პოლიტიკა
საზოგადოება
სამართალი

26

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის მეორე დღე დაიწყება 04:52-ზე, მთვარე კირჩხიბშია – რეკომენდებულია ბიზნესის დაწყება. მუშაობა ინდივიდუალურადაც და გუნდურადაც. მოძებნეთ სპონსორები თქვენი პროექტებისთვის. შეგიძლიათ დაიწყოთ ახალი საგნების სწავლა, ჩაირიცხოთ კურსებზე. კარგია მოგზაურობა, მივლინებები. პირი და კბილები აქტიურია. კარგია ვარჯიშის დაწყება. რაც უფრო მარტივი და მსუბუქი იქნება დღეს საკვები, მით უკეთესია. არ არის მიზანშეწონილი ალკოჰოლისა და ხორცის მოხმარება. ერთ-ერთი საუკეთესო დღეა ქორწინებისთვის. დღეს შექმნილი ოჯახი ძლიერი და მეგობრული იქნება. კარგია პაემნის მოწყობა და საყვარელი ადამიანისთვის საჩუქრის მირთმევა.
მსოფლიო
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სპორტი
მეცნიერება
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
აუხდა თუ არა მაია ასათიანს ნათელმხილველის წინასწარმეტყველება
აუხდა თუ არა მაია ასათიანს ნათელმხილველის წინასწარმეტყველება

ამ­ბობს, რომ მისი ცხოვ­რე­ბა ერთი დიდი ხუთ­შა­ბა­თია. ჟურ­ნა­ლის­ტო­ბა­ზე ბავ­შვო­ბი­დან ოც­ნე­ბობ­და და ბედ­ნი­ე­რია, რომ დღეს სა­კუ­თა­რი გა­და­ცე­მა აქვს. 21 წე­ლია, კა­მე­რის წინ დგას, მაგ­რამ ყო­ვე­ლი გა­და­ცე­მის ჩა­წე­რი­სას ისევ ნერ­ვი­უ­ლობს. რას შეც­ვლი­და, ცხოვ­რე­ბას თა­ვი­დან რომ იწყებ­დეს, რას არ გა­ა­კე­თებს არა­ნა­ი­რი თან­ხის სა­ნაც­ვლოდ, რის გამო იღებს საყ­ვე­დუ­რებს, რა ვერ ის­წავ­ლა დღემ­დე და რო­დის არის "სუ­ლე­ლი და ბედ­ნი­ე­რი"? - ამ ყვე­ლა­ფერს მის მიერ დას­რუ­ლე­ბუ­ლი წი­ნა­და­დე­ბე­ბი­დან შე­ი­ტყობთ.

- სა­ხე­ლი და გვა­რი...

- ...მაია ასა­თი­ა­ნი.

- და­ბა­დე­ბის თა­რი­ღი...

- ...1977 წლის 4 მა­ი­სი.

- ბავ­შვო­ბა­ში მინ­დო­და გა­მოვ­სუ­ლი­ყა­ვი...

- ...ის, ვინც დღეს ვარ. პრო­ფე­სი­ულ გზაჯ­ვა­რე­დინ­ზე არას­დროს ვმდგარ­ვარ. სა­კუ­თა­რი თავი რო­გო­რიც წარ­მო­მედ­გი­ნა, ზუს­ტად ისე წა­რი­მარ­თა ჩემი კა­რი­ე­რა. მა­შინ ვერ ვაც­ნო­ბი­ე­რებ­დი, ოც­ნე­ბის ახ­დე­ნა რად და­მიჯ­დე­ბო­და. მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ბევ­რი მსხვერ­პლის გა­ღე­ბა მო­მიხ­და, რთუ­ლი პე­რი­ო­დი არა­ერ­თხელ მქო­ნია, შეც­დო­მაც და­მიშ­ვია და სა­კუ­თა­რი თა­ვიც არ მომ­წო­ნე­ბია (ეს ყვე­ლა­ზე მტკივ­ნე­უ­ლია). არას­დროს მი­ნა­ნია, რომ ეს პრო­ფე­სია ავირ­ჩიე. რომ არ ვყო­ფი­ლი­ყა­ვი ჟურ­ნა­ლის­ტი, და­ვი­კარ­გე­ბო­დი. სა­კუ­თა­რი თავი ვერც ერთ სხვა სფე­რო­ში ვერ წარ­მო­მიდ­გე­ნია.

- ჩემ­ზე ამ­ბო­ბენ, რომ...

- ...ეს თემა მა­ღელ­ვებს. რამ­დე­ნი­მე წლის წინ კარგ ტო­ნად მი­იჩ­ნე­ო­და, მაია ასა­თი­ან­ზე თუ იტყო­დი, გო­ი­მი და მდა­ბი­ო­აო. მე მი­წევ­და იმის მტკი­ცე­ბა, რომ ვარ სა­ხალ­ხო გა­და­ცე­მის ავ­ტო­რი (რაც მე­ა­მა­ყე­ბა) და არ ვარ მდა­ბიო. ამას გან­ვიც­დი­დი, მაგ­რამ მერე მივ­ხვდი, რომ მღვდე­ლი ჭი­ლოფ­შიც იც­ნო­ბა. თუ ვინ­მეს უნდა ჩემ­ზე რამე თქვას, ილა­პა­რა­კონ. მე ხომ ვიცი, ვინც ვარ.

- მე­გობ­რე­ბი, ოჯა­ხის წევ­რე­ბი ამ­ბო­ბენ, რომ...

- ...მარ­ტი­ვი ადა­მი­ა­ნი არ ვარ. შე­იძ­ლე­ბა, ეს გა­რეგ­ნუ­ლად არ ჩან­დეს, მაგ­რამ არის დღე­ე­ბი, როცა ხელ­შე­წყო­ბა მჭირ­დე­ბა. ძა­ლი­ან ახ­ლობ­ლებ­მა იცი­ან, რო­დის არ უნდა და­მე­ლა­პა­რა­კონ, რო­დის მჭირ­დე­ბა გვერ­დში დგო­მა და გამ­ხნე­ვე­ბა. კონ­ფლიქ­ტუ­რი არ ვარ. ყო­ველ ოთხშა­ბათს, შინ გვი­ან დაბ­რუ­ნე­ბუ­ლი, სა­კუ­თარ თავ­თან მარ­ტო ვრჩე­ბი და ამ დროს არა­ვინ უნდა და­მე­ლა­პა­რა­კოს. რო­გო­რი მარ­ტი­ვი გა­და­ცე­მაც უნდა მქონ­დეს, ხუთ­შა­ბა­თის­თვის ვემ­ზა­დე­ბი. ახ­ლობ­ლებ­მა იცი­ან, რომ ხან­და­ხან გვერ­დით დგო­მა ახ­ლოს მოს­ვლას ნიშ­ნავს, ხან­და­ხან - თა­ვის არი­დე­ბას. ოთხშა­ბა­თი, ხუთ­შა­ბა­თი მძი­მე დღე­ე­ბია. პა­რას­კევს დღის 12 სა­ა­თის­თვის, როცა გა­და­ცე­მის რე­ი­ტინ­გი მო­დის და ვი­გებ, შე­დე­გი კარ­გია, სხვა­ნა­ი­რი ვხდე­ბი.

- ცხოვ­რე­ბას თა­ვი­დან რომ ვი­წყებ­დე...

- ...იმა­ვე გზას გა­ვივ­ლი­დი და იმა­ვე შეც­დო­მებს და­ვუშ­ვებ­დი, მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ რა­ღა­ცებს დღემ­დე ვნა­ნობ. მა­ხე­ში გაბ­მაც სა­ჭი­როა - ხში­რად ეს მე­ტად გაძ­ლი­ე­რებს, ახალს სწავ­ლობ. შეც­დო­მებს ყო­ველ­თვის ვა­ა­ნა­ლი­ზებ და იმა­საც ვფიქ­რობ, რა შემ­ძი­ნა.

- ჩემს წარ­მა­ტე­ბა­ში ყვე­ლა­ზე დიდი წვლი­ლი მი­უ­ძღვის...

- ...კრი­ზი­სულ პე­რი­ოდს, რო­მე­ლიც ბავ­შვო­ბა­ში მქონ­და. რომ არა 90-იანი წლე­ბის და­ძა­ბუ­ლო­ბა, შე­იძ­ლე­ბა, ასე­თი ძლი­ე­რი არც ვყო­ფი­ლი­ყა­ვი. გა­ჭირ­ვე­ბამ გა­მაძ­ლი­ე­რა, ბიძ­გი მომ­ცა. მე ან უნდა გა­დავ­რჩე­ნი­ლი­ყა­ვი, მე­ო­რე ნა­პირ­ზე ცურ­ვით გავ­სუ­ლი­ყა­ვი და ცხოვ­რე­ბა გა­მეგ­რძე­ლე­ბი­ნა, ან ჩავ­ძი­რუ­ლი­ყა­ვი.

- ბედ­ნი­ე­რი ვარ, როცა...

- ...შვილ­თან ერ­თად ვარ. როცა არ­ჩე­ვა­ნის წი­ნა­შე ვდგა­ვარ - სახ­ლში წა­ვი­დე თუ კლუბ­ში გა­სარ­თო­ბად, ყო­ველ­თვის შვილ­თან ყოფ­ნას ვამ­ჯო­ბი­ნებ. თე­ატ­რში, კონ­ცერ­ტზე, გა­მო­ფე­ნა­ზე ერ­თად დავ­დი­ვართ.

- თვი­სე­ბე­ბი, რო­მე­ლიც ჩემ­ში ყვე­ლა­ზე მე­ტად მომ­წონს და არ მომ­წონს...

- ...მომ­წონს, რომ მებ­რძო­ლი ვარ. ვცდი­ლობ, ყვე­ლა­ზე ცუდ სი­ტუ­ა­ცი­ა­შიც რა­ღაც კარ­გი მოვ­ძებ­ნო: ეს ხან მეხ­მა­რე­ბა, ხან - მა­ზა­რა­ლებს. არ მომ­წონს სი­ჯი­უ­ტე, მაგ­რამ ეს თვი­სე­ბაც სა­ჭი­როა. ფი­ცხი ხა­სი­ა­თი მაქვს და ესეც არ მომ­წონს.

- დათ­მო­ბა შე­მიძ­ლია, თუ...

- ...ვგრძნობ, რომ დამ­ნა­შა­ვე ვარ და მა­ში­ნაც, როცა ვიცი, მარ­თა­ლი ვარ, მაგ­რამ იმ მო­მენ­ტში დათ­მო­ბაა სა­ჭი­რო, რათა მერე წინ წა­ვი­დე.

- დაშ­ვე­ბულ შეც­დო­მებს...

- ...ვნა­ნობ. არის შეც­დო­მე­ბი, რო­მელ­თა ჩა­დე­ნაც დიდ ტკი­ვი­ლად და­მიჯ­და.

- პრო­ფე­სი­ულ შეც­დო­მებს...

- ...ვი­მახ­სოვ­რებ, ვა­ა­ნა­ლი­ზებ და ვცდი­ლობ, მათ­ზე გა­ვი­მარ­ჯვო. მოკ­ლედ, სა­კუ­თარ თავ­ზე ვმუ­შა­ობ, ყვე­ლა შეც­დო­მა მახ­სოვს.

- როცა გა­და­ცე­მა­ში ნინი ბა­დუ­რაშ­ვი­ლი მო­იწ­ვიე, უთხა­რი: ჟურ­ნა­ლის­ტებს შენ­თან ბო­დი­ში აქვთ მო­სახ­დე­ლიო. ამით ბევ­რი კო­ლე­გა გა­ა­ნა­წყე­ნე. იყო თუ არა ეს შენი შეც­დო­მა?

- მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ თი­თო­ე­უ­ლი ჩვენ­გა­ნი ჩვე­ნი პრო­ფე­სი­ის სა­და­რა­ჯო­ზე ვდგა­ვართ და ჩვენს მო­ვა­ლე­ო­ბას ვას­რუ­ლებთ, არ­სე­ბობს ადა­მი­ა­ნუ­რი გან­ცდე­ბიც. მგო­ნია, მა­შინ მე­დია 9 თვის ორ­სულ ქალ­თან მარ­თა­ლი არ იყო. ვაც­ნო­ბი­ე­რებ, რომ ცნო­ბი­ლი ადა­მი­ა­ნის პი­რად ცხოვ­რე­ბა­ში მომ­ხდა­რი ამ­ბე­ბი ყვე­ლას აინ­ტე­რე­სებს, მაგ­რამ ყვე­ლა­ნი შემ­წყნა­რებ­ლე­ბი უნდა ვყო­ფი­ლი­ყა­ვით.

- ხში­რად პრე­სის ჟურ­ნა­ლის­ტე­ბის მი­სა­მარ­თით კრი­ტი­კა და­უმ­სა­ხუ­რებ­ლად ის­მის. არა­და, მახ­სენ­დე­ბა შენ მიერ დას­მუ­ლი კი­თხვე­ბი შო­რე­ნა ბე­გაშ­ვილ­თან: კვი­რა­ში სექ­სი რამ­დენ­ჯერ გაქვს? რო­მე­ლი ზომა ბი­უს­ტჰალ­ტე­რი გაც­ვია? მსგავ­სი რამ ბეჭ­დურ მე­დი­ა­ში არას­დროს წა­მი­კი­თხავს...

- გა­და­ცე­მის თემა სექ­სი და პლას­ტი­კუ­რი ქი­რურ­გია იყო. ვერც ერთი სტუ­მა­რი ვერ იტყვის, რომ ჩემი კი­თხვით გა­მო­უ­ვალ, უხერ­ხულ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში ჩა­ვა­ყე­ნე. ჩემი მი­ზა­ნი არ არის ვინ­მეს პირ­ში ჩა­ლა­გა­მოვ­ლე­ბუ­ლი და­ტო­ვე­ბა და არც ტკი­ვი­ლის მი­ყე­ნე­ბა.

- როცა გა­და­ცე­მის ჩა­წე­რას ვი­წყებ...

- ...გარ­შე­მო არა­ფე­რი არ­სე­ბობს, ამ დროს მხო­ლოდ მე და მა­ყუ­რე­ბე­ლი ვართ. ემო­ცია აღარ მაქვს და ფე­ხებ­ზე ცე­ცხლი რომ წა­მი­კი­დო, ვერ გა­ვი­გებ; გუ­ლის პულ­სა­ცია რომ გა­მი­ზო­მო, შე­იძ­ლე­ბა, სა­ა­ვად­მყო­ფო­ში წა­მიყ­ვა­ნო. მოკ­ლედ, ეს ისე­თი ად­რე­ნა­ლი­ნია, ისე­თი დიდი აზარ­ტია, რომ ამის გა­რე­შე სა­კუ­თა­რი თავი ვერ წარ­მო­მიდ­გე­ნია. ჩემი ცხოვ­რე­ბა ერთი დიდი ხუთ­შა­ბა­თია. გა­და­ცე­მის ჩა­წე­რას რომ ვამ­თავ­რებთ და "პრო­ფი­ლი" ეთერ­ში გა­დის, მერე პა­რას­კე­ვი დღე რე­ი­ტინ­გის მო­ლო­დინ­ში თენ­დე­ბა და 12 სა­ა­თის შემ­დეგ, ახა­ლი გა­და­ცე­მის და­გეგ­მვას ვი­წყებთ - ეს ერთი უწყვე­ტი ციკ­ლია.

- ძა­ლი­ან ბევ­რი ფული რომ მქონ­დეს...

- ...ეს არას­დროს მოხ­დე­ბა. შე­უძ­ლე­ბე­ლია, სა­ქარ­თვე­ლო­ში ჩემი პრო­ფე­სი­ის ადა­მი­ან­მა ძა­ლი­ან ბევ­რი ფუ­ლის დაგ­რო­ვე­ბა მო­ა­ხერ­ხოს. არა­რე­ა­ლუ­რი ოც­ნე­ბე­ბი არ მიყ­ვარს. ბევ­რი ფული იმი­ტო­მაც არ მექ­ნე­ბა, რომ მალე და­მე­ხარ­ჯე­ბო­და. დავ­ხარ­ჯავ­დი იმის­თვის, რომ ახ­ლო­ბე­ლი ადა­მი­ა­ნე­ბის­თვის ცხოვ­რე­ბა გა­მე­ლა­მა­ზე­ბი­ნა.

- რამ­დე­ნიც უნდა გა­და­მი­ხა­დონ...

- ...სა­კუ­თა­რი სინ­დი­სის წი­ნა­აღ­მდეგ ვე­რა­ფერს გა­ვა­კე­თებ.

- თავს ვერ ვი­კა­ვებ და ვტი­რი, როცა...

- ...ძა­ლი­ან გულ­ჩვი­ლი არას­დროს ვყო­ფილ­ვარ. ისე, დიდი ხა­ნია, აღარ მი­ტი­რია. სას­ტი­კი პრო­ფე­სია მაქვს და უკვე აღა­რა­ფე­რი მა­ო­ცებს - ეს ცუ­დია.

- ამ წუთ­ში ძა­ლი­ან მინ­და ვიყო...

- ...ზღვის სა­ნა­პი­რო­ზე, მშვიდ გა­რე­მო­ში ჩემს შვილ­თან ერ­თად. სიმ­შვი­დე მო­მე­ნატ­რა.

- მე ვარ შე­უმ­დგა­რი...

- ...ეს ცუდი სი­ტყვაა. მე ვარ შემ­დგა­რი პრო­ფე­სი­ა­ში. ასე­ვე, შემ­დგა­რი ვარ რო­გორც დედა, რო­გორც დი­ა­სახ­ლი­სი...

- ცხოვ­რე­ბას ვი­ლა­მა­ზებ...

- ...პა­ტარ-პა­ტა­რა სი­ხა­რუ­ლე­ბით, რო­მე­ლიც არ ჩანს. მცე­ნა­რე­ე­ბი და ბუ­ნე­ბა­ში ყოფ­ნა ძა­ლი­ან მიყ­ვარს. დიდი აი­ვა­ნი მაქვს, რო­მე­ლიც მტკვარს გა­დაჰ­ყუ­რებს. ჰოდა, იქი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, რომ ბუ­ნე­ბა­ში გას­ვლას ხში­რად ვერ ვა­ხერ­ხებ, ამ აი­ვან­ზე ბაღი გა­ვა­შე­ნე: ხე­ე­ბი, ხვი­ა­რე­ბი, ბევ­რი ვარ­დი დავრგე და თა­ვად ვუვ­ლი. სა­ღა­მოს ჩემი შვი­ლი რომ და­ი­ძი­ნებს, აი­ვან­ზე გავ­დი­ვარ, მთელ დღეს ვა­ა­ნა­ლი­ზებ და ვმშვიდ­დე­ბი. რე­ლაქ­სა­ცი­ის­თვის შენ მიერ გაზ­რდილ ყვა­ვი­ლებ­თან და ხე­ებ­თან ურ­თი­ერ­თო­ბა სა­უ­კე­თე­სო სა­შუ­ა­ლე­ბაა. მთე­ლი დღის ხმა­უ­რი და ქა­ო­სი მა­ვი­წყდე­ბა. ახალ დღე­საც ამ აი­ვან­ზე გას­ვლით ვი­წყებ, მცე­ნა­რე­ებს ვე­ლა­პა­რა­კე­ბი და ვრწყავ. ჩემი შვი­ლი მე­უბ­ნე­ბა, - და­ბერ­დიო. ვერ წარ­მო­იდ­გენ, რო­გორ გან­ვიც­დი, როცა რო­მე­ლი­მე მცე­ნა­რე ხმე­ბა ან მო­წყე­ნი­ლია.

- ვეპ­რან­ჭე­ბი...

- ...სამ­წუ­ხა­როდ, აღა­რა­ვის ვეპ­რან­ჭე­ბი.

- ყო­ველ­თვის შე­უძ­ლია კარგ ხა­სი­ათ­ზე და­მა­ყე­ნოს...

- ...მი­უ­ნ­ჰა­უ­ზე­ნი­ვით ვარ. რო­გორ მძი­მე ხა­სი­ათ­ზეც უნდა ვიყო, შე­მიძ­ლია, სა­კუ­თარ თავს ხელი თმა­ში წა­ვავ­ლო, შე­მო­ვუ­ძა­ხო. ცოტა ხნის წინ, 4 წლის ბიჭი შე­მო­მიყ­ვა­ნეს, რო­მელ­საც თურ­მე ძა­ლი­ან ვუყ­ვარ­ვარ. ის ისე თბი­ლად ჩა­მე­ხუ­ტა და მა­კო­ცა, რომ მძი­მე სა­მუ­შაო დღის შემ­დეგ სი­ა­მოვ­ნე­ბა ვიგ­რძე­ნი.

- როცა სა­ჯა­როდ მა­ქე­ბენ...

- ...ძა­ლი­ან სა­სი­ა­მოვ­ნოა, მაგ­რამ უხერ­ხულ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში ვვარ­დე­ბი. ეთერ­ში არას­დროს ვუშ­ვებ სტუმ­რის მიერ წარ­მოთ­ქმულ სა­ქე­ბარ სი­ტყვებს. შეგ­ნე­ბუ­ლად ვჭრი, რად­გან სა­კუ­თარ გა­და­ცე­მა­ში სა­კუ­თა­რი თა­ვის ქება უხერ­ხუ­ლია.

- ხში­რად მსაყ­ვე­დუ­რო­ბენ...

- ...ფეთ­ქე­ბა­დი ხარო.

- დღემ­დე ვე­რაფ­რით ვის­წავ­ლე...

- ...რო­გორ შე­იძ­ლე­ბა, წარ­მა­ტე­ბუ­ლი კა­რი­ე­რა წარ­მა­ტე­ბულ პი­რად ცხოვ­რე­ბას შე­ვუ­თავ­სო. პრო­ფე­სი­ამ ზედ­მე­ტად ძლი­ე­რი გამ­ხა­და, ეს კი პი­რად ცხოვ­რე­ბა­ში ხელს მიშ­ლის. მა­მა­კა­ცებს არ მოს­წონთ ქალი, რო­მე­ლიც სამ­სა­ხურ­სა და პი­რად ცხოვ­რე­ბა­შიც მე­ნე­ჯე­რია. მი­მაჩ­ნია, რომ ეს ჩემი ნაკ­ლია. ქალი სუს­ტი, მიმ­ნდო­ბი და დამთმო­ბი უნდა იყოს.

- ერთ-ერთ გა­და­ცე­მა­ში ნა­თელ­მხილ­ველ­მა გი­წი­ნას­წარ­მე­ტყვე­ლა, რომ შენს ცხოვ­რე­ბა­ში მალე სა­სი­ა­მოვ­ნო სი­ახ­ლე იქ­ნე­ბო­და. მისი ნათ­ქვა­მი გა­მარ­თლდა?

- ჩემ გარ­და, თით­ქმის ყვე­ლას აუხ­და ის, რაც იმ გა­და­ცე­მა­ში ნა­თელ­მხილ­ვე­ლებ­მა უთხრეს. ამ გა­და­ცე­მას გა­ვი­მე­ო­რებთ, ამი­ტომ დე­ტა­ლებ­ზე ლა­პა­რა­კი არ მინ­და.

- სიყ­ვა­რუ­ლი ეს...

- ...სა­სი­ა­მოვ­ნო ავად­მყო­ფო­ბაა.

- როცა შეყ­ვა­რე­ბუ­ლი ვარ...

- ...სუ­ლე­ლი და ბედ­ნი­ე­რი გახ­ლა­ვართ.

- ცხოვ­რე­ბა­ში რის­კზე...

- ...ხში­რად მივ­დი­ვარ. თუ არ გა­რის­კე, არა­ფე­რი გა­მო­ვა, მაგ­რამ გა­უ­აზ­რებ­ლა­დაც არას­დროს ვრის­კავ - ათას­ჯერ ვზო­მავ და მერე ვჭრი.

- ჩემი ყვე­ლა­ზე დიდი სი­სუს­ტე...

- ...მე­გობ­რებ­თან, ახ­ლობ­ლებ­თან, კო­ლე­გებ­თან ურ­თი­ერ­თო­ბა­ში მი­ა­მი­ტი ვარ. ჩემ­თვის გუ­ლის ტკე­ნა იო­ლია. ჩემი ნაკ­ლია ის, რომ ადა­მი­ა­ნებ­თან ურ­თი­ერ­თო­ბი­სას XIX სა­უ­კუ­ნის ღი­რე­ბუ­ლე­ბე­ბი მაქვს, ეს კი არას­წო­რია, რად­გან ახლა XXI, თა­ნაც - ძა­ლი­ან სას­ტი­კი და და­უნ­დო­ბე­ლი სა­უ­კუ­ნეა.

- და­რი­გე­ბა, რო­მე­ლიც არას­დროს და­მა­ვი­წყდე­ბა...

- ...გარ­და­ტე­ხის ასაკ­ში ვი­ყა­ვი, როცა გული ძა­ლი­ან მატ­კი­ნეს და დე­დამ სა­ო­ცა­რი სი­ტყვე­ბი მი­თხრა. ამ სი­ტყვებს ახლა ჩემს შვილს ვე­უბ­ნე­ბი და ასეთ დროს ის ისე­ვე იცი­ნის, რო­გორც თა­ვის დრო­ზე მე გა­მე­ცი­ნა. მე­უბ­ნე­ბა: კარ­გი, რა, დედა, ყვე­ლა­ფე­რი ამ ერთ ფორ­მუ­ლა­ში არ ეტე­ვაო. დე­დის სი­ტყვე­ბი ჩემი ცხოვ­რე­ბის დე­ვი­ზად იქცა, მაგ­რამ არ მინ­და, ეს სი­ტყვე­ბი ახლა ვთქვა, რად­გან ძა­ლი­ან ჩე­მია.

თა­მუ­ნა კვი­ნი­კა­ძე

ჟურ­ნა­ლი "გზა"

(გა­მო­დის ხუთ­შა­ბა­თო­ბით)

აუხდა თუ არა მაია ასათიანს ნათელმხილველის წინასწარმეტყველება

აუხდა თუ არა მაია ასათიანს ნათელმხილველის წინასწარმეტყველება

ამბობს, რომ მისი ცხოვრება ერთი დიდი ხუთშაბათია. ჟურნალისტობაზე ბავშვობიდან ოცნებობდა და ბედნიერია, რომ დღეს საკუთარი გადაცემა აქვს. 21 წელია, კამერის წინ დგას, მაგრამ ყოველი გადაცემის ჩაწერისას ისევ ნერვიულობს. რას შეცვლიდა, ცხოვრებას თავიდან რომ იწყებდეს, რას არ გააკეთებს არანაირი თანხის სანაცვლოდ, რის გამო იღებს საყვედურებს, რა ვერ ისწავლა დღემდე და როდის არის "სულელი და ბედნიერი"? - ამ ყველაფერს მის მიერ დასრულებული წინადადებებიდან შეიტყობთ.

- სახელი და გვარი...

- ...მაია ასათიანი.

- დაბადების თარიღი...

- ...1977 წლის 4 მაისი.

- ბავშვობაში მინდოდა გამოვსულიყავი...

- ...ის, ვინც დღეს ვარ. პროფესიულ გზაჯვარედინზე არასდროს ვმდგარვარ. საკუთარი თავი როგორიც წარმომედგინა, ზუსტად ისე წარიმართა ჩემი კარიერა. მაშინ ვერ ვაცნობიერებდი, ოცნების ახდენა რად დამიჯდებოდა. მიუხედავად იმისა, რომ ბევრი მსხვერპლის გაღება მომიხდა, რთული პერიოდი არაერთხელ მქონია, შეცდომაც დამიშვია და საკუთარი თავიც არ მომწონებია (ეს ყველაზე მტკივნეულია). არასდროს მინანია, რომ ეს პროფესია ავირჩიე. რომ არ ვყოფილიყავი ჟურნალისტი, დავიკარგებოდი. საკუთარი თავი ვერც ერთ სხვა სფეროში ვერ წარმომიდგენია.

- ჩემზე ამბობენ, რომ...

- ...ეს თემა მაღელვებს. რამდენიმე წლის წინ კარგ ტონად მიიჩნეოდა, მაია ასათიანზე თუ იტყოდი, გოიმი და მდაბიოაო. მე მიწევდა იმის მტკიცება, რომ ვარ სახალხო გადაცემის ავტორი (რაც მეამაყება) და არ ვარ მდაბიო. ამას განვიცდიდი, მაგრამ მერე მივხვდი, რომ მღვდელი ჭილოფშიც იცნობა. თუ ვინმეს უნდა ჩემზე რამე თქვას, ილაპარაკონ. მე ხომ ვიცი, ვინც ვარ.

- მეგობრები, ოჯახის წევრები ამბობენ, რომ...

- ...მარტივი ადამიანი არ ვარ. შეიძლება, ეს გარეგნულად არ ჩანდეს, მაგრამ არის დღეები, როცა ხელშეწყობა მჭირდება. ძალიან ახლობლებმა იციან, როდის არ უნდა დამელაპარაკონ, როდის მჭირდება გვერდში დგომა და გამხნევება. კონფლიქტური არ ვარ. ყოველ ოთხშაბათს, შინ გვიან დაბრუნებული, საკუთარ თავთან მარტო ვრჩები და ამ დროს არავინ უნდა დამელაპარაკოს. როგორი მარტივი გადაცემაც უნდა მქონდეს, ხუთშაბათისთვის ვემზადები. ახლობლებმა იციან, რომ ხანდახან გვერდით დგომა ახლოს მოსვლას ნიშნავს, ხანდახან - თავის არიდებას. ოთხშაბათი, ხუთშაბათი მძიმე დღეებია. პარასკევს დღის 12 საათისთვის, როცა გადაცემის რეიტინგი მოდის და ვიგებ, შედეგი კარგია, სხვანაირი ვხდები.

- ცხოვრებას თავიდან რომ ვიწყებდე...

- ...იმავე გზას გავივლიდი და იმავე შეცდომებს დავუშვებდი, მიუხედავად იმისა, რომ რაღაცებს დღემდე ვნანობ. მახეში გაბმაც საჭიროა - ხშირად ეს მეტად გაძლიერებს, ახალს სწავლობ. შეცდომებს ყოველთვის ვაანალიზებ და იმასაც ვფიქრობ, რა შემძინა.

- ჩემს წარმატებაში ყველაზე დიდი წვლილი მიუძღვის...

- ...კრიზისულ პერიოდს, რომელიც ბავშვობაში მქონდა. რომ არა 90-იანი წლების დაძაბულობა, შეიძლება, ასეთი ძლიერი არც ვყოფილიყავი. გაჭირვებამ გამაძლიერა, ბიძგი მომცა. მე ან უნდა გადავრჩენილიყავი, მეორე ნაპირზე ცურვით გავსულიყავი და ცხოვრება გამეგრძელებინა, ან ჩავძირულიყავი.

- ბედნიერი ვარ, როცა...

- ...შვილთან ერთად ვარ. როცა არჩევანის წინაშე ვდგავარ - სახლში წავიდე თუ კლუბში გასართობად, ყოველთვის შვილთან ყოფნას ვამჯობინებ. თეატრში, კონცერტზე, გამოფენაზე ერთად დავდივართ.

- თვისებები, რომელიც ჩემში ყველაზე მეტად მომწონს და არ მომწონს...

- ...მომწონს, რომ მებრძოლი ვარ. ვცდილობ, ყველაზე ცუდ სიტუაციაშიც რაღაც კარგი მოვძებნო: ეს ხან მეხმარება, ხან - მაზარალებს. არ მომწონს სიჯიუტე, მაგრამ ეს თვისებაც საჭიროა. ფიცხი ხასიათი მაქვს და ესეც არ მომწონს.

- დათმობა შემიძლია, თუ...

- ...ვგრძნობ, რომ დამნაშავე ვარ და მაშინაც, როცა ვიცი, მართალი ვარ, მაგრამ იმ მომენტში დათმობაა საჭირო, რათა მერე წინ წავიდე.

- დაშვებულ შეცდომებს...

- ...ვნანობ. არის შეცდომები, რომელთა ჩადენაც დიდ ტკივილად დამიჯდა.

- პროფესიულ შეცდომებს...

- ...ვიმახსოვრებ, ვაანალიზებ და ვცდილობ, მათზე გავიმარჯვო. მოკლედ, საკუთარ თავზე ვმუშაობ, ყველა შეცდომა მახსოვს.

- როცა გადაცემაში ნინი ბადურაშვილი მოიწვიე, უთხარი: ჟურნალისტებს შენთან ბოდიში აქვთ მოსახდელიო. ამით ბევრი კოლეგა გაანაწყენე. იყო თუ არა ეს შენი შეცდომა?

- მიუხედავად იმისა, რომ თითოეული ჩვენგანი ჩვენი პროფესიის სადარაჯოზე ვდგავართ და ჩვენს მოვალეობას ვასრულებთ, არსებობს ადამიანური განცდებიც. მგონია, მაშინ მედია 9 თვის ორსულ ქალთან მართალი არ იყო. ვაცნობიერებ, რომ ცნობილი ადამიანის პირად ცხოვრებაში მომხდარი ამბები ყველას აინტერესებს, მაგრამ ყველანი შემწყნარებლები უნდა ვყოფილიყავით.

- ხშირად პრესის ჟურნალისტების მისამართით კრიტიკა დაუმსახურებლად ისმის. არადა, მახსენდება შენ მიერ დასმული კითხვები შორენა ბეგაშვილთან: კვირაში სექსი რამდენჯერ გაქვს? რომელი ზომა ბიუსტჰალტერი გაცვია? მსგავსი რამ ბეჭდურ მედიაში არასდროს წამიკითხავს...

- გადაცემის თემა სექსი და პლასტიკური ქირურგია იყო. ვერც ერთი სტუმარი ვერ იტყვის, რომ ჩემი კითხვით გამოუვალ, უხერხულ მდგომარეობაში ჩავაყენე. ჩემი მიზანი არ არის ვინმეს პირში ჩალაგამოვლებული დატოვება და არც ტკივილის მიყენება.

- როცა გადაცემის ჩაწერას ვიწყებ...

- ...გარშემო არაფერი არსებობს, ამ დროს მხოლოდ მე და მაყურებელი ვართ. ემოცია აღარ მაქვს და ფეხებზე ცეცხლი რომ წამიკიდო, ვერ გავიგებ; გულის პულსაცია რომ გამიზომო, შეიძლება, საავადმყოფოში წამიყვანო. მოკლედ, ეს ისეთი ადრენალინია, ისეთი დიდი აზარტია, რომ ამის გარეშე საკუთარი თავი ვერ წარმომიდგენია. ჩემი ცხოვრება ერთი დიდი ხუთშაბათია. გადაცემის ჩაწერას რომ ვამთავრებთ და "პროფილი" ეთერში გადის, მერე პარასკევი დღე რეიტინგის მოლოდინში თენდება და 12 საათის შემდეგ, ახალი გადაცემის დაგეგმვას ვიწყებთ - ეს ერთი უწყვეტი ციკლია.

- ძალიან ბევრი ფული რომ მქონდეს...

- ...ეს არასდროს მოხდება. შეუძლებელია, საქართველოში ჩემი პროფესიის ადამიანმა ძალიან ბევრი ფულის დაგროვება მოახერხოს. არარეალური ოცნებები არ მიყვარს. ბევრი ფული იმიტომაც არ მექნება, რომ მალე დამეხარჯებოდა. დავხარჯავდი იმისთვის, რომ ახლობელი ადამიანებისთვის ცხოვრება გამელამაზებინა.

- რამდენიც უნდა გადამიხადონ...

- ...საკუთარი სინდისის წინააღმდეგ ვერაფერს გავაკეთებ.

- თავს ვერ ვიკავებ და ვტირი, როცა...

- ...ძალიან გულჩვილი არასდროს ვყოფილვარ. ისე, დიდი ხანია, აღარ მიტირია. სასტიკი პროფესია მაქვს და უკვე აღარაფერი მაოცებს - ეს ცუდია.

- ამ წუთში ძალიან მინდა ვიყო...

- ...ზღვის სანაპიროზე, მშვიდ გარემოში ჩემს შვილთან ერთად. სიმშვიდე მომენატრა.

- მე ვარ შეუმდგარი...

- ...ეს ცუდი სიტყვაა. მე ვარ შემდგარი პროფესიაში. ასევე, შემდგარი ვარ როგორც დედა, როგორც დიასახლისი...

- ცხოვრებას ვილამაზებ...

- ...პატარ-პატარა სიხარულებით, რომელიც არ ჩანს. მცენარეები და ბუნებაში ყოფნა ძალიან მიყვარს. დიდი აივანი მაქვს, რომელიც მტკვარს გადაჰყურებს. ჰოდა, იქიდან გამომდინარე, რომ ბუნებაში გასვლას ხშირად ვერ ვახერხებ, ამ აივანზე ბაღი გავაშენე: ხეები, ხვიარები, ბევრი ვარდი დავრგე და თავად ვუვლი. საღამოს ჩემი შვილი რომ დაიძინებს, აივანზე გავდივარ, მთელ დღეს ვაანალიზებ და ვმშვიდდები. რელაქსაციისთვის შენ მიერ გაზრდილ ყვავილებთან და ხეებთან ურთიერთობა საუკეთესო საშუალებაა. მთელი დღის ხმაური და ქაოსი მავიწყდება. ახალ დღესაც ამ აივანზე გასვლით ვიწყებ, მცენარეებს ველაპარაკები და ვრწყავ. ჩემი შვილი მეუბნება, - დაბერდიო. ვერ წარმოიდგენ, როგორ განვიცდი, როცა რომელიმე მცენარე ხმება ან მოწყენილია.

- ვეპრანჭები...

- ...სამწუხაროდ, აღარავის ვეპრანჭები.

- ყოველთვის შეუძლია კარგ ხასიათზე დამაყენოს...

- ...მიუნჰაუზენივით ვარ. როგორ მძიმე ხასიათზეც უნდა ვიყო, შემიძლია, საკუთარ თავს ხელი თმაში წავავლო, შემოვუძახო. ცოტა ხნის წინ, 4 წლის ბიჭი შემომიყვანეს, რომელსაც თურმე ძალიან ვუყვარვარ. ის ისე თბილად ჩამეხუტა და მაკოცა, რომ მძიმე სამუშაო დღის შემდეგ სიამოვნება ვიგრძენი.

- როცა საჯაროდ მაქებენ...

- ...ძალიან სასიამოვნოა, მაგრამ უხერხულ მდგომარეობაში ვვარდები. ეთერში არასდროს ვუშვებ სტუმრის მიერ წარმოთქმულ საქებარ სიტყვებს. შეგნებულად ვჭრი, რადგან საკუთარ გადაცემაში საკუთარი თავის ქება უხერხულია.

- ხშირად მსაყვედურობენ...

- ...ფეთქებადი ხარო.

- დღემდე ვერაფრით ვისწავლე...

- ...როგორ შეიძლება, წარმატებული კარიერა წარმატებულ პირად ცხოვრებას შევუთავსო. პროფესიამ ზედმეტად ძლიერი გამხადა, ეს კი პირად ცხოვრებაში ხელს მიშლის. მამაკაცებს არ მოსწონთ ქალი, რომელიც სამსახურსა და პირად ცხოვრებაშიც მენეჯერია. მიმაჩნია, რომ ეს ჩემი ნაკლია. ქალი სუსტი, მიმნდობი და დამთმობი უნდა იყოს.

- ერთ-ერთ გადაცემაში ნათელმხილველმა გიწინასწარმეტყველა, რომ შენს ცხოვრებაში მალე სასიამოვნო სიახლე იქნებოდა. მისი ნათქვამი გამართლდა?

- ჩემ გარდა, თითქმის ყველას აუხდა ის, რაც იმ გადაცემაში ნათელმხილველებმა უთხრეს. ამ გადაცემას გავიმეორებთ, ამიტომ დეტალებზე ლაპარაკი არ მინდა.

- სიყვარული ეს...

- ...სასიამოვნო ავადმყოფობაა.

- როცა შეყვარებული ვარ...

- ...სულელი და ბედნიერი გახლავართ.

- ცხოვრებაში რისკზე...

- ...ხშირად მივდივარ. თუ არ გარისკე, არაფერი გამოვა, მაგრამ გაუაზრებლადაც არასდროს ვრისკავ - ათასჯერ ვზომავ და მერე ვჭრი.

- ჩემი ყველაზე დიდი სისუსტე...

- ...მეგობრებთან, ახლობლებთან, კოლეგებთან ურთიერთობაში მიამიტი ვარ. ჩემთვის გულის ტკენა იოლია. ჩემი ნაკლია ის, რომ ადამიანებთან ურთიერთობისას XIX საუკუნის ღირებულებები მაქვს, ეს კი არასწორია, რადგან ახლა XXI, თანაც - ძალიან სასტიკი და დაუნდობელი საუკუნეა.

- დარიგება, რომელიც არასდროს დამავიწყდება...

- ...გარდატეხის ასაკში ვიყავი, როცა გული ძალიან მატკინეს და დედამ საოცარი სიტყვები მითხრა. ამ სიტყვებს ახლა ჩემს შვილს ვეუბნები და ასეთ დროს ის ისევე იცინის, როგორც თავის დროზე მე გამეცინა. მეუბნება: კარგი, რა, დედა, ყველაფერი ამ ერთ ფორმულაში არ ეტევაო. დედის სიტყვები ჩემი ცხოვრების დევიზად იქცა, მაგრამ არ მინდა, ეს სიტყვები ახლა ვთქვა, რადგან ძალიან ჩემია.

თამუნა კვინიკაძე

ჟურნალი ”გზა”

(გამოდის ხუთშაბათობით)

"იბერიას" ჟურნალისტები განცხადებას ავრცელებენ

უჩა მამაცაშვილი "იბერიასა" და "ომეგა ჯგუფის" ირგვლივ მიმდინარე პროცესებზე პროკურატურას მიმართავს

ქართული ტელევიზიების მეპატრონეები, მათი ინტერესები და გავლენები