ცოტა ხნის წინ ურალის მუზეუმში რუსეთის იმპერატორის, ნიკოლოზ II და მისი ოჯახის წევრების არაფორმალური ფოტოები აღმოაჩინეს. მათ შორის ყველაზე საინტერესოა ფოტო, რომელზეც გამოსახულია პრინცესა ანასტასია ნიკოლოზ მეორესთან ერთად.
15 წლის ანასტასია ფოტოზე მამამისის მიერ მიწოდებულ სიგარეტს ეწევა. ფოტო 1916 წელს ქალაქ მოგილევთან ახლოს არის გადაღებული, სადაც რუსი სამხედროები პირველი მსოფლიო ომის დროს იყვნენ განლაგებულნი.
მომზადებულია siberiantimes.com-ის მიხედვით.