ბიძინა ივანიშვილი - ჩვენ არ გვჭირდება მოყვირალი, შარვლიდან ამოვარდნილი ხალხი

ბიძინა ივანიშვილი - ჩვენ არ გვჭირდება მოყვირალი, შარვლიდან ამოვარდნილი ხალხი

ჩვენ არ გვჭირდება მოყვირალი, შარვლიდან ამოვარდნილი ხალხი, რომლებიც გვიმტკიცებენ იმაზე ათჯერ და ასჯერ მეტს, ვიდრე აკეთებენ, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა ბეჭდური მედიისა და რადიოების მთავარ რედაქტორებთან შეხვედრისას განაცხადა.

პრემიერი ნატოს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენლის, ჯეიმს აპატურაის მიერ მინისტრ ალექსი პეტრიაშვილის შექებას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ არ გაკვირვებია, რადგან პეტრიაშვილი ამას იმსახურებს.

"ალექსი პეტრიაშვილს ერთ-ერთი პატარა სამინისტრო აქვს, 20 კაციც არ მუშაობს. დაგისახელებთ სხვა პატარა სამინისტროებს – თუნდაც პაატა ზაქარეიშვილს, შეგახსენებთ, შედარებით საშუალო სამინისტროს - ნარმანიას, რომელიც არის აბსოლუტურად წარმატებული და დაბალანსებული სამინისტრო. ასეთი ხელმძღვანელები გვჭირდება ჩვენ და არა მოყვირალი, შარვლიდან ამოვარდნილი ხალხი, რომლებიც გვიმტკიცებენ იმაზე ათჯერ და ასჯერ მეტს, ვიდრე აკეთებენ. ნარმანია არის კაცი, რომელიც ფუტკარივით შრომობს, არაფერს ზედმეტს არ აკეთებს და აბსოლუტურად აკადემიური მინისტრია. არ იფიქროთ, რომ ალექსი პეტრიაშვილი საკუთარ პიარზე მუშაობს. ზოგიერთი მინისტრი დღესაც ახერხებს ამას, თუმცა პეტრიაშვილის შექება აბსოლუტურად ბუნებრივად მოხდა და ის ამას ჩემი მხრიდანაც იმსახურებს", - განაცხადა პრემიერმა.

ბიძინა ივანიშვილის ინფორმაციით, გარემოს დაცვის სამინისტრომაც რთული მემკვიდრეობა მიიღო, თუმცა იქაც პრინციპული ცვლილებები ხორციელდება.

"გარემოს დაცვის სამინისტროშიც ხდება გარდაქმნები, პრინციპულად იცვლება დამოკიდებულება გარემოსადმი. მათ ძალიან რთული სამინისტრო გადაიბარეს, თუმცა ხდება ძალიან მნიშვნელოვანი პრინციპული ცვლილებები. ამ მოკლე დროში საკმაოდ ბევრი გაკეთდა", - აღნიშნა ივანიშვილმა.

"ინტერპრესნიუსი"

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა