მსოფლიო
პოლიტიკა
სამართალი

23

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 03:27-ზე, მთვარე ვერძშია – საკმაოდ რთული დღეა. თავი შეიკავეთ ყოველგვარი კონფლიქტისგან. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფულის ხარჯვას; ვაჭრობაში არ მოტყუვდეთ. კარგი დღეა სწავლისა და გამოცდის ჩასაბარებლად. მოერიდეთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. უფროსთან კამათს. მგზავრობა და მივლინება სხვა დღისთვის გადადეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში; საოჯახო საქმეების შესრულება. მოერიდეთ ხორციან კერძებს. სასურველია თევზისა და ბოსტნეულის. თავი შეიკავეთ მოწევისა და ალკოჰოლისგან. თავის ტკივილი რომ აირიდოთ, არ გადაიღალოთ გონებრივი სამუშაოთი. მოერიდეთ დიდხანს კითხვასა და ტელევიზორის ყურებას.
საზოგადოება
Faceამბები
სამხედრო
მოზაიკა
მეცნიერება
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
წიგნები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ადამიანები, რომლებმაც დიდი თანხა იპოვეს და უკან დააბრუნეს
ადამიანები, რომლებმაც დიდი თანხა იპოვეს და უკან დააბრუნეს

რო­გორ მო­იქ­ცე­ვით, შემ­თხვე­ვით დიდი რა­ო­დე­ნო­ბის თან­ხა რომ იპო­ვოთ? აჰ­ყვე­ბით"ცდუ­ნე­ბას" თუ მო­უს­მენთ თქვენს ში­ნა­გან ხმას და სხვის ფულს და­აბ­რუ­ნებთ? წარ­მო­გიდ­გენთ 5 ადა­მი­ანს, რო­მელ­მაც დი­დძა­ლი თან­ხა იპო­ვა და უკან და­აბ­რუ­ნა.

კა­ნა­და­ში, ქა­ლაქ კალ­გარ­ში მცხოვ­რებ­მა 62 წლის უსახ­ლკა­რო ქალ­მა ქუ­ჩა­ში სა­ფუ­ლე იპო­ვა, რო­მელ­შიც 10 000 დო­ლა­რი ნაღ­დი ფული იდო. მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ქალი ად­გი­ლობ­რივ უსახ­ლკა­რო­თა თავ­შე­სა­ფარ­ში ცხოვ­რობ­და, გა­და­წყვი­ტა თან­ხა პატ­რო­ნის­თვის უკან და­ებ­რუ­ნე­ბი­ნა. "ფუ­ლის და­ტო­ვე­ბა აზ­რა­დაც არ მომ­სვლია" - გა­ნა­ცხა­და ქალ­ბა­ტონ­მა. ეს ის­ტო­რია კა­ნა­დუ­რი გა­ზე­თე­ბის პირ­ველ გვერ­დზე მოხ­ვდა და სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში უსახ­ლკა­რო ქა­ლი­სად­მი თა­ნაგ­რძნო­ბა გა­მო­იწ­ვია. ბევ­რმა ადა­მი­ან­მა მო­ინ­დო­მა მისი დახ­მა­რე­ბა, თუმ­ცა ქალი უხერ­ხულ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში იყო და ინ­კოგ­ნი­ტოდ დარ­ჩე­ნა სურ­და. სა­ფუ­ლის პატ­რონ­მა შექ­მნა ფონ­დი და ან­გა­რიშ­ზე 500$ შე­ი­ტა­ნა. მსურ­ვე­ლებს შე­ეძ­ლოთ ფონდში თან­ხა ჩა­ე­რი­ცხათ. სა­ბო­ლო­ოდ შეგ­როვ­და საკ­მა­რი­სი ფული იმის­თვის, რომ უსახ­ლკა­რო ქალ­ბა­ტონს სა­კუ­თა­რი ბინა ეყი­და.

სუ­პერ­მარ­კეტ Walmart-ის თა­ნამ­შრო­მელ­მა ვა­შინგტო­ნელ­მა ბის­მარკ მენ­სამ კონ­ვერ­ტი იპო­ვა, რო­მელ­შიც 20 000 დო­ლა­რი იდო. კონ­ვერ­ტი მენ­სამ ავ­ტო­მო­ბი­ლე­ბის პარ­კინ­გის ად­გილ­ზე მა­შინ იპო­ვა, რო­დე­საც ური­კებს აგ­რო­ვებ­და. ის და­ე­წია იმ მან­ქა­ნას, რომ­ლის პატ­რონ­მაც ური­კა რამ­დე­ნი­მე წუ­თის წინ და­ტო­ვა და კონ­ვერ­ტი უკან და­უბ­რუ­ნა. კე­თი­ლი საქ­მის­თვის მა­მა­კაც­მა სუ­პერ­მარ­კე­ტის­გან ჯილ­დო მი­ი­ღო. თუმ­ცა, მან უარი თქვა თან­ხის პატ­რო­ნის, ელ­ტო­ნე­ბის ოჯა­ხის­გან სარ­გებ­ლის მი­ღე­ბა­ზე და მათ­თან ვახ­შმო­ბა­ზეც კი. ამ­ჟა­მად მენ­სა Walmart-ში მუ­შა­ო­ბას გა­ნაგ­რძობს და მისი ანა­ზღა­უ­რე­ბა სა­ათ­ში და­ახ­ლო­ე­ბით 9 დო­ლა­რია.

ტე­ნე­სელ­მა 75 წლის ბე­ბი­ამ ბილი უოტსმა 97 000 დო­ლა­რი იპო­ვა. ქალ­ბა­ტო­ნი ად­გი­ლობ­რივ რეს­ტო­რან­ში იმ­ყო­ფე­ბო­და, რო­დე­საც კარ­თან ჩა­მო­კი­დე­ბუ­ლი ჩან­თა და­ი­ნა­ხა. ჩან­თა­ში იყო ქა­ლის 2 ფოტო და 97 000 დო­ლა­რი. ბე­ბი­ამ რეს­ტორ­ნის თა­ნამ­შრომ­ლებს შე­ა­ტყო­ბი­ნა ნა­პოვ­ნი ნივ­თის შე­სა­ხებ, წა­ი­ღო ჩან­თა და რეს­ტო­რან­ში თა­ვი­სი ნო­მე­რი და­ტო­ვა. მალე მას და­უ­კავ­შირ­და ქალ­ბა­ტო­ნი, რო­მელ­მაც დე­ტა­ლუ­რად აღუ­წე­რა ჩან­თა და ფო­ტო­ე­ბი. ფუ­ლის დაბ­რუ­ნე­ბი­სას, ჩან­თის პატ­რო­ნი ფო­ტოს და­ნახ­ვამ უფრო გა­ა­ხა­რა. აღ­მოჩ­ნდა, რომ ფო­ტო­ზე მისი გარ­დაც­ვლი­ლი ქა­ლიშ­ვი­ლი ყო­ფი­ლა გა­მო­სა­ხუ­ლი. ხოლო თან­ხა მისი ქა­ლიშ­ვი­ლის სი­ცოხ­ლის და­ზღვე­ვის­გან მი­ღე­ბუ­ლი ფული იყო. აღ­მოჩ­ნდა, რომ დე­დას თან­ხა მე­ო­რე შვილ­თან ერ­თად ფლო­რი­და­ში გა­და­სახ­ლე­ბის­თვის უნდა გა­მო­ე­ყე­ნე­ბი­ნა. თან­ხის მპოვ­ნელს ჯილ­დოს სა­ხით პატ­რონ­მა 1000 დო­ლა­რი შეს­თა­ვა­ზა, თუმ­ცა ბე­ბი­ამ მის მი­ღე­ბა­ზე უარი თქვა.

ტაქ­სის მძღოლ­მა ლას-ვე­გა­სი­დან, 42 წლის ადამ ვოლ­დე­მა­რიმ სა­კუ­თა­რი მან­ქა­ნის სა­ლონ­ში კე­ი­სი იპო­ვა, რო­მელ­შიც 221510 დო­ლა­რი იყო. მა­მა­კაც­მა ნა­პოვ­ნი თან­ხა თა­ვის ოფის­ში მი­ი­ტა­ნა. ცოტა ხან­ში ოფის­ში თან­ხის პატ­რონ­მა, ეთი­ო­პი­ელ­მა ტუ­რის­ტმა და­რე­კა. აღ­მოჩ­ნდა, რომ ტუ­რისტს თან­ხა წინა დღით ად­გი­ლობ­რივ კა­ზი­ნო­ში მო­უ­გია. ადამ­მა მად­ლო­ბის ნიშ­ნად 2000 დო­ლა­რი მი­ი­ღო.

კან­ზას-სიტი მკვიდრმა, 10 წლის ტა­ი­ლერ შე­ფერ­მა 10 000 დო­ლა­რი იპო­ვა. რე­ი­სის გა­და­დე­ბის გამო ბავ­შვმა მშობ­ლებ­თან ერ­თად ერთი ღამე სას­ტუმ­როს ნო­მერ­ში გა­ა­ტა­რა. ბიჭი მა­მას გა­მო­უ­ტყდა, რომ ნო­მერ­ში დიდი ოდე­ნო­ბით თან­ხა აღ­მო­ა­ჩი­ნა. მა­მამ შვილს თან­ხა გა­მო­არ­თვა და სას­ტუმ­როს ად­მი­ნის­ტრა­ცი­ას გა­დას­ცა. მამა ვა­რა­უ­დობ­და, რომ თან­ხა ნარ­კო­მა­ფი­ის წევ­რებს ეკუთ­ვნო­დათ. თა­ვის მხრივ, სას­ტუმ­როს ად­მი­ნის­ტრა­ცი­ამ საქ­მე­ში პო­ლი­ცია ჩარ­თო. თუმ­ცა, თან­ხას პატ­რო­ნი არ გა­მო­უჩ­ნდა. მი­სუ­რის შტა­ტის კა­ნონ­მდებ­ლო­ბით, თუკი ნა­პოვნ სა­განს 7 თვის გან­მავ­ლო­ბა­ში პატ­რო­ნი არ გა­მო­უჩ­ნდე­ბა, მისი გან­კარ­გვის უფ­ლე­ბა მპოვ­ნელს აქვს. თუმ­ცა, მა­მამ ამ შემ­თხვე­ვა­შიც უარი თქვა თან­ხის მი­ღე­ბა­ზე.

იხი­ლეთ ფო­ტო­გა­ლე­რეა

მომ­ზა­დე­ბუ­ლია fototelegraf.ru-ს მი­ხედ­ვით.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ჩრდილოეთ კორეის ახალმა სამხედრო ხომალდმა კატასტროფა განიცადა

ადამიანები, რომლებმაც დიდი თანხა იპოვეს და უკან დააბრუნეს

ადამიანები, რომლებმაც დიდი თანხა იპოვეს და უკან დააბრუნეს

როგორ მოიქცევით, შემთხვევით დიდი რაოდენობის თანხა რომ იპოვოთ? აჰყვებით"ცდუნებას" თუ მოუსმენთ თქვენს შინაგან ხმას და სხვის ფულს დააბრუნებთ? წარმოგიდგენთ 5 ადამიანს, რომელმაც დიდძალი თანხა იპოვა და უკან დააბრუნა.

კანადაში, ქალაქ კალგარში მცხოვრებმა 62 წლის უსახლკარო ქალმა ქუჩაში საფულე იპოვა, რომელშიც 10 000 დოლარი ნაღდი ფული იდო. მიუხედავად იმისა, რომ ქალი ადგილობრივ უსახლკაროთა თავშესაფარში ცხოვრობდა,  გადაწყვიტა თანხა პატრონისთვის უკან დაებრუნებინა. "ფულის დატოვება აზრადაც არ მომსვლია" - განაცხადა ქალბატონმა. ეს ისტორია კანადური გაზეთების პირველ გვერდზე მოხვდა და საზოგადოებაში უსახლკარო ქალისადმი თანაგრძნობა გამოიწვია. ბევრმა ადამიანმა მოინდომა მისი დახმარება, თუმცა ქალი უხერხულ მდგომარეობაში იყო და ინკოგნიტოდ დარჩენა სურდა. საფულის პატრონმა შექმნა ფონდი და ანგარიშზე 500$ შეიტანა. მსურველებს შეეძლოთ ფონდში თანხა ჩაერიცხათ. საბოლოოდ შეგროვდა საკმარისი ფული იმისთვის, რომ უსახლკარო ქალბატონს საკუთარი ბინა ეყიდა.

სუპერმარკეტ Walmart-ის თანამშრომელმა ვაშინგტონელმა ბისმარკ მენსამ კონვერტი იპოვა, რომელშიც 20 000 დოლარი იდო. კონვერტი მენსამ ავტომობილების პარკინგის ადგილზე მაშინ იპოვა, როდესაც ურიკებს აგროვებდა. ის დაეწია იმ მანქანას, რომლის პატრონმაც ურიკა რამდენიმე წუთის წინ დატოვა და კონვერტი უკან დაუბრუნა. კეთილი საქმისთვის მამაკაცმა სუპერმარკეტისგან ჯილდო მიიღო. თუმცა, მან უარი თქვა თანხის პატრონის, ელტონების ოჯახისგან სარგებლის მიღებაზე და მათთან ვახშმობაზეც კი. ამჟამად მენსა  Walmart-ში მუშაობას განაგრძობს და მისი ანაზღაურება საათში დაახლოებით 9 დოლარია.

ტენესელმა 75 წლის ბებიამ ბილი უოტსმა 97 000 დოლარი იპოვა. ქალბატონი ადგილობრივ რესტორანში იმყოფებოდა, როდესაც კართან ჩამოკიდებული ჩანთა დაინახა. ჩანთაში იყო ქალის 2 ფოტო და 97 000 დოლარი. ბებიამ რესტორნის თანამშრომლებს შეატყობინა ნაპოვნი ნივთის შესახებ, წაიღო ჩანთა და რესტორანში თავისი ნომერი დატოვა.  მალე მას დაუკავშირდა ქალბატონი, რომელმაც დეტალურად აღუწერა ჩანთა და ფოტოები. ფულის დაბრუნებისას, ჩანთის პატრონი ფოტოს დანახვამ უფრო გაახარა. აღმოჩნდა, რომ ფოტოზე მისი გარდაცვლილი ქალიშვილი ყოფილა გამოსახული. ხოლო თანხა მისი ქალიშვილის  სიცოხლის დაზღვევისგან მიღებული ფული იყო. აღმოჩნდა, რომ დედას თანხა მეორე შვილთან ერთად ფლორიდაში გადასახლებისთვის უნდა გამოეყენებინა. თანხის მპოვნელს ჯილდოს სახით პატრონმა 1000 დოლარი შესთავაზა, თუმცა ბებიამ მის მიღებაზე უარი თქვა.

ტაქსის მძღოლმა ლას-ვეგასიდან, 42 წლის ადამ ვოლდემარიმ  საკუთარი მანქანის სალონში კეისი იპოვა, რომელშიც 221510 დოლარი იყო. მამაკაცმა ნაპოვნი თანხა თავის ოფისში მიიტანა. ცოტა ხანში ოფისში თანხის პატრონმა, ეთიოპიელმა ტურისტმა დარეკა. აღმოჩნდა, რომ ტურისტს თანხა წინა დღით ადგილობრივ კაზინოში მოუგია. ადამმა მადლობის ნიშნად 2000 დოლარი მიიღო.

კანზას-სიტი მკვიდრმა, 10 წლის ტაილერ შეფერმა 10 000 დოლარი იპოვა. რეისის გადადების გამო ბავშვმა მშობლებთან ერთად ერთი ღამე სასტუმროს ნომერში გაატარა. ბიჭი მამას გამოუტყდა, რომ ნომერში დიდი ოდენობით თანხა აღმოაჩინა. მამამ შვილს თანხა გამოართვა და სასტუმროს ადმინისტრაციას გადასცა. მამა ვარაუდობდა, რომ თანხა ნარკომაფიის წევრებს ეკუთვნოდათ. თავის მხრივ, სასტუმროს ადმინისტრაციამ საქმეში პოლიცია ჩართო. თუმცა, თანხას პატრონი არ გამოუჩნდა. მისურის შტატის კანონმდებლობით, თუკი ნაპოვნ საგანს 7 თვის განმავლობაში პატრონი არ გამოუჩნდება, მისი განკარგვის უფლება მპოვნელს აქვს. თუმცა, მამამ ამ შემთხვევაშიც უარი თქვა თანხის მიღებაზე.

იხილეთ ფოტოგალერეა

მომზადებულია fototelegraf.ru-ს მიხედვით.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს