პოლიტიკა
მსოფლიო

8

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეთოთხმეტე დღე დაიწყება 21:15-ზე, მთვარე მშვილდოსანშია – კარგია ნებისმიერი ბიზნესის დასაწყებად. ამ დღეს დაწყებული საქმეები თავისით გამოვა. შესაძლებელია დაწინაურება, ხელფასის მატება, ჯილდოები და დამსახურებული აღიარება. დაიწყეთ აქტიური და გადამწყვეტი მოქმედება. დაიწყე მნიშვნელოვანი და სერიოზული საქმეები. მომავალ წარმატებაში ეჭვი არ შეგეპაროთ. ფრთხილად და კარგად დაფიქრდი თქვენს ნაბიჯებზე. კარგია კომუნიკაცია სხვადასხვა ადამიანებთან. გააძლიერეთ ოჯახური კავშირები და დაამყარეთ ურთიერთობა საყვარელ ადამიანებთან, განსაკუთრებით უფროს თაობასთან. სასარგებლოა კუჭისა და ნაწლავების გაწმენდა. ფიზიკური აქტივობა სასარგებლოა. გაუფრთხილდით მხედველობას. ყურადღებით მოუსმინეთ ყველაფერს, რასაც გეუბნებათ საყვარელი ადამიანი.
საზოგადოება
სამხედრო
მოზაიკა
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
სოხუმში "ტყის ძმების" ერთ-ერთი ხელმძღვანელი გაასამართლეს
სოხუმში "ტყის ძმების" ერთ-ერთი ხელმძღვანელი გაასამართლეს

აფხა­ზე­თის დე ფაქ­ტო რეს­პუბ­ლი­კის სა­სა­მარ­თლომ შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი დაჯ­გუ­ფე­ბის, "ტყის ძმე­ბის" ერთ-ერთ ხელ­მძღვა­ნელს, გი­ორ­გი ლუ­კა­ვას სხვა­დას­ხვა დროს ჩა­დე­ნი­ლი და­ნა­შა­უ­ლე­ბე­ბის­თვის 20 წლით თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თა მი­უ­სა­ჯა. მას ბრა­ლად შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი დაჯ­გუ­ფე­ბის ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბა, მკვლე­ლო­ბა და ადა­მი­ა­ნის გა­ტა­ცე­ბა ედე­ბა. დე ფაქ­ტო რეს­პუბ­ლი­კის პრო­კუ­რა­ტუ­რის ინ­ფორ­მა­ცი­ით, ლუ­კა­ვამ და გა­მო­ძი­ე­ბის­თვის ჯერ კი­დევ და­უდ­გე­ნელ­მა პი­რებ­მა მოკ­ლეს ა.ბუთ­ბა და ა.კამ­ლია. იმა­ვე დღეს ლუ­კა­ვამ ჩა­ი­დი­ნა კი­დევ ერთი და­ნა­შა­უ­ლი და მოკ­ლა მო­ქა­ლა­ქე აშუ­ბა. დე ფაქ­ტო პრო­კუ­რა­ტუ­რის ცნო­ბით, ეს უკა­ნას­კნე­ლი ვი­ზუ­ა­ლუ­რად ჰგავ­და დე ფაქ­ტო რეს­პუბ­ლი­კის პირ­ველ პრე­ზი­დენტ ვლა­დის­ლავ არ­ძინ­ბას.

"აფ­სნიპ­რე­სი" დე ფაქ­ტო რეს­პუბ­ლი­კის მთა­ვარ პრო­კუ­რა­ტუ­რა­ზე დაყ­რდნო­ბით იუ­წყე­ბა, რომ მსჯავ­რდე­ბულს სას­ჯე­ლის მოხ­და მკაც­რი რე­ჟი­მის გა­მო­სას­წო­რე­ბელ კო­ლო­ნი­ა­ში მო­უ­წევს. ამას­თან, სა­სა­მარ­თლომ გი­ორ­გი ლუ­კა­ვას ჯა­რი­მის სა­ხით 225 ათა­სი რუ­სუ­ლი რუბ­ლის გა­დახ­დაც და­ა­კის­რა.

აფხა­ზუ­რი პრე­სა, "ტყის ძმე­ბი­სა" და ლუ­კა­ვას მიერ ჩა­დე­ნილ და­ნა­შა­უ­ლე­ბა­თა ნუს­ხა­საც აქ­ვეყ­ნებს. თუმ­ცა აღ­ნიშ­ნულ ცნო­ბებს დე­ზინ­ფორ­მა­ცი­ად აფა­სებს "ტყის ძმე­ბის" დამ­ფუძ­ნე­ბე­ლი და­ვით შენ­გე­ლია. "გი­ორ­გი ლუ­კა­ვა არას­დროს ირი­ცხე­ბო­და ტყის ძმებ­ში, არც გა­მი­გია და არც მსმე­ნია ამ გი­ორ­გის შე­სა­ხებ არა­ფე­რი. აფხა­ზუ­რი პრე­სა ბევრ რა­მეს წერს, მათ ზოგ­ჯერ მეც ვე­ლან­დე­ბი. ხან გუ­და­უ­თა­ში გა­მოვ­ჩნდი, ხან გაგ­რა­ში გა­მოვ­ჩნდი, ელან­დე­ბათ", - აცხდებს "ტყის ძმე­ბის" დამ­ფუძ­ნებ­ლი.

იხი­ლეთ ვრცლად

livepress.ge

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა ახალი დეტალები ხდება ცნობილი თორნიკე რიჟვაძის საქმეზე?

სოხუმში "ტყის ძმების" ერთ-ერთი ხელმძღვანელი გაასამართლეს

სოხუმში "ტყის ძმების" ერთ-ერთი ხელმძღვანელი გაასამართლეს

აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის სასამართლომ შეიარაღებული დაჯგუფების, "ტყის ძმების" ერთ-ერთ ხელმძღვანელს, გიორგი ლუკავას სხვადასხვა დროს ჩადენილი დანაშაულებებისთვის 20 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. მას ბრალად შეიარაღებული დაჯგუფების ჩამოყალიბება, მკვლელობა და ადამიანის გატაცება ედება. დე ფაქტო რესპუბლიკის პროკურატურის ინფორმაციით, ლუკავამ და გამოძიებისთვის ჯერ კიდევ დაუდგენელმა პირებმა მოკლეს ა.ბუთბა და ა.კამლია. იმავე დღეს ლუკავამ ჩაიდინა კიდევ ერთი დანაშაული და მოკლა მოქალაქე აშუბა. დე ფაქტო პროკურატურის ცნობით, ეს უკანასკნელი ვიზუალურად ჰგავდა დე ფაქტო რესპუბლიკის პირველ პრეზიდენტ ვლადისლავ არძინბას.

"აფსნიპრესი" დე ფაქტო რესპუბლიკის მთავარ პროკურატურაზე დაყრდნობით იუწყება, რომ მსჯავრდებულს სასჯელის მოხდა მკაცრი რეჟიმის გამოსასწორებელ კოლონიაში მოუწევს. ამასთან, სასამართლომ გიორგი ლუკავას ჯარიმის სახით 225 ათასი რუსული რუბლის გადახდაც დააკისრა.

აფხაზური პრესა, "ტყის ძმებისა" და ლუკავას მიერ ჩადენილ დანაშაულებათა ნუსხასაც აქვეყნებს. თუმცა აღნიშნულ ცნობებს დეზინფორმაციად აფასებს "ტყის ძმების" დამფუძნებელი დავით შენგელია. "გიორგი ლუკავა არასდროს ირიცხებოდა ტყის ძმებში, არც გამიგია და არც მსმენია ამ გიორგის შესახებ არაფერი. აფხაზური პრესა ბევრ რამეს წერს, მათ ზოგჯერ მეც ველანდები. ხან გუდაუთაში გამოვჩნდი, ხან გაგრაში გამოვჩნდი, ელანდებათ", - აცხდებს "ტყის ძმების" დამფუძნებლი.

იხილეთ ვრცლად

livepress.ge

იმერეთის გუბერნატორის ხელფასი გაორმაგდა

ორი ობლისა და ორი ბებიას შემზარავი გასაჭირი გურიაში

ფოთისა და ყულევის სანაპიროზე საშტორმო მდგომარეობა გამოცხადდა