პოლიტიკა
მსოფლიო
სამართალი

2

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეშვიდე დღე დაიწყება 11:53-ზე, მთვარე ქალწულს ესტუმრება 07:02-ზე – კარგია მოლაპარაკებების წარმოება. ახალი კავშირების დამყარება. სარეკლამო კამპანიების, კონფერენციების და მსგავსი ღონისძიებების ჩატარება. გამოიყენეთ სიტყვები პარტნიორების, ინვესტორების და სპონსორების დასარწმუნებლად. ბიზნესმენებმა ხელი უნდა შეუწყონ და დააფინანსონ შემოქმედებითი ადამიანები. ბევრმა მუშაობამ შეიძლება გამოიწვიოს გადაღლილობა. უმჯობესია თავი შეიკავოთ დიდი რაოდენობით ქონის, ლორის, ქაშაყის, დამუშავებული ყველის და მსგავსი პროდუქტების მიღებაზე.
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
საზოგადოება
სპორტი
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ბიძინა ივანიშვილი სიამოვნებით მოხსნიდა ირაკლი ალასანიას, რომ არა ამერიკის ინტერესები"
"ბიძინა ივანიშვილი სიამოვნებით მოხსნიდა ირაკლი ალასანიას, რომ არა ამერიკის ინტერესები"

ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლი დიდი სი­ა­მოვ­ნე­ბით გა­ა­თა­ვი­სუფ­ლებ­და ირაკ­ლი ალა­სა­ნი­ას თავ­დაც­ვის მი­ნის­ტრის თა­ნამ­დე­ბო­ბი­დან, რომ არა ჩვე­ნი სტრა­ტე­გი­უ­ლი პარტნი­ო­რის, აშშ-ის ინ­ტე­რე­სე­ბი, - ამის შე­სა­ხებ "ინ­ტერპრეს­ნი­უსს" სამ­ხედ­რო-ანა­ლი­ტი­კუ­რი ჟურ­ნალ "არ­სე­ნა­ლის" მთა­ვარ­მა რე­დაქ­ტორ­მა ირაკ­ლი ალა­დაშ­ვილ­მა გა­ნუ­ცხა­და.

მისი გან­მარ­ტე­ბით, აშშ-ში ირაკ­ლი ალა­სა­ნი­ას პერ­სო­ნას კარ­გად იც­ნო­ბენ, მათ შო­რის - მისი გა­ე­რო-ში ელ­ჩო­ბის პე­რი­ო­დი­დან.

"ამი­ტო­მაც, გა­სა­გე­ბია, რომ მათ სურთ ურ­თი­ერ­თო­ბის გაღ­რმა­ვე­ბა და მით უმე­ტეს მა­შინ, რო­დე­საც ალა­სა­ნი­ას თავ­დაც­ვის მი­ნის­ტრის პოს­ტი უკა­ვია. რომ არა ეს, ვფიქ­რობ, ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლი აქამ­დეც გა­ა­თა­ვი­სუფ­ლებ­და მას ამ თა­ნამ­დე­ბო­ბი­დან. მათ შო­რის ურ­თი­ერ­თო­ბა­ში არ­სე­ბობს გარ­კვე­უ­ლი ურ­თი­ერ­თგა­მომ­რი­ცხა­ვი ფაქ­ტო­რე­ბი, რაც უკვე გა­რე­თაც გა­მოჩ­ნდა და ეს, ბუ­ნებ­რი­ვია, საქ­მეს არ წა­ად­გე­ბა", - გა­ნა­ცხა­და ალა­დაშ­ვილ­მა.

მისი გან­მარ­ტე­ბით, ჯარ­ში იდე­ა­ლუ­რი სი­ტუ­ა­ცი­ის შექ­მნა წარ­მო­უდ­გე­ნე­ლია და შე­ი­ა­რა­ღე­ბულ ძა­ლებ­ში დის­ციპ­ლი­ნა მუდ­მი­ვად პრობ­ლე­მა იყო.

ამას­თან, ჟურ­ნალ "არ­სე­ნა­ლის" მთა­ვა­რი რე­დაქ­ტო­რი ირაკ­ლი ალა­სა­ნი­ას ერთ-ერთ მთა­ვარ მიღ­წე­ვად შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი ძა­ლე­ბის დე­პო­ლი­ტი­ზა­ცი­ას ასა­ხე­ლებს.

"ირაკ­ლი ალა­სა­ნი­ამ რე­ა­ლუ­რად მო­ახ­დი­ნა ჯა­რის დე­პო­ლი­ტი­ზა­ცია. პო­ლი­ტი­კუ­რი ნიშ­ნით სამ­სა­ხუ­რი­დან გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბა ან დას­ჯა დღეს აღარ არის, რაც "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის" დროს არ­სე­ბობ­და. წინა მი­ნის­ტრე­ბის უმე­ტე­სო­ბა ნამ­დვი­ლად არ შე­ე­სა­ბა­მე­ბო­და აღ­ნიშ­ნულ თა­ნამ­დე­ბო­ბას და მათი და­ნიშ­ვნა იყო და­ნა­შა­უ­ლი სა­ხელ­მწი­ფოს წი­ნა­შე. დე­პო­ლი­ტი­ზა­ცი­ის გარ­და, ძვე­ლი მი­ნის­ტრე­ბის­გან გან­სხვა­ვე­ბით, ირაკ­ლი ალა­სა­ნია ნაკ­ლე­ბად ერე­ვა გა­ერ­თი­ა­ნე­ბუ­ლი შტა­ბის საქ­მი­ა­ნო­ბა­ში, რაც ადრე ძა­ლი­ან უხე­ში ფორ­მით ხდე­ბო­და", - აღ­ნიშ­ნა ირაკ­ლი ალა­დაშ­ვილ­მა.

სა­ქარ­თვე­ლოს პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრმა ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვილ­მა გუ­შინ, რა­დი­ო­ე­ბი­სა და ბეჭ­დუ­რი მე­დი­ის მთა­ვარ რე­დაქ­ტო­რებ­თან შეხ­ვედ­რა­ზე, ჯა­რის­კა­ცე­ბის მო­წამ­ვლის ფაქ­ტის კო­მენ­ტი­რე­ბი­სას გა­ნა­ცხა­და, რომ ამ საქ­მე­ზე გრი­ფი "სა­ი­დუმ­ლოს" და­დე­ბის მი­ზან­შე­წო­ნი­ლო­ბას ვერ ხე­დავს.

"ჯა­რის­კა­ცე­ბის მო­წამ­ვლის პირ­ვე­ლი შემ­თხვე­ვა რომ მოხ­და, ალა­სა­ნი­ამ თვი­თონ და­მი­რე­კა და გან­მი­მარ­ტა, რომ 7-8 კაცი იყო შე­უძ­ლოდ. ახლა მე­ო­რედ მოხ­და იგი­ვე, მაგ­რამ ალა­სა­ნი­ას აღარ და­უ­რე­კავს. არ ვი­ცო­დი, თუ საქ­მეს გრი­ფით "სა­ი­დუმ­ლო" ედო. რა ხდე­ბა, სა­ა­კაშ­ვი­ლის მთავ­რო­ბაა? ვინ და­ა­დო სა­ი­დუმ­ლო? რა სა­ხელ­მწი­ფო სა­ი­დუმ­ლო­ე­ბაა ჯა­რის­კა­ცის მო­წამ­ვლა? ეს კი­დევ უფრო აღ­რმა­ვებს ეჭ­ვებს და რა თქმა უნდა, მე ამ სა­კი­თხით და­ვინ­ტე­რეს­დე­ბი", - გა­ნა­ცხა­და ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვილ­მა.

ჯა­რის­კა­ცე­ბის მო­წამ­ვლის ფაქტს მთავ­რო­ბის დღე­ვან­დე­ლი სხდო­მის შემ­დეგ თავ­დაც­ვის მი­ნის­ტრიც გა­მო­ეხ­მა­უ­რა.

"ჩემ­თვის ცნო­ბი­ლია, რომ არ­სე­ბობს ადა­მი­ან­თა კა­ტე­გო­რია, რომ­ლებ­საც არ ვუყ­ვარ­ვართ, არ მოვ­წონ­ვართ და კრი­ტი­კა ჩემ­თვის აბ­სო­ლუ­ტუ­რად მი­სა­ღე­ბია, რად­გან ეს დე­მოკ­რა­ტი­ის ნა­წი­ლია, თუმ­ცა ჩემ­თვის მი­უ­ღე­ბე­ლია და და­ნა­შა­უ­ლად მი­ვიჩ­ნევ სა­ქარ­თვე­ლოს შე­ი­ა­რა­ღე­ბულ ძა­ლებ­თან და­კავ­ში­რე­ბით მი­ზან­მი­მარ­თულ ცრუ ინ­ფორ­მა­ცი­ის გავ­რცე­ლე­ბას", - გა­ნა­ცხა­და ირაკ­ლი ალა­სა­ნი­ამ.

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი"

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რუსეთ-უკრაინის პირდაპირი სამშვიდობო მოლაპარაკებების მეორე რაუნდი დღეს, კვლავ სტამბოლში შედგება

"ბიძინა ივანიშვილი სიამოვნებით მოხსნიდა ირაკლი ალასანიას, რომ არა ამერიკის ინტერესები"

"ბიძინა ივანიშვილი სიამოვნებით მოხსნიდა ირაკლი ალასანიას, რომ არა ამერიკის ინტერესები"

ბიძინა ივანიშვილი დიდი სიამოვნებით გაათავისუფლებდა ირაკლი ალასანიას თავდაცვის მინისტრის თანამდებობიდან, რომ არა ჩვენი სტრატეგიული პარტნიორის, აშშ-ის ინტერესები, - ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" სამხედრო-ანალიტიკური ჟურნალ "არსენალის" მთავარმა რედაქტორმა ირაკლი ალადაშვილმა განუცხადა.

მისი განმარტებით, აშშ-ში ირაკლი ალასანიას პერსონას კარგად იცნობენ, მათ შორის - მისი გაერო-ში ელჩობის პერიოდიდან.

"ამიტომაც, გასაგებია, რომ მათ სურთ ურთიერთობის გაღრმავება და მით უმეტეს მაშინ, როდესაც ალასანიას თავდაცვის მინისტრის პოსტი უკავია. რომ არა ეს, ვფიქრობ, ბიძინა ივანიშვილი აქამდეც გაათავისუფლებდა მას ამ თანამდებობიდან. მათ შორის ურთიერთობაში არსებობს გარკვეული ურთიერთგამომრიცხავი ფაქტორები, რაც უკვე გარეთაც გამოჩნდა და ეს, ბუნებრივია, საქმეს არ წაადგება", - განაცხადა ალადაშვილმა.

მისი განმარტებით, ჯარში იდეალური სიტუაციის შექმნა წარმოუდგენელია და შეიარაღებულ ძალებში დისციპლინა მუდმივად პრობლემა იყო.

ამასთან, ჟურნალ "არსენალის" მთავარი რედაქტორი ირაკლი ალასანიას ერთ-ერთ მთავარ მიღწევად შეიარაღებული ძალების დეპოლიტიზაციას ასახელებს.

"ირაკლი ალასანიამ რეალურად მოახდინა ჯარის დეპოლიტიზაცია. პოლიტიკური ნიშნით სამსახურიდან გათავისუფლება ან დასჯა დღეს აღარ არის, რაც "ნაციონალური მოძრაობის" დროს არსებობდა. წინა მინისტრების უმეტესობა ნამდვილად არ შეესაბამებოდა აღნიშნულ თანამდებობას და მათი დანიშვნა იყო დანაშაული სახელმწიფოს წინაშე. დეპოლიტიზაციის გარდა, ძველი მინისტრებისგან განსხვავებით, ირაკლი ალასანია ნაკლებად ერევა გაერთიანებული შტაბის საქმიანობაში, რაც ადრე ძალიან უხეში ფორმით ხდებოდა", - აღნიშნა ირაკლი ალადაშვილმა.

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა გუშინ, რადიოებისა და ბეჭდური მედიის მთავარ რედაქტორებთან შეხვედრაზე, ჯარისკაცების მოწამვლის ფაქტის კომენტირებისას განაცხადა, რომ ამ საქმეზე გრიფი "საიდუმლოს" დადების მიზანშეწონილობას ვერ ხედავს.

"ჯარისკაცების მოწამვლის პირველი შემთხვევა რომ მოხდა, ალასანიამ თვითონ დამირეკა და განმიმარტა, რომ 7-8 კაცი იყო შეუძლოდ. ახლა მეორედ მოხდა იგივე, მაგრამ ალასანიას აღარ დაურეკავს. არ ვიცოდი, თუ საქმეს გრიფით "საიდუმლო" ედო. რა ხდება, სააკაშვილის მთავრობაა? ვინ დაადო საიდუმლო? რა სახელმწიფო საიდუმლოებაა ჯარისკაცის მოწამვლა? ეს კიდევ უფრო აღრმავებს ეჭვებს და რა თქმა უნდა, მე ამ საკითხით დავინტერესდები", - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.

ჯარისკაცების მოწამვლის ფაქტს მთავრობის დღევანდელი სხდომის შემდეგ თავდაცვის მინისტრიც გამოეხმაურა.

"ჩემთვის ცნობილია, რომ არსებობს ადამიანთა კატეგორია, რომლებსაც არ ვუყვარვართ, არ მოვწონვართ და კრიტიკა ჩემთვის აბსოლუტურად მისაღებია, რადგან ეს დემოკრატიის ნაწილია, თუმცა ჩემთვის მიუღებელია და დანაშაულად მივიჩნევ საქართველოს შეიარაღებულ ძალებთან დაკავშირებით მიზანმიმართულ ცრუ ინფორმაციის გავრცელებას", - განაცხადა ირაკლი ალასანიამ.

"ინტერპრესნიუსი"

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა