ვისაც ერთხელ მაინც უყურებია ამერიკულ ტელესერიალის "სასოწარკვეთილი დიასახლისებისთვის", უდაოდ ემახსოვრება ერთ-ერთი ყველაზე ქარიზმატული და სექსუალური მსახიობი - ქერათმიანი ნიკოლეტ შერიდანი, რომელიც იდი ბრიტის როლს ასახიერებდა.
თუმცა, ტელესერიალში მონაწილეობა ნიკოლეტმა ყველასთვის მოულოდნელად შეწყვიტა, როდესაც ერთ-ერთ სერიაში ავტომანქანა დაეჯახა. ნიკოლეტი მას შემდეგ ABC-ის წინააღმდეგ სასამართლოში იბრძვის და პროდიუსერს უმიზეზოდ დათხოვნაში ადანაშაულებს. ნიკოლეტი ირწმუნება, რომ ის ერთ-ერთი მთავარი როლის შემსრულებელი იყო და მისი სიკვდილი სცენარში იმიტომ შეიტანეს, რომ პროდუსერთან კონფლიქტი ჰქონდა და თავიდან მოიშორეს. ვარსკვლავი აცხადებს, რომ შოუს შემქმნელმა მარკ ჩერიმ 2008 წელს ხელიც კი დაარტყა.
მოსამართლემ ბრალდებები უსაფუძვლოდ სცნო. შერიდანი მიყენებული მორალური ზიანის ასანაზღაურებლად 6 მილიონი დოლარის კომპენსაციას ითხოვდა.
მომზადებულია dailymail.co.uk-ის მიხედვით.