ირაკლი ალასანია: მიდის მიზანმიმართული კამპანია ქართული ჯარის დისკრედიტაციისთვის

ირაკლი ალასანია: მიდის მიზანმიმართული კამპანია ქართული ჯარის დისკრედიტაციისთვის

თავდაცვის მინისტრი ირაკლი ალასანია არ გამორიცხავს, რომ ჯარისკაცების მოწამვლის ფაქტებთან დაკავშირებით საქმე საბოტაჟთან გვქონდეს. როგორც ალასანიამ ჟურნალისტებს განუცხადა, არ უნდა მოვლენებს დაასწროს, თუმცა აქვთ ინფორმაცია, რომ ბოლო პერიოდში განვითარებული მოვლენები შესაძლოა, საბოტაჟს უკავშირდებოდეს.

"რაც შეეხება ბოლო პერიოდის მოვლენებს, გამოძიება მიმდინარეობს რამდენადაც მაქვს ინფორმაცია, შეიძლება საბოტაჟთანაც გვქონდეს საქმე, მაგრამ მოვლენებს წინ არ გავასწრებთ. გამოძიება უახლოეს მომავალში დასრულდება. გამოძიებული საქმეების ნაწილი ჩვენ პროკურატურაში გადავაგზავნეთ და ნაწილს კი ჩვენ თვითონ ვიძიებთ", - განაცხადა ირაკლი ალასანიამ.

ამასთან, მისივე განმარტებით, მიზანმიმართული პოლიტიკური თავდასხმები მიმდინარეობს არა მის წინააღმდეგ, არამედ ქართული ჯარის დისკრედიტაციისთვის.

"ჩემს წინააღმდეგ მიზანმიმართული პოლიტიკური თავდასხმები ადრეც ყოფილა და ეს ნაკლებად მაღელვებს, მთავარი პრობლემაა ის, რომ მიდის მიზანმიმართული კამპანია ქართული ჯარის დისკრედიტაციისთვის, ვგულისხმობ არა ბოლო პერიოდის მოვლენებს, არამედ, ეს ყველაფერი მოდის მაისიდან, როცა დაიწყო ქართული ჯარის და ნატოში ჩვენი გაწევრიანების დისკრედიტაცია", - აღნიშნა ირაკლი ალასანიამ.

"ინტერპრესნიუსი"

"ტელეფონი დავამტვრიე, ჩემები რომ დამირეკავდნენ, რუსს არ ეთქვა: აქ ბევრი მკვდარია, თქვენ რომელი გინდათო..." - შინდისის ბრძოლას გადარჩენილის ნაამბობი

83 წლის მამაკაცი, რომელიც კახეთში პოლიციელებს თავს დაესხა, გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდა

"დღეს გულისამაჩუყებელი ამანათი მივიღეთ..." - უცნობი ამერიკელი ჯარისკაცის წერილი ავღანეთში დაღუპულ ქართველ მებრძოლზე