10

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეთხუთმეტე დღე დაიწყება 22:19-ზე, მთვარე მშვილდოსანშია – ენერგიული დღეა. ჯობია ემოციების მოთვინიერება, ვნებების აღკვეთა და თვითდისციპლინის გაძლიერება დაიწყება. მოიქეცით მშვიდად. მნიშვნელოვანი არაფერი გააკეთო. დაიწყეთ მარტივი ამოცანები, რომლებიც არ საჭიროებს ზედმეტ ძალისხმევას. ყურადღება მიაქციეთ საინტერესო იდეებს, შესაძლოა სამომავლოდ გამოგადგეთ. არ არის რეკომენდებული გამოიჩინოთ ამბიცია. გადაიტანოთ პასუხისმგებლობა სხვა ადამიანებზე. ჩაერთოთ ფინანსურ ოპერაციებში. მნიშვნელოვანი მოლაპარაკებების წარმოება. დღეს მოხმარებული პროდუქტები უნდა იყოს მაღალი ხარისხის და ახალი. უმჯობესია უარი თქვათ ძლიერ ჩაის, ყავასა და ალკოჰოლურ სასმელებზე.
სამხედრო
საზოგადოება
Faceამბები
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ზურა ხიზანიშვილი - "მინდა თანადგომა გამოუცხადო იმ ვაჟკაც ბიჭებს, რომლებმაც თვალი არ დახუჭეს ლაშა ბრეგვაძის უსამართლობაზე"
ზურა ხიზანიშვილი - "მინდა თანადგომა გამოუცხადო იმ ვაჟკაც ბიჭებს, რომლებმაც თვალი არ დახუჭეს ლაშა ბრეგვაძის უსამართლობაზე"

ფეხ­ბურ­თე­ლი ზურა ხი­ზა­ნიშ­ვი­ლი "ფე­ის­ბუ­ქის" სა­კუ­თარ გვერ­დზე თა­ნად­გო­მას უცხა­დებს იმ პი­რებს, რომ­ლებ­მაც, ფეხ­ბურ­თე­ლის თქმით, თვა­ლი არ და­ხუ­ჭეს რუს­თა­ვის N17 ცი­ხის ყო­ფი­ლი უფ­რო­სის, ლაშა ბრეგ­ვა­ძის ცე­მის ფაქ­ტზე.

"მინ­და თა­ნად­გო­მა გა­მო­უ­ცხა­დო იმ ვაჟ­კაც ბი­ჭებს, რომ­ლებ­მაც თვა­ლი არ და­ხუ­ჭეს ცი­ხის ყო­ფი­ლი უფ­რო­სის ლაშა ბრეგ­ვა­ძის უსა­მარ­თლო­ბა­ზე", - წერს ხი­ზა­ნიშ­ვი­ლი.

სა­ქარ­თვე­ლოს ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს თა­ნამ­შრომ­ლებ­მა რუს­თა­ვის N17 ცი­ხის ყო­ფი­ლი უფ­რო­სის, ლაშა ბრეგ­ვა­ძის ცე­მას­თან და­კავ­ში­რე­ბით 16 ოქ­ტომ­ბერს სამი პირი და­ა­კა­ვეს, თუმ­ცა, სა­მარ­თალ­დამ­ცავ­მა უწყე­ბამ მათი ვი­ნა­ო­ბა არ გა­ა­სა­ჯა­რო­ვა. და­კა­ვე­ბუ­ლებს ბრა­ლი წა­უ­ყე­ნეს სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 126-ე მუხ­ლის მე-2 ნა­წი­ლის "გ" ქვე­პუნ­ქტის მი­ხედ­ვით. აღ­ნიშ­ნუ­ლი მუხ­ლი გუ­ლის­ხმობს სის­ტე­მა­ტურ ცე­მას ან სხვაგ­ვარ ძა­ლა­დო­ბას და­ზა­რა­ლე­ბუ­ლის ან მისი ახლო ნა­თე­სა­ვის სამ­სა­ხუ­რებ­რივ საქ­მი­ა­ნო­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით, რა­მაც და­ზა­რა­ლე­ბუ­ლის ფი­ზი­კუ­რი ან ფსი­ქი­კუ­რი ტან­ჯვა გა­მო­იწ­ვია. 

შსს-ში არ და­ა­კონ­კრე­ტეს ბრეგ­ვა­ძის ცე­მის ბრალ­დე­ბით და­კა­ვე­ბუ­ლებს აქვთ თუ არა რა­ი­მე კავ­ში­რი კრი­მი­ნა­ლურ სამ­ყა­როს­თან.

16 ოქ­ტომ­ბერს ლაშა ბრეგ­ვა­ძის ცე­მას­თან და­კავ­ში­რე­ბით," ნა­ცი­ო­ნა­ლურ­მა მოძ­რა­ო­ბამ" სა­გან­გე­ბო ბრი­ფინ­გი გა­მარ­თა. რო­გორც აკა­კი მი­ნაშ­ვილ­მა ბრი­ფინგზე თქვა, "ცი­ხის ყო­ფილ უფ­როსს სამ­მა კრი­მი­ნალ­მა - გაგა ჩხა­ი­ძემ, ლე­ვან კვა­რა­ცხე­ლი­ამ და გი­ორ­გი გუ­და­ძემ სცე­მეს". მისი მტკი­ცე­ბით, ლაშა ბრეგ­ვა­ძე ლე­ვან კვა­რა­ცხე­ლი­ას მა­მის, ლადო კვა­რა­ცხე­ლი­ას სახ­ლში მი­იყ­ვა­ნეს და ჩა­კე­ტეს.

რო­გორც მი­ნაშ­ვილ­მა გა­ნა­ცხა­და, გი­ორ­გი გუ­და­ძე ვატო ყი­ფი­ან­თან და ე.წ. კა­ნო­ნი­ერ ქურ­დთან, "წრი­პას­თან" და­ახ­ლო­ე­ბუ­ლი პი­რია. მი­სი­ვე თქმით, მო­ძა­ლა­დე­ებ­მა ბრეგ­ვა­ძის ცე­მის ამ­სახ­ვე­ლი ფო­ტო­ე­ბი გა­და­უგ­ზავ­ნეს სოსო ჯო­ხა­ძეს იმის და­სა­დას­ტუ­რებ­ლად, რომ ყო­ფილ სა­ხელ­მწი­ფო თა­ნამ­შრომ­ლებს ასე გა­უს­წორ­დნენ.

ლაშა ბრეგ­ვა­ძის ცე­მის ფაქ­ტი რამ­დე­ნი­მე დღის წინ სო­ცი­ა­ლუ­რი ქსე­ლით თავ­დაც­ვის ყო­ფი­ლი მი­ნის­ტრის, ბაჩო ახა­ლა­ი­ას მე­უღ­ლემ ანი ნა­და­რე­იშ­ვილ­მა გა­ახ­მა­უ­რა.

ასე­ვე იხი­ლეთ:

ანი ნა­და­რე­იშ­ვი­ლი - "ნა­დი­რო­ბა ქურ­დებ­თან

მებ­რძო­ლებ­ზე გრძელ­დე­ბა!"

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
უკონტროლო ვითარება ლოს-ანჯელესის ქუჩებში - პოლიციასა და მომიტინგეებს შორის შეტაკებები გრძელდება

ზურა ხიზანიშვილი - "მინდა თანადგომა გამოუცხადო იმ ვაჟკაც ბიჭებს, რომლებმაც თვალი არ დახუჭეს ლაშა ბრეგვაძის უსამართლობაზე"

ზურა ხიზანიშვილი - "მინდა თანადგომა გამოუცხადო იმ ვაჟკაც ბიჭებს, რომლებმაც თვალი არ დახუჭეს ლაშა ბრეგვაძის უსამართლობაზე"

ფეხბურთელი ზურა ხიზანიშვილი "ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე თანადგომას უცხადებს იმ პირებს, რომლებმაც, ფეხბურთელის თქმით, თვალი არ დახუჭეს რუსთავის N17 ციხის ყოფილი უფროსის, ლაშა ბრეგვაძის ცემის ფაქტზე.

"მინდა თანადგომა გამოუცხადო იმ ვაჟკაც ბიჭებს, რომლებმაც თვალი არ დახუჭეს ციხის ყოფილი უფროსის ლაშა ბრეგვაძის უსამართლობაზე", - წერს ხიზანიშვილი.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა რუსთავის N17 ციხის ყოფილი უფროსის, ლაშა ბრეგვაძის ცემასთან დაკავშირებით 16 ოქტომბერს სამი პირი დააკავეს, თუმცა, სამართალდამცავმა უწყებამ მათი ვინაობა არ გაასაჯაროვა. დაკავებულებს ბრალი წაუყენეს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის მე-2 ნაწილის "გ" ქვეპუნქტის მიხედვით. აღნიშნული მუხლი გულისხმობს სისტემატურ ცემას ან სხვაგვარ ძალადობას დაზარალებულის ან მისი ახლო ნათესავის სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ან ფსიქიკური ტანჯვა გამოიწვია. 

შსს-ში არ დააკონკრეტეს ბრეგვაძის ცემის ბრალდებით დაკავებულებს აქვთ თუ არა რაიმე კავშირი კრიმინალურ სამყაროსთან.

16 ოქტომბერს ლაშა ბრეგვაძის ცემასთან დაკავშირებით," ნაციონალურმა მოძრაობამ" საგანგებო ბრიფინგი გამართა. როგორც აკაკი მინაშვილმა ბრიფინგზე თქვა, "ციხის ყოფილ უფროსს სამმა კრიმინალმა - გაგა ჩხაიძემ, ლევან კვარაცხელიამ და გიორგი გუდაძემ სცემეს". მისი მტკიცებით, ლაშა ბრეგვაძე ლევან კვარაცხელიას მამის, ლადო კვარაცხელიას სახლში მიიყვანეს და ჩაკეტეს.

როგორც მინაშვილმა განაცხადა, გიორგი გუდაძე ვატო ყიფიანთან და ე.წ. კანონიერ ქურდთან, "წრიპასთან" დაახლოებული პირია. მისივე თქმით, მოძალადეებმა ბრეგვაძის ცემის ამსახველი ფოტოები გადაუგზავნეს სოსო ჯოხაძეს იმის დასადასტურებლად, რომ ყოფილ სახელმწიფო თანამშრომლებს ასე გაუსწორდნენ.

ლაშა ბრეგვაძის ცემის ფაქტი რამდენიმე დღის წინ სოციალური ქსელით თავდაცვის ყოფილი მინისტრის, ბაჩო ახალაიას მეუღლემ ანი ნადარეიშვილმა გაახმაურა.

ასევე იხილეთ:

ანი ნადარეიშვილი - "ნადირობა ქურდებთან

მებრძოლებზე გრძელდება!"

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს