საქართველოში 21 ოქტომბრიდან გამოიდარებს. როგორც "ინტერპრესნიუსს" გარემოს ეროვნული სააგენტოს გრძელვადიანი პროგნოზების ბიუროს უფროსის მოადგილემ ნინო წვერავამ განუცხადა, დღეს თბილისში მოსალოდნელია ძლიერი ქარი, 20-25 მეტრი წამში. იწვიმებს დასავლეთ საქართველოს უმეტეს და აღმოსავლეთ საქართველოს ზოგიერთ რაიონში.
ამასთან, 21 ოქტომბრიდან დასავლეთ საქართველოში ერთი კვირის განმავლობაში უნალექო ამინდებია მოსალოდნელი, ჰაერის ტემპერატურა კი 25 გრადუსამდე იქნება.
24 ოქტომბრამდე უნალექო ამინდები იქნება აღმოსავლეთ საქართველოში. ჰაერის ტემპერატურა, მათ შორის თბილისში, 22 გრადუსამდე აიწევს.
24-25 ოქტომბერს, აღმოსავლეთ საქართველოს ზოგიერთ რაიონში, მათ შორის თბილისშიც, სინოპტიკოსები წვიმიან ამინდს პროგნოზირებენ. ჰაერის ტემპერატურა ამ დღეებში 18 გრადუსამდე დაიწევს.
26-28 ოქტომბერს კი სავარაუდოდ, უნალექო ამინდები იქნება.