"ნიკორას" სუპერმარკეტებში ბრენდი "ოკეანეს" წარმოების კრევეტებზე სუპერ ფასი მოქმედებს. როგორც კომპანიდან გვაცნობეს, აქციის ფარგლებში, კილოგრამი პროდუქტის შეძენა 19 ლარის ნაცვლად 15 ლარადაა შესაძლებელი. კრევეტებზე განსაკუთრებული ფასი, თბილისში მდებარე "ნიკორას" ყველა სავაჭრო ობიექტში, 23 ოქტომბრის ჩათვლით ვრცელდება.
"საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით, გვინდა, რომ მომხმარებლებს განსაკუთრებულად მრავალფეროვანი აქციები შევთავაზოთ. ჩვენთვის მომხმარებლის ინტერესები პრიორიტეტულია, სწორედ ამიტომ ვცდილობთ, კომპანიის 15 წლის იუბილესთან დაკავშირებით, ჩვენი სუპერმარკეტების კლიენტები საინტერესო შეთავაზებებით გავანებივროთ," - აცხადებენ "ნიკორაში".
"ნიკორას" სუპერმარკეტებში თევზეულსა და ზღვის პროდუქტებზე აქცია უკვე რამდენიმე კვირაა მიმდინარეობს. მის ფარგლებში, მთელი კვირის განმავლობაში "ოკეანეს" წარმოების ერთ-ერთი პროდუქტის შეძენა მომხმარებელს განსაკუთრებულ ფასად შეუძლია.
რა? სად? რა ფასად?
გაიგეთ "რადიო მარკეტში"
ყოველ სამუშაო დღეს 10:50 და 11:50 საათზე
რადიო "პალიტრის" ეთერში - FM 103.9