მომღერალი ჯენიფერ ლოპესი ახალგაზრდა საყვარელს, 25 წლის მოცეკვავე კასპერ სმარტს დაშორდა. ლოპესმა კასპერი სახლიდან გააგდო.
"ჯენიფერი ძალიან გაბრაზებული იყო და კასპერს ლანძღავდა. კასპერს ერთადერთი უფლება დარჩა - რაც შეიძლება მალე დაბრუნდეს ჯენიფერის ბინაში და დარჩენილი ნივთები იქიდან მოაშოროს", - ამბობს ლოპესის მეგობარი ჟურნალ Star-ისთვის მიცემულ ინტერვიუში.
შეგახსენებთ, მომღერალმა ჯენიფერ ლოპესმა და მოცეკვავე კასპერ სმარტმა ერთმანეთი 2 წლის წინ გაიცნეს, როცა ვარსკვლავი მეუღლეს, მომღერალ მარკ ენტონის დაშორდა. ჯენიფერსა და მარკს ქორწინებიდან ორი შვილი ჰყავთ.
მომზადებულია starmagazine.com-ის მიხედვით.