პოლიტიკა
სამართალი

6

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეთერთმეტე დღე დაიწყება 17:02-ზე, მთვარე სასწორშია – ერთ-ერთი ყველაზე ენერგიული, წარმატებული და ძლიერი დღეა. ნებისმიერი დავალების შესრულებისას საჭიროა სიფრთხილე და ყურადღება. იმოქმედეთ გადამწყვეტად, ბიზნესში თუ სამსახურში. განხორციელდეთ ის, რაც ჩაფიქრებული გქონდათ. გააფორმეთ კონტრაქტები, დაიკავეთ ახალი პოზიცია. დაასრულეთ რაც დაიწყეთ. დღის საუკეთესო საკვებად ითვლება წვენები და ხილი. გამოიჩინეთ მზრუნველობა და სიყვარული საყვარელი ადამიანის მიმართ, მიართვათ საჩუქარი.
Faceამბები
საზოგადოება
მოზაიკა
სპორტი
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ივანიშვილი - მე გლეხის შვილი ვარ, სოფლიდან წამოსული, კარგად ვიცი დაკოჟრილი ხელებით შრომის ფასი
ივანიშვილი - მე გლეხის შვილი ვარ, სოფლიდან წამოსული, კარგად ვიცი დაკოჟრილი ხელებით შრომის ფასი

კო­ა­ლი­ცია "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის" პრე­ზი­დენ­ტო­ბის კან­დი­და­ტი გი­ორ­გი მარ­გვე­ლაშ­ვი­ლი მარ­ნე­უ­ლის მო­სახ­ლე­ო­ბას პი­რა­დად პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრმა ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვილ­მა წა­რუდ­გი­ნა.

ივა­ნიშ­ვილ­მა მარ­ნე­უ­ლის მო­სახ­ლე­ო­ბას კი­დევ ერთხელ მო­უ­წო­და, რომ საპ­რე­ზი­დენ­ტო არ­ჩევ­ნებ­ზე ხმა გი­ორ­გი მარ­გვე­ლაშ­ვილს მის­ცენ და ყვე­ლამ ნო­მე­რი 41 შე­მო­ხა­ზონ. ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლის გან­ცხა­დე­ბით, ბოლო პე­რი­ოდ­ში ძა­ლი­ან ბევ­რს სა­უბ­რო­ბენ, რომ ის პო­ლი­ტი­კი­დან მი­დის.

"პო­ლი­ტი­კად მივ­დი­ვარ, მაგ­რამ, მოვ­დი­ვარ ხალ­ხთან. გა­დავ­ლა­ხავთ ჩვენს ყვე­ლა­ზე დიდ პრობ­ლე­მებს და სი­ტყვას გაძ­ლევთ, რომ მი­ნი­მუმ 20 წელი ვიქ­ნე­ბი თქვენ­თან ერ­თად და წლი­დან წლამ­დე უკე­თეს ცხოვ­რე­ბას შევ­ქმნით", - გა­ნა­ცხა­და ივა­ნიშ­ვილ­მა.

პრე­მი­ე­რის თქმით, ის კარ­გად ვერ სა­უბ­რობს რუ­სუ­ლად, აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე, მან მარ­ნე­უ­ლის მო­სახ­ლე­ო­ბას მი­მარ­თა და აღ­ნიშ­ნა, რომ მა­თაც აქვთ ანა­ლო­გი­უ­რი პრობ­ლე­მა, ისი­ნი ვერ სა­უბ­რო­ბენ კარ­გად ქარ­თუ­ლად და ყვე­ლას მო­უ­წო­და სა­ხელ­მწი­ფო ენა ის­წავ­ლონ, რათა შემ­დგომ­ში შეძ­ლონ ქარ­თულ სა­ხელ­მწი­ფო­ში მა­ღა­ლი თა­ნამ­დე­ბო­ბე­ბი და­ი­კა­ვონ.

ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვილ­მა მო­სახ­ლე­ო­ბას­თან შეხ­ვედ­რი­სას ასე­ვე გა­ნა­ცხა­და, რომ ისიც უბ­რა­ლო გლე­ხის ოჯა­ხი­დან არის და მან კარ­გად იცის შრო­მის ფასი.

"მეც გლე­ხის შვი­ლი ვარ, სოფ­ლი­დან წა­მო­სუ­ლი, ძა­ლი­ან კარ­გად ვიცი და­კოჟ­რი­ლი ხე­ლე­ბით შრო­მის ფასი", - გა­ნა­ცხა­და ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვილ­მა.

"ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის" პრე­ზი­დენ­ტო­ბის კან­დი­დატ­მა გი­ორ­გი მარ­გვე­ლაშ­ვილ­მა დღეს მარ­ნე­უ­ლის მო­სახ­ლე­ო­ბას წი­ნა­ასრჩევ­ნო პროგ­რა­მა გა­აც­ნო. ასე­ვე ისა­უბ­რა ერთი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში ახა­ლი მთავ­რო­ბის მიერ გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბულ რე­ფორ­მებ­ზე და იმ პროგ­რა­მებ­ზე, რომ­ლის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბაც ამ ერთი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში მოხ­და.

გი­ორ­გი მარ­გვე­ლაშ­ვილ­მა მო­სახ­ლე­ო­ბას მი­მარ­თა, რომ ამ ერთი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში ახალ მთავ­რო­ბას ბევ­რი კარ­გი საქ­მის გა­კე­თე­ბა შე­ეძ­ლო, თუმ­ცა მათ მუდ­მი­ვად ხელს უშ­ლიდ­ნენ, ხელს უშ­ლი­და პრე­ზი­დენ­ტი, თუმ­ცა ძა­ლი­ან მოკ­ლე პე­რი­ოდ­ში ყვე­ლა­ფე­რი შე­იც­ვლე­ბა.

მარ­ნე­უ­ლი­დან გი­ორ­გი მარ­გვე­ლაშ­ვი­ლი რუს­თავ­ში გა­ემ­გზავ­რა. რუს­თა­ველ ამომ­რჩე­ველ­თან შეხ­ვედ­რამ­დე კი, ის ქა­ლა­ქის ცენ­ტრა­ლურ მო­ე­დან­ზე მი­ვი­და, სა­დაც "რუს­თავ­ქა­ლა­ქო­ბი­სად­მი" მი­ძღვნი­ლი ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბი იმარ­თე­ბა.

გი­ორ­გი მარ­გვე­ლაშ­ვი­ლი კოს­ტა­ვას გამ­ზირ­ზე აღ­მარ­თულ პა­ვი­ლი­ო­ნებ­თან შე­ჩერ­და, მას­თან ერ­თად დღეს რუს­თავ­ში იმ­ყო­ფე­ბო­და მა­ჟო­რი­ტა­რი დე­პუ­ტა­ტი ზვი­ად ძი­ძი­გუ­რი.

მარ­გვე­ლაშ­ვილ­მა რუს­თა­ვე­ლებს "რუს­თავ­ქა­ლა­ქო­ბა" მი­უ­ლო­ცა და ქა­ლაქს შემ­დგო­მი გან­ვი­თა­რე­ბა უსურ­ვა.

იხი­ლეთ ვი­დეო

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი"

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ქართულ კომერციულ ბანკებში დაახლოებით 2 მილიარდი რუსული რუბლი ინახება

ივანიშვილი - მე გლეხის შვილი ვარ, სოფლიდან წამოსული, კარგად ვიცი დაკოჟრილი ხელებით შრომის ფასი

ივანიშვილი - მე გლეხის შვილი ვარ, სოფლიდან წამოსული, კარგად ვიცი დაკოჟრილი ხელებით შრომის ფასი

კოალიცია "ქართული ოცნების" პრეზიდენტობის კანდიდატი გიორგი მარგველაშვილი მარნეულის მოსახლეობას პირადად პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა წარუდგინა.

ივანიშვილმა მარნეულის მოსახლეობას კიდევ ერთხელ მოუწოდა, რომ საპრეზიდენტო არჩევნებზე ხმა გიორგი მარგველაშვილს მისცენ და ყველამ ნომერი 41 შემოხაზონ. ბიძინა ივანიშვილის განცხადებით, ბოლო პერიოდში ძალიან ბევრს საუბრობენ, რომ ის პოლიტიკიდან მიდის.

"პოლიტიკად მივდივარ, მაგრამ, მოვდივარ ხალხთან. გადავლახავთ ჩვენს ყველაზე დიდ პრობლემებს და სიტყვას გაძლევთ, რომ მინიმუმ 20 წელი ვიქნები თქვენთან ერთად და წლიდან წლამდე უკეთეს ცხოვრებას შევქმნით", - განაცხადა ივანიშვილმა.

პრემიერის თქმით, ის კარგად ვერ საუბრობს რუსულად, აქედან გამომდინარე, მან მარნეულის მოსახლეობას მიმართა და აღნიშნა, რომ მათაც აქვთ ანალოგიური პრობლემა, ისინი ვერ საუბრობენ კარგად ქართულად და ყველას მოუწოდა სახელმწიფო ენა ისწავლონ, რათა შემდგომში შეძლონ ქართულ სახელმწიფოში მაღალი თანამდებობები დაიკავონ.

ბიძინა ივანიშვილმა მოსახლეობასთან შეხვედრისას ასევე განაცხადა, რომ ისიც უბრალო გლეხის ოჯახიდან არის და მან კარგად იცის შრომის ფასი.

"მეც გლეხის შვილი ვარ, სოფლიდან წამოსული, ძალიან კარგად ვიცი დაკოჟრილი ხელებით შრომის ფასი", - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.

"ქართული ოცნების" პრეზიდენტობის კანდიდატმა გიორგი მარგველაშვილმა დღეს მარნეულის მოსახლეობას წინაასრჩევნო პროგრამა გააცნო. ასევე ისაუბრა ერთი წლის განმავლობაში ახალი მთავრობის მიერ განხორციელებულ რეფორმებზე და იმ პროგრამებზე, რომლის განხორციელებაც ამ ერთი წლის განმავლობაში მოხდა.

გიორგი მარგველაშვილმა მოსახლეობას მიმართა, რომ ამ ერთი წლის განმავლობაში ახალ მთავრობას ბევრი კარგი საქმის გაკეთება შეეძლო, თუმცა მათ მუდმივად ხელს უშლიდნენ, ხელს უშლიდა პრეზიდენტი, თუმცა ძალიან მოკლე პერიოდში ყველაფერი შეიცვლება.

მარნეულიდან გიორგი მარგველაშვილი რუსთავში გაემგზავრა. რუსთაველ ამომრჩეველთან შეხვედრამდე კი, ის ქალაქის ცენტრალურ მოედანზე მივიდა, სადაც "რუსთავქალაქობისადმი" მიძღვნილი ღონისძიებები იმართება.

გიორგი მარგველაშვილი კოსტავას გამზირზე აღმართულ პავილიონებთან შეჩერდა, მასთან ერთად დღეს რუსთავში იმყოფებოდა მაჟორიტარი დეპუტატი ზვიად ძიძიგური.

მარგველაშვილმა რუსთაველებს "რუსთავქალაქობა" მიულოცა და ქალაქს შემდგომი განვითარება უსურვა.

იხილეთ ვიდეო

"ინტერპრესნიუსი"

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა