პოლიტიკა
მსოფლიო
სამხედრო

24

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 03:34-ზე, მთვარე კუროში გადაბრძანდება 21:35-ზე – კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. შანსი მოგეცემათ მოაგვაროთ ძველი პრობლემები. კარგი დღეა ბიზნესისა და სავაჭრო საქმეებისთვის; უფროს თაობასთან ურთიერთობისთვის. მათგან რჩევის მიღება. ურთიერთობის, საქმეების გარჩევას არ გირჩევთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამუშაო ადგილის შესაცვლელად. კარგია მოგზაურობის დაწყება. მცირე ფიზიკური დატვირთვა არ გაწყენთ, კარგი დღეა საოჯახო საქმეების შესასრულებლად, ყვავილების დასარგავად; ქორწინებისა და ნიშნობისათვის. ამ დღეს ადამიანი მეტად მგრძნობიარეა საკვების მიმართ. ნუ გადატვირთავ კუჭს, მაგრამ ნურც იშიმშილებთ. მიიღეთ ჯანსაღი საკვები.
სამართალი
სპორტი
საზოგადოება
მოზაიკა
მეცნიერება
წიგნები
Faceამბები
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
კრიმინალურ სამყაროს ისევ "ქართული დაჯგუფების ქურდები" მართავენ
კრიმინალურ სამყაროს ისევ "ქართული დაჯგუფების ქურდები" მართავენ

კრი­მი­ნა­ლურ სამ­ყა­რო­ში დიდი გა­დატ­რი­ა­ლე­ბა არ შედ­გა. სა­ხე­ლე­ბია სხვა, თო­რემ ორ­გა­ნი­ზე­ბულ და­ნა­შა­ულს კვლავ ის ძა­ლე­ბი მარ­თავს, ვინც ბოლო ორ­მო­ცი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში მარ­თავ­და - კრი­მი­ნა­ლუ­რი ელი­ტის ქარ­თუ­ლი დაჯ­გუ­ფე­ბა. სხვა­დას­ხვა ეთ­ნი­კურ კლანს ბევ­რჯერ ჰქონ­და მცდე­ლო­ბა, დამ­ნა­შა­ვე­თა სამ­ყა­რო­ში ქარ­თვე­ლე­ბის მმარ­თვე­ლო­ბის ხანა და­ეს­რუ­ლე­ბი­ნა, ფუ­ლიც უამ­რა­ვი და­ი­ხარ­ჯა და სის­ხლიც ბევ­რი და­იღ­ვა­რა... უკა­ნას­კნე­ლი იე­რი­ში მა­შინ მი­ი­ტა­ნეს, როცა მოს­კოვ­ში თბი­ლი­სე­ლი ქურ­დი, ია­პონ­ჩი­კის მემ­კვიდ­რე ას­ლან უსო­ი­ა­ნი, იგი­ვე დედ ჰა­სა­ნი მოკ­ლეს. ეს მკვლე­ლო­ბა "დამ­ნა­შა­ვე­თა მე­ფის" ტახ­ტის ხელ­ში ჩა­საგ­დე­ბად და გავ­ლე­ნის სფე­რო­ე­ბის ხე­ლახ­ლა გა­და­სა­ნა­წი­ლებ­ლად მოხ­და. "ვერ­სია" უკვე წერ­და დედ ჰა­სა­ნის მკვლე­ლო­ბის სა­ვა­რა­უ­დო მი­ზე­ზებ­ზე. ერთ-ერთი ვერ­სი­ით, უსო­ი­ა­ნი კი­დევ ერთი ქარ­თუ­ლი დაჯ­გუ­ფე­ბის, ტა­რი­ელ ონი­ა­ნის კლა­ნის წევ­რებ­მა გა­მო­ა­სალ­მეს სი­ცო­ცხლეს; მე­ო­რე ვერ­სი­ით კი მკვლე­ლო­ბა "კა­ნო­ნი­ერ­მა ქურდმა" როვ­შან ჯა­ნი­ევ­მა შე­უკ­ვე­თა. ეს უკა­ნას­კნე­ლი, რო­მელ­საც "კრი­მი­ნალ­თა" შო­რის დიდი ავ­ტო­რი­ტე­ტი ჰქონ­და, შე­ე­ცა­და, ხელ­ში ჩა­ეგ­დო ძა­ლა­უფ­ლე­ბა. რით დას­რულ­და მისი სურ­ვი­ლი და მცდე­ლო­ბა, ამის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცი­ას, ექ­სპერტ-კრი­მი­ნა­ლის­ტი და­ვით ბე­რი­ძე გვაწ­ვდის.

- როვ­შან ჯა­ნი­ევ­მა, მარ­თლაც, სა­რის­კო ჩა­ნა­ფიქ­რის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა წა­მო­ი­წყო. პრინ­ციპ­ში, ამის­თვის ფუ­ლიც ჰქონ­და და ავ­ტო­რი­ტე­ტიც, რაც მისი პი­როვ­ნე­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე­ობს - ბავ­შვო­ბა­ში მამა მო­უკ­ლეს, ის კი სა­სა­მარ­თლო­ში ია­რა­ღით შე­ვი­და და მა­მის მკვლე­ლი სამი კაცი სა­სა­მარ­თლო პრო­ცე­სის დროს მოკ­ლა. კრი­მი­ნა­ლურ წრე­ებ­ში ეს ვაჟ­კა­ცუ­რი ნა­ბი­ჯი მო­უ­წო­ნეს და მალე, პრინ­ცი­პუ­ლი და შემ­ტე­ვი ხა­სი­ა­თის დამ­სა­ხუ­რე­ბით, "კა­ნო­ნი­ე­რი ქურ­დის" სტა­ტუ­სიც მი­ი­ღო. აქე­დან იწყე­ბა ჯა­ნი­ე­ვის კრი­მი­ნა­ლუ­რი კა­რი­ე­რა, რო­მელ­მაც მოგ­ვი­ა­ნე­ბით, დიდ ავი­ა­ცი­ა­ში მო­ინ­დო­მა ფრე­ნა, დამ­ნა­შა­ვე­თა სამ­ყა­რო­ში რყე­ვე­ბიც გა­მო­იწ­ვია და არა­ერ­თი ადა­მი­ა­ნის სი­ცო­ცხლე შე­ი­წი­რა.

- რას გუ­ლის­ხმობთ "დიდ ავი­ა­ცი­ა­ში გა­დას­ვლის მცდე­ლო­ბა­ში"?

- ვსა­უბ­რობთ ორ­გა­ნი­ზე­ბულ და­ნა­შა­ულ­ზე, რო­მელ­საც ღრმად აქვს ფეს­ვე­ბი გად­გმუ­ლი არა მარ­ტო რუ­სეთ­ში, არა­მედ ევ­რა­ზი­ის კონ­ტი­ნენტზე და მის გა­რე­თაც. ძალა, რო­მე­ლიც ამ ყვე­ლა­ფერს მარ­თავს, სა­მო­ცი­ა­ნი წლე­ბი­დან გა­მო­დის ას­პა­რეზ­ზე. ეს ის პე­რი­ო­დია, როცა წარ­სულს ბარ­დე­ბა ქურ­დუ­ლი ტრა­დი­ცი­ე­ბი, ინ­გრე­ვა ძვე­ლი "ქურ­დუ­ლი" ადათ-წე­სე­ბი... ამ ნან­გრე­ვებ­ზე კი აღ­მო­ცენ­დე­ბა მა­ფი­ო­ზუ­რი ტი­პის დამ­ნა­შა­ვე­თა ერ­თო­ბა, რო­მე­ლიც პო­ლი­ტი­კუ­რი კავ­ში­რე­ბის გა­მო­ძებ­ნი­სა და სა­ხე­ლი­სუფ­ლე­ბო წრე­ებ­ში შეღ­წე­ვის გზით ცდი­ლობს ლე­გი­ტი­მა­ცი­ას, რაც ყვე­ლა­ზე კარ­გად ქარ­თველ­მა კრი­მი­ნა­ლებ­მა მო­ა­ხერ­ხეს. ოთარ კვანტრიშ­ვი­ლის დროს რუ­სე­თის მა­შინ­დელ პრე­ზი­დენ­ტთან, ბო­რის ელ­ცი­ნის ოჯახ­თან და­ახ­ლო­ე­ბაც კი მო­ხერ­ხდა. ქარ­თველ­მა "ქურ­დებ­მა" ასე­ვე და­ი­წყეს ად­გი­ლობ­რი­ვი მმარ­თვე­ლო­ბი­სა თუ ფე­დე­რა­ლურ დო­ნე­ზე, თა­ვი­ან­თი კად­რე­ბის გაყ­ვა­ნა სხვა­დას­ხვა თა­ნამ­დე­ბო­ბა­ზე - ეს საკ­მა­ოდ რთუ­ლი პრო­ცე­სი იყო, მაგ­რამ მა­ინც შეძ­ლეს და, სა­ბო­ლო­ოდ, მი­ვი­ღეთ ასე­თი სუ­რა­თი: არ­სე­ბობს ორ­გა­ნი­ზე­ბუ­ლი კრი­მი­ნა­ლუ­რი ორ­გა­ნი­ზა­ცია, რო­მელ­საც ღრმად აქვს გად­გმუ­ლი ფეს­ვე­ბი რუ­სე­თის პო­ლი­ტი­კურ, ეკო­ნო­მი­კურ თუ სა­მარ­თალ­დამ­ცავ სტრუქ­ტუ­რებ­ში და ამ ქსელ­ში კო­ლო­სა­ლუ­რი თან­ხე­ბის მი­მოქ­ცე­ვა ხდე­ბა. დღეს, კრი­მი­ნა­ლურ სამ­ყა­რო­ში ლი­დე­რი ისაა, ვინც აკონ­ტრო­ლებს ვი­თა­რე­ბას და პა­სუხს აგებს ფუ­ლის მი­მოქ­ცე­ვის სქე­მის გა­მარ­თულ მუ­შა­ო­ბა­ზე - ასე­თი იყო დედ ჰა­სა­ნი... თუკი ვინ­მე ლი­დერს მოკ­ლავს, აიმ­ხედ­რებს არა მარ­ტო "კა­ნო­ნი­ერ ქურ­დებს", არა­მედ მთელ იმ ლე­გი­ტი­მურ სპექტრს, რო­მე­ლიც ამ სქე­მა­შია ჩარ­თუ­ლი. სპექტრი კი, მერ­წმუ­ნეთ, ძა­ლი­ან დი­დია: დღეს რუ­სეთ­ში, უბ­ნის ინ­სპექ­ტო­რი­დან დუ­მის დე­პუ­ტა­ტამ­დე თუ კრემ­ლის ჩი­ნოვ­ნი­კამ­დე ბევ­რს აქვს ფი­ნან­სუ­რი სარ­გე­ბე­ლი ამ სის­ტე­მის­გან. უნ­დათ მათ, ამ ყვე­ლა­ფერს რამე და­ე­მუქ­როს?

- ცხა­დია, არ უნ­დათ, მაგ­რამ ისიც ფაქ­ტია - წლო­ბით აწყო­ბი­ლი სის­ტე­მა ავ­ტო­პი­ლო­ტის რე­ჟიმ­ში მუ­შა­ობს და მის მარ­თვას როვ­შან ჯა­ნი­ე­ვი კი არა, ნე­ბის­მი­ე­რი კრი­მი­ნა­ლი შეძ­ლებ­და.

- როვ­შან ლენ­ქო­რანსკის ასე­თი კავ­ში­რე­ბი არ ჰქო­ნია... იგი ფიქ­რობ­და, რომ კრი­მი­ნა­ლუ­რი ძა­ლა­უფ­ლე­ბის ხელ­ში აღე­ბის შემ­თხვე­ვა­ში, ახალ სის­ტე­მებს შექ­მნი­და, რაც მისი სა­ბე­დის­წე­რო შეც­დო­მა აღ­მოჩ­ნდა. სა­ა­თის მე­ქა­ნიზ­მი­ვით ზუს­ტად აწყო­ბილ სის­ტე­მა­ში დი­სო­ნან­სის შე­ტა­ნას მას არა­ვინ აპა­ტი­ებ­და და მოხ­და ის, რაც ლო­გი­კუ­რიც იყო და აუ­ცი­ლე­ბე­ლიც სის­ტე­მის შე­სა­ნარ­ჩუ­ნებ­ლად: დედ ჰა­სა­ნის გარ­დაც­ვა­ლე­ბი­დან მა­ლე­ვე შედ­გა მოს­კოვ­ში "ქურ­დუ­ლი სხოდ­კა", რო­მელ­მაც როვ­შან ლენ­ქო­რანსკი­სა და მის დაჯ­გუ­ფე­ბას "ქურ­დის" ლიკ­ვი­და­ცი­ის­თვის სა­სიკ­ვდი­ლო გა­ნა­ჩე­ნი გა­მო­უ­ტა­ნა. გა­ნა­ჩე­ნი თან­მიმ­დევ­რუ­ლად აღას­რუ­ლეს: ცოტა ხნის წინ, მოს­კოვ­ში, რეს­ტო­რან "გრუ­ზინ­სკა­ია კუხ­ნი­ა­ში" მოკ­ლეს ჯა­ნი­ე­ვის კლა­ნის წევ­რი, ასე­ვე "კა­ნო­ნი­ე­რი ქურ­დი" რუ­ფატ ნა­სი­პო­ვი, იგი­ვე რუფო გან­ჯინ­სკი, რი­თაც ჯა­ნი­ევს მთა­ვა­რი საყ­რდე­ნი გა­მო­ა­ცა­ლეს. ამის შემ­დეგ მა­ლე­ვე, კლა­ვენ მისი დაჯ­გუ­ფე­ბის კი­დევ ერთ წევ­რს, ას­ტა­მურ გუ­ლი­ას, იგი­ვე ას­ტა­მურ სუ­ხუმსკის და რავ­სან ჯა­ნი­ე­ვი იძუ­ლე­ბუ­ლი ხდე­ბა, კრი­მი­ნა­ლუ­რი ხე­ლი­სუფ­ლე­ბის ხელ­ში აღე­ბის ნაც­ვლად, სა­ერ­თოდ გა­იქ­ცეს რუ­სე­თი­დან; თუმ­ცა მას გა­ნა­ჩე­ნი არა მარ­ტო "ქურ­დებ­მა", არა­მედ მთელ­მა სის­ტე­მამ გა­მო­უ­ტა­ნა და ვერც როვ­შან ჯა­ნი­ევ­მა შეძ­ლო შორს წას­ვლა: იგი თურ­ქე­თის ქა­ლაქ სტამ­ბოლ­ში მოკ­ლეს. ასე უშე­დე­გოდ დას­რულ­და კრი­მი­ნა­ლუ­რი ტახ­ტის უზურ­პა­ცი­ის მცდე­ლო­ბა.

- ახლა ვინ მარ­თავს მთელ ამ სის­ტე­მას?

- სის­ტე­მის უსაფრ­თხო­ე­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, წი­ნას­წარ არ­ჩე­ვენ მემ­კვიდ­რეს - ეს სა­ჭი­როა, რათა ლი­დე­რის გარ­დაც­ვა­ლე­ბის შემ­თხვე­ვა­ში, წა­მი­თაც არ მო­ი­შა­ლოს მისი გა­მარ­თუ­ლი მუ­შა­ო­ბა. მა­გა­ლი­თად, ია­პონ­ჩი­კი ჯერ ისევ საღ­სა­ლა­მა­თი იყო, როცა მემ­კვიდ­რედ დედ ჰა­სა­ნი და­ა­სა­ხე­ლა, ჰა­სან­მა კი, თა­ვის მხრივ, ასე­ვე თბი­ლი­სუ­რი წარ­მო­შო­ბის თე­მურ მირ­ზო­ე­ვი, იგი­ვე ტი­მურ სვერდლოვ­სკი გა­მო­ა­ცხა­და მემ­კვიდ­რედ. დღეს სწო­რედ ეს კაცი მი­იჩ­ნე­ვა რუ­სე­თის კრი­მი­ნა­ლუ­რი სამ­ყა­როს "მა­ყუ­რებ­ლად". არა­ფე­რი შეც­ვლი­ლა - "ობ­ში­აკს" ფლობს ის, ვინც ფლობ­და და, სა­ვა­რა­უ­დოდ, კი­დევ დიდ­ხანს იქ­ნე­ბა ასე.

- სა­ქარ­თვე­ლოს ცი­ხე­ებ­ში მყოფ "ქურ­დებ­თან" და­კავ­ში­რე­ბით რა ხდე­ბა?

- დედ ჰა­სა­ნის მოკ­ვლის შემ­დეგ ამ ხალ­ხსაც ცუდი თვა­ლით უყუ­რე­ბენ რუ­სეთ­ში, ამი­ტომ გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბუ­ლი "ქურ­დე­ბი" იძუ­ლე­ბულ­ნი არი­ან, ევ­რო­პა­ში ეძე­ბონ იღ­ბა­ლი და არა რუ­სეთ­ში, სა­დაც ახალ სა­ხე­ებს მტრუ­ლად ხვდე­ბი­ან. მათ მდგო­მა­რე­ო­ბას ისიც არ­თუ­ლებს, რომ აქაც არ და­ედ­გო­მე­ბათ.

- არა­და, ძვე­ლი ხე­ლი­სუფ­ლე­ბა ახალს აბ­რა­ლებს - "ქურ­დუ­ლი ტრა­დი­ცი­ე­ბის" აღორ­ძი­ნე­ბა ხდე­ბაო, მა­გა­ლი­თად კი მა­ყუ­რებ­ლის ინ­სტი­ტუ­ტის დაბ­რუ­ნე­ბას ასა­ხე­ლებს.

- არ შე­მიძ­ლია არ და­ვე­თან­ხმო მი­ნის­ტრ სო­ზარ სუ­ბარს, რომ ეს ინ­სტი­ტუ­ტი არ­სე­ბობ­და, არ­სე­ბობს და იარ­სე­ბებს. ნა­ცი­ო­ნა­ლურ­მა მმარ­თვე­ლო­ბამ თვი­თონ გა­მო­იყ­ვა­ნა ისე­თი ყა­ი­დის "მა­ყუ­რე­ბე­ლი", რო­მე­ლიც გა­ნუ­სა­ზღვრელ ძა­ლა­უფ­ლე­ბას ფლობ­და პა­ტი­მარ­ზე და ციხე ტე­რორ­ში ჰყავ­და. კლა­სი­კუ­რი გა­გე­ბით, ასე­თი ტი­პის მა­ყუ­რე­ბე­ლი კრი­მი­ნა­ლუ­რი საძ­მოს წევ­რი კი არა, პო­ლი­ცი­უ­რი და­ნა­მა­ტია და მათი არ­სე­ბო­ბის მა­გა­ლი­თის მოყ­ვა­ნით, "ქურ­დუ­ლი ტრა­დი­ცი­ე­ბის" აღ­დგე­ნა­ზე სა­უ­ბა­რიც სა­სა­ცი­ლოა. თა­ვის დრო­ზე, სა­ა­კაშ­ვი­ლის ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ "კა­ნო­ნი­ე­რი ქურ­დე­ბი" იმი­ტომ ჩა­მო­ი­შო­რა, რომ მათ­ში კონ­კუ­რენ­ტე­ბი და­ი­ნა­ხა ბიზ­ნე­სის ძარ­ცვის საქ­მე­ში. დღეს მა­ხა­რებს, რომ ორ­გა­ნი­ზე­ბუ­ლი და­ნა­შა­უ­ლის წი­ნა­აღ­მდეგ ბრძო­ლა ქვეყ­ნის ინ­ტე­რე­სე­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე ხდე­ბა.

და­ვით დე­ვი­ძე

გა­ზე­თი "ვერ­სია"

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ჩრდილოეთ კორეის ახალმა სამხედრო ხომალდმა კატასტროფა განიცადა

კრიმინალურ სამყაროს ისევ "ქართული დაჯგუფების ქურდები" მართავენ

კრიმინალურ სამყაროს ისევ "ქართული დაჯგუფების ქურდები" მართავენ

კრიმინალურ სამყაროში დიდი გადატრიალება არ შედგა. სახელებია სხვა, თორემ ორგანიზებულ დანაშაულს კვლავ ის ძალები მართავს, ვინც ბოლო ორმოცი წლის განმავლობაში მართავდა - კრიმინალური ელიტის ქართული დაჯგუფება. სხვადასხვა ეთნიკურ კლანს ბევრჯერ ჰქონდა მცდელობა, დამნაშავეთა სამყაროში ქართველების მმართველობის ხანა დაესრულებინა, ფულიც უამრავი დაიხარჯა და სისხლიც ბევრი დაიღვარა... უკანასკნელი იერიში მაშინ მიიტანეს, როცა მოსკოვში თბილისელი ქურდი, იაპონჩიკის მემკვიდრე ასლან უსოიანი, იგივე დედ ჰასანი მოკლეს. ეს მკვლელობა "დამნაშავეთა მეფის" ტახტის ხელში ჩასაგდებად და გავლენის სფეროების ხელახლა გადასანაწილებლად მოხდა. "ვერსია" უკვე წერდა დედ ჰასანის მკვლელობის სავარაუდო მიზეზებზე. ერთ-ერთი ვერსიით, უსოიანი კიდევ ერთი ქართული დაჯგუფების, ტარიელ ონიანის კლანის წევრებმა გამოასალმეს სიცოცხლეს; მეორე ვერსიით კი მკვლელობა "კანონიერმა ქურდმა" როვშან ჯანიევმა შეუკვეთა. ეს უკანასკნელი, რომელსაც "კრიმინალთა" შორის დიდი ავტორიტეტი ჰქონდა, შეეცადა, ხელში ჩაეგდო ძალაუფლება. რით დასრულდა მისი სურვილი და მცდელობა, ამის შესახებ ინფორმაციას, ექსპერტ-კრიმინალისტი დავით ბერიძე გვაწვდის.

- როვშან ჯანიევმა, მართლაც, სარისკო ჩანაფიქრის განხორციელება წამოიწყო. პრინციპში, ამისთვის ფულიც ჰქონდა და ავტორიტეტიც, რაც მისი პიროვნებიდან გამომდინარეობს - ბავშვობაში მამა მოუკლეს, ის კი სასამართლოში იარაღით შევიდა და მამის მკვლელი სამი კაცი სასამართლო პროცესის დროს მოკლა. კრიმინალურ წრეებში ეს ვაჟკაცური ნაბიჯი მოუწონეს და მალე, პრინციპული და შემტევი ხასიათის დამსახურებით, "კანონიერი ქურდის" სტატუსიც მიიღო. აქედან იწყება ჯანიევის კრიმინალური კარიერა, რომელმაც მოგვიანებით, დიდ ავიაციაში მოინდომა ფრენა, დამნაშავეთა სამყაროში რყევებიც გამოიწვია და არაერთი ადამიანის სიცოცხლე შეიწირა.

- რას გულისხმობთ "დიდ ავიაციაში გადასვლის მცდელობაში"?

- ვსაუბრობთ ორგანიზებულ დანაშაულზე, რომელსაც ღრმად აქვს ფესვები გადგმული არა მარტო რუსეთში, არამედ ევრაზიის კონტინენტზე და მის გარეთაც. ძალა, რომელიც ამ ყველაფერს მართავს, სამოციანი წლებიდან გამოდის ასპარეზზე. ეს ის პერიოდია, როცა წარსულს ბარდება ქურდული ტრადიციები, ინგრევა ძველი "ქურდული" ადათ-წესები... ამ ნანგრევებზე კი აღმოცენდება მაფიოზური ტიპის დამნაშავეთა ერთობა, რომელიც პოლიტიკური კავშირების გამოძებნისა და სახელისუფლებო წრეებში შეღწევის გზით ცდილობს ლეგიტიმაციას, რაც ყველაზე კარგად ქართველმა კრიმინალებმა მოახერხეს. ოთარ კვანტრიშვილის დროს რუსეთის მაშინდელ პრეზიდენტთან, ბორის ელცინის ოჯახთან დაახლოებაც კი მოხერხდა. ქართველმა "ქურდებმა" ასევე დაიწყეს ადგილობრივი მმართველობისა თუ ფედერალურ დონეზე, თავიანთი კადრების გაყვანა სხვადასხვა თანამდებობაზე - ეს საკმაოდ რთული პროცესი იყო, მაგრამ მაინც შეძლეს და, საბოლოოდ, მივიღეთ ასეთი სურათი: არსებობს ორგანიზებული კრიმინალური ორგანიზაცია, რომელსაც ღრმად აქვს გადგმული ფესვები რუსეთის პოლიტიკურ, ეკონომიკურ თუ სამართალდამცავ სტრუქტურებში და ამ ქსელში კოლოსალური თანხების მიმოქცევა ხდება. დღეს, კრიმინალურ სამყაროში ლიდერი ისაა, ვინც აკონტროლებს ვითარებას და პასუხს აგებს ფულის მიმოქცევის სქემის გამართულ მუშაობაზე - ასეთი იყო დედ ჰასანი... თუკი ვინმე ლიდერს მოკლავს, აიმხედრებს არა მარტო "კანონიერ ქურდებს", არამედ მთელ იმ ლეგიტიმურ სპექტრს, რომელიც ამ სქემაშია ჩართული. სპექტრი კი, მერწმუნეთ, ძალიან დიდია: დღეს რუსეთში, უბნის ინსპექტორიდან დუმის დეპუტატამდე თუ კრემლის ჩინოვნიკამდე ბევრს აქვს ფინანსური სარგებელი ამ სისტემისგან. უნდათ მათ, ამ ყველაფერს რამე დაემუქროს?

- ცხადია, არ უნდათ, მაგრამ ისიც ფაქტია - წლობით აწყობილი სისტემა ავტოპილოტის რეჟიმში მუშაობს და მის მართვას როვშან ჯანიევი კი არა, ნებისმიერი კრიმინალი შეძლებდა.

- როვშან ლენქორანსკის ასეთი კავშირები არ ჰქონია... იგი ფიქრობდა, რომ კრიმინალური ძალაუფლების ხელში აღების შემთხვევაში, ახალ სისტემებს შექმნიდა, რაც მისი საბედისწერო შეცდომა აღმოჩნდა. საათის მექანიზმივით ზუსტად აწყობილ სისტემაში დისონანსის შეტანას მას არავინ აპატიებდა და მოხდა ის, რაც ლოგიკურიც იყო და აუცილებელიც სისტემის შესანარჩუნებლად: დედ ჰასანის გარდაცვალებიდან მალევე შედგა მოსკოვში "ქურდული სხოდკა", რომელმაც როვშან ლენქორანსკისა და მის დაჯგუფებას "ქურდის" ლიკვიდაციისთვის სასიკვდილო განაჩენი გამოუტანა. განაჩენი თანმიმდევრულად აღასრულეს: ცოტა ხნის წინ, მოსკოვში, რესტორან "გრუზინსკაია კუხნიაში" მოკლეს ჯანიევის კლანის წევრი, ასევე "კანონიერი ქურდი" რუფატ ნასიპოვი, იგივე რუფო განჯინსკი, რითაც ჯანიევს მთავარი საყრდენი გამოაცალეს. ამის შემდეგ მალევე, კლავენ მისი დაჯგუფების კიდევ ერთ წევრს, ასტამურ გულიას, იგივე ასტამურ სუხუმსკის და რავსან ჯანიევი იძულებული ხდება, კრიმინალური ხელისუფლების ხელში აღების ნაცვლად, საერთოდ გაიქცეს რუსეთიდან; თუმცა მას განაჩენი არა მარტო "ქურდებმა", არამედ მთელმა სისტემამ გამოუტანა და ვერც როვშან ჯანიევმა შეძლო შორს წასვლა: იგი თურქეთის ქალაქ სტამბოლში მოკლეს. ასე უშედეგოდ დასრულდა კრიმინალური ტახტის უზურპაციის მცდელობა.

- ახლა ვინ მართავს მთელ ამ სისტემას?

- სისტემის უსაფრთხოებიდან გამომდინარე, წინასწარ არჩევენ მემკვიდრეს - ეს საჭიროა, რათა ლიდერის გარდაცვალების შემთხვევაში, წამითაც არ მოიშალოს მისი გამართული მუშაობა. მაგალითად, იაპონჩიკი ჯერ ისევ საღსალამათი იყო, როცა მემკვიდრედ დედ ჰასანი დაასახელა, ჰასანმა კი, თავის მხრივ, ასევე თბილისური წარმოშობის თემურ მირზოევი, იგივე ტიმურ სვერდლოვსკი გამოაცხადა მემკვიდრედ. დღეს სწორედ ეს კაცი მიიჩნევა რუსეთის კრიმინალური სამყაროს "მაყურებლად". არაფერი შეცვლილა - "ობშიაკს" ფლობს ის, ვინც ფლობდა და, სავარაუდოდ, კიდევ დიდხანს იქნება ასე.

- საქართველოს ციხეებში მყოფ "ქურდებთან" დაკავშირებით რა ხდება?

- დედ ჰასანის მოკვლის შემდეგ ამ ხალხსაც ცუდი თვალით უყურებენ რუსეთში, ამიტომ გათავისუფლებული "ქურდები" იძულებულნი არიან, ევროპაში ეძებონ იღბალი და არა რუსეთში, სადაც ახალ სახეებს მტრულად ხვდებიან. მათ მდგომარეობას ისიც ართულებს, რომ აქაც არ დაედგომებათ.

- არადა, ძველი ხელისუფლება ახალს აბრალებს - "ქურდული ტრადიციების" აღორძინება ხდებაო, მაგალითად კი მაყურებლის ინსტიტუტის დაბრუნებას ასახელებს.

- არ შემიძლია არ დავეთანხმო მინისტრ სოზარ სუბარს, რომ ეს ინსტიტუტი არსებობდა, არსებობს და იარსებებს. ნაციონალურმა მმართველობამ თვითონ გამოიყვანა ისეთი ყაიდის "მაყურებელი", რომელიც განუსაზღვრელ ძალაუფლებას ფლობდა პატიმარზე და ციხე ტერორში ჰყავდა. კლასიკური გაგებით, ასეთი ტიპის მაყურებელი კრიმინალური საძმოს წევრი კი არა, პოლიციური დანამატია და მათი არსებობის მაგალითის მოყვანით, "ქურდული ტრადიციების" აღდგენაზე საუბარიც სასაცილოა. თავის დროზე, სააკაშვილის ხელისუფლებამ "კანონიერი ქურდები" იმიტომ ჩამოიშორა, რომ მათში კონკურენტები დაინახა ბიზნესის ძარცვის საქმეში. დღეს მახარებს, რომ ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლა ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე ხდება.

დავით დევიძე

გაზეთი "ვერსია"

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ