თაღ­ლი­თუ­რი სქე­მა თბი­ლის­ში - "ავ­ტო­მან­ქა­ნე­ბის კი­ლე­რე­ბი"

თაღ­ლი­თუ­რი სქე­მა თბი­ლის­ში - "ავ­ტო­მან­ქა­ნე­ბის კი­ლე­რე­ბი"

თაღ­ლი­თუ­რი სქე­მა, რო­მე­ლიც სულ ცო­ტა ხნის წინ დე­და­ქა­ლაქ­ში გავ­რცე­ლე­ბუ­ლი იყო, ძვი­რადღ­ი­რე­ბუ­ლი ავ­ტო­მან­ქა­ნე­ბის შეგ­ნე­ბუ­ლად დამ­ტვრე­ვას ით­ვა­ლის­წი­ნებ­და. ასე­თ თაღ­ლი­თებს "ავ­ტო­მან­ქა­ნე­ბის კი­ლე­რე­ბი" შე­არ­ქვეს. ამ­ბო­ბენ, აფე­რა დრო­ზე რომ არ გა­შიფ­რუ­ლი­ყო, სა­დაზღ­ვე­ვო კომ­პა­ნი­ე­ბი ზა­რა­ლის დათ­ვლას ვე­ღარ აუ­ვი­დოდ­ნენო. "ავ­ტო­მან­ქა­ნე­ბის კი­ლე­რე­ბის" სქე­მის შე­სა­ხებ იუ­რის­ტი თა­მარ აბე­სა­ძე მოგ­ვითხ­რობს:

- სქე­მის მი­ხედ­ვით, პი­რე­ბი ძვი­რადღ­ი­რე­ბულ მან­ქა­ნებს - "ჰა­მე­რებს", "პრა­დო­ებს, "ლექ­სუ­სებს", "მერ­სე­დე­სებს" და სხვებს კრე­დი­ტით იძენ­დნენ, საზღ­ვარ­გა­რე­თი­დან იწერ­დნენ შე­და­რე­ბით ია­ფად, ჩა­მოყ­ვა­ნის შემ­დეგ კი მსხვილ სა­დაზღ­ვე­ვო კომ­პა­ნი­ებ­ში აზღ­ვევ­დნენ. ხელ­შეკ­რუ­ლე­ბის პი­რო­ბის თა­ნახ­მად, კომ­პა­ნი­ე­ბი ავ­ტო­მან­ქა­ნის და­ზი­ა­ნე­ბის შემ­თხვე­ვა­ში, მის ღი­რე­ბუ­ლე­ბას მთლი­ა­ნად უნაზღ­ა­უ­რებ­დნენ მე­პატ­რო­ნეს. "ავ­ტო­მან­ქა­ნის კი­ლე­რე­ბი" 1-2 თვი­ა­ნი "მა­რი­ა­ჟის" შემ­დეგ გა­ზის პე­დალ­ში არ­ჭობ­დნენ ჯოხს, თვი­თონ ავ­ტო­მან­ქა­ნი­დან გად­მო­დი­ოდ­ნენ, მი­მარ­თუ­ლე­ბას აღე­ბი­ნებ­დნენ და მას კე­დელს ან ხეს აჯა­ხებ­დნენ, ანუ ხე­ლოვ­ნუ­რად აწყ­ობ­დნენ ავა­რი­ას. ავ­ტო­საგ­ზაო შემ­თხვე­ვის შემ­დეგ "კი­ლე­რე­ბი" იძა­ხებ­დნენ პატ­რულს, რო­მე­ლიც ად­გენ­და ოქმს, ოქ­მი მი­დი­ო­და სა­დაზღ­ვე­ვო კომ­პა­ნი­ა­ში, ავ­ტო­მან­ქა­ნას მა­თი აუ­დი­ტი აფა­სებ­და და ყვე­ლა­ფე­რი იმით სრულ­დე­ბო­და, რომ სა­დაზღ­ვე­ვო "და­ზა­რა­ლე­ბულს" ავ­ტო­მან­ქა­ნის ღი­რე­ბუ­ლე­ბას მთლი­ა­ნად უნაზღ­ა­უ­რებ­და. ავ­ტო­მან­ქა­ნის მე­პატ­რო­ნე­ე­ბი იმ გა­დახ­დი­ლი თან­ხი­დან კრე­დიტს ფა­რავ­დნენ, ნა­წი­ლი კი მათ ჯი­ბე­ში მი­დი­ო­და. იყო შემ­თხვე­ვა, რო­დე­საც თაღ­ლი­თებ­მა ასე­თი სცე­ნა გა­ი­თა­მა­შეს: ერ­თმა­ნეთს ორი ავ­ტო­მან­ქა­ნა (ერ­თი სპორ­ტუ­ლი, მე­ო­რე ძვი­რი და დაზღ­ვე­უ­ლი) და­ა­ჯა­ხეს. დაზღ­ვე­უ­ლი ავ­ტო­მან­ქა­ნა ისე და­იმ­ტვრა, მი­სი აღ­დგე­ნა შე­უძ­ლე­ბე­ლი იყო. დაზღ­ვე­ულ­მა პატ­რუ­ლი გა­მო­ი­ძა­ხა და მი­სი თან­დას­წრე­ბით ორი­ვე მან­ქა­ნის მძღო­ლებ­ი, თით­ქოს­და, გამ­წა­რე­ბულ გულ­ზე, ერ­თმა­ნეთს დაერივნენ, პატ­რუ­ლი შუ­ა­ში ჩად­გა და რო­გორც იქ­ნა, "მო­ა­რი­გა" ისი­ნი. ჯა­რი­მის ქვით­რე­ბის გა­მო­წე­რის და პო­ლი­ცი­ე­ლე­ბის წას­ვლის შემ­დეგ, მხა­რე­ებ­მა რეს­ტო­რან­ში აღ­ნიშ­ნეს "წარ­მა­ტე­ბუ­ლი ავა­რი­ა". ბოლოს და ბოლოს საქმე "გასკდა" და თაღ­ლი­თე­ბის უმე­ტე­სო­ბა და­ი­ჭი­რეს.

"ავ­ტო­მან­ქა­ნის კი­ლე­რე­ბის" საქ­მე გა­იხ­სნა ვინ­მე ზო­ი­ას მეშ­ვე­ო­ბით, რო­მე­ლიც არ­სე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, პრო­კუ­რა­ტუ­რის აგენ­ტი­ა. თა­ვის დრო­ზე ზოია სა­კუ­თა­რი აფე­რით იყო და­კა­ვე­ბუ­ლი - თბი­ლი­სი­დან საზღ­ვარ­გა­რეთ წა­სულ მე­სა­კუთ­რე­ებს და­კე­ტილ ბი­ნებს უყიდ­და.

ნანა ფიცხელაური

ყოველკვირეული გაზეთი "ყველა სიახლე"

(გამოდის ოთხშაბათობით)

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ