მნიშვნელოვანი ინფორმაცია
პოლიტიკა
საზოგადოება
სამართალი

15

იანვარი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეჩვიდმეტე დღე დაიწყება 19:06-ზე, მთვარე ლომშია კარგი დღეა ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად, ახალი საქმეების დასაწყებად. ვაჭრობა, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარება. შეხვედრების, ურთიერთობისა და მხიარულების დღეა. მოერიდეთ საქმეების გარჩევას. უფროსთან კონტაქტი კარგს არაფერს მოგიტანთ. კარგი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად; ქორწინებისა და ნიშნობისთვის. მოერიდეთ გულის გადაღლას, შესაძლოა შეგაწუხოთ რადიკულიტმა. მოერიდეთ ოპერაციებს გულსა და ზურგზე.
მსოფლიო
მოზაიკა
Faceამბები
სპორტი
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
მნიშვნელოვანი ინფორმაცია
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რატომ უნდა სალომე კორკოტაშვილს საცხოვრებლად საზღვარგარეთ წასვლა
რატომ უნდა სალომე კორკოტაშვილს საცხოვრებლად საზღვარგარეთ წასვლა

სა­ლო­მე ერთ-ერ­თია ქარ­თველ მომ­ღე­რალ­თა­გან, რომ­ლის მი­მართ მუ­სი­კის მოყ­ვა­რუ­ლე­ბი გან­სა­კუთ­რე­ბულ ინ­ტე­რესს ამ­ჟღავ­ნე­ბენ. სა­ლო­მეს დიდი სურ­ვი­ლი აქვს, კა­რი­ე­რა სა­ზღვრებს გა­რეთ გა­ი­კე­თოს და სი­მარ­თლე რომ ვთქვათ, ამი­სი ყო­ველ­გვა­რი მო­ნა­ცე­მი აქვს, თუმ­ცა სა­ქარ­თვე­ლო­ში ყოფ­ნი­სას ყვე­ლა იმ შეხ­ვედ­რა­ზე სი­ა­რუ­ლი გა­უ­ჭირ­დე­ბა, რო­მე­ლიც მის კა­რი­ე­რას შე­იძ­ლე­ბა წა­ად­გეს, ამი­ტო­მაც ამ მხრივ სა­ფიქ­რა­ლი გა­უჩ­ნდა...

ამ წლის ბა­თუ­მის ჯა­ზ­ფეს­ტი­ვალ­ზე "სა­ლი­ომ" შე­სა­ნიშ­ნა­ვი კონ­ცერ­ტი გა­მარ­თა და სა­ლო­მე კორ­კო­ტაშ­ვილ­მა კი­დევ ერთხელ და­ამ­ტკი­ცა, რომ კარ­გი ვო­კა­ლის გარ­და მა­ყუ­რებ­ლის აყო­ლი­ე­ბი­სა და სცე­ნა­ზე დგო­მის შე­სა­ნიშ­ნა­ვი გა­მოც­დი­ლე­ბა აქვს, კარ­გი მუხ­ტიც, რაც მომ­ღე­რალს ასე სჭირ­დე­ბა.

სა­ლო­მე ახა­ლი ჩა­მო­სუ­ლი იყო თბი­ლის­ში, რო­დე­საც მუ­სი­კა­ლუ­რი სი­ახ­ლე­ე­ბის გა­სა­გე­ბად შე­ვეხ­მი­ა­ნეთ. ახალ­გაზ­რდა მუ­სი­კოსს სა­კუ­თა­რი გეგ­მე­ბის გან­სა­ხორ­ცი­ე­ლებ­ლად ყვე­ლა­ზე მე­ტად ოჯა­ხის მხარ­და­ჭე­რა სჭირ­დე­ბა, რო­მე­ლიც, რო­გორც გვი­თხრა, არ აკ­ლია. ისიც გაგ­ვიმ­ხი­ლა, რომ თა­ვი­დან მა­მას მისი სიმ­ღე­რე­ბი არ მოს­წონ­და. რას ფიქ­რობს ახლა გია კორ­კო­ტაშ­ვი­ლი თა­ვი­სი გო­გო­ნას მუ­სი­კა­ლურ შე­საძ­ლებ­ლო­ბებ­ზე, ამას თა­ვად სა­ლო­მე გვე­ტყვის.

- ბერ­ლი­ნი­დან რამ­დე­ნი­მე დღის წინ დავ­ბრუნ­დი. წინა კვი­რას ჩვენ­მა ჯგუფ­მა "სა­ლი­ომ" თბი­ლი­სის ერთ-ერთ კლუბ­ში კონ­ცერ­ტი გა­მარ­თა. ჯგუფს საკ­მა­ოდ დიდი გეგ­მე­ბი აქვს, მათ შო­რის ევ­რო­პა­ში სა­ცხოვ­რებ­ლად გა­დას­ვლაც შე­დის, მაგ­რამ ზუსტ ვა­დას ვერ და­გი­სა­ხე­ლებთ, რად­გან რამ­დენ­ჯე­რაც ასე ვთქვით, ყვე­ლა გეგ­მა ჩა­ი­შა­ლა და მერე მე­კი­თხე­ბი­ან ხოლ­მე. ამი­ტო­მაც არ ვიცი, რო­დის გა­ვემ­გზავ­რე­ბით, მაგ­რამ ჩვე­ნი გეგ­მა ამას უკავ­შირ­დე­ბა. ახა­ლი სიმ­ღე­რე­ბი დავ­წე­რეთ და მალე სტუ­დი­ა­ში შე­ვალთ მათ ჩა­სა­წე­რად. ვი­დე­ორ­გო­ლის გა­და­ღე­ბა­საც ვფიქ­რობთ.

- თქვე­ნი ჯგუ­ფი რო­დის ჩა­მო­ყა­ლიბ­და?

- წინა წელს, ჯა­ზ­ფეს­ტი­ვა­ლის წინ, ერთი თვით ადრე და შემ­დეგ ამ ფეს­ტი­ვალ­ზე გა­მო­ვე­დით. წელ­საც გვქონ­და გა­მოს­ვლა. მა­ის­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბა მი­ვი­ღეთ ნიუ-ორ­ლე­ა­ნის ჯა­ზ­ფეს­ტი­ვალ­ზე, სა­დაც ჩვენ გარ­და გა­მო­დი­ოდ­ნენ ბიბი კინ­გი, Ma­roon 5, "ჯიფ­სი კინგსი" და ასე­ვე ცნო­ბი­ლი ჯგუ­ფი Earth, Wind and Fire. სხვა­თა შო­რის, მათ­თან შეხ­ვედ­რის სა­შუ­ა­ლე­ბა მოგ­ვე­ცა. რო­დე­საც მათი კონ­ცერ­ტი დას­რულ­და, კუ­ლი­სებ­ში შე­ვე­დით და ამ ლე­გენ­და­რუ­ლი ჯგუ­ფის წევ­რებ­თან ერ­თად ღვი­ნო დავ­ლი­ეთ, ვი­სა­უბ­რეთ და კონ­ტაქ­ტე­ბი გავცვა­ლეთ, იმე­ი­ლე­ბი. დღე­საც გვაქვს ურ­თი­ერ­თო­ბა სწო­რედ იმე­ი­ლე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბით. ჩვენ რომ ვუკ­რავ­დით, Ma­roon 5-ის გი­ტა­რის­ტმა გა­მო­ი­ა­რა, ყური რომ მოჰ­კრა ჩვენს გა­მოს­ვლას, იქვე ჩა­მოჯ­და და ჩვე­ნი მოს­მე­ნა და­ი­წყო. მა­სა­ლა გა­და­ღე­ბუ­ლია და ნახ­ვის შე­საძ­ლებ­ლო­ბა გექ­ნე­ბათ. ჩემი მე­გო­ბა­რი იღებ­და. ბევ­რს ალ­ბათ ისიც აქვს ნა­ნა­ხი, გოს­პე­ლის გუნ­დის გა­მოს­ვლას რომ და­ვეს­წა­რი, შემ­დეგ კი ექ­ვსი ათა­სი კა­ცის წინ მეც ვიმ­ღე­რე.

იხი­ლეთ სტა­ტი­ის სრუ­ლი ვერ­სია

ნათია
0

ჩვენ ჩვენ ქვეყანას ვჭირდებით, თუ არ დავჭირდებით პურს მაინც ვიშოვნით დათქვენსავით წანწალს არ დავიწყებთ საზღვარ გარეთ. ვიც საქართველო არ უყვარს ჭყალს და მეწყერს წაუღია. ნეტავ ვის მოწონს შენი სიმღერა. დაიკარგენით...

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
სალომე ზურაბიშვილი - ბატონო ივანიშვილო, საზოგადოება ყოველთვის იმარჯვებს!
მნიშვნელოვანი ინფორმაცია

რატომ უნდა სალომე კორკოტაშვილს საცხოვრებლად საზღვარგარეთ წასვლა

რატომ უნდა სალომე კორკოტაშვილს საცხოვრებლად საზღვარგარეთ წასვლა

სალომე ერთ-ერთია ქართველ მომღერალთაგან, რომლის მიმართ მუსიკის მოყვარულები განსაკუთრებულ ინტერესს ამჟღავნებენ. სალომეს დიდი სურვილი აქვს, კარიერა საზღვრებს გარეთ გაიკეთოს და სიმართლე რომ ვთქვათ, ამისი ყოველგვარი მონაცემი აქვს, თუმცა საქართველოში ყოფნისას ყველა იმ შეხვედრაზე სიარული გაუჭირდება, რომელიც მის კარიერას შეიძლება წაადგეს, ამიტომაც ამ მხრივ საფიქრალი გაუჩნდა...

ამ წლის ბათუმის ჯაზფესტივალზე ''სალიომ'' შესანიშნავი კონცერტი გამართა და სალომე კორკოტაშვილმა კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ კარგი ვოკალის გარდა მაყურებლის აყოლიებისა და სცენაზე დგომის შესანიშნავი გამოცდილება აქვს, კარგი მუხტიც, რაც მომღერალს ასე სჭირდება.

სალომე ახალი ჩამოსული იყო თბილისში, როდესაც მუსიკალური სიახლეების გასაგებად შევეხმიანეთ. ახალგაზრდა მუსიკოსს საკუთარი გეგმების განსახორციელებლად ყველაზე მეტად ოჯახის მხარდაჭერა სჭირდება, რომელიც, როგორც გვითხრა, არ აკლია. ისიც გაგვიმხილა, რომ თავიდან მამას მისი სიმღერები არ მოსწონდა. რას ფიქრობს ახლა გია კორკოტაშვილი თავისი გოგონას მუსიკალურ შესაძლებლობებზე, ამას თავად სალომე გვეტყვის.

- ბერლინიდან რამდენიმე დღის წინ დავბრუნდი. წინა კვირას ჩვენმა ჯგუფმა ''სალიომ'' თბილისის ერთ-ერთ კლუბში კონცერტი გამართა. ჯგუფს საკმაოდ დიდი გეგმები აქვს, მათ შორის ევროპაში საცხოვრებლად გადასვლაც შედის, მაგრამ ზუსტ ვადას ვერ დაგისახელებთ, რადგან რამდენჯერაც ასე ვთქვით, ყველა გეგმა ჩაიშალა და მერე მეკითხებიან ხოლმე. ამიტომაც არ ვიცი, როდის გავემგზავრებით, მაგრამ ჩვენი გეგმა ამას უკავშირდება. ახალი სიმღერები დავწერეთ და მალე სტუდიაში შევალთ მათ ჩასაწერად. ვიდეორგოლის გადაღებასაც ვფიქრობთ.

- თქვენი ჯგუფი როდის ჩამოყალიბდა?

- წინა წელს, ჯაზფესტივალის წინ, ერთი თვით ადრე და შემდეგ ამ ფესტივალზე გამოვედით. წელსაც გვქონდა გამოსვლა. მაისში მონაწილეობა მივიღეთ ნიუ-ორლეანის ჯაზფესტივალზე, სადაც ჩვენ გარდა გამოდიოდნენ ბიბი კინგი, Ma­roon 5, ''ჯიფსი კინგსი'' და ასევე ცნობილი ჯგუფი Earth, Wind and Fire. სხვათა შორის, მათთან შეხვედრის საშუალება მოგვეცა. როდესაც მათი კონცერტი დასრულდა, კულისებში შევედით და ამ ლეგენდარული ჯგუფის წევრებთან ერთად ღვინო დავლიეთ, ვისაუბრეთ და კონტაქტები გავცვალეთ, იმეილები. დღესაც გვაქვს ურთიერთობა სწორედ იმეილების საშუალებით. ჩვენ რომ ვუკრავდით, Ma­roon 5-ის გიტარისტმა გამოიარა, ყური რომ მოჰკრა ჩვენს გამოსვლას, იქვე ჩამოჯდა და ჩვენი მოსმენა დაიწყო. მასალა გადაღებულია და ნახვის შესაძლებლობა გექნებათ. ჩემი მეგობარი იღებდა. ბევრს ალბათ ისიც აქვს ნანახი, გოსპელის გუნდის გამოსვლას რომ დავესწარი, შემდეგ კი ექვსი ათასი კაცის წინ მეც ვიმღერე.

იხილეთ სტატიის სრული ვერსია