მოდელი და ტელეწამყვანი ეკო ფანგანი "ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე მომღერალ სოსო პავლიაშვილს ოლიმპიურ ესტაფეტაში მონაწილეობის გამო აკრიტიკებს.
"სოსო პავლიაშვილი ის ბიჭი არ არის, საქართველოს თავისუფლებაზე სიმღერებს რომ მღეროდა ერთ დროს?!!! ფთუიიი!!
ეს ცეცხლი რომ არ შეენთოთ მაინცდამაინც ქართველებს და ცოტა "დასტოინად" ყოფილიყვნენ, არ შეიძლებოდა ნეტა?", - წერს ფანგანი.
მომღერალმა სოსო პავლიაშვილმა ოლიმპიური ცეცხლის ესტაფეტაში მიიღო მონაწილეობა. ოლიმპიური ცეცხლი გუშინ ქალაქ სუზდალში აანთეს.
"სპორტი და ხელოვნება - ეს ორი ბედნიერებაა, რომელიც ჩვენ ღმერთმა მოგვცა და ამაში ყველამ უნდა მიიღოს მონაწილეობა, იმიტომ რომ ხელოვნება და სპორტი ადამიანებს აახლოებს", - ასე უპასუხა მომღერალმა ჟურნალისტის შეკითხვას, ემხრობა თუ არა პავლიაშვილი სოჭის ოლიმპიადაში საქართველოს მონაწილეობას.
შეგახსენებთ, სოჭის ოლიმპიადის ერთ-ერთი მეჩირაღდნე მომღერალი დიანა ღურწკაია იყო.