გემოვნებაზე ყველგან და ყოველთვის კამათობენ. რუბრიკა "რეიტინგში" სხვადასხვა სფეროში მოღვაწე ყველაზე გემოვნებიან ქალბატონებს წარმოგიდგენთ. "რეიტინგი" ოთხ სხვადასხვა დიზაინერს ერთმანეთისგან დამოუკიდებლად შევადგენინეთ.
სალომე ღვინიაშვილი
სალომე ღვინიაშვილი, დიზაინერების შეფასებით, ძალიან დახვეწილი და გემოვნებიანი ქალბატონია. მათი თქმით, გემოვნება მხოლოდ ჩაცმით არ განისაზღვრება. გაცვია ის, რაც გიხდება და არა ის, რა მარკა აქვს ამა თუ იმ "კოფთას" ან ჩანთას. სალომეზე მხოლოდ დადებითის თქმა შეგვიძლია. მოსაწონია მისი ჩაცმის და ცხოვრების სტილი. მისი დახვეწილი გემოვნება ყოველდღიურ ცხოვრებაშიც გამოიხატება. სალომეს ყოველთვის ჰქონდა და ახლაც აქვს განსაკუთრებული ხიბლი.
მაკა ასათიანი
მაკა ასათიანი ერთ-ერთ ყველაზე გემოვნებიან და ლამაზ ქალბატონად მიიჩნევა. ის დიზაინერებმა ათეულის წამყვან პოზიციაზე სწორედ ამიტომ დაასახელეს. მისი სტილი ყოველთვის დახვეწილია. უხდება როგორც სპორტული, ისე კლასიკური და ყოველდღიური სამოსი. გარდა იმისა, რომ გემოვნებიანი ქალია, ძალიან ლამაზია და ამაში ყველა დაგვეთანხმება. მაკას ყოველთვის გამორჩეულად და დახვეწილად აცვია და აღფრთოვანებას იწვევს.
ანუკი არეშიძე
ენერგეტიკის მინისტრ კახი კალაძის მეუღლე ყოველთვის იყო და რჩება საზოგადოების ყურადღების ცენტრში. მოდელი და დიზაინერი მისმა კოლეგებმა გემოვნებიან ქალბატონად მიიჩნიეს. ანუკის ყოველთვის გემოვნებით და მოდურად აცვია, საოცრად შვენის ელეგანტური და კლასიკური სტილის სამოსი.
ლიკა ქორქია
ლიკას არაჩვეულებრივი გემოვნება აქვს. ის მოდის დიდი მოყვარულია. არასოდესაა ამოვარდნილი მოდის ტენდენციებიდან. გემოვნებით უხამებს სამოსს აქსესუარებს. ლიკას ყოველთვის საუკეთესო ხარხის ფეხსაცმელი აცვია. მისი სამოსი მოდური ტენდენციების გათვალისწინებით არის შერჩეული.
ლიკა ევგენიძე
ლიკას გამორჩეულად უყვარს სამკაულები და აქსესუარები. ის ქალური, დახვეწილი და მომხიბლავია. ამშვენებს კლასიკური სამოსი და უკან გადაწეული თმა. იგრძნობა, რომ ამ ქალბატონს კარგი გემოვნება აქვს, რაც მის შინაგან კულტურაზე მეტყველებს.
ნინი ბადურაშვილი
ნინი ბადურაშვილი, დიზაინერების შეფასებით, "სუპერგოგოა", კარგად იცის, სად რა ჩაიცვას. კარგი გემოვნება და ხედვა აქვს. იცის, რა უხდება, არაჩვეულებრივად უხამებს ფერებს, მუდამ მოვლილი და დახვეწილია.
თიკა ფაცაცია
თიკას არაჩვეულებრივი ხასიათი აქვს, ძალიან კარგი ადამიანია, მისგან ყოველთვის დადებითი ემოციები მოდის. შეუძლია ყველანაირი სტილის სამოსში ელეგანტურად გამოიყურებოდეს. დიზაინერების თქმით, მას რჩევა სამოსთან დაკავშირებით არ სჭირდება, თუმცა კლასიკური სტილი უფრო შვენის.
ლელა წურწუმია
ლელა გემოვნებიანი ქალია. მისთვის მთავარია გარეგნული იმიჯი, ამიტომ ის ყოველთვის ახლის ძიებაშია. ლელა კარგად ირგებს ყველანაირი სტილის სამოსს. ყოველთვის გამორჩეულია სცენაზე, რასაც ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს.
ნინო ჩხეიძე
ნინოს მუდმივად ფორმაში ყოფნა განპირობებულია მისი ცხოვრების სტილით და საყვარელი საქმის კეთებით. მომღერალს ყოველთვის ხარისხიანი და ძვირად ღირებული სამოსი აცვია. ნინოს მორგებული აქვს თავისი სტილი, შვენის კლასიკური სამოსი და აქსესუარები, რაც გემოვნებით აქვს შეხამებული სამოსზე.
იხილეთ ფოტოგალერეა
მოამზადა თეკლა ტუღუშმა
ყოველკვირეული გაზეთი "ყველა სიახლე"
(გამოდის ოთხშაბათობით)