სამართალი
პოლიტიკა
მსოფლიო

5

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის მეათე დღე დაიწყება 15:45-ზე, მთვარე სასწორშია – რეკომენდებულია საოჯახო ბიზნესის დაწყება. ოჯახთან დაკავშირებული ფინანსური საკითხების მოგვარება. მოლაპარაკებების წარმოება, კონტაქტების დამყარება. გააძლიერეთ კავშირები. გააუმჯობესეთ ოჯახური ურთიერთობები, აღადგინეთ ოჯახური ტრადიციები. კარგია სახლის აშენება ან გარემონტება. დღეს დაწყებული მოგზაურობა აუცილებლად წარმატებით დასრულდება. ზედმეტი არ მიირთვათ. კარგია მცენარეული ჩაის, ნატურალური წვენების დალევა და ბოსტნეულის კერძების ჭამა.
სამხედრო
მოზაიკა
Faceამბები
საზოგადოება
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
პირველი საპრეზიდენტო დებატები საქართველოში და კანდიდატების ყველაზე მწვავე გამონათქვამები
პირველი საპრეზიდენტო დებატები საქართველოში და კანდიდატების ყველაზე მწვავე გამონათქვამები

პირ­ვე­ლად სა­ქარ­თვე­ლოს ის­ტო­რი­ა­ში საპ­რე­ზი­დენ­ტო კან­დი­და­ტებს შო­რის დე­ბა­ტე­ბი გა­ი­მარ­თა. დე­ბა­ტე­ბი "სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი მა­უ­წყებ­ლის" ეთერ­ში შედ­გა. თი­თო­ე­ულ­მა მო­ნა­წი­ლემ 4 კი­თხვას უპა­სუ­ხა და მათ თი­თო­ე­ულ კი­თხვა­ზე პა­სუ­ხის გა­სა­ცე­მად 2 წუთი ჰქონ­დათ.

"ამ­ბე­ბი.გე" გთა­ვა­ზობთ საპ­რე­ზი­დენ­ტო დე­ბა­ტე­ბი­სას კან­დი­და­ტე­ბის ყვე­ლა­ზე მნიშ­ვნე­ლო­ვან გან­ცხა­დე­ბებს.

სამ­თავ­რო­ბო პრო­ექ­ტე­ბის გან­ვი­თა­რე­ბის შე­საძ­ლებ­ლო­ბა რე­ა­ლუ­რად მხო­ლოდ მე გა­მაჩ­ნია, რო­გორც სა­ხე­ლი­სუფ­ლე­ბო კან­დი­დატს - ამის შე­სა­ხებ გი­ორ­გი მარ­გვე­ლაშ­ვილ­მა გა­ნა­ცხა­და. მისი თქმით, საპ­რე­ზი­დენ­ტო არ­ჩევ­ნე­ბის შემ­დეგ სა­ქარ­თვე­ლოს პრე­ზი­დენტს ექ­ნე­ბა და­ბა­ლან­სე­ბუ­ლი უფ­ლე­ბა­მო­სი­ლე­ბა და იარ­სე­ბებს სის­ტე­მა, რო­მე­ლიც აგე­ბუ­ლია გა­წო­ნას­წო­რე­ბა­ზე.

ამას­თან, მარ­გვე­ლაშ­ვი­ლის თქმით, ერთი წლის წინ, სა­ქარ­თვე­ლო­ში სულ სხვა ვი­თა­რე­ბა იყო, რად­გან "წინა რე­ჟი­მი" პო­ლი­ცი­ურ სა­ხელ­მწი­ფოს ქმნი­და.

"ჩვენ შევ­ძე­ლით, მოგ­ვევ­ლო სოფ­ლის­თვის, დაგ­ვემსხვრია პო­ლი­ცი­უ­რი რე­ჟი­მი, გა­ნათ­ლე­ბის სის­ტე­მა­ში შეგ­ვე­ტა­ნა თვი­სობ­რი­ვი ცვლი­ლე­ბე­ბი და ახლა გვაქვს ევ­რო­პუ­ლი ქვეყ­ნის აშე­ნე­ბის მი­ზა­ნი. ამის­თვის არ გვჭირ­დე­ბა მო­ვუ­გოთ პო­ლი­ტი­კურ ოპო­ნენ­ტებს, რად­გან არ­ჩევ­ნე­ბი მო­გე­ბუ­ლი გვაქვს. ჩვენ გვჭირ­დე­ბა თი­თო­ე­უ­ლი თა­ნა­მო­ქა­ლა­ქის მო­ნა­წი­ლე­ო­ბა არ­ჩევ­ნებ­ში. თუ ჩვენ არ გვექ­ნე­ბა ძლი­ე­რი მან­და­ტი, ვერ შევ­ძლებთ იმ ახა­ლი, ძლი­ე­რი ქვეყ­ნის აშე­ნე­ბას, რო­მელ­ზეც ყვე­ლა ერ­თად ვფიქ­რობთ", - აღ­ნიშ­ნა მარ­გვე­ლაშ­ვილ­მა.

პრე­ზი­დენ­ტო­ბის კან­დი­დატ­მა და­ვით ბაქ­რა­ძემ მარ­გვე­ლაშ­ვილს "შე­უს­რუ­ლე­ბე­ლი და­პი­რე­ბე­ბი" შე­ახ­სე­ნა. "სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი მა­უ­წყებ­ლის" ეთერ­ში, საპ­რე­ზი­დენ­ტო კან­დი­და­ტე­ბის პო­ლი­ტი­კუ­რი დე­ბა­ტე­ბი­სას "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის" საპ­რე­ზი­დენ­ტო კან­დი­და­ტი და­ინ­ტე­რეს­და, რო­გორ აპი­რებს მთავ­რო­ბა 220 ლა­რი­ან პენ­სი­ას­თან, 60 ქარ­ხა­ნა­სა და ათი­ა­თა­სო­ბით სა­მუ­შაო ად­გილ­თან და­კავ­ში­რე­ბით გა­ცე­მუ­ლი და­პი­რე­ბე­ბის შეს­რუ­ლე­ბას, რო­დე­საც ბი­უ­ჯე­ტის პრო­ექ­ტში პენ­სი­ის ზრდა გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი არ არის, არ შენ­დე­ბა არც ერთი ქარ­ხა­ნა და სტა­ტის­ტი­კუ­რი მო­ნა­ცე­მე­ბით სა­მუ­შაო ად­გი­ლე­ბი იკარ­გე­ბა.

გი­ორ­გი მარ­გვე­ლაშ­ვილ­მა და­ვით ბაქ­რა­ძის მო­ნა­ცე­მე­ბი 84 და­პი­რე­ბი­დან 76-ის შე­უს­რუ­ლებ­ლო­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით "ყუ­რით მო­ტა­ნილ თე­მად" შე­ა­ფა­სა.

და­ვით ბაქ­რა­ძე პრე­მი­ე­რის გუ­შინ­დელ გა­მო­ნათ­ქვამ­საც გა­მო­ეხ­მა­უ­რა, სა­დაც პრე­მი­ერ­მა აღ­ნიშ­ნა, რომ მას გუნდში პე­ლეს უწო­დე­ბენ. არა­ფე­რი მაქვს სა­წი­ნა­აღ­მდე­გო, რომ პრე­მი­ე­რი მო­იხ­სე­ნი­ოთ პე­ლედ, მაგ­რამ პე­ლე­საც მოს­დი­ო­და შეც­დო­მე­ბი - გა­ნა­ცხა­და ბაქ­რა­ძემ.

სა­გა­რეო პო­ლი­ტი­კა­ზე სა­უბ­რი­სას კი "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის" საპ­რე­ზი­დენ­ტო კან­დი­დატ­მა აღ­ნიშ­ნა, რომ "ჩვენ არ გვაქვს ფუ­ფუ­ნე­ბა, პრე­ზი­დენ­ტად გვყავ­დეს გა­მო­უც­დე­ლი კან­დი­და­ტი" და ისა­უბ­რა იმ პრო­ცე­სე­ბა და მო­ლა­პა­რა­კე­ბებ­ზე, რო­მელ­საც ის სა­გა­რეო პო­ლი­ტი­კის მი­მარ­თუ­ლე­ბით ან­ხორ­ცი­ე­ლებ­და.

სა­ქარ­თვე­ლო­ში ბოლ­შე­ვიზ­მი გრძელ­დე­ბა, - ამის შე­სა­ხებ "ქრის­ტი­ან-დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი მოძ­რა­ო­ბის" პრე­ზი­დენ­ტო­ბის კან­დი­დატ­მა გი­ორ­გი თარ­გა­მა­ძემ სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი მა­უ­წყებ­ლის ეთერ­ში, საპ­რე­ზი­დენ­ტო კან­დი­და­ტებს შო­რის მიმ­დი­ნა­რე დე­ბა­ტე­ბი­სას გა­ნა­ცხა­და.

აგ­რეთ­ვე, თარ­გა­მა­ძის თქმით, ბაქ­რა­ძის სა­ხით "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბა" ცხვრის ტყავ­ში გახ­ვე­ულ მგელს წარ­მო­ად­გენს. "მე არ მჯე­რა, რომ მგე­ლი ვე­გე­ტა­რი­ა­ნე­ლი გახ­დე­ბა და ნურც თქვენ და­უ­ჯე­რებთ", - აღ­ნიშ­ნა თარ­გა­მა­ძემ.

"ქრის­ტი­ან-დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი მოძ­რა­ო­ბის" პრე­ზი­დენ­ტო­ბის კან­დი­და­ტი გი­ორ­გი თარ­გა­მა­ძე ეჭ­ვობს, რომ პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრ ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლის მიერ არ­ჩევ­ნე­ბის შე­დე­გებ­თან და­კავ­ში­რე­ბით "წი­ნას­წარ და­წე­რილ ციფ­რებს" სა­არ­ჩევ­ნო კო­მი­სი­ე­ბი "გა­ა­ფორ­მე­ბენ".

"ბა­ტონ­მა ივა­ნიშ­ვილ­მა უკვე გა­მო­ა­ცხა­და ციფ­რე­ბი – და­წე­რა კონ­კრე­ტუ­ლი შე­დე­გე­ბი, რა­საც, ალ­ბათ, სა­არ­ჩევ­ნო კო­მი­სი­ე­ბი, რომ­ლებ­შიც კვლავ ივა­ნიშ­ვი­ლის და სა­ა­კაშ­ვი­ლის მონ­დო­მე­ბით მხო­ლოდ ორი პო­ლი­ტი­კუ­რი ძა­ლაა წარ­მოდ­გე­ნი­ლი, გა­ა­ფორ­მე­ბენ ად­გი­ლებ­ზე, მაგ­რამ ამას არ აქვს არა­ნა­ი­რი მნიშ­ვნე­ლო­ბა, ჩვენ უნდა მი­ვი­დეთ არ­ჩევ­ნებ­ზე, უნდა ვიბ­რძო­ლოთ მო­მავ­ლის­თვის", - გა­ნა­ცხა­და თარ­გა­მა­ძემ სა­ზო­გა­დო­ებ­რივ მა­უ­წყე­ბელ­ზე, პრე­ზი­დენ­ტო­ბის კან­დი­და­ტებს შო­რის გა­მარ­თულ დე­ბა­ტებ­ზე.

პრე­ზი­დენ­ტო­ბის კან­დი­და­ტი ზუ­რაბ ხა­რა­ტიშ­ვი­ლი კი არ­ჩევ­ნებ­ში გა­მარ­ჯვე­ბის შემ­თხვე­ვა­ში პი­რო­ბას დებს, რომ სა­ქარ­თვე­ლოს ევ­რა­ზი­ულ კავ­შირ­ში გა­წევ­რი­ა­ნე­ბის პერ­სპექ­ტი­ვას "დიდი წერ­ტი­ლი" და­ეს­მე­ბა, - ამის შე­სა­ხებ ხა­რა­ტიშ­ვილ­მა პრე­ზი­დენ­ტო­ბის კან­დი­და­ტებს შო­რის, სა­ზო­გა­დო­ებ­რივ მა­უ­წყე­ბელ­ზე მიმ­დი­ნა­რე დე­ბა­ტე­ბი­სას გა­ნა­ცხა­და.

"რუ­სე­თი ძა­ლი­ან ცდი­ლობს შეგ­ვიყ­ვა­ნოს ევ­რა­ზი­ულ კავ­შირ­ში, მაგ­რამ ჩვე­ნი ერ­თა­დე­რი არ­ჩე­ვა­ნია ევ­რო­ატ­ლან­ტი­კუ­რი ინ­ტეგ­რა­ცია. თუ გვინ­და დე­მოკ­რა­ტია და გან­ვი­თა­რე­ბა, ჩვე­ნი ად­გი­ლი არაა ევ­რა­ზი­ულ კავ­შირ­ში. გან­ცხა­დე­ბით - "ევ­რა­ზი­უ­ლი კავ­ში­რი რა­ტო­მაც არა" გა­ვა­ო­ცეთ და ჩა­ვა­ფიქ­რეთ და­სავ­ლე­თი. ჩემი გაპ­რე­ზი­დენ­ტე­ბის შემ­თხვე­ვა­ში სა­ქარ­თვე­ლო ევ­რო­ინ­ტეგ­რა­ცი­ის გზით წავა და ევ­რა­ზი­ულ კავ­შირ­ში მის გა­წევ­რი­ა­ნე­ბას და­ეს­მე­ბა დიდი წერ­ტი­ლი", - აღ­ნიშ­ნა ხა­რა­ტიშ­ვილ­მა.

იხი­ლეთ ვი­დეო: "მო­ის­ვე­ნე, თო­რემ მო­გას­ვე­ნებ" - მარ­გვე­ლაშ­ვი­ლი-თარ­გა­მა­ძის შე­ლა­პა­რა­კე­ბა

sponsored by ContentRoom

პირველი საპრეზიდენტო დებატები საქართველოში და კანდიდატების ყველაზე მწვავე გამონათქვამები

პირველი საპრეზიდენტო დებატები საქართველოში და კანდიდატების ყველაზე მწვავე გამონათქვამები

პირველად საქართველოს ისტორიაში საპრეზიდენტო კანდიდატებს შორის დებატები გაიმართა. დებატები "საზოგადოებრივი მაუწყებლის" ეთერში შედგა. თითოეულმა მონაწილემ 4 კითხვას უპასუხა და მათ თითოეულ კითხვაზე პასუხის გასაცემად 2 წუთი ჰქონდათ.

"ამბები.გე" გთავაზობთ საპრეზიდენტო დებატებისას კანდიდატების ყველაზე მნიშვნელოვან განცხადებებს.

სამთავრობო პროექტების განვითარების შესაძლებლობა რეალურად მხოლოდ მე გამაჩნია, როგორც სახელისუფლებო კანდიდატს - ამის შესახებ გიორგი მარგველაშვილმა განაცხადა. მისი თქმით, საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ საქართველოს პრეზიდენტს ექნება დაბალანსებული უფლებამოსილება და იარსებებს სისტემა, რომელიც აგებულია გაწონასწორებაზე.

ამასთან, მარგველაშვილის თქმით, ერთი წლის წინ, საქართველოში სულ სხვა ვითარება იყო, რადგან "წინა რეჟიმი" პოლიციურ სახელმწიფოს ქმნიდა.

"ჩვენ შევძელით, მოგვევლო სოფლისთვის, დაგვემსხვრია პოლიციური რეჟიმი, განათლების სისტემაში შეგვეტანა თვისობრივი ცვლილებები და ახლა გვაქვს ევროპული ქვეყნის აშენების მიზანი. ამისთვის არ გვჭირდება მოვუგოთ პოლიტიკურ ოპონენტებს, რადგან არჩევნები მოგებული გვაქვს. ჩვენ გვჭირდება თითოეული თანამოქალაქის მონაწილეობა არჩევნებში. თუ ჩვენ არ გვექნება ძლიერი მანდატი, ვერ შევძლებთ იმ ახალი, ძლიერი ქვეყნის აშენებას, რომელზეც ყველა ერთად ვფიქრობთ", - აღნიშნა მარგველაშვილმა.

პრეზიდენტობის კანდიდატმა დავით ბაქრაძემ მარგველაშვილს "შეუსრულებელი დაპირებები" შეახსენა. "საზოგადოებრივი მაუწყებლის" ეთერში, საპრეზიდენტო კანდიდატების პოლიტიკური დებატებისას "ნაციონალური მოძრაობის" საპრეზიდენტო კანდიდატი დაინტერესდა, როგორ აპირებს მთავრობა 220 ლარიან პენსიასთან, 60 ქარხანასა და ათიათასობით სამუშაო ადგილთან დაკავშირებით გაცემული დაპირებების შესრულებას, როდესაც ბიუჯეტის პროექტში პენსიის ზრდა გათვალისწინებული არ არის, არ შენდება არც ერთი ქარხანა და სტატისტიკური მონაცემებით სამუშაო ადგილები იკარგება.

გიორგი მარგველაშვილმა დავით ბაქრაძის მონაცემები 84 დაპირებიდან 76-ის შეუსრულებლობასთან დაკავშირებით "ყურით მოტანილ თემად" შეაფასა.

დავით ბაქრაძე პრემიერის გუშინდელ გამონათქვამსაც გამოეხმაურა, სადაც პრემიერმა აღნიშნა, რომ მას გუნდში პელეს უწოდებენ. არაფერი მაქვს საწინააღმდეგო, რომ პრემიერი მოიხსენიოთ პელედ, მაგრამ პელესაც მოსდიოდა შეცდომები - განაცხადა ბაქრაძემ.

საგარეო პოლიტიკაზე საუბრისას კი "ნაციონალური მოძრაობის" საპრეზიდენტო კანდიდატმა აღნიშნა, რომ "ჩვენ არ გვაქვს ფუფუნება, პრეზიდენტად გვყავდეს გამოუცდელი კანდიდატი" და ისაუბრა იმ პროცესება და მოლაპარაკებებზე, რომელსაც ის საგარეო პოლიტიკის მიმართულებით ანხორციელებდა.

საქართველოში ბოლშევიზმი გრძელდება, - ამის შესახებ "ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობის" პრეზიდენტობის კანდიდატმა გიორგი თარგამაძემ საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში, საპრეზიდენტო კანდიდატებს შორის მიმდინარე დებატებისას განაცხადა.

აგრეთვე, თარგამაძის თქმით,  ბაქრაძის სახით "ნაციონალური მოძრაობა" ცხვრის ტყავში გახვეულ მგელს წარმოადგენს. "მე არ მჯერა, რომ მგელი ვეგეტარიანელი გახდება და ნურც თქვენ დაუჯერებთ", - აღნიშნა თარგამაძემ.

"ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობის" პრეზიდენტობის კანდიდატი გიორგი თარგამაძე ეჭვობს, რომ პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილის მიერ არჩევნების შედეგებთან დაკავშირებით "წინასწარ დაწერილ ციფრებს" საარჩევნო კომისიები "გააფორმებენ".

"ბატონმა ივანიშვილმა უკვე გამოაცხადა ციფრები – დაწერა კონკრეტული შედეგები, რასაც, ალბათ, საარჩევნო კომისიები, რომლებშიც კვლავ ივანიშვილის და სააკაშვილის მონდომებით მხოლოდ ორი პოლიტიკური ძალაა წარმოდგენილი, გააფორმებენ ადგილებზე, მაგრამ ამას არ აქვს არანაირი მნიშვნელობა, ჩვენ უნდა მივიდეთ არჩევნებზე, უნდა ვიბრძოლოთ მომავლისთვის", - განაცხადა თარგამაძემ საზოგადოებრივ მაუწყებელზე, პრეზიდენტობის კანდიდატებს შორის გამართულ დებატებზე.

პრეზიდენტობის კანდიდატი ზურაბ ხარატიშვილი კი არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში პირობას დებს, რომ საქართველოს ევრაზიულ კავშირში გაწევრიანების პერსპექტივას "დიდი წერტილი" დაესმება, - ამის შესახებ ხარატიშვილმა პრეზიდენტობის კანდიდატებს შორის, საზოგადოებრივ მაუწყებელზე მიმდინარე დებატებისას განაცხადა.

"რუსეთი ძალიან ცდილობს შეგვიყვანოს ევრაზიულ კავშირში, მაგრამ ჩვენი ერთადერი არჩევანია ევროატლანტიკური ინტეგრაცია. თუ გვინდა დემოკრატია და განვითარება, ჩვენი ადგილი არაა ევრაზიულ კავშირში. განცხადებით - "ევრაზიული კავშირი რატომაც არა" გავაოცეთ და ჩავაფიქრეთ დასავლეთი. ჩემი გაპრეზიდენტების შემთხვევაში საქართველო ევროინტეგრაციის გზით წავა და ევრაზიულ კავშირში მის გაწევრიანებას დაესმება დიდი წერტილი", - აღნიშნა ხარატიშვილმა.

იხილეთ ვიდეო: "მოისვენე, თორემ მოგასვენებ" - მარგველაშვილი-თარგამაძის შელაპარაკება

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა