გოდერძის უღელეტხილზე უამინდობის გამო ავტომობილების მოძრაობა შეზღუდულია.
როგორც "ინტერპრესნიუსს" რეგიონული განვითარებისა და ინფრასრუქტურის სამინისტროში განუცხადეს, მოძრაობა თოვლისა და ქარბუქის გამო შეფერხებულია.
სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელის, მაგდა პოპიაშვილის ინფორმაციით, შესაბამისი ტექნიკა უკვე მუშაობს და სავარაუდოდ მოძრაობის აღდგენა დღის მეორე ნახევარში შესაძლებელი იქნება.