პოლიტიკა
სამართალი

21

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის ოცდამეხუთე დღე დაიწყება 01:51-ზე, მთვარე კუროში გადაბრძანდება 05:52-ზე – დღე პასიურია, მოუსმინეთ თქვენს შინაგან ხმას. არ იჩქაროთ. დღის პირველ ნახევარში დაისვენეთ. მოაგვარეთ მარტივი საკითხები. გადადეთ რთული მოლაპარაკებები. დაიცავით ნეიტრალიტეტი კოლეგებთან ურთიერთობაში. არ არის რეკომენდებული: აჩქარება, ხელშეკრულებებისა და კონტრაქტების გაფორმება. გადაწყვეტილებების მიღება. გააძლიერეთ თქვენი ფინანსური მდგომარეობა. ხელსაყრელია ავეჯის და უძრავი ქონების შეძენა. შეიძინეთ სურსათი და საყოფაცხოვრებო ნივთები. უმჯობესია თავი შეიკავოთ ქონის, ლორის, ქაშაყის, დამუშავებული ყველის და მსგავსი პროდუქტების ჭამისგან.
სამხედრო
მეცნიერება
სპორტი
საზოგადოება
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რა აღ­მო­ა­ჩი­ნეს სა­ა­კა­ძის დაღ­მარ­თის გა­დათხ­რი­სას

სა­ქარ­თვე­ლოს დე­და­ქა­ლაქ­ში გა­დათხ­რი­ლი ქუ­ჩე­ბის სიმ­რავ­ლე უკ­ვე თვალ­ში სა­ცე­მია - ზო­გან გზის სა­ფა­რის რე­ა­ბი­ლი­ტა­ცია მიმ­დი­ნა­რე­ობს, ზო­გან კი სა­კა­ნა­ლი­ზა­ციო მი­ლე­ბის შე­კე­თე­ბა. ეს ყვე­ლა­ფე­რი ძა­ლი­ან კარ­გი­ა, თუმ­ცა სა­მუ­შაო პრო­ცე­სი, რო­მე­ლიც რა­ტომ­ღაც ნე­ლი ტემ­პით მიმ­დი­ნა­რე­ობს, ტრან­სპორ­ტის მოძ­რა­ო­ბის შე­ფერ­ხე­ბა­სა და მოძ­რა­ო­ბის სე­რი­ო­ზულ პრობ­ლე­მებს ქმნის, რაც ჩვე­ნი თა­ნა­მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის გა­ღი­ზი­ა­ნე­ბას იწ­ვევს.

მა­გა­ლი­თად, სა­ა­კა­ძის დაღ­მარ­თზე მიმ­დი­ნა­რე სა­რე­ა­ბი­ლი­ტა­ციო სა­მუ­შა­ო­ე­ბი გზის ერ­თი ნა­წი­ლის პა­რა­ლი­ზე­ბას იწ­ვევს და ტრან­სპორ­ტის მოძ­რა­ო­ბას აფერ­ხებს, რაც თა­ვის­თა­ვად სა­ცო­ბებს ქმნის, გან­სა­კუთ­რე­ბით სა­ღა­მოს სა­ა­თებ­ში. ამ კონ­კრე­ტუ­ლი ობი­ექ­ტით იმი­ტომ და­ვინ­ტე­რეს­დი, რომ რჩე­ბა შთა­ბეჭ­დი­ლე­ბა - ხშირ შემ­თხვე­ვა­ში იქ არა­ვინ მუ­შა­ობს.

"თით­ქმის ყო­ველ­დღე მი­წევს ამ გზის გავ­ლა და მუდ­მი­ვად ვაწყ­დე­ბი პრობ­ლე­მებს, გზის ამ­ხე­ლა მო­ნაკ­ვე­თის გა­და­კეტ­ვა სრულ ქა­ოსს ქმნის, კარ­გია თუ აკე­თე­ბენ, მაგ­რამ ასე­თი და­უს­რუ­ლე­ბე­ლი რა კეთ­დე­ბა? ვერც მუ­შებს ვხე­დავ, რომ ვკითხ­ო, რას აკე­თე­ბენ. უკ­ვე თვე­ე­ბია ასე გრძელ­დე­ბა, იმე­დია მა­ლე და­ად­გე­ბა საშ­ვე­ლი და მოგ­ვე­ცე­მა ნორ­მა­ლუ­რი გა­დაად­გი­ლე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბა" - ამ­ბობს ერ­თ-ერ­თი მძღო­ლი.

იმის გა­სარ­კვე­ვად, თუ რა სა­მუ­შა­ო­ე­ბი მიმ­დი­ნა­რე­ობს სა­ა­კა­ძის დაღ­მარ­თზე, მე­რი­ის პრეს­ცენ­ტრს მივ­მარ­თე, სა­ი­და­ნაც წე­რი­ლო­ბი­თი პა­სუ­ხი მი­ვი­ღე:

"სა­ა­კა­ძის დაღ­მარ­თზე მიმ­დი­ნა­რე­ობს რკი­ნა­ბე­ტო­ნის სა­ნი­აღ­ვრე კო­ლექ­ტო­რის (კვე­თით 2X2 მ) მოწყ­ო­ბის სა­მუ­შა­ო­ე­ბი, რო­მე­ლიც მო­ი­ცავს და­ზი­ა­ნე­ბუ­ლი გზის სა­ფა­რის რე­ა­ბი­ლი­ტა­ცი­ა­საც. სა­მუ­შა­ო­ე­ბი დაწყ­ე­ბუ­ლია მიმ­დი­ნა­რე წლის აგ­ვის­ტო­ში.

სა­მუ­შა­ო­ე­ბი მიმ­დი­ნა­რე­ობს საპ­რო­ექ­ტო დო­კუ­მენ­ტა­ცი­ის მი­ხედ­ვით, გზის ნიშ­ნუ­ლი­დან 2,5-3 მეტ­რის სიღ­რმე­ზე, შე­მო­ღო­ბილ უბან­ზე, რის გა­მოც ვი­ზუ­ა­ლუ­რად მუ­შა პრო­ცე­სის სრულ­ყო­ფი­ლად და­ნახ­ვა შე­უძ­ლე­ბე­ლი­ა. ამას­თან ერ­თად, სა­მუ­შა­ო­თა პრო­ცე­სი შე­ფერ­ხდა მი­წის­ქვეშ აღ­მო­ჩე­ნი­ლი ძვე­ლი, გეგ­მებ­ზე და­უ­ტა­ნე­ლი კო­მუ­ნი­კა­ცი­ე­ბის გა­მო, რომ­ლის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბა პრო­ექ­ტში შე­უძ­ლე­ბე­ლი იყო. სა­მუ­შა­ო­ე­ბის დას­რუ­ლე­ბა ხელ­შეკ­რუ­ლე­ბით გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლია მიმ­დი­ნა­რე წლის ნო­ემ­ბერ­ში. ვა­დის დარ­ღვე­ვის შემ­თხვე­ვა­ში გა­ტა­რე­ბუ­ლი იქ­ნე­ბა ხელ­შეკ­რუ­ლე­ბით გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი ზო­მე­ბი.

ზო­გა­დად, მსგავ­სი სა­რე­ა­ბი­ლი­ტა­ციო სა­მუ­შა­ო­ე­ბი წარ­მო­ებს საპ­რო­ექ­ტო დო­კუ­მენ­ტა­ცი­ის და სამ­შე­ნებ­ლო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ას­თან გა­ფორ­მე­ბუ­ლი ხელ­­შეკ­რუ­ლე­ბის პი­რო­ბე­ბის შე­სა­ბა­მი­სად. ვა­დე­ბის დარ­ღვე­ვის შემ­თხვე­ვა­ში, გაფ­რთხი­ლე­ბის შემ­დეგ ტარ­დე­ბა ხელ­შეკ­რუ­ლე­ბით გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი ზო­მე­ბი, მათ შო­რის სა­ჯა­რი­მო სან­ქცი­ე­ბი", - ნათ­ქვა­მია პრეს­ცენ­ტრის გან­ცხა­დე­ბა­ში.

ირაკ­ლი როს­ტო­მაშ­ვი­ლი, - მე­ნა­შე­ნე­თა ასო­ცი­ა­ცი­ის პრე­ზი­დენ­ტი: "მო­გეხ­სე­ნე­ბათ, რომ თბი­ლის­ში წყლი­სა და სა­კა­ნა­ლი­ზა­ციო კო­მუ­ნი­კა­ცია გაყ­ვა­ნი­ლი არ იყო. მე-20 სა­უ­კუ­ნის და­საწყ­ის­ში სა­ინ­ჟინ­რო კო­მუ­ნი­კა­ცი­ე­ბის გა­კე­თე­ბამ სა­ერ­თოდ მოს­პო ყვე­ლა­ფე­რი. ისე­დაც არას­წო­რად ჩა­მონ­ტა­ჟე­ბუ­ლი მი­ლე­ბის გა­ფუ­ჭე­ბას ხე­ლი შე­უწყო ბო­ლო დროს მომ­ხდარ­მა მი­წის­ძვრებ­მაც - და­ზი­ა­ნე­ბუ­ლია სა­ნი­აღ­ვრე სის­ტე­მე­ბი, ასე­ვე თვით­დი­ნე­ბით მი­დის ფე­კა­ლუ­რი წყლე­ბი.

უბე­დუ­რე­ბა ის არის, რომ სა­ინ­ჟინ­რო მი­მარ­თუ­ლე­ბა სადღ­აც ბო­ლო­შია გა­დას­რო­ლი­ლი და ამა­ზე არა­ვინ ფიქ­რობს, არც ქვე­ყა­ნა­ში და არც მე­რი­ის მას­შტა­ბით არ არ­სე­ბობს სპე­ცი­ა­ლუ­რი სა­ინ­ჟინ­რო სამ­სა­ხუ­რი. არა­და, გან­ვი­თა­რე­ბულ ქვეყ­ნებ­ში არ­ქი­ტექ­ტორ­თა სა­ინ­ჟინ­რო სამ­სა­ხუ­რი ყვე­ლა­ზე ძლი­ე­რი­ა, ჩვენ­თან კი ეს სფე­რო უგუ­ლე­ბელ­ყო­ფი­ლი­ა.

სხვა­დას­ხვა ად­გი­ლას ეს სა­რე­ა­ბი­ლი­ტა­ციო სა­მუ­შა­ო­ე­ბი მუდ­მი­ვად მიმ­დი­ნა­რე­ობს, რად­გან ერ­თი­ა­ნად ამის მოგ­ვა­რე­ბას დი­დი თან­ხე­ბი სჭირ­დე­ბა. ამი­ტომ, რო­ცა გა­ა­კე­თე­ბენ ერთს, ფუჭ­დე­ბა მე­ო­რე და პრო­ცე­სი ხდე­ბა უსას­რუ­ლო. ამას ზედ ერ­თვის პრო­ფე­სი­უ­ლი კად­რე­ბის არარ­სე­ბო­ბაც, რაც ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია ამ პრობ­ლე­მე­ბის მო­საგ­ვა­რებ­ლად".

მაკა ქო­ბა­ლია

ყო­ველკ­ვი­რე­უ­ლი გა­ზე­თი "ყვე­ლა სი­ახ­ლე"

(გა­მო­დის ოთხშა­ბა­თო­ბით)

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ისტორიული გამარჯვება - საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები მსოფლიო ჩემპიონია!

რა აღ­მო­ა­ჩი­ნეს სა­ა­კა­ძის დაღ­მარ­თის გა­დათხ­რი­სას

რა აღ­მო­ა­ჩი­ნეს სა­ა­კა­ძის დაღ­მარ­თის გა­დათხ­რი­სას

სა­ქარ­თვე­ლოს დე­და­ქა­ლაქ­ში გა­დათხ­რი­ლი ქუ­ჩე­ბის სიმ­რავ­ლე უკ­ვე თვალ­ში სა­ცე­მია - ზო­გან გზის სა­ფა­რის რე­ა­ბი­ლი­ტა­ცია მიმ­დი­ნა­რე­ობს, ზო­გან კი სა­კა­ნა­ლი­ზა­ციო მი­ლე­ბის შე­კე­თე­ბა. ეს ყვე­ლა­ფე­რი ძა­ლი­ან კარ­გი­ა, თუმ­ცა სა­მუ­შაო პრო­ცე­სი, რო­მე­ლიც რა­ტომ­ღაც ნე­ლი ტემ­პით მიმ­დი­ნა­რე­ობს, ტრან­სპორ­ტის მოძ­რა­ო­ბის შე­ფერ­ხე­ბა­სა და მოძ­რა­ო­ბის სე­რი­ო­ზულ პრობ­ლე­მებს ქმნის, რაც ჩვე­ნი თა­ნა­მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის გა­ღი­ზი­ა­ნე­ბას იწ­ვევს.

მა­გა­ლი­თად, სა­ა­კა­ძის დაღ­მარ­თზე მიმ­დი­ნა­რე სა­რე­ა­ბი­ლი­ტა­ციო სა­მუ­შა­ო­ე­ბი გზის ერ­თი ნა­წი­ლის პა­რა­ლი­ზე­ბას იწ­ვევს და ტრან­სპორ­ტის მოძ­რა­ო­ბას აფერ­ხებს, რაც თა­ვის­თა­ვად სა­ცო­ბებს ქმნის, გან­სა­კუთ­რე­ბით სა­ღა­მოს სა­ა­თებ­ში. ამ კონ­კრე­ტუ­ლი ობი­ექ­ტით იმი­ტომ და­ვინ­ტე­რეს­დი, რომ რჩე­ბა შთა­ბეჭ­დი­ლე­ბა - ხშირ შემ­თხვე­ვა­ში იქ არა­ვინ მუ­შა­ობს.

"თით­ქმის ყო­ველ­დღე მი­წევს ამ გზის გავ­ლა და მუდ­მი­ვად ვაწყ­დე­ბი პრობ­ლე­მებს, გზის ამ­ხე­ლა მო­ნაკ­ვე­თის გა­და­კეტ­ვა სრულ ქა­ოსს ქმნის, კარ­გია თუ აკე­თე­ბენ, მაგ­რამ ასე­თი და­უს­რუ­ლე­ბე­ლი რა კეთ­დე­ბა? ვერც მუ­შებს ვხე­დავ, რომ ვკითხ­ო, რას აკე­თე­ბენ. უკ­ვე თვე­ე­ბია ასე გრძელ­დე­ბა, იმე­დია მა­ლე და­ად­გე­ბა საშ­ვე­ლი და მოგ­ვე­ცე­მა ნორ­მა­ლუ­რი გა­დაად­გი­ლე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბა" - ამ­ბობს ერ­თ-ერ­თი მძღო­ლი.

იმის გა­სარ­კვე­ვად, თუ რა სა­მუ­შაოები მიმ­დი­ნა­რე­ობს სა­ა­კა­ძის დაღ­მარ­თზე, მე­რი­ის პრეს­ცენტრს მივ­მარ­თე, სა­ი­და­ნაც წე­რი­ლო­ბი­თი პა­სუ­ხი მი­ვი­ღე:

"სა­ა­კა­ძის დაღ­მარ­თზე მიმ­დი­ნა­რე­ობს რკი­ნა­ბე­ტო­ნის სა­ნი­აღ­ვრე კო­ლექ­ტო­რის (კვე­თით 2X2 მ) მოწყ­ო­ბის სა­მუ­შა­ო­ე­ბი, რო­მე­ლიც მო­ი­ცავს და­ზი­ა­ნე­ბუ­ლი გზის სა­ფა­რის რე­ა­ბი­ლი­ტა­ცი­ა­საც. სა­მუ­შა­ო­ე­ბი დაწყ­ე­ბუ­ლია მიმ­დი­ნა­რე წლის აგ­ვის­ტო­ში.

სა­მუ­შა­ო­ე­ბი მიმ­დი­ნა­რე­ობს საპ­რო­ექ­ტო დო­კუ­მენ­ტა­ცი­ის მი­ხედ­ვით, გზის ნიშ­ნუ­ლი­დან 2,5-3 მეტ­რის სიღ­რმე­ზე, შე­მო­ღო­ბილ უბან­ზე, რის გა­მოც ვი­ზუ­ა­ლუ­რად მუ­შა პრო­ცე­სის სრულ­ყო­ფი­ლად და­ნახ­ვა შე­უძ­ლე­ბე­ლი­ა. ამას­თან ერ­თად, სა­მუ­შა­ო­თა პრო­ცე­სი შე­ფერ­ხდა მი­წის­ქვეშ აღ­მო­ჩე­ნი­ლი ძვე­ლი, გეგ­მებ­ზე და­უ­ტა­ნე­ლი კო­მუ­ნი­კა­ცი­ე­ბის გა­მო, რომ­ლის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბა პრო­ექ­ტში შე­უძ­ლე­ბე­ლი იყო. სა­მუ­შა­ო­ე­ბის დას­რუ­ლე­ბა ხელ­შეკ­რუ­ლე­ბით გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლია მიმ­დი­ნა­რე წლის ნო­ემ­ბერ­ში. ვა­დის დარ­ღვე­ვის შემ­თხვე­ვა­ში გა­ტა­რე­ბუ­ლი იქ­ნე­ბა ხელ­შეკ­რუ­ლე­ბით გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი ზო­მე­ბი.

ზო­გა­დად, მსგავ­სი სა­რე­ა­ბი­ლი­ტა­ციო სა­მუ­შა­ო­ე­ბი წარ­მო­ებს საპ­რო­ექ­ტო დო­კუ­მენ­ტა­ცი­ის და სამ­შე­ნებ­ლო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ას­თან გა­ფორ­მე­ბუ­ლი ხელ­­შეკ­რუ­ლე­ბის პი­რო­ბე­ბის შე­სა­ბა­მი­სად. ვა­დე­ბის დარ­ღვე­ვის შემ­თხვე­ვა­ში, გაფ­რთხი­ლე­ბის შემ­დეგ ტარ­დე­ბა ხელ­შეკ­რუ­ლე­ბით გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი ზო­მე­ბი, მათ შო­რის სა­ჯა­რი­მო სან­ქცი­ე­ბი", - ნათ­ქვა­მია პრეს­ცენ­ტრის გან­ცხა­დე­ბა­ში.

ირაკ­ლი როს­ტო­მაშ­ვი­ლი, - მე­ნა­შე­ნე­თა ასო­ცი­ა­ცი­ის პრე­ზი­დენ­ტი: "მო­გეხ­სე­ნე­ბათ, რომ თბი­ლის­ში წყლი­სა და სა­კა­ნა­ლი­ზა­ციო კო­მუ­ნი­კა­ცია გაყ­ვა­ნი­ლი არ იყო. მე-20 სა­უ­კუ­ნის და­საწყ­ის­ში სა­ინ­ჟინ­რო კო­მუ­ნი­კა­ცი­ე­ბის გა­კე­თე­ბამ სა­ერ­თოდ მოს­პო ყვე­ლა­ფე­რი. ისე­დაც არას­წო­რად ჩა­მონ­ტა­ჟე­ბუ­ლი მი­ლე­ბის გა­ფუ­ჭე­ბას ხე­ლი შე­უწყო ბო­ლო დროს მომ­ხდარ­მა მი­წის­ძვრებ­მაც - და­ზი­ა­ნე­ბუ­ლია სა­ნი­აღ­ვრე სის­ტე­მე­ბი, ასე­ვე თვით­დი­ნე­ბით მი­დის ფე­კა­ლუ­რი წყლე­ბი.

უბე­დუ­რე­ბა ის არის, რომ სა­ინ­ჟინ­რო მი­მარ­თუ­ლე­ბა სადღ­აც ბო­ლო­შია გა­დას­რო­ლი­ლი და ამა­ზე არა­ვინ ფიქ­რობს, არც ქვე­ყა­ნა­ში და არც მე­რი­ის მას­შტა­ბით არ არ­სე­ბობს სპე­ცი­ა­ლუ­რი სა­ინ­ჟინ­რო სამ­სა­ხუ­რი. არა­და, გან­ვი­თა­რე­ბულ ქვეყ­ნებ­ში არ­ქი­ტექ­ტორ­თა სა­ინ­ჟინ­რო სამ­სა­ხუ­რი ყვე­ლა­ზე ძლი­ე­რი­ა, ჩვენ­თან კი ეს სფე­რო უგუ­ლე­ბელ­ყო­ფი­ლი­ა.

სხვა­დას­ხვა ად­გი­ლას ეს სა­რე­ა­ბი­ლი­ტა­ციო სა­მუ­შა­ო­ე­ბი მუდ­მი­ვად მიმ­დი­ნა­რე­ობს, რად­გან ერ­თი­ა­ნად ამის მოგ­ვა­რე­ბას დი­დი თან­ხე­ბი სჭირ­დე­ბა. ამი­ტომ, რო­ცა გა­ა­კე­თე­ბენ ერთს, ფუჭ­დე­ბა მე­ო­რე და პრო­ცე­სი ხდე­ბა უსას­რუ­ლო. ამას ზედ ერ­თვის პრო­ფე­სი­უ­ლი კად­რე­ბის არარ­სე­ბო­ბაც, რაც ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია ამ პრობ­ლე­მე­ბის მო­საგ­ვა­რებ­ლად".

მაკა ქობალია

ყოველკვირეული გაზეთი "ყველა სიახლე"

(გამოდის ოთხშაბათობით)

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია