დევიდ ბოუვი ყველა დროის ყველაზე მოდური ბრიტანელია, - ჟურნალმა BBC History-მ ამ თემაზე გამოკითხვა ჩაატარა. რესპოდენტთა 48.5%-მა სწორედ ბოუვის სასარგებლოდ მისცა ხმა.
66 წლის როკ-მუსიკოსმა ბრიტანეთის ისტორიაში ისეთი მნიშვნელოვანი პირები ჩამოიტოვა უკან, როგორიცაა დედოფალი ელიზაბეტ I და ჯორჯ ბრამელი - დენდი და ინგლისის მოდის ერთ-ერთი მთავარი კანონმდებელი მე-19 საუკუნის დასაწყისში.
11 წლის წინ BBC-ის ყველაზე დიდებული ადამიანების სიაში ბოუვიმ 29-ე ადგილი დაიკავა. ხოლო ჟურნალმა "როლინგ სტოუნმა" ის არაერთხელ შეიყვანა საუკეთესო ვოკალისტების ასეულში. ბოუვის 12 გრემი აქვს.
2013 წელი დევიდ ბოუვის ტრიუმფალური დაბრუნების წლად იქცა. მან ბოლო ათი წლის განმავლობაში პირველად გამოუშვა სტუდიური ალბომი The Next Day, რომელიც ერთ-ერთ ყველაზე სწრაფად გაყიდვად ალბომად იქცა პირველივე კვირას.
მომზადებულია spletnik.ru-ს მიხედვით.