პოლიტიკა
კულტურა/შოუბიზნესი

11

იანვარი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მეცამეტე დღე დაიწყება 13:51-ზე, მთვარე ტყუპშია ნუ წამოიწყებთ ახალ საქმეებს. უმჯობესია, დრო დაშვებული შეცდომების გამოსასწორებლად გამოიყენოთ. მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. უძრავ ქონებასთან დაკავშირებული პრობლემები განხილვა სხვა დღისთვის გადაიტანეთ. კარგი დღეა სწავლისთვის, ცოდნის მისაღებად. კარგია საქმეების შესრულება თანამოაზრეებთან ერთად, კოლექტივში. მოერიდეთ საოჯახო საქმეების საჯაროდ განხილვას, ურთიერთობის გარჩევას. მოერიდეთ მოგზაურობის დაწყებას; საქმის, საქმიანობის შეცვლას. ცუდი დღეა ქორწინებისთვის. დაღლილობას სუფთა ჰაერზე გასეირნება, მსუბუქი ვარჯიში მოგიხსნით. მსუბუქად იკვებეთ.
სამართალი
მსოფლიო
სპორტი
მოზაიკა
Faceამბები
მეცნიერება
კონფლიქტები
სამხედრო
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
პოლიტიკით დაღლილი ნიკა არაბიძე არჩევნებისთვის ემზადება
პოლიტიკით დაღლილი ნიკა არაბიძე არჩევნებისთვის ემზადება

სა­ზო­გა­დო­ე­ბის­თვის კარ­გად ნაც­ნო­ბი ადა­მი­ა­ნე­ბი, ხშირ შემ­თხვე­ვა­ში, პო­ლი­ტი­კა­ზე სა­ჯა­როდ სა­უ­ბარს თავს არი­დე­ბენ, თუმ­ცა იმა­საც აღი­ა­რე­ბენ, რომ დღეს არც ერთი ქარ­თვე­ლი პო­ლი­ტი­კის გა­რე­შე არ ცხოვ­რობს და ყველ­გან, - ქუ­ჩა­ში, ტრან­სპორ­ტში, ამ სა­კი­თხზე მსჯე­ლო­ბენ. იუ­მო­რისტ ნიკა არა­ბი­ძეს რომ და­ვუ­რე­კე და პირ­ვე­ლი შე­კი­თხვა და­ვუს­ვი, ძა­ლი­ან მთხო­ვა, პო­ლი­ტი­კის გარ­და, რა­ზეც გინ­და, იმა­ზე ვი­სა­უბ­რო­თო, თუმ­ცა ინ­ტერ­ვი­უ­ზე მა­ინც და­ვი­ყო­ლიე.

- ნიკა, შენ­თან არა­ერ­თი ინ­ტერ­ვიუ ჩაგ­ვი­წე­რია, ამ­ჯე­რად კი შენი პო­ლი­ტი­კუ­რი შე­ხე­დუ­ლე­ბე­ბიც გვა­ინ­ტე­რე­სებს.

- გე­ტყვით ერთს, რომ რო­გორც რი­გით ქარ­თველს, ძა­ლი­ან მინ­და ჩემი ქვე­ყა­ნა იყოს კარ­გად, რად­გან ჩემი კე­თილ­დღე­ო­ბა და­მო­კი­დე­ბუ­ლია ჩემი ხალ­ხის კე­თილ­დღე­ო­ბა­ზე.

- ახლა გაქვს ეს კე­თილ­დღე­ო­ბა?

- არც ცუ­დად ვარ და არც - კარ­გად. უკე­თე­სიც შე­იძ­ლე­ბა.

- არ­ჩევ­ნე­ბის­თვის ემ­ზა­დე­ბი?

- ამის­თვის ალ­ბათ პრე­ზი­დენ­ტო­ბის კან­დი­და­ტე­ბი და პო­ლი­ტი­კო­სე­ბი ემ­ზა­დე­ბი­ან. მე რა მომ­ზა­დე­ბა მჭირ­დე­ბა? ჯერ არ და­მი­წყია ამის­თვის მზა­დე­ბა და რად­გან შე­მახ­სე­ნე, დღე­ი­დან და­ვი­წყებ.

- ყო­ველ­თვის მი­დი­ხარ არ­ჩევ­ნებ­ზე?

- ვცდი­ლობ, რომ არ გა­მოვ­ტო­ვო. ახ­ლაც აუ­ცი­ლებ­ლად წა­ვალ.

- შენი პროგ­ნო­ზი მა­ინ­ტე­რე­სებს. შენი აზ­რით, ვინ არის ლი­დე­რი?

- მაგ შე­კი­თხვა­ზე უკე­თე­სად 28 ოქ­ტომ­ბერს გი­პა­სუ­ხებ. (იცი­ნის) გი­ორ­გი მარ­გვე­ლაშ­ვი­ლი, და­ვით ბაქ­რა­ძე და ნინო ბურ­ჯა­ნა­ძე არი­ან ლი­დე­რე­ბი...

- ნიკა, დვან­ში მიმ­დი­ნა­რე მოვ­ლე­ნე­ბიც არ გაშ­ფო­თებს?

- რა­საკ­ვირ­ვე­ლია. ამ სა­კი­თხზე ყვე­ლას ერთი აზრი აქვს. ეს ჩვე­ნი ქვეყ­ნის ტე­რი­ტო­რი­ის ოკუ­პი­რე­ბა და ანექ­სი­აა. თუ რამე შეგ­ვიძ­ლია გა­ვა­კე­თოთ რი­გით­მა მო­ქა­ლა­ქე­ებ­მა და პო­ლი­ტი­კო­სებ­მა, უნდა გა­ვა­კე­თოთ, რად­გან ეს ყვე­ლას სა­ფიქ­რა­ლია. ამის­თვის ყვე­ლა ჩვენ­გან­მა თითო ნა­ბი­ჯი მა­ინც უნდა გა­დავ­დგათ.

- სო­ჭის ოლიმ­პი­ა­და­ზე რა აზ­რის ხარ, უნდა გა­ემ­გზავ­როს თუ არა იქ ქარ­თუ­ლი დე­ლე­გა­ცია?

- ზუს­ტად ვერ გე­ტყვით. ჩემი აზ­რით, ალ­ბათ არ უნდა წა­ვიდ­ნენ, თუკი ეს ჩვენს ქვე­ყა­ნას რა­ი­მე­ში წა­ად­გე­ბა. ეს უფრო იმ ხალ­ხმა უნდა გა­და­წყვი­ტოს, ვინც ამ სა­კი­თხში ღრმად არის ჩა­ხე­დუ­ლი. ჩვენ­თვის რო­გორც უკე­თე­სი იქ­ნე­ბა, ისე უნდა მო­ვიქ­ცეთ.

- ნიკა, პო­ლი­ტი­კა სა­ერ­თოდ არ გა­ღელ­ვებს? თუ ფიქ­რობ ხოლ­მე ქვე­ყა­ნა­ში მიმ­დი­ნა­რე მოვ­ლე­ნებ­ზე?

- რო­გორ არა. ალ­ბათ სა­ქარ­თვე­ლო­ში არ არ­სე­ბობს ადა­მი­ა­ნი, რო­მე­ლიც პო­ლი­ტი­კა­ში არ ერ­კვე­ვა. პო­ლი­ტი­კა და ფეხ­ბურ­თი ყვე­ლა ქარ­თველ­მა იცის. პო­ლი­ტი­კა ყველ­გან გვეს­მის, ჩემს სამ­სა­ხურ­შიც კი, რად­გან ყო­ველ­თვის თვალ­ყურს ვა­დევ­ნებთ, რა ხდე­ბა ქვე­ყა­ნა­ში და ყვე­ლა­ფე­რიც მეტ-ნაკ­ლე­ბად ვიცი. მერე ხომ ამა­ზე ხუმ­რო­ბებს ვწერთ. "ვა­ნოს შო­უს­თვის" ხუმ­რო­ბე­ბი გვაქვს და­სა­წე­რი და ამი­ტომ ყო­ველ­თვის უნდა ვი­ცო­დე, სად რა ხდე­ბა. არ მინ­და, რომ პო­ლი­ტი­კუ­რი ადა­მი­ა­ნი ვიყო.

- ისე, თქვე­ნი ხუმ­რო­ბე­ბის გამო, არა­ერ­თხელ თქვე­ნი გუნ­დი "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის" მხარ­დამ­ჭე­რე­ბად გა­მო­გა­ცხა­დეს...

- ამ სა­კი­თხზე მხო­ლოდ ერ­თის თქმა შე­მიძ­ლია: და­ინ­ტე­რე­სე­ბულ პი­რებს შე­უძ­ლი­ათ ჩვენ­თან მობ­რძან­დნენ, გა­და­ვუხ­ვევთ და ვაჩ­ვე­ნებთ, რამ­დე­ნი მწა­რე ხუმ­რო­ბა გვაქვს "ნა­ცი­ო­ნა­ლურ მოძ­რა­ო­ბა­ზე". როცა არის თემა, რა­ზეც შე­იძ­ლე­ბა ვი­ხუმ­როთ, არა­ვის ვტო­ვებთ უყუ­რა­დღე­ბოდ, მი­უ­ხე­და­ვად მათი პარ­ტი­უ­ლი და პო­ლი­ტი­კუ­რი შე­ხე­დუ­ლე­ბი­სა.

- ოჯა­ხის წევ­რებ­თან ან თა­ნამ­შრომ­ლებ­თან თუ გი­წევს პო­ლი­ტი­კურ სა­კი­თხებ­ზე კა­მა­თი?

- ისე­თი მძი­მე გრა­ფი­კი მაქვს, შინ ისე გვი­ან ვბრუნ­დე­ბი, რომ ნამ­დვი­ლად არ მაქვს სურ­ვი­ლი, დრო პო­ლი­ტი­კურ პო­ლე­მი­კა­ში დავ­ხარ­ჯო. მირ­ჩევ­ნია, ჩემს შვილ­თან ერ­თად გა­ვერ­თო და ამით ცო­ტა­თი მა­ინც გა­ვი­ა­რო "რე­ა­ბი­ლი­ტა­ცი­ის კურ­სი". ასე რომ, სახ­ლში პო­ლი­ტი­კის­თვის ნაკ­ლე­ბად მცა­ლია. რაც შე­ე­ხე­ბა სამ­სა­ხურს, ძა­ლა­უ­ნე­ბუ­რად გვი­წევს პო­ლი­ტი­კას­თან შე­ხე­ბა, როცა ხუმ­რო­ბებს ვწერთ. ამის გამო ერ­თმა­ნეთს ნამ­დვი­ლად არ ვხო­ცავთ. ვწერთ ხუმ­რო­ბებს იმ თე­მებ­ზე, რაც აქ­ტუ­ა­ლუ­რია კვი­რის გან­მავ­ლო­ბა­ში. ამ შემ­თხვე­ვა­ში მნიშ­ვნე­ლო­ბა არა აქვს, ვინ რო­მელ პარ­ტი­ას უჭერს მხარს. ყვე­ლა ისეა ამ პო­ლი­ტი­კით დაღ­ლი­ლი, რომ ამ სა­კი­თხში ღრმად არც ჩვენ ვე­რე­ვით.

ნა­თია ჟი­ვი­ძე

ჟურ­ნა­ლი "გზა"

(გა­მო­დის ხუთ­შა­ბა­თო­ბით)

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
თემურ ჭყონია აქციაზე დაკავებულებზე - ეს არის ჯიბრი, რომ სახელმწიფო უფრო ძლიერია, ვიდრე მოქალაქე და ამას რად უნდა დამტკიცება?

პოლიტიკით დაღლილი ნიკა არაბიძე არჩევნებისთვის ემზადება

პოლიტიკით დაღლილი ნიკა არაბიძე არჩევნებისთვის ემზადება

საზოგადოებისთვის კარგად ნაცნობი ადამიანები, ხშირ შემთხვევაში, პოლიტიკაზე საჯაროდ საუბარს თავს არიდებენ, თუმცა იმასაც აღიარებენ, რომ დღეს არც ერთი ქართველი პოლიტიკის გარეშე არ ცხოვრობს და ყველგან, - ქუჩაში, ტრანსპორტში, ამ საკითხზე მსჯელობენ. იუმორისტ ნიკა არაბიძეს რომ დავურეკე და პირველი შეკითხვა დავუსვი, ძალიან მთხოვა, პოლიტიკის გარდა, რაზეც გინდა, იმაზე ვისაუბროთო, თუმცა ინტერვიუზე მაინც დავიყოლიე.

- ნიკა, შენთან არაერთი ინტერვიუ ჩაგვიწერია, ამჯერად კი შენი პოლიტიკური შეხედულებებიც გვაინტერესებს.

- გეტყვით ერთს, რომ როგორც რიგით ქართველს, ძალიან მინდა ჩემი ქვეყანა იყოს კარგად, რადგან ჩემი კეთილდღეობა დამოკიდებულია ჩემი ხალხის კეთილდღეობაზე.

- ახლა გაქვს ეს კეთილდღეობა?

- არც ცუდად ვარ და არც - კარგად. უკეთესიც შეიძლება.

- არჩევნებისთვის ემზადები?

- ამისთვის ალბათ პრეზიდენტობის კანდიდატები და პოლიტიკოსები ემზადებიან. მე რა მომზადება მჭირდება? ჯერ არ დამიწყია ამისთვის მზადება და რადგან შემახსენე, დღეიდან დავიწყებ.

- ყოველთვის მიდიხარ არჩევნებზე?

- ვცდილობ, რომ არ გამოვტოვო. ახლაც აუცილებლად წავალ.

- შენი პროგნოზი მაინტერესებს. შენი აზრით, ვინ არის ლიდერი?

- მაგ შეკითხვაზე უკეთესად 28 ოქტომბერს გიპასუხებ. (იცინის) გიორგი მარგველაშვილი, დავით ბაქრაძე და ნინო ბურჯანაძე არიან ლიდერები...

- ნიკა, დვანში მიმდინარე მოვლენებიც არ გაშფოთებს?

- რასაკვირველია. ამ საკითხზე ყველას ერთი აზრი აქვს. ეს ჩვენი ქვეყნის ტერიტორიის ოკუპირება და ანექსიაა. თუ რამე შეგვიძლია გავაკეთოთ რიგითმა მოქალაქეებმა და პოლიტიკოსებმა, უნდა გავაკეთოთ, რადგან ეს ყველას საფიქრალია. ამისთვის ყველა ჩვენგანმა თითო ნაბიჯი მაინც უნდა გადავდგათ.

- სოჭის ოლიმპიადაზე რა აზრის ხარ, უნდა გაემგზავროს თუ არა იქ ქართული დელეგაცია?

- ზუსტად ვერ გეტყვით. ჩემი აზრით, ალბათ არ უნდა წავიდნენ, თუკი ეს ჩვენს ქვეყანას რაიმეში წაადგება. ეს უფრო იმ ხალხმა უნდა გადაწყვიტოს, ვინც ამ საკითხში ღრმად არის ჩახედული. ჩვენთვის როგორც უკეთესი იქნება, ისე უნდა მოვიქცეთ.

- ნიკა, პოლიტიკა საერთოდ არ გაღელვებს? თუ ფიქრობ ხოლმე ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებზე?

- როგორ არა. ალბათ საქართველოში არ არსებობს ადამიანი, რომელიც პოლიტიკაში არ ერკვევა. პოლიტიკა და ფეხბურთი ყველა ქართველმა იცის. პოლიტიკა ყველგან გვესმის, ჩემს სამსახურშიც კი, რადგან ყოველთვის თვალყურს ვადევნებთ, რა ხდება ქვეყანაში და ყველაფერიც მეტ-ნაკლებად ვიცი. მერე ხომ ამაზე ხუმრობებს ვწერთ. "ვანოს შოუსთვის" ხუმრობები გვაქვს დასაწერი და ამიტომ ყოველთვის უნდა ვიცოდე, სად რა ხდება. არ მინდა, რომ პოლიტიკური ადამიანი ვიყო.

- ისე, თქვენი ხუმრობების გამო, არაერთხელ თქვენი გუნდი "ნაციონალური მოძრაობის" მხარდამჭერებად გამოგაცხადეს...

- ამ საკითხზე მხოლოდ ერთის თქმა შემიძლია: დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ ჩვენთან მობრძანდნენ, გადავუხვევთ და ვაჩვენებთ, რამდენი მწარე ხუმრობა გვაქვს "ნაციონალურ მოძრაობაზე". როცა არის თემა, რაზეც შეიძლება ვიხუმროთ, არავის ვტოვებთ უყურადღებოდ, მიუხედავად მათი პარტიული და პოლიტიკური შეხედულებისა.

- ოჯახის წევრებთან ან თანამშრომლებთან თუ გიწევს პოლიტიკურ საკითხებზე კამათი?

- ისეთი მძიმე გრაფიკი მაქვს, შინ ისე გვიან ვბრუნდები, რომ ნამდვილად არ მაქვს სურვილი, დრო პოლიტიკურ პოლემიკაში დავხარჯო. მირჩევნია, ჩემს შვილთან ერთად გავერთო და ამით ცოტათი მაინც გავიარო "რეაბილიტაციის კურსი". ასე რომ, სახლში პოლიტიკისთვის ნაკლებად მცალია. რაც შეეხება სამსახურს, ძალაუნებურად გვიწევს პოლიტიკასთან შეხება, როცა ხუმრობებს ვწერთ. ამის გამო ერთმანეთს ნამდვილად არ ვხოცავთ. ვწერთ ხუმრობებს იმ თემებზე, რაც აქტუალურია კვირის განმავლობაში. ამ შემთხვევაში მნიშვნელობა არა აქვს, ვინ რომელ პარტიას უჭერს მხარს. ყველა ისეა ამ პოლიტიკით დაღლილი, რომ ამ საკითხში ღრმად არც ჩვენ ვერევით.

ნათია ჟივიძე

ჟურნალი ”გზა”

(გამოდის ხუთშაბათობით)

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია