რამდენიმე დღის წინ შორენა ბეგაშვილმა თავის "ფეისბუქის" გვერდზე საკუთარი ტანსაცმელი, ჩანთები და სამკაულები, ხანდაზმულთა პანსიონატის დასახმარებლად, გასაყიდად გამოიტანა.
როგორც ამბობენ, ხსენებული ძვირფასი ნივთები და თბილისში ბინაც კი მას რუსეთში მცხოვრებმა მულტიმილიონერმა ბიზნესმენმა, მამუკა ფიფიამ აჩუქა. ცნობილია, რომ წარმოშობით რუსთაველ შორენას ბიზნესმენის გაცნობამდე თბილისში ბინა არ ჰქონდა, ამჟამად ის ვაკეში, მოსაშვილის ქუჩაზე ცხოვრობს.
თუმცა, ამ ხმებს თავად შურისძიების შესაძლო ადრესატი, მამუკა ფიფია (სურათზე მეუღლესთან ერთად) უარყოფს.
- არ ცხრება ხმები თქვენსა და შორენა ბეგაშვილს შორის უიღბლო რომანზე, მართლა მეგობრობდით მასთან?
- არა. მე თვითონვე მიკვირს, ყოველთვის მეკითხებოდნენ ამას. არ ვიცი, რატომ გავრცელდა ეს ხმები.
- იცნობთ შორენას?
- კარგად ვიცნობ, მაგრამ რომანი რატომაა, ერთი-ორჯერ შევხვდით და ეგ იყო. ისე, კი, საქართველოში ეს რომანია. თუ შეხვდი ან დაურეკე, რა თქმა უნდა, ცოლად უნდა მოიყვანო. თუ ერთად გაიარეთ სადმე, ეს უკვე ორსულობით დამთავრდება. საქართველოში ასეა მიღებული, მამაკაცსაც დაგაორსულებენ, - განგვიცხადა მამუკა ფიფიამ, რომელიც უკვე რამდენიმე წელია, დაოჯახებულია და ბედნიერად ცხოვრობს მეუღლესთან ერთად. არადა, წლების წინ, როდესაც შორენა ბეგაშვილი ეკრანზე პირველად გამოჩნდა გადაცემით "სექსი შორენასთან'', ჩამოსულ სტუმარს იგი "ქართველი ანფისას" სტატუსით გააცნეს (შორენას გადაცემა პოპულარული რუსული შოუს, "სექსი ანფისა ჩეხოვასთან''-ის ერთგვარი ანალოგია იყო). ახალჩამოსულმა ფიფიამაც, ეტყობა, რუსეთში მამაკაცების მიერ ვარსკვლავების მოვლა-განებივრების სანაქებო ტრადიცია არ დაარღვია და "ქართველ ანფისას" განსაკუთრებული ყურადღებით ანებივრებდა...
იხილეთ სრულად kvirispalitra.ge-ზე
იხილეთ ფოტოგალერეა