"მჯერა, რომ ყველაზე კარგი წიგნი შეიძლება, რვაგვერდიანი იყოს"

"მჯერა, რომ ყველაზე კარგი წიგნი შეიძლება, რვაგვერდიანი იყოს"

წიგნების სამყაროში ამჯერად "ლიტერატურული პალიტრის" რედაქტორ ზაალ ჩხეიძესთან ერთად ვიმოგზაურებთ. მისი ბავშვობა 90-ანი წლების არეულობას დაემთხვა და სწორედ ამიტომ იყო, რომ წიგნების კითხვა ლამპის შუქზე უწევდა. იმ წლებიდან რამდენიმე წიგნი დღემდე შემორჩა და პერიოდულად უბრუნდება კიდეც. უყვარს აკაკი წერეთელის შემოქმედება, მაგრამ არ მოსწონს ილია ჭავჭავაძე, როგორც მწერალი. ამის თქმას ბევრი ხმამაღლა ვერ გაბედავს, მაგრამ ზაალი ძალიან განსხვავებული მკითხველია და ალბათ ეს არის მთავარი მიზეზი, რომ ინტერვიუ განსაკუთრებულად საინტერესო გამოვიდა.

- ბავშვობაში საკმაოდ დიდხანს ვკითხულობდი ქართულ ხალხურ ზღაპრებს. პირველი სერიოზული წიგნი "სამი მუშკეტერი" წავიკითხე. ჩემს თაობას განსხვავებული ბავშვობა გვქონდა, ეს იყო წლები, როდესაც ქვეყანაში სამოქალაქო ომი მძვინვარებდა. მახსოვს, როგორ ვაგროვებდი ბეტეერის ტყვიებს. საბურთალო ცოტა თავისებური უბანი იყო, ერთი სახლიდან მეორეში ხოცავდნენ ხალხს. გუშინდელი დღესავით მახსოვს, როგორ ჩაქრა თბილისში სინათლე. იმ პერიოდში წიგნებს ლამპის შუქზე ვკითხულობდი. "სამი მუშკეტერის" შემდეგ ძირითადად იმ წიგნებს ვკითხულობდი, რაც საოჯახო ბიბლიოთეკაში გვქონდა. ჟიულ ვერნის, ჯეიმს ფენიმორ კუპერის რომანები, ასევე "მაუგლი", რომელსაც დღე და ღამე ვკითხულობდი. ქართველებიდან ნოდარ დუმბაძეს ვკითხულობდი. ბავშვობაში არ წამიკითხავს "გრაფი მონტე კრისტო" და დღემდე მივიჩნევ, რომ ეს არის ჩემი ბავშვობის დანაკლისი. მოგვიანებით რომ ვკითხულობდი, ვგრძნობდი, რომ მე და ეს წიგნი ძალიან შევიყვარებდით ერთმანეთს, მაგრამ უკვე იმ ასაკში ვიყავი, რომ შეუძლებელი იყო, ის რაღაცები გულწრფელად მყვარებოდა.

ჩვენს თაობაში იყო წიგნები, რომლებიც დღევანდელ ბავშვებს არც გაუგიათ, მოკვდებიან სიცილით. წაკითხული მაქვს, "როგორ იწრთობოდა ფოლადი", "მარტოხელა ბიზონის შეცდომა", "მეწამული ღრუბლების ქვეყანა"... იყო წიგნები, რომლებიც კატეგორიულად არ მიყვარდა, მაგალითად "სპარტაკი". არ მიყვარდა ილია ჭავჭავაძე და დღემდე მომყვება კრიტიკული დამოკიდებულება მისი შემოქმედების მიმართ. დღემდე მიმაჩნია, რომ მისი პროზა არც ისე მაღალი დონის არის, თუმცა ქართული, რომელიც იცოდა ილია ჭავჭავაძემ, რაღაც მომენტებში შეიძლება, სულხან-საბა ორბელიანზე წინ იდგეს. მჯერა, რომ მისნაირად მხოლოდ იაკობ ხუცესს შეეძლო წერა, ქართული სიტყვის მისებური დიდოსტატი კი შემდეგ ალბათ აღარც გვყოლია, როგორ ვთქვა, მეტისმეტად მადლიანი ქართული იცოდა. ძალიან მიყვარდა აკაკი წერეთელი. ის უნიკალური პოეტია, რომელიც იმიტომ დაიჩაგრა, რომ ქართველებს გვიყვარს.

იხილეთ სტატიის სრული ვერსია

ახალგაზრდებისთვის საინტერესო ამბები!

შოთა რუსთაველის გაციფრულებული პორტრეტი და „ვეფხისტყაოსნით“ შთაგონებული კოლექცია

"ნინის კითხვის საათი" – "ბიბლუსის" პროექტი, რომელიც წელს ათასობით ბავშვს გააერთიანებს