მსოფლიო
სამხედრო

25

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის ოცდამერვე დღე დაიწყება 03:43-ზე, მთვარე კუროშია – დღეს დაწყებული საქმეები წარმატებულად სრულდება. კარგი დღეა ფინანსური საკითხის მოსაგვარებლად; საყიდლებისთვის. შემოქმედებითი საქმიანობა წარმატებას მოგიტანთ. მოერიდეთ ურთიერთობის გარჩევას გარშემო მყოფებთან. კარგი დღეა სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. სასიამოვნო ემოციებს შეგძენთ ხანმოკლე მგზავრობა, ხანგრძლივი მოგზაურობა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა ფიზიკური ვარჯიშებისთვის, საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ ჭარბი საკვების მიღებას. აგრეთვე, არასასურველია სმა და მოწევა. მოერიდეთ ხის მოჭრას, ყვავილების მოწყვეტას. ყურადღება მიაქციეთ არტერიულ წნევას. გაუფრთხილდით თავს, არ გადაღალოთ ტვინი. კარგი დღეა ბუნებაში სასეირნოდ, მიწაზე სამუშაოდ. რაციონიდან გამორიცხეთ პროდუქტები, რომლებიც სახამებელსა და ნახშირწყლებს შეიცავს.
სამართალი
სპორტი
საზოგადოება
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
წიგნები
Faceამბები
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ბათუმის მერი - შტორმის შედეგად ზარალი მილიონ ლარზე მეტი იქნება
ბათუმის მერი - შტორმის შედეგად ზარალი მილიონ ლარზე მეტი იქნება

ბა­თუ­მის მერ­მა ჯე­მალ ანა­ნი­ძემ შტორ­მის შე­დე­გად და­ზი­ა­ნე­ბუ­ლი ბა­თუ­მის ახა­ლი ბუ­ლა­რის ტე­რი­ტო­რია და­ათ­ვა­ლი­ე­რა. რო­გორც ჯე­მალ ანა­ნი­ძემ აღ­ნიშ­ნა, მიმ­დი­ნა­რე­ობს სა­ნი­აღ­ვრე არ­ხე­ბის გაწ­მენ­და და ზღვა­ზე გა­სას­ვლე­ლი არ­ხე­ბის გახ­სნა. მი­სი­ვე თქმით, და­ზი­ა­ნე­ბუ­ლია ბულ­ვა­რის ინფრას­ტრუქ­ტუ­რა და სა­ფეხ­მავ­ლო ბი­ლი­კე­ბი.

"შტორ­მუ­ლი შე­მო­ტე­ვა კვლავ გრძელ­დე­ბა. ძი­რი­თა­დი ზი­ა­ნი მი­ად­გა ბა­თუ­მის ზღვის­პი­რა ზოლს. მო­სახ­ლე­ო­ბა არ და­ზა­რა­ლე­ბუ­ლა, თუმ­ცა, ზღვას­თან ახ­ლოს მდე­ბა­რე კა­ფე­ებ­სა და რეს­ტორ­ნებს სე­რი­ო­ზუ­ლი ზი­ა­ნი მი­ად­გა. რაც შე­ე­ხე­ბა ბულ­ვა­რის ინფრას­ტრუქ­ტუ­რას, მწყობ­რი­დან გა­მო­ვი­და გა­ნა­თე­ბის სის­ტე­მა, და­ზი­ან­და სკა­მე­ბი და ბი­ლი­კე­ბი. გარ­კვე­ულ ნა­წილ­ში ზღვამ სა­ფეხ­მავ­ლო ბი­ლი­კებს ძირი გა­მო­უ­რე­ცხა და სე­რი­ო­ზუ­ლად და­ა­ზი­ა­ნა", - გა­ნა­ცხა­და ჯე­მალ ანა­ნი­ძემ.

მე­რის თქმით, ზა­რა­ლი, სა­ვა­რა­უ­დოდ, მი­ლი­ონ ლარ­ზე მეტი იქ­ნე­ბა, ხოლო გა­მაგ­რე­ბი­თი სა­მუ­შა­ო­ე­ბის ჩათ­ვლით - რამ­დე­ნი­მე მი­ლი­ო­ნი. "ზა­რა­ლი ალ­ბათ, მი­ლი­ონ ლარ­ზე მეტი იქ­ნე­ბა, მაგ­რამ მთლი­ა­ნად გა­მაგ­რე­ბი­თი სა­მუ­შა­ო­ე­ბის და აუ­ცი­ლე­ბე­ლი ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბის ჩათ­ვლით, არ არის გა­მო­რი­ცხუ­ლი რა­მო­დე­ნი­მე მი­ლი­ონ­ზე გა­ვი­დეს, ოღონდ ამას დაპ­რო­ექ­ტე­ბის შემ­დგომ და­ვად­გენთ", - აღ­ნიშ­ნა ჯე­მალ ანა­ნი­ძემ.

ხუთ­ბა­ლი­ან­მა შტორმ­მა ბა­თუ­მი­სა და ქო­ბუ­ლე­თის სა­ნა­პი­რო ზოლ­ზე ინფრას­ტრუქ­ტუ­რა და­ა­ზი­ა­ნა. აჭა­რა­ში ამ დრომ­დე გა­და­უ­ღებ­ლად წვიმს.

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი"

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ჩრდილოეთ კორეის ახალმა სამხედრო ხომალდმა კატასტროფა განიცადა

ბათუმის მერი - შტორმის შედეგად ზარალი მილიონ ლარზე მეტი იქნება

ბათუმის მერი - შტორმის შედეგად ზარალი მილიონ ლარზე მეტი იქნება

ბათუმის მერმა ჯემალ ანანიძემ შტორმის შედეგად დაზიანებული ბათუმის ახალი ბულარის ტერიტორია დაათვალიერა. როგორც ჯემალ ანანიძემ აღნიშნა, მიმდინარეობს სანიაღვრე არხების გაწმენდა და ზღვაზე გასასვლელი არხების გახსნა. მისივე თქმით, დაზიანებულია ბულვარის ინფრასტრუქტურა და საფეხმავლო ბილიკები.

"შტორმული შემოტევა კვლავ გრძელდება. ძირითადი ზიანი მიადგა ბათუმის ზღვისპირა ზოლს. მოსახლეობა არ დაზარალებულა, თუმცა, ზღვასთან ახლოს მდებარე კაფეებსა და რესტორნებს სერიოზული ზიანი მიადგა. რაც შეეხება ბულვარის ინფრასტრუქტურას, მწყობრიდან გამოვიდა განათების სისტემა, დაზიანდა სკამები და ბილიკები. გარკვეულ ნაწილში ზღვამ საფეხმავლო ბილიკებს ძირი გამოურეცხა და სერიოზულად დააზიანა", - განაცხადა ჯემალ ანანიძემ.

მერის თქმით, ზარალი, სავარაუდოდ, მილიონ ლარზე მეტი იქნება, ხოლო გამაგრებითი სამუშაოების ჩათვლით - რამდენიმე მილიონი. "ზარალი ალბათ, მილიონ ლარზე მეტი იქნება, მაგრამ მთლიანად გამაგრებითი სამუშაოების და აუცილებელი ღონისძიებების ჩათვლით, არ არის გამორიცხული რამოდენიმე მილიონზე გავიდეს, ოღონდ ამას დაპროექტების შემდგომ დავადგენთ", - აღნიშნა ჯემალ ანანიძემ.

ხუთბალიანმა შტორმმა ბათუმისა და ქობულეთის სანაპირო ზოლზე ინფრასტრუქტურა დააზიანა. აჭარაში ამ დრომდე გადაუღებლად წვიმს.

"ინტერპრესნიუსი"

ბამბის რიგში რესტორანი იწვის - ადგილზე 4 სახანძრო მუშაობს

დამწვარია 200-დან 250 კვ.მ ფართობი - რა ვითარებაა ბაზრობა "თერგის" ტერიტორიაზე

ძლიერი ხანძარი თბილისში - ბაზრობა "თერგის" მეორე სართულზე ღია ცეცხლია