მსოფლიო
სამხედრო

24

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 03:34-ზე, მთვარე კუროში გადაბრძანდება 21:35-ზე – კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. შანსი მოგეცემათ მოაგვაროთ ძველი პრობლემები. კარგი დღეა ბიზნესისა და სავაჭრო საქმეებისთვის; უფროს თაობასთან ურთიერთობისთვის. მათგან რჩევის მიღება. ურთიერთობის, საქმეების გარჩევას არ გირჩევთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამუშაო ადგილის შესაცვლელად. კარგია მოგზაურობის დაწყება. მცირე ფიზიკური დატვირთვა არ გაწყენთ, კარგი დღეა საოჯახო საქმეების შესასრულებლად, ყვავილების დასარგავად; ქორწინებისა და ნიშნობისათვის. ამ დღეს ადამიანი მეტად მგრძნობიარეა საკვების მიმართ. ნუ გადატვირთავ კუჭს, მაგრამ ნურც იშიმშილებთ. მიიღეთ ჯანსაღი საკვები.
სამართალი
სპორტი
საზოგადოება
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
წიგნები
Faceამბები
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
კუ­რი­ო­ზუ­ლი ტრავ­მე­ბი - "ჩემს დას ლიფ­ტში ცხვი­რი მოჰ­ყვა"
კუ­რი­ო­ზუ­ლი ტრავ­მე­ბი - "ჩემს დას ლიფ­ტში ცხვი­რი მოჰ­ყვა"

ტრავ­მის მი­ღე­ბა, რა­საკ­ვირ­ვე­ლი­ა, არ არის სა­სი­ა­მოვ­ნო, მაგ­რამ ზოგ­ჯერ ამ მოვ­ლე­ნას ისე­თი კუ­რი­ო­ზე­ბი და უც­ნა­უ­რი შემ­თხვე­ვე­ბი ახ­ლავს თან, შე­უძ­ლე­ბე­ლი­ა, მა­თი მოს­მე­ნი­სას არ გა­გე­ღი­მოს. თვით და­შა­ვე­ბუ­ლე­ბიც კი ასეთ შემ­თხვე­ვებს მოგ­ვი­ა­ნე­ბით იუ­მო­რით იხ­სე­ნე­ბენ, ამი­ტომ ალ­ბათ არც ერ­თი მათ­გა­ნი არ გვი­წყ­ენს, რო­ცა "ყვე­ლა სი­ახ­ლის" მი­ერ შეკ­რე­ბილ რამ­დე­ნი­მე ასეთ ამ­ბავ­ში სა­კუ­თარ თავს ამო­იც­ნობს. სა­ხა­ლი­სო ამ­ბე­ბი კი ძი­რი­თა­დად მთა­ვა­რი გმი­რე­ბის მე­გობ­რებ­მა და ახ­ლობ­ლებ­მა "გა­ამ­ხი­ლეს".

მან­ჩო: "ჩე­მი მე­გო­ბა­რი ახალ სახ­ლში გა­და­ვი­და, სა­ძი­ნებ­ლის კა­რი თურ­მე გორ­გო­ლა­ჭე­ბი­დან ამო­ვარ­დნი­ლი ყო­ფი­ლა. შეს­ვლის დროს კა­რი გად­მო­ვარ­და და ზედ და­ე­ცა. მას შემ­დეგ კა­რე­ბის მი­მართ პა­ნი­კუ­რი ში­ში გა­უჩ­ნდა და თუ ვინ­მე ახ­ლავს თან, კა­რის გა­ღე­ბას მას სთხოვს.

ია­კო: "ჩემს დას ცხვი­რი ლიფ­ტში მოჰ­ყვა. სა­ა­ვად­მყო­ფო­ში რომ მი­ვიყ­ვა­ნეთ, ექი­მი არ იჯე­რებ­და ლიფ­ტის ამ­ბავს. გა­ო­ცე­ბუ­ლი იყო, ასე­თი პა­ტა­რა ცხვი­რი აქვს და რო­გორ მო­ა­ხერ­ხა მი­სი ლიფ­ტში მო­ყო­ლება­ო"...

თორ­ნი­კე: "ჩვენს სო­ფელ­ს მტა­ცე­ბე­ლი ცხო­ვე­ლე­ბი არ ეტა­ნე­ბი­ან, მაგ­რამ დი­დი თოვ­ლი იდო და ახ­ლომ­დე­ბა­რე ტყი­დან სოფ­ლის ჭა­ლებ­ში ორი მგე­ლი ჩა­მო­ვი­და. ჭა­ლა ჩე­მი სახ­ლის ქვე­მო­თაა და სა­ღა­მოს პირ­ზე მგლებ­მა რომ და­იყ­მუვ­ლეს, ჩვე­ნი ორი ძაღ­ლი­დან ვერც ერთს ვე­ღარ მოვ­კა­რით თვა­ლი. მოგ­ვი­ა­ნე­ბით სა­წო­ლის ქვეშ ვი­პო­ვეთ შე­ყუ­ჟუ­ლე­ბი. მე და ჩე­მი ძმა მო­ნა­დი­რე­ე­ბი ვართ, ხში­რად ვნა­დი­რობთ, ამი­ტომ მა­მა­ჩემ­მა მაგ­რად დაგ­ვცი­ნა, რა მო­ნა­დი­რეე­ბი ხართ, მგლე­ბი ლა­მი­საა სახ­ლში შე­მო­გვიც­ვივ­დნენ, თქვენ კი შინ იმა­ლე­ბი­თო. მის­მა სიტყ­ვებ­მა ჩვენს "მო­ნა­დი­რულ თავ­მოყ­ვა­რე­ო­ბა­ზე" იმო­ქ­მე­და და გა­დავ­წყვი­ტეთ, მგლებს ჩავ­საფ­რე­ბო­დით. დი­ლის ხუთ სა­ათ­ზე თო­ფე­ბით შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლე­ბი სა­ში­ნელ სიბ­ნე­ლე­სა და ყინ­ვა­ში გა­ვე­დით. ჩა­საფ­რე­ბის­თვის ორი ად­გი­ლი ამო­ვირ­ჩი­ეთ და გავ­ნა­წილ­დით. მარ­ტო რომ დავ­რჩი, სიბ­ნე­ლემ, ცო­ტა არ იყოს, და­მაფ­რთხო და ხე­ზე ავ­ძვე­რი. რამ­დე­ნი­მე წუ­თის შემ­დეგ, არ ვი­ცი რო­გორ, მაგ­რამ თო­ფის ლუ­ლა­ზე ენა მო­მიხ­ვდა და ზედ მი­მე­ყი­ნა. ვე­ღარ ვა­შო­რებ­დი, ვერც ჩემს ძმას ვე­ძახ­დი საშ­ვე­ლად. ყინ­ვა კი უმა­ტებ­და და უმა­ტებ­და. რამ­დე­ნი­მე­სა­ა­თი­ა­ნი ამაო ლო­დი­ნის შემ­დეგ ჩემ­მა ძმამ ჩა­საფ­რე­ბის ად­გი­ლი მი­ა­ტო­ვა და მო­მა­კითხ­ა. რო­ცა და­ი­ნა­ხა, რა დღე­ში ვი­ყა­ვი, იმის მა­გივ­რად, რომ მომ­შვე­ლე­ბო­და, ის­ტე­რი­კუ­ლი სი­ცი­ლი აუ­ვარ­და. მე­რე თო­ფის ლუ­ლა სან­თე­ბე­ლით შე­ვათ­ბეთ და ძლივს მო­ვა­ცი­ლე ენა. ყინ­ვის­გან ისე­თი და­შუშ­ხუ­ლი მქონ­და, რამ­დე­ნი­მე კვი­რა ნორ­მა­ლუ­რად ვერ ვჭამ­დი".

ნო­და­რი: "ჩე­მი თა­ნამ­შრო­მე­ლი სა­ნა­დი­როდ წა­ვი­და. ნაწ­ვი­მა­რი იყო და ნა­მი­ან ბა­ლახ­ზე ფე­ხი აუს­რი­ალ­და. მის ბე­დად, იქ­ვე ზღარ­ბი ყო­ფი­ლა და ზედ და­ე­ცა. საწყ­ა­ლი ზღარ­ბი, რა თქმა უნ­და, ამ­ხე­ლა მა­სის და­ცე­მის­გან იქ­ვე მოკ­ვდა, მაგ­რამ არც ჩე­მი მე­გო­ბა­რი აღ­მოჩ­ნდა უკე­თეს მდგო­მა­რე­ო­ბა­ში. საკ­მა­ოდ დიდ­ხანს იშუ­შებ­და ზღარ­ბის ეკ­ლე­ბის­გან მი­ყე­ნე­ბუ­ლ ჭრი­ლო­ბებს".

ექი­მი ლე­ვან ბე­რი­ძე: "პენ­სი­ა­ზე გას­ვლამ­დე ბევ­რი კუ­რი­ო­ზუ­ლი შემ­თხვე­ვა მქო­ნი­ა. მთლად კუ­რი­ო­ზულს ვერც და­ვარ­ქმევ, რად­გან საქ­მე ადა­მი­ა­ნის ჯან­მრთე­ლო­ბა­სა და სი­ცოცხ­ლეს ეხე­ბო­და, თუმ­ცა ზო­გი­ერ­თი პა­ცი­ენ­ტი ისე­თი უც­ნა­უ­რი ტრავ­მით მო­სუ­ლა და ისე­თი უც­ნა­უ­რი რამ შემ­თხვე­ვი­ა, ღი­მი­ლის გა­რე­შე ვერ გა­იხ­სე­ნებ. ერთ-ერ­თმა ჩემ­მა პა­ცი­ენ­ტმა ქორ­წილ­ში შემ­წვა­რი გო­ჭის პი­რი­დან ბო­ლო­კი გა­მო­ი­ღო და გო­ჭის პა­რო­დი­ის გა­კე­თე­ბა სცა­და. სწო­რედ ამ დროს მთლი­ა­ნი ბო­ლო­კი გა­დას­ცდა და კი­ნა­ღამ და­იხ­რჩო...

მარი ონე­ზაშ­ვი­ლი

ყო­ველკ­ვი­რე­უ­ლი გა­ზე­თი "ყვე­ლა სი­ახ­ლე"

(გა­მო­დის ოთხშა­ბა­თო­ბით)

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ჩრდილოეთ კორეის ახალმა სამხედრო ხომალდმა კატასტროფა განიცადა

კუ­რი­ო­ზუ­ლი ტრავ­მე­ბი - "ჩემს დას ლიფ­ტში ცხვი­რი მოჰ­ყვა"

კუ­რი­ო­ზუ­ლი ტრავ­მე­ბი - "ჩემს დას ლიფ­ტში ცხვი­რი მოჰ­ყვა"

ტრავ­მის მი­ღე­ბა, რა­საკ­ვირ­ვე­ლი­ა, არ არის სა­სი­ა­მოვ­ნო, მაგ­რამ ზოგ­ჯერ ამ მოვ­ლე­ნას ისე­თი კუ­რი­ო­ზე­ბი და უც­ნა­უ­რი შემ­თხვე­ვე­ბი ახ­ლავს თან, შე­უძ­ლე­ბე­ლი­ა, მა­თი მოს­მე­ნი­სას არ გა­გე­ღი­მოს. თვით და­შა­ვე­ბუ­ლე­ბიც კი ასეთ შემ­თხვე­ვებს მოგ­ვი­ა­ნე­ბით იუ­მო­რით იხ­სე­ნე­ბენ, ამი­ტომ ალ­ბათ არც ერ­თი მათ­გა­ნი არ გვიწყ­ენს, რო­ცა "ყვე­ლა სი­ახ­ლის" მი­ერ შეკ­რე­ბილ რამ­დე­ნი­მე ასეთ ამ­ბავ­ში სა­კუ­თარ თავს ამო­იც­ნობს. სა­ხა­ლი­სო ამ­ბე­ბი კი ძი­რი­თა­დად მთა­ვა­რი გმი­რე­ბის მე­გობ­რებ­მა და ახ­ლობ­ლებ­მა "გა­ამ­ხი­ლეს".

მან­ჩო: "ჩე­მი მე­გო­ბა­რი ახალ სახ­ლში გა­და­ვი­და, სა­ძი­ნებ­ლის კა­რი თურმე გორ­გო­ლა­ჭებიდან ამო­ვარ­დნი­ლი ყოფილა. შეს­ვლის დროს კა­რი გად­მო­ვარ­და და ზედ და­ე­ცა. მას შემ­დეგ კა­რე­ბის მი­მართ პა­ნი­კუ­რი ში­ში გა­უჩ­ნდა და თუ ვინ­მე ახ­ლავს თან, კა­რის გა­ღე­ბას მას სთხოვს.

ია­კო: "ჩემს დას ცხვი­რი ლიფ­ტში მოჰ­ყვა. სა­ა­ვად­მყო­ფო­ში რომ მი­ვიყ­ვა­ნეთ, ექი­მი არ იჯე­რებ­და ლიფ­ტის ამ­ბავს. გა­ო­ცე­ბუ­ლი იყო, ასე­თი პა­ტა­რა ცხვი­რი აქვს და რო­გორ მო­ა­ხერ­ხა მი­სი ლიფ­ტში მო­ყო­ლება­ო"...

თორ­ნი­კე: "ჩვენს სო­ფელ­ს მტა­ცე­ბე­ლი ცხო­ვე­ლე­ბი არ ეტანებიან, მაგ­რამ დი­დი თოვ­ლი იდო და ახ­ლომ­დე­ბა­რე ტყი­დან სოფ­ლის ჭა­ლებ­ში ორი მგე­ლი ჩა­მო­ვი­და. ჭა­ლა ჩე­მი სახ­ლის ქვე­მო­თაა და სა­ღა­მოს პირ­ზე მგლებ­მა რომ და­იყ­მუვ­ლეს, ჩვე­ნი ორი ძაღ­ლი­დან ვერც ერთს ვე­ღარ მოვ­კა­რით თვა­ლი. მოგ­ვი­ა­ნე­ბით სა­წო­ლის ქვეშ ვი­პო­ვეთ შე­ყუ­ჟუ­ლე­ბი. მე და ჩე­მი ძმა მო­ნა­დი­რე­ე­ბი ვართ, ხში­რად ვნა­დი­რობთ, ამი­ტომ მა­მა­ჩემ­მა მაგ­რად დაგ­ვცი­ნა, რა მო­ნა­დი­რეე­ბი ხართ, მგლე­ბი ლა­მი­საა სახ­ლში შე­მო­გვიც­ვივ­დნენ, თქვენ კი შინ იმა­ლე­ბი­თო. მის­მა სიტყ­ვებ­მა ჩვენს "მო­ნა­დი­რულ თავ­მოყ­ვა­რე­ო­ბა­ზე" იმო­ქ­მე­და და გა­დავ­წყვი­ტეთ, მგლებს ჩავ­საფ­რე­ბო­დით. დი­ლის ხუთ სა­ათ­ზე თო­ფე­ბით შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლე­ბი სა­ში­ნელ სიბ­ნე­ლე­სა და ყინ­ვა­ში გა­ვე­დით. ჩა­საფ­რე­ბის­თვის ორი ად­გი­ლი ამო­ვირ­ჩი­ეთ და გავ­ნა­წილ­დით. მარ­ტო რომ დავ­რჩი, სიბ­ნე­ლემ, ცო­ტა არ იყოს, და­მაფ­რთხო და ხე­ზე ავ­ძვე­რი. რამ­დე­ნი­მე წუ­თის შემ­დეგ, არ ვი­ცი რო­გორ, მაგ­რამ თო­ფის ლუ­ლა­ზე ენა მო­მიხ­ვდა და ზედ მი­მე­ყი­ნა. ვე­ღარ ვა­შო­რებ­დი, ვერც ჩემს ძმას ვე­ძახ­დი საშ­ვე­ლად. ყინ­ვა კი უმა­ტებ­და და უმა­ტებ­და. რამ­დე­ნი­მე­სა­ა­თი­ა­ნი ამაო ლო­დი­ნის შემ­დეგ ჩემ­მა ძმამ ჩა­საფ­რე­ბის ად­გი­ლი მი­ა­ტო­ვა და მო­მა­კითხ­ა. რო­ცა და­ი­ნა­ხა, რა დღე­ში ვი­ყა­ვი, იმის მა­გივ­რად, რომ მომ­შვე­ლე­ბო­და, ის­ტე­რი­კუ­ლი სი­ცი­ლი აუ­ვარ­და. მე­რე თო­ფის ლუ­ლა სან­თე­ბე­ლით შე­ვათ­ბეთ და ძლივს მო­ვა­ცი­ლე ენა. ყინ­ვის­გან ისე­თი და­შუშ­ხუ­ლი მქონ­და, რამ­დე­ნი­მე კვი­რა ნორ­მა­ლუ­რად ვერ ვჭამ­დი".

ნო­და­რი: "ჩე­მი თა­ნამ­შრო­მე­ლი სა­ნა­დი­როდ წა­ვი­და. ნაწ­ვი­მა­რი იყო და ნა­მი­ან ბა­ლახ­ზე ფე­ხი აუს­რი­ალ­და. მის ბე­დად, იქ­ვე ზღარ­ბი ყო­ფი­ლა და ზედ და­ე­ცა. საწყ­ა­ლი ზღარ­ბი, რა თქმა უნ­და, ამ­ხე­ლა მა­სის და­ცე­მის­გან იქ­ვე მოკ­ვდა, მაგ­რამ არც ჩე­მი მე­გო­ბა­რი აღ­მოჩ­ნდა უკე­თეს მდგო­მა­რე­ო­ბა­ში. საკ­მა­ოდ დიდ­ხანს იშუ­შებ­და ზღარ­ბის ეკ­ლე­ბის­გან მი­ყე­ნე­ბუ­ლ ჭრი­ლო­ბებს".

ექი­მი ლე­ვან ბე­რი­ძე: "პენ­სი­ა­ზე გას­ვლამ­დე ბევ­რი კუ­რი­ო­ზუ­ლი შემ­თხვე­ვა მქო­ნი­ა. მთლად კუ­რი­ო­ზულს ვერც და­ვარ­ქმევ, რად­გან საქ­მე ადა­მი­ა­ნის ჯან­მრთე­ლო­ბა­სა და სი­ცოცხ­ლეს ეხე­ბო­და, თუმ­ცა ზო­გი­ერ­თი პა­ცი­ენ­ტი ისე­თი უც­ნა­უ­რი ტრავ­მით მო­სუ­ლა და ისე­თი უც­ნა­უ­რი რამ შემ­თხვე­ვი­ა, ღი­მი­ლის გა­რე­შე ვერ გა­იხ­სე­ნებ. ერთ-ერ­თმა ჩემ­მა პა­ცი­ენ­ტმა ქორ­წილ­ში შემ­წვა­რი გო­ჭის პი­რი­დან ბო­ლო­კი გა­მო­ი­ღო და გო­ჭის პა­რო­დი­ის გა­კე­თე­ბა სცა­და. სწო­რედ ამ დროს მთლი­ა­ნი ბო­ლო­კი გა­დას­ცდა და კი­ნა­ღამ და­იხ­რჩო...

მარი ონეზაშვილი

ყოველკვირეული გაზეთი "ყველა სიახლე"

(გამოდის ოთხშაბათობით)

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს