ცნობილი ბრენდი Victoria's Secret-ი ყოველწლიურად, ზამთარში გრანდიოზულ შოუს აწყობს და პოდიუმის დედოფლად საკუთარი მოდელებიდან რომელიმეს არჩევს. ამჯერად ეს პატივი სუპერმოდელ კენდის სვეინპოლს ერგო.
კენდისი 2013 წლის გრანდიოზულ ჩვენებაზე ბრენდის ყველაზე ძვირფას განძს - 10 მილიონ დოლარად შეფასებულ ბუსტჰალტერს ჩაიცვამს.
"ძალიან ბედნიერი ვარ, რომ წლის მთავარი მოვლენის სახე ვიქნები. მიხარია, რომ ამ შესანიშნავ ბუსტჰალტერს ჩავიცვამ. ძალიან დიდი მადლობა ყველას", - დაწერა 24 წლის მოდელმა "ტვიტერის" საკუთარ გვერდზე.
იხილეთ ფოტოგალერეა
მომზადებულია justjared.com-ის მიხედვით.