სპორტი
კონფლიქტები
Faceამბები

28

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეორე დღე დაიწყება 04:56-ზე, მთვარე კირჩხიბში გადავა 21:36-ზე – კარგია ბიზნესის დაწყება. მუშაობა ინდივიდუალურადაც და გუნდურადაც. მოძებნეთ სპონსორები თქვენი პროექტებისთვის. შეგიძლიათ დაიწყოთ ახალი საგნების სწავლა, ჩაირიცხოთ კურსებზე. მოგზაურობა, მივლინებები. ერთ-ერთი საუკეთესო დღეა ქორწინებისთვის. ამ დღეს შექმნილი ოჯახი ძლიერი და მეგობრული იქნება. კარგია მტვერსასრუტით სახლის დალაგება, სანტექნიკის გამოცვლა. აუცილებელია ნათურების, ჭაღების გაწმენდა, აგრეთვე ჭურჭლისა და სარეცხის გარეცხვა. კარგი დღეებია მცენარეების მორწყვისთვის.
პოლიტიკა
მსოფლიო
წიგნები
სამართალი
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
სალომე ზურაბიშვილი - "ეს საპრეზიდენტო არჩევნებია თუ ქუჩური გარჩევა?"
სალომე ზურაბიშვილი - "ეს საპრეზიდენტო არჩევნებია თუ ქუჩური გარჩევა?"

სა­ქარ­თვე­ლოს სა­გა­რეო საქ­მე­თა ყო­ფი­ლი მი­ნის­ტრი სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვი­ლი "ფე­ის­ბუ­ქის" სა­კუ­თარ გვერ­დზე სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი მა­უ­წყებ­ლის ეთერ­ში საპ­რე­ზი­დენ­ტო კან­დი­და­ტებს შო­რის გა­მარ­თულ დე­ბა­ტებს სა­მარ­ცხვი­ნოს უწო­დებს.

"სა­მარ­ცხვი­ნო საპ­რე­ზი­დენ­ტო დე­ბა­ტე­ბი.... და­კონ­კრე­ტე­ბაც არ სჭირ­დე­ბა! ... მაგ­რამ ერთი კი­თხვა მა­ინც გა­მიჩ­ნდა: რა ნიშ­ნით და რა უც­ნა­უ­რი წე­სის გა­მო­ყე­ნე­ბით გახ­და ერთ-ერთი არ­ჩევ­ნე­ბის გამ­ყალ­ბე­ბე­ლი ხა­რა­ტიშ­ვი­ლი (მე­ო­რე ბაქ­რა­ძე, იქვე ედგა გვერ­დში) კვა­ლი­ფი­ცი­უ­რი სუ­ბი­ექ­ტი იმ ახა­ლი პარ­ტი­ით, რო­მე­ლიც ახლა გა­მო­ი­ჩე­კა... და პრე­ტენ­ზია აქვს ევ­რო­პუ­ლი და დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი გზა წარ­მო­ად­გი­ნოს... და კი­დევ ერთი: თარ­გა­მა­ძის პო­ლი­ტი­კუ­რი და­ნიშ­ნუ­ლე­ბა ყო­ველ­თვის ნა­თე­ლი იყო, მაგ­რამ მა­ინც ვერ მო­ვი­წო­ნებ "მო­მა­ვა­ლი" პრე­ზი­დენ­ტის ტონს, როცა კონ­კუ­რენტს მი­მარ­თავს ძველ­ბი­ჭუ­რი "შე­ნო­ბით" ... ეს საპ­რე­ზი­დენ­ტო არ­ჩევ­ნე­ბია თუ ქუ­ჩუ­რი გარ­ჩე­ვა ?", - წერს ზუ­რა­ბიშ­ვი­ლი.

ყო­ფი­ლი მი­ნის­ტრი პრე­მი­ე­რის გა­ცხა­დე­ბა­საც ეხ­მა­უ­რე­ბა, რო­მე­ლიც მან ცენ­ტრა­ლუ­რი რა­დი­ო­სად­გუ­რე­ბი­სა და ბეჭ­დუ­რი გა­მო­ცე­მე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლებ­თან შეხ­ვედ­რი­სას გა­ა­კე­თა. რო­გორც ივა­ნიშ­ვილ­მა აღ­ნიშ­ნა, "თუ იქ­ნე­ბა მე­ო­რე ტური, პრე­ზი­დენ­ტად ბაქ­რა­ძე მოვა, მი­შას პრე­მი­ე­რო­ბა­ზე ჰქონ­და დიდი აქ­ცენ­ტი, პრე­მი­ე­რად წა­მო­ა­ყე­ნებს და ღმერ­თმა მო­გახ­მა­როთ და ძვე­ლი ტაშ-ფან­დუ­რი გექ­ნე­ბათ ისევ. გი­ორ­გი მარ­გვე­ლაშ­ვილ­მა მხარ­და­ჭე­რის 60%-ზე ნაკ­ლე­ბი რომ მი­ი­ღოს, ესეც შე­უ­რა­ცხმყო­ფე­ლი იქ­ნე­ბა ჩემ­თვის".

"ვერ გა­ვი­გე 97%-ით დარ­წმუ­ნე­ბუ­ლია, რომ მარ­გვე­ლაშ­ვი­ლი პირ­ვე­ლი­ვე ტურ­ში იმარ­ჯვებს და ამა­ვე დროს მე­ო­რე ტური თუ იქ­ნაო, ბაქ­რა­ძე გა­ი­მარ­ჯვებს და მი­შას მო­იყ­ვანს პრე­მი­ე­რა­დო.... ნუთუ იმას გვიმ­ტკი­ცებს, მარ­გვე­ლაშ­ვი­ლი იმ­დე­ნად სუს­ტია, რომ დღე­ვან­დელ სა­ქარ­თვე­ლო­ში ვე­რა­ვის გა­უ­წევს კონ­კუ­რენ­ცი­ას მე­ო­რე ტურ­ში .... თუნ­დაც ბაქ­რა­ძეს? თუ კი­დევ მუ­ქა­რე­ბის ლო­გი­კაა: თუ არ მი­ცემთ ხმას მარ­გევ­ლაშ­ვილს, მე წა­ვალ, ფულს არ ჩავ­დებ სა­ზო­გა­დო­ებ­რივ საქ­მე­ში და მიშა დაბ­რუნ­დე­ბა. მგო­ნი, ქარ­თვე­ლი ამომ­რჩე­ვე­ლი ცოტა უფრო მე­ტის ღირ­სია: მეტი სე­რი­ო­ზუ­ლი პო­ლი­ტი­კუ­რი დის­კურ­სი­ის, სე­რი­ო­ზუ­ლი დე­ბა­ტე­ბი­სა და არ­ჩე­ვა­ნის თა­ვი­სუფ­ლე­ბი­სა! ისე რომ არა­სო­დეს ამ ქვე­ყა­ნა­ში არა­ვინ იყოს დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი რომ 97%-ით გა­ი­მარ­ჯვებს!", - და­წე­რა ზუ­რა­ბიშ­ვილ­მა.

გუ­შინ პირ­ვე­ლად სა­ქარ­თვე­ლოს ის­ტო­რი­ა­ში საპ­რე­ზი­დენ­ტო კან­დი­და­ტებს (გი­ორ­გი მარ­გვე­ლაშ­ვი­ლი, და­ვით ბაქ­რა­ძე, გი­ორ­გი თარ­გა­მა­ძე, ზუ­რაბ ხა­რა­ტიშ­ვი­ლი) შო­რის დე­ბა­ტე­ბი გა­ი­მარ­თა. დე­ბა­ტე­ბი "სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი მა­უ­წყებ­ლის" ეთერ­ში შედ­გა. თი­თო­ე­ულ­მა მო­ნა­წი­ლემ 4 კი­თხვას უპა­სუ­ხა და მათ თი­თო­ე­ულ კი­თხვა­ზე პა­სუ­ხის გა­სა­ცე­მად 2 წუთი ჰქონ­დათ.

იხი­ლეთ ასე­ვე: პირ­ვე­ლი საპ­რე­ზი­დენ­ტო დე­ბა­ტე­ბი სა­ქარ­თვე­ლო­ში და კან­დი­და­ტე­ბის ყვე­ლა­ზე მწვა­ვე გა­მო­ნათ­ქვა­მე­ბი

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ვინ ხარჯავს ყველაზე მეტს თავდაცვაზე და როგორ გამოიყურება საქართველოს შეირაღებული ძალების შესაძლობები

სალომე ზურაბიშვილი - "ეს საპრეზიდენტო არჩევნებია თუ ქუჩური გარჩევა?"

სალომე ზურაბიშვილი - "ეს საპრეზიდენტო არჩევნებია თუ ქუჩური გარჩევა?"

საქართველოს საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრი სალომე ზურაბიშვილი "ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში საპრეზიდენტო კანდიდატებს შორის გამართულ დებატებს სამარცხვინოს უწოდებს.

"სამარცხვინო საპრეზიდენტო დებატები.... დაკონკრეტებაც არ სჭირდება! ... მაგრამ ერთი კითხვა მაინც გამიჩნდა: რა ნიშნით და რა უცნაური წესის გამოყენებით გახდა ერთ-ერთი არჩევნების გამყალბებელი ხარატიშვილი (მეორე ბაქრაძე, იქვე ედგა გვერდში) კვალიფიციური სუბიექტი იმ ახალი პარტიით, რომელიც ახლა გამოიჩეკა... და პრეტენზია აქვს ევროპული და დემოკრატიული გზა წარმოადგინოს... და კიდევ ერთი: თარგამაძის პოლიტიკური დანიშნულება ყოველთვის ნათელი იყო, მაგრამ მაინც ვერ მოვიწონებ "მომავალი" პრეზიდენტის ტონს, როცა კონკურენტს მიმართავს ძველბიჭური "შენობით" ... ეს საპრეზიდენტო არჩევნებია თუ ქუჩური გარჩევა ?", - წერს ზურაბიშვილი.

ყოფილი მინისტრი პრემიერის გაცხადებასაც ეხმაურება, რომელიც მან ცენტრალური რადიოსადგურებისა და ბეჭდური გამოცემების წარმომადგენლებთან შეხვედრისას გააკეთა. როგორც ივანიშვილმა აღნიშნა, "თუ იქნება მეორე ტური, პრეზიდენტად ბაქრაძე მოვა, მიშას პრემიერობაზე ჰქონდა დიდი აქცენტი, პრემიერად წამოაყენებს და ღმერთმა მოგახმაროთ და ძველი ტაშ-ფანდური გექნებათ ისევ. გიორგი მარგველაშვილმა მხარდაჭერის 60%-ზე ნაკლები რომ მიიღოს, ესეც შეურაცხმყოფელი იქნება ჩემთვის".

"ვერ გავიგე 97%-ით დარწმუნებულია, რომ მარგველაშვილი პირველივე ტურში იმარჯვებს და ამავე დროს მეორე ტური თუ იქნაო, ბაქრაძე გაიმარჯვებს და მიშას მოიყვანს პრემიერადო.... ნუთუ იმას გვიმტკიცებს, მარგველაშვილი იმდენად სუსტია, რომ დღევანდელ საქართველოში ვერავის გაუწევს კონკურენციას მეორე ტურში .... თუნდაც ბაქრაძეს? თუ კიდევ მუქარების ლოგიკაა: თუ არ მიცემთ ხმას მარგევლაშვილს, მე წავალ, ფულს არ ჩავდებ საზოგადოებრივ საქმეში და მიშა დაბრუნდება. მგონი, ქართველი ამომრჩეველი ცოტა უფრო მეტის ღირსია: მეტი სერიოზული პოლიტიკური დისკურსიის, სერიოზული დებატებისა და არჩევანის თავისუფლებისა! ისე რომ არასოდეს ამ ქვეყანაში არავინ იყოს დარწმუნებული რომ 97%-ით გაიმარჯვებს!", - დაწერა ზურაბიშვილმა.

გუშინ პირველად საქართველოს ისტორიაში საპრეზიდენტო კანდიდატებს (გიორგი მარგველაშვილი, დავით ბაქრაძე, გიორგი თარგამაძე, ზურაბ ხარატიშვილი) შორის დებატები გაიმართა. დებატები "საზოგადოებრივი მაუწყებლის" ეთერში შედგა. თითოეულმა მონაწილემ 4 კითხვას უპასუხა და მათ თითოეულ კითხვაზე პასუხის გასაცემად 2 წუთი ჰქონდათ.

იხილეთ ასევე: პირველი საპრეზიდენტო დებატები საქართველოში და კანდიდატების ყველაზე მწვავე გამონათქვამები

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს