გამომცემლობა "პალიტრა L" დღეს საქველმოქმედო ღონისძიების მონაწილეებს სხვადასხვა ნომინაციაში დააჯილდოებს. როგორც "ინტერპრესნიუსს" გამომცემლობა "პალიტრა L"-დან აცნობეს , 19 ოქტომბერს, 22:00 საათამდე, პუშკინის სკვერში გამართულ საქველმოქმედო ღონისძიებაში გამომცემლობა "პალიტრა L" მონაწილეობს. გამომცემლობა ღონისძიებაში ჩართულ მონაწილეებსა და სტუმრებს სპეციალურ საჩუქრებს გადასცემს, გარდა ამისა, ყველა მათგანი გამომცემლობისგან მიიღებს უახლეს ჟურნალ-კატალოგს "მკითხველთა კლუბი".
"სითი ექსპრესის" მიერ ორგანიზებულ საქველმოქმედო ღონისძიებაზე შემოსული თანხა წავკისის დედათა და ბავშვთა თავშესაფარს გადაეცემა.
ორდღიანი ფესტივალი დატვირთულია სხვადასხვა ტიპის ღონისძიებებით. ესენია: "ბასტი-ბუბუს" კონცერტი; ხელოვნების სკოლის მოსწავლეების საუკეთესო ძერწვითი ნამუშევრების გამოფენა-გაყიდვა; სახის მოხატვის კონკურსი; პოეზიის საღამო, ფლეშ მობ - პერფორმანსი და დღის ბოლოს გამართული საქველმოქმედო კონცერტი.
"გამომცემლობა "პალიტრა L" ღონისძიებაში ჩართულ მონაწილეებს რამდენიმე ნომინაციაში დააჯილდოვებს:
1. იღბლიანი წიგნის მოყვარული
2. "ბასტი-ბუბუს" მონაწილეების საუკეთესო ნომერი
3. ხელოვნების სკოლის მოსწავლეების საუკეთესო ძერწვითი ნამუშევარი
4. საუკეთესო ნამუშევარი სახის მოხატვის კონკურსზე.