბაც ჰო­ლან­დი­ელ­მა ოპე­რა­ტორ­მა მო­ას­წრო. აკერ­მან­სმა მო­ი­ძია ქუ­ჩის კა­მე­რე­ბით გა­და­ღე­ბუ­ლი, ასე­ვე, ინ­ტერ­ნეტ­ში გავ­რცე­ლე­ბუ­ლი კად­რე­ბიც, რომ­ლებ­შიც და­ფიქ­სი­რე­ბუ­ლია, თუ რა ხდე­ბო­და იმ დროს გო­რის ქუ­ჩებ­ში... ამ­დე­ნი წლის შემ­დე­გაც ძნე­ლია, ემო­ცი­ის გა­რე­შე უყუ­რო უთა­ნას­წო­რო ომის ამ­სახ­ველ სუ­რა­თებს. ჰო­ლან­დი­ელ ჟურ­ნა­ლისტს არც რუსი ჯა­რის­კა­ცე­ბის მიერ მო­ბი­ლუ­რი ტე­ლე­ფო­ნით გა­და­ღე­ბუ­ლი და ინ­ტერ­ნეტ­ში ატ­ვირ­თუ­ლი მა­სა­ლა გა­მორ­ჩე­ნია, სა­დაც ქარ­თუ­ლი ჯა­რის ყა­ზარ­მა­ში მათი შე­ვარ­დნაა ასა­ხუ­ლი. "ამათ­თან შე­და­რე­ბით, უკა­ნას­კნე­ლი "ბომ­ჟე­ბი­ვით" ვცხოვ­რობთ; არც საჭ­მე­ლი გვაქვს და არც ტან­საც­მე­ლი", - გაჰ­ყვი­რის ერთ-ერთი ჯა­რის­კა­ცი და ნა­ა­ლა­ფარ "ბა­თინ­კებს" საჩ­ქა­როდ იც­ვამს...

ფილმში შე­სუ­ლი მა­სა­ლის მი­ხედ­ვით, რუ­სულ­მა მხა­რემ რამ­დე­ნი­მე ათე­უ­ლი მძი­მე ტექ­ნი­კაც გა­ა­ყო­ლა ხელს...

ავ­ტო­რის თქმით, მა­შინ, რო­დე­საც რუ­სულ­მა სა­ჯა­რი­სო შე­ნა­ერ­თებ­მა გო­რის მი­მარ­თუ­ლე­ბით "ის­კან­დე­რი" გა­ის­რო­ლეს, ქა­ლა­ქის ცენ­ტრი ხალ­ხის­გან დაც­ლი­ლი არ ყო­ფი­ლა - 12 აგ­ვის­ტოს რუ­სულ მხა­რეს­თან მიღ­წე­უ­ლი იყო შე­თან­ხმე­ბა, ცე­ცხლის შე­წყვე­ტის შე­სა­ხებ... ამას­თან, დო­კუ­მენ­ტუ­რი ფილ­მის მი­ხედ­ვით, კა­სე­ტუ­რი ბომ­ბი, რო­მე­ლიც გო­რის ცენ­ტრში ჩა­მო­აგ­დეს, პირ­და­პირ სახ­ლებ­ზე იყო და­მიზ­ნე­ბუ­ლი... მა­შინ, სტან სტო­რი­მანსთან ერ­თად და­ი­ღუ­პა 11 ქარ­თვე­ლი მშვი­დო­ბი­ა­ნი მო­ქა­ლა­ქე, ხოლო ის­რა­ე­ლი­დან ჩა­მო­სულ ჟურ­ნა­ლისტს 30-მდე ანას­ხლე­ტი მოხ­ვდა.

რო­გორც ფილ­მის ჩვე­ნე­ბის ორ­გა­ნი­ზა­ტო­რი, ანა ჭი­ჭი­ნა­ძე ამ­ბობს, იღუნ აკერ­მანსს სა­ქარ­თვე­ლო­ში მუ­შა­ო­ბის დიდი გა­მოც­დი­ლე­ბა აქვს. მან 90-იან წლებ­ში ქარ­თულ-აფხა­ზუ­რი ომიც გა­ა­შუ­ქა და კარ­გად იც­ნობს ქვეყ­ნის შიგ­ნით და მის გარ­შე­მო არ­სე­ბულ პრობ­ლე­მებს... დო­კუ­მენ­ტუ­რი ფილ­მი ნაჩ­ვე­ნე­ბი იყო ჰო­ლან­დი­ურ არხზე RTLL, სა­დაც აკერ­მან­სი მუ­შა­ობს. სა­გა­მო­ძი­ე­ბო ფილ­მის დას­რუ­ლე­ბის შემ­დეგ, 2009 წელს, აკერ­მანსს უნ­დო­და, ის ქარ­თვე­ლი მა­ყუ­რებ­ლის­თვი­საც ეჩ­ვე­ნე­ბი­ნა და იმა­ვე წელს, ფილ­მის პრე­მი­ე­რის მო­წყო­ბა "სა­ზო­გა­დო­ებ­რივ მა­უ­წყე­ბელს" შეს­თა­ვა­ზა, მაგ­რამ ფილ­მის ნახ­ვის შემ­დეგ, ტე­ლე­ვი­ზი­ის ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბამ მის ჩვე­ნე­ბა­ზე რა­ტომ­ღაც, უარი თქვა. ჰო­ლან­დი­ე­ლი ჟურ­ნა­ლის­ტი მი­იჩ­ნევს, რომ ამის მი­ზე­ზი ფილმში ასა­ხუ­ლი ის რამ­დე­ნი­მე მო­მენ­ტია, რომ­ლის ნახ­ვაც მა­შინ­დე­ლი ხე­ლი­სუფ­ლე­ბის­თვის "მა­ინ­ცდა­მა­ინც სა­სი­ა­მოვ­ნო არ იქ­ნე­ბო­და"...

იღუნ აკერ­მან­სი, ფილ­მის ავ­ტო­რი:

- 12 აგ­ვის­ტოს, გორ­ში მომ­ხდა­რი აფეთ­ქე­ბი­სას, რო­დე­საც სტა­ნი და­ი­ღუ­პა, სიკ­ვდილს მეც ჩავ­ხე­დე თვა­ლებ­ში, მაგ­რამ გა­დავ­რჩი, მხო­ლოდ ფეხ­ში ვი­ყა­ვი დაჭ­რი­ლი. უდი­დე­სი სტრე­სი გა­და­ვი­ტა­ნე... რუ­სეთ-სა­ქარ­თვე­ლოს ომის დას­რუ­ლე­ბი­დან ერთი წლის შემ­დეგ სა­ქარ­თვე­ლო­ში დავ­ბრუნ­დი და და­ვი­წყე გა­მო­ძი­ე­ბა, - სი­ნამ­დვი­ლე­ში, გო­რის ცენ­ტრში რა და რო­გორ მოხ­და. ასე­ვე, გახ­ლდით რუ­სეთ­ში, გერ­მა­ნი­ა­სა და ამე­რი­კა­ში, სა­დაც შევ­ხვდი და ვე­სა­უბ­რე და­მო­უ­კი­დე­ბელ სამ­ხედ­რო ექ­სპერ­ტებს, რათა გა­მერ­კვია, ეკუთ­ვნო­და თუ არა რუ­სე­თის შე­ი­ა­რა­ღე­ბულ ძა­ლებს, გო­რის ცენ­ტრში ჩა­მო­ვარ­დნი­ლი შშ-26 ტი­პის "ის­კან­დე­რი": საქ­მე ის არის, რომ რუ­სე­თის ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბა ამ ფაქტს უარ­ყოფ­და და ამის შე­სა­ხებ რუ­სე­თის სა­გა­რეო საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს ოფი­ცი­ა­ლუ­რი გან­ცხა­დე­ბაც არ­სე­ბობს. შე­მიძ­ლია წარ­მო­გიდ­გი­ნოთ მათ მიერ გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ოფი­ცი­ა­ლუ­რი გან­ცხა­დე­ბე­ბის ფრაგ­მენ­ტე­ბიც: "ჰო­ლან­დი­ის მიერ წარ­მოდ­გე­ნი­ლი მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბი არ არის საკ­მა­რი­სი იმის სათ­ქმე­ლად, რომ ჰო­ლან­დი­ე­ლი ოპე­რა­ტო­რი, რო­მე­ლიც სა­ქარ­თვე­ლო­ში აგ­ვის­ტოს ომის დროს და­ი­ღუ­პა, რუ­სუ­ლი კა­სე­ტუ­რი ბომ­ბის მსხვერ­პლი გახ­და... რუ­სე­თის სა­გა­რეო საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრო აცხა­დებს, რომ ჰო­ლან­დი­უ­რი მხა­რის მიერ წარ­მოდ­გე­ნი­ლი მა­სა­ლით შე­უძ­ლე­ბე­ლია ზუს­ტი დას­კვნის გა­კე­თე­ბა ია­რა­ღის იმ ტიპ­ზე, რომ­ლის ნამ­სხვრე­ვიც ოპე­რა­ტორს მოხ­ვდა...

რო­გორც ჩვენ­თვის გახ­და ცნო­ბი­ლი, 20 ოქ­ტომ­ბერს კო­მი­სი­ამ წარ­მო­ად­გი­ნა მოხ­სე­ნე­ბა გა­წე­უ­ლი სა­მუ­შა­ოს შე­სა­ხებ, რო­მელ­შიც ნათ­ქვა­მია, რომ სტო­რი­მან­სი და­ი­ღუ­პა კა­სე­ტუ­რი ბომ­ბე­ბის მა­ტა­რე­ბე­ლი SS-26 ტი­პის რუ­სუ­ლი ტაქ­ტი­კუ­რი ბა­ლის­ტი­კუ­რი რა­კე­ტის გას­რო­ლის შე­დე­გად, რა­საც რუ­სე­თის სა­გა­რეო უწყე­ბა არ იზი­ა­რებს. მიგ­ვაჩ­ნია, რომ რე­ა­ლუ­რი ვი­თა­რე­ბის დად­გე­ნა მხო­ლოდ სამ­ხედ­რო ექ­სპერ­ტე­ბის უფრო გულ­დას­მით მუ­შა­ო­ბას მო­ი­თხოვს. სხვა­თა შო­რის, კა­სე­ტუ­რი ბომ­ბე­ბი ქარ­თულ მხა­რე­საც აქვს შე­ი­ა­რა­ღე­ბა­ში" (იმა­ვე უწყე­ბის გან­ცხა­დე­ბით, - სა­ქარ­თვე­ლომ აღი­ა­რა კა­სე­ტუ­რი ბომ­ბე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბა და აღ­ნიშ­ნა, რომ მათი გა­მო­ყე­ნე­ბა მხო­ლოდ და­უ­სახ­ლე­ბელ ად­გი­ლებ­ში მოხ­და, რუ­სუ­ლი სამ­ხედ­რო სა­მიზ­ნე­ე­ბის წი­ნა­აღ­მდეგ, რო­კის გვი­რა­ბის მახ­ლობ­ლად. - ავტ.). თუმ­ცა, ჩემ მიერ გა­და­ღე­ბულ დო­კუ­მენ­ტურ ფილმში რუსი (ალექ­სან­დრე პუ­ხო­ვი), გერ­მა­ნე­ლი (რო­ბერტ შმუ­კე­რი) და ამე­რი­კე­ლი (სამ­ხედ­რო ია­რა­ღის ექ­სპერ­ტი, მარკ გარ­ლას­კო) ექ­სპერ­ტე­ბი ერ­თხმად აცხა­დე­ბენ, რომ შშ-26 ტი­პის "ის­კან­დე­რი" რუ­სე­თის სამ­ხედ­რო არ­სე­ნალ­ში ნამ­დვი­ლად ირი­ცხე­ბო­და. უფრო მე­ტიც, ეს ია­რა­ღი ამა­ვე სა­ხელ­მწი­ფო­ში იყო წარ­მო­ე­ბუ­ლი.

- რო­გორ ფიქ­რობთ, რა­ტომ ჩა­მო­აგ­დო მო­წი­ნა­აღ­მდე­გემ ეს რა­კე­ტა ქარ­თულ ქა­ლაქ­ში მას შემ­დეგ, როცა უკვე მიღ­წე­უ­ლი იყო შე­თან­ხმე­ბა ცე­ცხლის შე­წყვე­ტის შე­სა­ხებ?

- ამ კი­თხვა­ზე პა­სუ­ხი მეც მა­ინ­ტე­რე­სებ­და და შე­ვე­ცა­დე, რო­გორც რუსი, ისე სხვა ეროვ­ნე­ბის სამ­ხედ­რო ექ­სპერ­ტე­ბის პა­სუ­ხე­ბი მო­მეს­მი­ნა. მათი თქმით, რუ­სულ მხა­რეს ამ ტი­პის ია­რა­ღის გა­მოც­და უნ­დო­და. გერ­მა­ნე­ლი სამ­ხედ­რო ექ­სპერ­ტის, რო­ბერტ შმუ­კე­რის თქმით, ნე­ბის­მი­ე­რი ქვე­ყა­ნა სა­ო­მა­რი მოქ­მე­დე­ბე­ბის დროს აუ­ცი­ლებ­ლად ცდის ახალ ია­რაღს.

- რას გუ­ლის­ხმობ­დით, რო­დე­საც გა­ნა­ცხა­დეთ, - შე­საძ­ლოა, "სა­ზო­გა­დო­ებ­რივ­მა მა­უ­წყე­ბელ­მა" იმი­ტომ თქვა უარი ფილ­მის ჩვე­ნე­ბა­ზე, რომ იქ ხე­ლი­სუფ­ლე­ბის­თვის "არა­ს­ა­სი­ა­მოვ­ნო მო­მენ­ტე­ბი" იყოო?..

- იმას, რომ შს სა­მი­ნის­ტროს ანა­ლი­ტი­კუ­რი დე­პარ­ტა­მენ­ტის მა­შინ­დელ­მა ხელ­მძღვა­ნელ­მა, შოთა უტი­აშ­ვილ­მა რამ­დე­ნი­მე კი­თხვა­ზე პა­სუ­ხი ვერ გამ­ცა... საქ­მე ის არის, რომ აფეთ­ქე­ბის დროს მეც სტა­ნის გვერ­დით ვიმ­ყო­ფე­ბო­დი და ფეხ­ში და­ვი­ჭე­რი. რო­დე­საც პირ­ველ­მა ემო­ცი­ამ ჩა­ი­ა­რა, გულ­დას­მით და­ვათ­ვა­ლი­ე­რე ის ად­გი­ლი, სა­დაც აღ­ნიშ­ნუ­ლი "ის­კან­დე­რი" ჩა­მო­ვარ­და. სამ­ხედ­რო სა­კი­თხებ­ზე მუ­შა­ო­ბის 20-წლი­ა­ნი გა­მოც­დი­ლე­ბა მაქვს და ვი­ზუ­ა­ლუ­რად მახ­სოვ­და, რო­გორ გა­მო­ი­ყუ­რე­ბო­და გორ­ში ჩა­მო­ვარ­დნი­ლი SS-26-ის ნამ­სხვრე­ვი. რო­დე­საც ფილმზე მუ­შა­ო­ბა და­ვი­წყე, შოთა უტი­აშ­ვილს მივ­მარ­თე თხოვ­ნით, ჩემ­თვის მო­ე­წო­დე­ბი­ნა ფოტო და ვი­დე­ო­მა­სა­ლა, სა­დაც რუ­სუ­ლი მხა­რის მიერ გა­მო­ყე­ნე­ბუ­ლი ია­რა­ღის ჩა­მო­ნათ­ვა­ლი და მისი ნამ­სხვრე­ვე­ბი იყო ასა­ხუ­ლი. ერ­თად წა­ვე­დით იმ ად­გი­ლას, სა­დაც ეს ყვე­ლა­ფე­რი გახ­ლდათ თავ­მოყ­რი­ლი, მაგ­რამ ჩემ­და გა­საკ­ვი­რად, მათ შო­რის SS-26 "ის­კან­დე­რის" ნამ­სხვრე­ვი არ ყო­ფი­ლა... და­ვინ­ტე­რეს­დი, რა­ტომ არ ჰქონ­დათ კონ­კრე­ტუ­ლად ამ ია­რა­ღის ნა­წი­ლი, მით უმე­ტეს, რომ ის ნამ­დვი­ლად არ­სე­ბობ­და, სა­კუ­თა­რი თვა­ლით ვნა­ხე...

უტი­აშ­ვილ­მა მი­პა­სუ­ხა, - ასე­თი რამ გა­მო­ყე­ნე­ბუ­ლი არ ყო­ფი­ლაო. რო­დე­საც სა­კი­თხი უფრო მკაც­რად და­ვა­ყე­ნე, აღ­მოჩ­ნდა, რომ "იპო­ვეს" ანუ თა­ვი­დან­ვე არ­სე­ბობ­და, მაგ­რამ სა­დღაც ჰქონ­დათ გა­და­მა­ლუ­ლი. ბა­ტონ შო­თას ვკი­თხე: რა მი­ზანს ემ­სა­ხუ­რე­ბო­და მისი გა­და­მალ­ვა? რა­ზეც მან უხერ­ხუ­ლად აი­ჩე­ჩა მხრე­ბი. ეს ფილმშიც ჩანს... მე ასე­ვე მო­ვი­ნა­ხუ­ლე სტან­თან ერ­თად და­ღუ­პუ­ლი ადა­მი­ა­ნე­ბის ოჯა­ხე­ბი, რათა გა­მერ­კვია, თუ რა ფი­ნან­სუ­რი და მა­ტე­რი­ა­ლუ­რი დახ­მა­რე­ბა აღ­მო­უ­ჩი­ნა მათ სა­ხელ­მწი­ფომ. და­ვად­გი­ნე, რომ 12 აგ­ვის­ტოს აფეთ­ქე­ბის შე­დე­გად და­ღუ­პულ 11 ადა­მი­ანს მა­შინ­დელ­მა ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ ომში და­ღუ­პუ­ლის სტა­ტუ­სი არ მი­ა­ნი­ჭა. რაც შე­ე­ხე­ბა ფი­ნან­სურ და მა­ტე­რი­ა­ლურ დახ­მა­რე­ბას, - ერ­თა­დერ­თი ნივ­თი, რი­თაც ხე­ლი­სუფ­ლე­ბა და­ღუ­პუ­ლე­ბის ოჯა­ხებს და­ეხ­მა­რა, ელექტრო­ღუ­მე­ლი იყო, რო­მე­ლიც მათ ერთი წლის შემ­დე­გაც ხე­ლუხ­ლებ­ლად ედოთ... ეს ფილმშიც არის ნაჩ­ვე­ნე­ბი და ამა­ზე (ხე­ლი­სუფ­ლე­ბის უყუ­რა­დღე­ბო­ბას ვგუ­ლის­ხმობ), და­ღუ­პუ­ლი ადა­მი­ა­ნე­ბის ოჯა­ხის წევ­რე­ბიც ლა­პა­რა­კო­ბენ. გან­სა­კუთ­რე­ბით და­მა­მახ­სოვ­რდა გორ­თან ახ­ლომ­დე­ბა­რე სო­ფელ­ში მცხოვ­რე­ბი პა­ტა­რა ქერა გო­გო­ნა, რომ­ლის მა­მაც ქა­ლაქ­ში სხვე­ბის და­სახ­მა­რებ­ლად გა­ვი­და. ეს პა­ტა­რა გო­გო­ნა მძი­მე ცხოვ­რე­ბას ნა­ად­რე­ვად და­ებ­რძნე­ბი­ნა და ისე ლა­პა­რა­კობ­და, რო­გორც ბევ­რის მნახ­ვე­ლი ქალი... ფილ­მი ერთ-ერთი და­ღუ­პუ­ლი, შუ­ახ­ნის კა­ცის საფ­ლავ­თან, მგლო­ვი­ა­რე დე­დის სი­ტყვე­ბით სრულ­დე­ბა: სხვის და­სახ­მა­რებ­ლად წა­სუ­ლი შვი­ლი სახ­ლში და­ღუ­პუ­ლი მო­მის­ვე­ნე­სო... რა თქმა უნდა, მომ­ხდარ­ში რუ­სე­თის ხე­ლი­სუფ­ლე­ბაა დამ­ნა­შა­ვე, მაგ­რამ კი­თხვე­ბი ქარ­თვე­ლე­ბის მი­მარ­თაც არ­სე­ბობს.

- თქვენ შე­სა­ხე­ბაც გვი­ამ­ბეთ. აღ­ნიშ­ნეთ, რომ სამ­ხედ­რო თე­მა­ტი­კა­ზე მუ­შა­ო­ბის 20-წლი­ა­ნი გა­მოც­დი­ლე­ბა გაქვთ...

- ჰო­ლან­დი­უ­რი არ­ხის RTLL-ის ყო­ველ­დღი­უ­რი ტე­ლეჟურ­ნა­ლის RTLL-news-ის ჟურ­ნა­ლის­ტი ვარ. 10 წელ­ზე მე­ტია, ბერ­ლინ­ში ვცხოვ­რობ და გერ­მა­ნი­ი­სა და აღ­მო­სავ­ლეთ ევ­რო­პის ქვეყ­ნე­ბის ცხელ წერ­ტი­ლებ­ში სამ­ხედ­რო კო­რეს­პონ­დენ­ტად ვმუ­შა­ობ. 90-იან წლებ­ში ქარ­თულ-აფხა­ზუ­რი ომის გა­შუ­ქე­ბამ მო­მი­წია. ეს პე­რი­ო­დიც მძი­მედ მახ­სენ­დე­ბა, მაგ­რამ თა­მა­მად შე­მიძ­ლია ვთქვა, რომ გა­ოგ­ნე­ბუ­ლი ვი­ყა­ვი ქარ­თვე­ლი მე­ომ­რე­ბის გულ­წრფე­ლი პატ­რი­ო­ტიზ­მით, მათი გამ­ბე­და­ო­ბი­თა და სი­თა­მა­მით. სხვა, პო­ლი­ტი­კუ­რი და სამ­ხედ­რო შტრი­ხე­ბი კი გან­სა­ხილ­ვე­ლად, სამ­ხედ­რო ექ­სპერ­ტებს და­ვუ­ტო­ვოთ... 1994 წელს ვი­ყა­ვი ჩეჩ­ნეთ­ში. ეს ომი ჩემს მეხ­სი­ე­რე­ბას წა­რუშ­ლელ კოშ­მა­რად შე­მორ­ჩა. მას შემ­დეგ, არა­ერთ კონ­ფლიქტზე მო­მი­წია მუ­შა­ო­ბამ, მაგ­რამ ჩეჩ­ნე­თის ომი წი­თე­ლი ზო­ლი­ვით გას­დევს ჩემს 20-წლი­ან პრო­ფე­სი­ულ ბი­ოგ­რა­ფი­ას. მე ვნა­ხე ომის სი­სას­ტი­კის­გან ბავ­შვო­ბა­და­კარ­გუ­ლი ათა­სო­ბით მო­ზარ­დი, რო­მელ­თა ზურგს უკან ასე­ვე ათა­სო­ბით ადა­მი­ა­ნის სა­ხე­და­კარ­გუ­ლი და გა­უ­ბე­დუ­რე­ბუ­ლი, შუ­რის­ძი­ე­ბით ან­თე­ბუ­ლი ჩე­ჩე­ნი იდგა... ჩეჩ­ნე­თის ომის სა­უ­კე­თე­სოდ გა­შუ­ქე­ბის­თვის დიკ შერ­პენ­ზე­ლის პრი­ზით და­მა­ჯილ­დო­ეს. რუ­სეთ­ში­ვე მაქვს გა­და­ღე­ბუ­ლი დო­კუ­მენ­ტუ­რი ფილ­მი "გუ­ლა­გის ტყვე­ე­ბი", რო­მელ­შიც ასე­ვე ძა­ლი­ან დიდი შრო­მა ჩავ­დე... მო­ვამ­ზა­დე რე­პორ­ტა­ჟე­ბის სე­რია ცხე­ლი აფ­რი­კი­დან და ბელგრა­დი­დან - ნა­ტოს მიერ გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლი და­ბომბვე­ბის დროს; ასე­ვე, პრინ­ცე­სა და­ი­ა­ნას და­ღუპ­ვის შე­სა­ხებ; ჩრდი­ლო­ეთ ირ­ლან­დი­ა­ში მომ­ხდა­რი ძა­ლა­დო­ბის ფაქ­ტე­ბის შე­სა­ხებ...

2009 წელს გა­მო­ვე­ცი წიგ­ნი "სა­ზღვრე­ბი არ­სე­ბობს", რო­მელ­შიც ჩემი 20-წლი­ა­ნი ჟურ­ნა­ლის­ტუ­რი გა­მოც­დი­ლე­ბის შე­დე­გად დაგ­რო­ვილ ცოდ­ნას მო­ვუ­ყა­რე თავი და ამ ცოდ­ნა­ზე დაყ­რდნო­ბით, ევ­რო­პა­ში მიმ­დი­ნა­რე მოვ­ლე­ნე­ბის ანა­ლი­ზიც შევ­თა­ვა­ზე მკი­თხველს... ჩვე­ნი პრო­ფე­სია ძალ­ზე ძნე­ლი, სა­რის­კო და სა­პა­სუ­ხის­მგებ­ლოა. მუ­შა­ო­ბის პრო­ცეს­ში არა­ერ­თხელ დავ­შა­ვე­ბულ­ვარ, მაგ­რამ "მცი­რე­დი ნა­კაწ­რე­ბი" არა­ფე­რია იმას­თან შე­და­რე­ბით, რა­საც ამ რის­კის ფა­სად მო­პო­ვე­ბუ­ლი "პრო­დუქ­ტი" გვაძ­ლევს... სა­ძი­ნე­ბელ ოთახ­შიც კი ომსა და სიკ­ვდილ­ზე ვფიქ­რობ. ძნე­ლია, რო­დე­საც გარ­შე­მო ტყვი­ე­ბის ზუ­ზუ­ნია და სის­ხლის სუნი ახ­ლო­დან გცემს; რო­დე­საც უყუ­რებ იმ ადა­მი­ა­ნის ნა­კუ­წე­ბად ქცე­ულ ცხე­დარს, რო­მელ­საც რამ­დე­ნი­მე წუ­თის წინ ესა­უბ­რე­ბო­დი... მაგ­რამ ომი, სა­უ­ბე­დუ­როდ, ჩვე­ნი რე­ა­ლო­ბის გა­ნუ­ყო­ფე­ლი ნა­წი­ლია, თა­ვი­სი კოშ­მა­რე­ბით, სის­ხლი­თა და ცრემ­ლე­ბით. აუ­ცი­ლე­ბე­ლია, რომ ჩვენ, ჟურ­ნა­ლის­ტებ­მა პი­რა­დი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა გვერ­დზე გა­დავ­დოთ და ყვე­ლა­ფე­რი ობი­ექ­ტუ­რად გა­ვა­შუ­ქოთ.

- სტან სტო­რი­მანსთან დიდი ხანი მუ­შა­ობ­დით?

- საკ­მა­ოდ კარ­გად ვიც­ნობ­დით ერ­თმა­ნეთს. ის პრო­ფე­სი­ო­ნა­ლი იყო. თა­ვი­სი საქ­მე უყ­ვარ­და და ცხელ წერ­ტი­ლებ­ში მუ­შა­ო­ბა­საც არ ერი­დე­ბო­და. მის მა­ღალ პრო­ფე­სი­ო­ნა­ლიზმსა და საქ­მის მი­მართ და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა­ზე, ფილმში მისი მე­უღ­ლეც სა­უბ­რობს. სხვა­თა შო­რის, სტო­რი­მან­სის მე­უღ­ლეს­თან ერ­თად, რუ­სე­თის წი­ნა­აღ­მდეგ, სტრას­ბურ­გის ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბა­თა სა­სა­მარ­თლო­ში სარ­ჩე­ლი შე­ვი­ტა­ნე. საქ­მე წარ­მო­ე­ბა­შია.

ლალი პა­პას­კი­რი

ჟურ­ნა­ლი ”გზა”

(გა­მო­დის ხუთ­შა­ბა­თო­ბით)

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ლევან ხაბეიშვილს პირდაპირ ეთერში თავს დაესხნენ - დაპირისპირების ამსახველი კადრები

ჰოლანდიელი სამხედრო ჟურნალისტის ფილმი 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომზე

ჰოლანდიელი სამხედრო ჟურნალისტის ფილმი 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომზე

ჰოლანდიელმა სამხედრო ჟურნალისტმა, 2008 წლის 12 აგვისტოს გორში მომხდარი აფეთქების დროს დაღუპულ მეწყვილე ოპერატორზე დოკუმენტური ფილმი გადაიღო. იღუნ აკერმანსის საგამოძიებო ფილმში - "გამოძიება გორში - ოპერატორ სტან სტორიმანსის სიკვდილი" - გორის ცენტრში მომხდარი აფეთქების გარდა, ომისდროინდელი საქართველო და მის გარშემო განვითარებული მოვლენებიც არის ასახული. როგორც ცნობილია, ამ ომს სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას კიდევ ორი ჟურნალისტი შეეწირა: 10 აგვისტოს, ცხინვალის მისადგომებთან ტელეკომპანია "ალანიას" ჟურნალისტი გიგა ჩიხლაძე და ფოტოგრაფი ალექსანდრე კლიმჩუკი დაიღუპნენ...

ომის დასრულებიდან ერთი წლის შემდეგ, ჰოლანდიელი ჟურნალისტი საქართველოში ჩამოვიდა და დოკუმენტური ფილმისთვის მასალების შეგროვებას შეუდგა. ფილმის ჩვენება "აირექსის" მულტიმედია განათლების ცენტრში (IREX Multimedia Education Center) გაიმართა.

50-წუთიან დოკუმენტურ ფილმში 2008 წლის ომის ის მოვლენებია ასახული, რომლის გადაღებაც ჰოლანდიელმა ოპერატორმა მოასწრო. აკერმანსმა მოიძია ქუჩის კამერებით გადაღებული, ასევე, ინტერნეტში გავრცელებული კადრებიც, რომლებშიც დაფიქსირებულია, თუ რა ხდებოდა იმ დროს გორის ქუჩებში... ამდენი წლის შემდეგაც ძნელია, ემოციის გარეშე უყურო უთანასწორო ომის ამსახველ სურათებს. ჰოლანდიელ ჟურნალისტს არც რუსი ჯარისკაცების მიერ მობილური ტელეფონით გადაღებული და ინტერნეტში ატვირთული მასალა გამორჩენია, სადაც ქართული ჯარის ყაზარმაში მათი შევარდნაა ასახული. "ამათთან შედარებით, უკანასკნელი "ბომჟებივით" ვცხოვრობთ; არც საჭმელი გვაქვს და არც ტანსაცმელი", - გაჰყვირის ერთ-ერთი ჯარისკაცი და ნაალაფარ "ბათინკებს" საჩქაროდ იცვამს...

ფილმში შესული მასალის მიხედვით, რუსულმა მხარემ რამდენიმე ათეული მძიმე ტექნიკაც გააყოლა ხელს...

ავტორის თქმით, მაშინ, როდესაც რუსულმა საჯარისო შენაერთებმა გორის მიმართულებით "ისკანდერი" გაისროლეს, ქალაქის ცენტრი ხალხისგან დაცლილი არ ყოფილა - 12 აგვისტოს რუსულ მხარესთან მიღწეული იყო შეთანხმება, ცეცხლის შეწყვეტის შესახებ... ამასთან, დოკუმენტური ფილმის მიხედვით, კასეტური ბომბი, რომელიც გორის ცენტრში ჩამოაგდეს, პირდაპირ სახლებზე იყო დამიზნებული... მაშინ, სტან სტორიმანსთან ერთად დაიღუპა 11 ქართველი მშვიდობიანი მოქალაქე, ხოლო ისრაელიდან ჩამოსულ ჟურნალისტს 30-მდე ანასხლეტი მოხვდა.

როგორც ფილმის ჩვენების ორგანიზატორი, ანა ჭიჭინაძე ამბობს, იღუნ აკერმანსს საქართველოში მუშაობის დიდი გამოცდილება აქვს. მან 90-იან წლებში ქართულ-აფხაზური ომიც გააშუქა და კარგად იცნობს ქვეყნის შიგნით და მის გარშემო არსებულ პრობლემებს... დოკუმენტური ფილმი ნაჩვენები იყო ჰოლანდიურ არხზე RTLL, სადაც აკერმანსი მუშაობს. საგამოძიებო ფილმის დასრულების შემდეგ, 2009 წელს, აკერმანსს უნდოდა, ის ქართველი მაყურებლისთვისაც ეჩვენებინა და იმავე წელს, ფილმის პრემიერის მოწყობა "საზოგადოებრივ მაუწყებელს" შესთავაზა, მაგრამ ფილმის ნახვის შემდეგ, ტელევიზიის ხელმძღვანელობამ მის ჩვენებაზე რატომღაც, უარი თქვა. ჰოლანდიელი ჟურნალისტი მიიჩნევს, რომ ამის მიზეზი ფილმში ასახული ის რამდენიმე მომენტია, რომლის ნახვაც მაშინდელი ხელისუფლებისთვის "მაინცდამაინც სასიამოვნო არ იქნებოდა"...

იღუნ აკერმანსი, ფილმის ავტორი:

- 12 აგვისტოს, გორში მომხდარი აფეთქებისას, როდესაც სტანი დაიღუპა, სიკვდილს მეც ჩავხედე თვალებში, მაგრამ გადავრჩი, მხოლოდ ფეხში ვიყავი დაჭრილი. უდიდესი სტრესი გადავიტანე... რუსეთ-საქართველოს ომის დასრულებიდან ერთი წლის შემდეგ საქართველოში დავბრუნდი და დავიწყე გამოძიება, - სინამდვილეში, გორის ცენტრში რა და როგორ მოხდა. ასევე, გახლდით რუსეთში, გერმანიასა და ამერიკაში, სადაც შევხვდი და ვესაუბრე დამოუკიდებელ სამხედრო ექსპერტებს, რათა გამერკვია, ეკუთვნოდა თუ არა რუსეთის შეიარაღებულ ძალებს, გორის ცენტრში ჩამოვარდნილი შშ-26 ტიპის "ისკანდერი": საქმე ის არის, რომ რუსეთის ხელმძღვანელობა ამ ფაქტს უარყოფდა და ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალური განცხადებაც არსებობს. შემიძლია წარმოგიდგინოთ მათ მიერ გავრცელებული ოფიციალური განცხადებების ფრაგმენტებიც: "ჰოლანდიის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები არ არის საკმარისი იმის სათქმელად, რომ ჰოლანდიელი ოპერატორი, რომელიც საქართველოში აგვისტოს ომის დროს დაიღუპა, რუსული კასეტური ბომბის მსხვერპლი გახდა... რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო აცხადებს, რომ ჰოლანდიური მხარის მიერ წარმოდგენილი მასალით შეუძლებელია ზუსტი დასკვნის გაკეთება იარაღის იმ ტიპზე, რომლის ნამსხვრევიც ოპერატორს მოხვდა...

როგორც ჩვენთვის გახდა ცნობილი, 20 ოქტომბერს კომისიამ წარმოადგინა მოხსენება გაწეული სამუშაოს შესახებ, რომელშიც ნათქვამია, რომ სტორიმანსი დაიღუპა კასეტური ბომბების მატარებელი SS-26 ტიპის რუსული ტაქტიკური ბალისტიკური რაკეტის გასროლის შედეგად, რასაც რუსეთის საგარეო უწყება არ იზიარებს. მიგვაჩნია, რომ რეალური ვითარების დადგენა მხოლოდ სამხედრო ექსპერტების უფრო გულდასმით მუშაობას მოითხოვს. სხვათა შორის, კასეტური ბომბები ქართულ მხარესაც აქვს შეიარაღებაში" (იმავე უწყების განცხადებით, - საქართველომ აღიარა კასეტური ბომბების გამოყენება და აღნიშნა, რომ მათი გამოყენება მხოლოდ დაუსახლებელ ადგილებში მოხდა, რუსული სამხედრო სამიზნეების წინააღმდეგ, როკის გვირაბის მახლობლად. - ავტ.). თუმცა, ჩემ მიერ გადაღებულ დოკუმენტურ ფილმში რუსი (ალექსანდრე პუხოვი), გერმანელი (რობერტ შმუკერი) და ამერიკელი (სამხედრო იარაღის ექსპერტი, მარკ გარლასკო) ექსპერტები ერთხმად აცხადებენ, რომ შშ-26 ტიპის "ისკანდერი" რუსეთის სამხედრო არსენალში ნამდვილად ირიცხებოდა. უფრო მეტიც, ეს იარაღი ამავე სახელმწიფოში იყო წარმოებული.

- როგორ ფიქრობთ, რატომ ჩამოაგდო მოწინააღმდეგემ ეს რაკეტა ქართულ ქალაქში მას შემდეგ, როცა უკვე მიღწეული იყო შეთანხმება ცეცხლის შეწყვეტის შესახებ?

- ამ კითხვაზე პასუხი მეც მაინტერესებდა და შევეცადე, როგორც რუსი, ისე სხვა ეროვნების სამხედრო ექსპერტების პასუხები მომესმინა. მათი თქმით, რუსულ მხარეს ამ ტიპის იარაღის გამოცდა უნდოდა. გერმანელი სამხედრო ექსპერტის, რობერტ შმუკერის თქმით, ნებისმიერი ქვეყანა საომარი მოქმედებების დროს აუცილებლად ცდის ახალ იარაღს.

- რას გულისხმობდით, როდესაც განაცხადეთ, - შესაძლოა, "საზოგადოებრივმა მაუწყებელმა" იმიტომ თქვა უარი ფილმის ჩვენებაზე, რომ იქ ხელისუფლებისთვის "არასასიამოვნო მომენტები" იყოო?..

- იმას, რომ შს სამინისტროს ანალიტიკური დეპარტამენტის მაშინდელმა ხელმძღვანელმა, შოთა უტიაშვილმა რამდენიმე კითხვაზე პასუხი ვერ გამცა... საქმე ის არის, რომ აფეთქების დროს მეც სტანის გვერდით ვიმყოფებოდი და ფეხში დავიჭერი. როდესაც პირველმა ემოციამ ჩაიარა, გულდასმით დავათვალიერე ის ადგილი, სადაც აღნიშნული "ისკანდერი" ჩამოვარდა. სამხედრო საკითხებზე მუშაობის 20-წლიანი გამოცდილება მაქვს და ვიზუალურად მახსოვდა, როგორ გამოიყურებოდა გორში ჩამოვარდნილი SS-26-ის ნამსხვრევი. როდესაც ფილმზე მუშაობა დავიწყე, შოთა უტიაშვილს მივმართე თხოვნით, ჩემთვის მოეწოდებინა ფოტო და ვიდეომასალა, სადაც რუსული მხარის მიერ გამოყენებული იარაღის ჩამონათვალი და მისი ნამსხვრევები იყო ასახული. ერთად წავედით იმ ადგილას, სადაც ეს ყველაფერი გახლდათ თავმოყრილი, მაგრამ ჩემდა გასაკვირად, მათ შორის SS-26 "ისკანდერის" ნამსხვრევი არ ყოფილა... დავინტერესდი, რატომ არ ჰქონდათ კონკრეტულად ამ იარაღის ნაწილი, მით უმეტეს, რომ ის ნამდვილად არსებობდა, საკუთარი თვალით ვნახე...

უტიაშვილმა მიპასუხა, - ასეთი რამ გამოყენებული არ ყოფილაო. როდესაც საკითხი უფრო მკაცრად დავაყენე, აღმოჩნდა, რომ "იპოვეს" ანუ თავიდანვე არსებობდა, მაგრამ სადღაც ჰქონდათ გადამალული. ბატონ შოთას ვკითხე: რა მიზანს ემსახურებოდა მისი გადამალვა? რაზეც მან უხერხულად აიჩეჩა მხრები. ეს ფილმშიც ჩანს... მე ასევე მოვინახულე სტანთან ერთად დაღუპული ადამიანების ოჯახები, რათა გამერკვია, თუ რა ფინანსური და მატერიალური დახმარება აღმოუჩინა მათ სახელმწიფომ. დავადგინე, რომ 12 აგვისტოს აფეთქების შედეგად დაღუპულ 11 ადამიანს მაშინდელმა ხელისუფლებამ ომში დაღუპულის სტატუსი არ მიანიჭა. რაც შეეხება ფინანსურ და მატერიალურ დახმარებას, - ერთადერთი ნივთი, რითაც ხელისუფლება დაღუპულების ოჯახებს დაეხმარა, ელექტროღუმელი იყო, რომელიც მათ ერთი წლის შემდეგაც ხელუხლებლად ედოთ... ეს ფილმშიც არის ნაჩვენები და ამაზე (ხელისუფლების უყურადღებობას ვგულისხმობ), დაღუპული ადამიანების ოჯახის წევრებიც ლაპარაკობენ. განსაკუთრებით დამამახსოვრდა გორთან ახლომდებარე სოფელში მცხოვრები პატარა ქერა გოგონა, რომლის მამაც ქალაქში სხვების დასახმარებლად გავიდა. ეს პატარა გოგონა მძიმე ცხოვრებას ნაადრევად დაებრძნებინა და ისე ლაპარაკობდა, როგორც ბევრის მნახველი ქალი... ფილმი ერთ-ერთი დაღუპული, შუახნის კაცის საფლავთან, მგლოვიარე დედის სიტყვებით სრულდება: სხვის დასახმარებლად წასული შვილი სახლში დაღუპული მომისვენესო... რა თქმა უნდა, მომხდარში რუსეთის ხელისუფლებაა დამნაშავე, მაგრამ კითხვები ქართველების მიმართაც არსებობს.

- თქვენ შესახებაც გვიამბეთ. აღნიშნეთ, რომ სამხედრო თემატიკაზე მუშაობის 20-წლიანი გამოცდილება გაქვთ...

- ჰოლანდიური არხის RTLL-ის ყოველდღიური ტელეჟურნალის RTLL-news-ის ჟურნალისტი ვარ. 10 წელზე მეტია, ბერლინში ვცხოვრობ და გერმანიისა და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების ცხელ წერტილებში სამხედრო კორესპონდენტად ვმუშაობ. 90-იან წლებში ქართულ-აფხაზური ომის გაშუქებამ მომიწია. ეს პერიოდიც მძიმედ მახსენდება, მაგრამ თამამად შემიძლია ვთქვა, რომ გაოგნებული ვიყავი ქართველი მეომრების გულწრფელი პატრიოტიზმით, მათი გამბედაობითა და სითამამით. სხვა, პოლიტიკური და სამხედრო შტრიხები კი განსახილველად, სამხედრო ექსპერტებს დავუტოვოთ... 1994 წელს ვიყავი ჩეჩნეთში. ეს ომი ჩემს მეხსიერებას წარუშლელ კოშმარად შემორჩა. მას შემდეგ, არაერთ კონფლიქტზე მომიწია მუშაობამ, მაგრამ ჩეჩნეთის ომი წითელი ზოლივით გასდევს ჩემს 20-წლიან პროფესიულ ბიოგრაფიას. მე ვნახე ომის სისასტიკისგან ბავშვობადაკარგული ათასობით მოზარდი, რომელთა ზურგს უკან ასევე ათასობით ადამიანის სახედაკარგული და გაუბედურებული, შურისძიებით ანთებული ჩეჩენი იდგა... ჩეჩნეთის ომის საუკეთესოდ გაშუქებისთვის დიკ შერპენზელის პრიზით დამაჯილდოეს. რუსეთშივე მაქვს გადაღებული დოკუმენტური ფილმი "გულაგის ტყვეები", რომელშიც ასევე ძალიან დიდი შრომა ჩავდე... მოვამზადე რეპორტაჟების სერია ცხელი აფრიკიდან და ბელგრადიდან - ნატოს მიერ განხორციელებული დაბომბვების დროს; ასევე, პრინცესა დაიანას დაღუპვის შესახებ; ჩრდილოეთ ირლანდიაში მომხდარი ძალადობის ფაქტების შესახებ...

2009 წელს გამოვეცი წიგნი "საზღვრები არსებობს", რომელშიც ჩემი 20-წლიანი ჟურნალისტური გამოცდილების შედეგად დაგროვილ ცოდნას მოვუყარე თავი და ამ ცოდნაზე დაყრდნობით, ევროპაში მიმდინარე მოვლენების ანალიზიც შევთავაზე მკითხველს... ჩვენი პროფესია ძალზე ძნელი, სარისკო და საპასუხისმგებლოა. მუშაობის პროცესში არაერთხელ დავშავებულვარ, მაგრამ "მცირედი ნაკაწრები" არაფერია იმასთან შედარებით, რასაც ამ რისკის ფასად მოპოვებული "პროდუქტი" გვაძლევს... საძინებელ ოთახშიც კი ომსა და სიკვდილზე ვფიქრობ. ძნელია, როდესაც გარშემო ტყვიების ზუზუნია და სისხლის სუნი ახლოდან გცემს; როდესაც უყურებ იმ ადამიანის ნაკუწებად ქცეულ ცხედარს, რომელსაც რამდენიმე წუთის წინ ესაუბრებოდი... მაგრამ ომი, საუბედუროდ, ჩვენი რეალობის განუყოფელი ნაწილია, თავისი კოშმარებით, სისხლითა და ცრემლებით. აუცილებელია, რომ ჩვენ, ჟურნალისტებმა პირადი დამოკიდებულება გვერდზე გადავდოთ და ყველაფერი ობიექტურად გავაშუქოთ.

- სტან სტორიმანსთან დიდი ხანი მუშაობდით?

- საკმაოდ კარგად ვიცნობდით ერთმანეთს. ის პროფესიონალი იყო. თავისი საქმე უყვარდა და ცხელ წერტილებში მუშაობასაც არ ერიდებოდა. მის მაღალ პროფესიონალიზმსა და საქმის მიმართ დამოკიდებულებაზე, ფილმში მისი მეუღლეც საუბრობს. სხვათა შორის, სტორიმანსის მეუღლესთან ერთად, რუსეთის წინააღმდეგ, სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლოში სარჩელი შევიტანე. საქმე წარმოებაშია.

ლალი პაპასკირი

ჟურნალი ”გზა”

(გამოდის ხუთშაბათობით)

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია