პოლიტიკა
საზოგადოება
მსოფლიო

7

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მეთორმეტე დღე დაიწყება 18:20-ზე, მთვარე მორიელში იქნება 06:22-დან –რეკომენდებულია მოლაპარაკებების წარმოება. დახმარების თხოვნა. გამოიჩინეთ ნებისყოფა, გამძლეობა, სიმტკიცე და პატიოსნება სამსახურში. გამოავლინეთ საკამათო საკითხების გადაჭრის, კონფლიქტების მოგვარების და კომპრომისებზე წასვლის უნარი. არ არის რეკომენდებული გადაჭარბებული ზრუნვა. ახალი წამოწყებები. აჩქარების და აურზაურის გამოვლინება. საუკეთესო დღეა ოჯახის შესაქმნელად. დღეს მაქსიმალური სიყვარული და მზრუნველობა გამოიჩინეთ პარტნიორის მიმართ და ეცადეთ, არ გაანაწყენოთ.
Faceამბები
სამხედრო
სამართალი
მეცნიერება
მოზაიკა
სპორტი
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რუსეთმა 4 აგვისტოს გასცა საომარი მოქმედებების დაწყების ბრძანება - პუტინის ყოფილი მრჩეველი 2008 წლის ომზე
რუსეთმა 4 აგვისტოს გასცა საომარი მოქმედებების დაწყების ბრძანება - პუტინის ყოფილი მრჩეველი 2008 წლის ომზე

"მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვილ­მა რუს ოპო­ზი­ცი­ო­ნერ ან­დრეი ილა­რი­ო­ნოვს რუ­სეთ-სა­ქარ­თვე­ლოს 2008 წლის ომის მი­ზე­ზებ­ზე ჩა­ტა­რე­ბუ­ლი გა­მო­ძი­ე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს ერთ-ერთი უმაღ­ლე­სი ჯილ­დო­თი - წმინ­და გი­ორ­გის სა­ხე­ლო­ბის გა­მარ­ჯვე­ბის ორ­დე­ნით და­უ­ფა­სა. ჯილ­დოს მი­ღე­ბის გამო, რუ­სე­თის სა­ხე­ლი­სუფ­ლე­ბო წრე­ებ­ში, ილა­რი­ო­ნოვს მო­ღა­ლა­ტეს უწო­დე­ბენ. ღირს თუ არა ისე­თი გა­მო­ძი­ე­ბის ჩა­ტა­რე­ბა, რომ­ლის შე­დე­გე­ბის მი­ხედ­ვი­თაც სა­ო­მა­რი მოქ­მე­დე­ბე­ბის და­წყე­ბა­ში დამ­ნა­შა­ვე შე­ნი­ვე ქვე­ყა­ნაა?" - ამ კი­თხვით რა­დიო "თა­ვი­სუფ­ლე­ბის" რუ­სე­თის ბი­უ­რომ სა­კითხს ვრცე­ლი გა­და­ცე­მა მი­უ­ძღვნა. რა­დი­ო­ე­თერ­ში თა­ვად პუ­ტი­ნის ყო­ფი­ლი მრჩე­ვე­ლი, ამ­ჟა­მად კი ოპო­ზი­ცი­ო­ნე­რი ან­დრეი ილა­რი­ო­ნო­ვი და ჟურ­ნა­ლის­ტი არ­კა­დი ბა­ბენ­კო მო­ნა­წი­ლე­ობ­დნენ.

"ჯა­რის­კა­ცი ბრძა­ნე­ბის მი­ღე­ბის გა­რე­შე ნა­ბიჯს არ გა­დად­გამს. არ აი­ღებს ია­რაღს და, მით უმე­ტეს, არ გა­ის­ვრის. ჩვენ­მა გა­მო­ძი­ე­ბამ ად­ვი­ლად და­ად­გი­ნა, რო­დის გას­ცა ბრძა­ნე­ბა მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვილ­მა სა­ო­მა­რი მოქ­მე­დე­ბე­ბის და­წყე­ბა­ზე: 7 აგ­ვის­ტო, 23:35 სა­ა­თი - ამ დროს გა­უხ­სნეს ქა­ლაქ ცხინ­ვალს სა­არ­ტი­ლე­რიო ცე­ცხლი. ახლა ჩნდე­ბა კი­თხვა: რო­დის გას­ცა ბრძა­ნე­ბა რუ­სულ­მა მხა­რემ? - ახლა ამ კი­თხვა­ზე ზუს­ტი პა­სუ­ხი გვაქვს: 4 აგ­ვის­ტო - რო­დე­საც შე­სა­ბა­მი­სი ბრძა­ნე­ბა ბა­ტონ­მა მედ­ვე­დევ­მა გას­ცა და და­უ­ყოვ­ნებ­ლივ სა­მუ­შაო ვი­ზი­ტით გა­ემ­გზავ­რა, პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრი პუ­ტი­ნი კი ამ დროს პე­კი­ნის ოლიმ­პი­ა­და­ზე იყო. ამით, თით­ქოს, ორი­ვეს ალი­ბი აქვს: "ჩვენ აქ არ ვი­ყა­ვით".

ილა­რი­ო­ნო­ვის თქმით, რუს­მა სამ­ხედ­რო­ებ­მა 5 აგ­ვის­ტოს დი­ლი­დან და­ი­წყეს გა­და­ად­გი­ლე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს სა­ზღვრის მი­მარ­თუ­ლე­ბით. 6 აგ­ვის­ტოს ჩრდი­ლო ოსე­თის მთელ ტე­რი­ტო­რი­ა­ზე იდგა სამ­ხედ­რო ტექ­ნი­კა და სა­ჯა­რი­სო ნა­წი­ლე­ბი. აქვე ილა­რი­ო­ნო­ვი დას­ძენს, რომ აფხა­ზე­თის იმ­ჟა­მინ­დელ დე-ფაქ­ტო პრე­ზი­დენტს სერ­გეი ბა­ღაფშს 7 აგ­ვის­ტოს სა­ღა­მოს, სო­ხუმ­ში, რუს ჟურ­ნა­ლის­ტებ­თან სა­უბ­რი­სას "წა­მოს­ცდა", რომ კო­კო­ი­თის­გან ჰქონ­და ინ­ფორ­მა­ცია, რომ სამ­ხრეთ ოსეთ­ში უკვე შე­ვი­და ჩრდი­ლო კავ­კა­სი­ის სა­ჯა­რი­სო ნა­წი­ლე­ბის ბა­ტა­ლი­ო­ნი და "ყვე­ლა­ფე­რი კარ­გა­დაა".

"იმ კო­ლო­სა­ლუ­რი რა­ო­დე­ნო­ბის დო­კუ­მენ­ტე­ბი­დან, რო­მე­ლიც ჩვენ ხელთ გვაქვს რუ­სუ­ლი, ოსუ­რი და აფხა­ზუ­რი მხა­რის­გან, ირ­კვე­ვა, რომ რუ­სე­თის მხრი­დან აგ­რე­სია და­ი­წყო გა­ცი­ლე­ბით ადრე და პირ­ვე­ლი მსხვერ­პლიც იქ ქარ­თვე­ლი მშვი­დო­ბის­მყო­ფე­ლე­ბი იყ­ვნენ, რომ­ლე­ბიც 7 აგ­ვის­ტოს და­ახ­ლო­ე­ბით დღის 2 სა­ათ­ზე და­ი­ღუპ­ნენ", - აღ­ნიშ­ნა ილა­რი­ო­ნოვ­მა.

იხი­ლეთ ვი­დეო

რუსეთმა 4 აგვისტოს გასცა საომარი მოქმედებების დაწყების ბრძანება - პუტინის ყოფილი მრჩეველი 2008 წლის ომზე

რუსეთმა 4 აგვისტოს გასცა საომარი მოქმედებების დაწყების ბრძანება - პუტინის ყოფილი მრჩეველი 2008 წლის ომზე

"მიხეილ სააკაშვილმა რუს ოპოზიციონერ ანდრეი ილარიონოვს რუსეთ-საქართველოს 2008 წლის ომის მიზეზებზე ჩატარებული გამოძიება საქართველოს ერთ-ერთი უმაღლესი ჯილდოთი - წმინდა გიორგის სახელობის გამარჯვების ორდენით დაუფასა. ჯილდოს მიღების გამო, რუსეთის სახელისუფლებო წრეებში, ილარიონოვს მოღალატეს უწოდებენ. ღირს თუ არა ისეთი გამოძიების ჩატარება, რომლის შედეგების მიხედვითაც საომარი მოქმედებების დაწყებაში დამნაშავე შენივე ქვეყანაა?" - ამ კითხვით რადიო "თავისუფლების" რუსეთის ბიურომ საკითხს ვრცელი გადაცემა მიუძღვნა. რადიოეთერში თავად პუტინის ყოფილი მრჩეველი, ამჟამად კი ოპოზიციონერი ანდრეი ილარიონოვი და ჟურნალისტი არკადი ბაბენკო მონაწილეობდნენ.

"ჯარისკაცი ბრძანების მიღების გარეშე ნაბიჯს არ გადადგამს. არ აიღებს იარაღს და, მით უმეტეს, არ გაისვრის. ჩვენმა გამოძიებამ ადვილად დაადგინა, როდის გასცა ბრძანება მიხეილ სააკაშვილმა საომარი მოქმედებების დაწყებაზე: 7 აგვისტო, 23:35 საათი - ამ დროს გაუხსნეს ქალაქ ცხინვალს საარტილერიო ცეცხლი. ახლა ჩნდება კითხვა: როდის გასცა ბრძანება რუსულმა მხარემ? - ახლა ამ კითხვაზე ზუსტი პასუხი გვაქვს: 4 აგვისტო - როდესაც შესაბამისი ბრძანება ბატონმა მედვედევმა გასცა და დაუყოვნებლივ სამუშაო ვიზიტით გაემგზავრა, პრემიერ-მინისტრი პუტინი კი ამ დროს პეკინის ოლიმპიადაზე იყო. ამით, თითქოს, ორივეს ალიბი აქვს: "ჩვენ აქ არ ვიყავით".

ილარიონოვის თქმით, რუსმა სამხედროებმა 5 აგვისტოს დილიდან დაიწყეს გადაადგილება საქართველოს საზღვრის მიმართულებით. 6 აგვისტოს ჩრდილო ოსეთის მთელ ტერიტორიაზე იდგა სამხედრო ტექნიკა და საჯარისო ნაწილები. აქვე ილარიონოვი დასძენს, რომ აფხაზეთის იმჟამინდელ დე-ფაქტო პრეზიდენტს სერგეი ბაღაფშს 7 აგვისტოს საღამოს, სოხუმში, რუს ჟურნალისტებთან საუბრისას "წამოსცდა", რომ კოკოითისგან ჰქონდა ინფორმაცია, რომ სამხრეთ ოსეთში უკვე შევიდა ჩრდილო კავკასიის საჯარისო ნაწილების ბატალიონი და "ყველაფერი კარგადაა".

"იმ კოლოსალური რაოდენობის დოკუმენტებიდან, რომელიც ჩვენ ხელთ გვაქვს რუსული, ოსური და აფხაზური მხარისგან, ირკვევა, რომ რუსეთის მხრიდან აგრესია დაიწყო გაცილებით ადრე და პირველი მსხვერპლიც იქ ქართველი მშვიდობისმყოფელები იყვნენ, რომლებიც 7 აგვისტოს დაახლოებით დღის 2 საათზე დაიღუპნენ", - აღნიშნა ილარიონოვმა.

იხილეთ ვიდეო

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა