არასდროს კანონი არ დამირღვევია და არასდროს სიცრუე არ მიკადრებია, მით უმეტეს ჩემს ოჯახთან მიმართებაში, - ასე უპასუხა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა რადიო "აფხაზეთის ხმის" ჟურნალისტის კითხვას, რა ურთიერთობა ჰქონდა ბიძინა ივანიშვილს ინგა პავლოვასთან.
ჟურნალისტი ასევე დაინტერესდა: შეუძლია თუ არა პრემიერს ცალსახად დაადასტუროს, რომ ფრანგული ნოტარიული არქივის 90-იანი წლების საარქივო ჩანაწერებში არ არის ჩანაწერი მისი ხელმოწერით, სადაც დაფიქსირებულია მონაცემები მისი საცხოვრებელი ადგილის ან ოჯახური მდგომარეობის შესახებ.
"კეთილი ინებეთ და თქვენი პოზიცია დაიჭირეთ. ოჯახი არის ჩემთვის მთელი სიწმინდე. მე არასდროს არ მიკადრებია სიცრუე, არასდროს დამირღვევია კანონი და მე ძალიან დიდ პატივს ვცემ ჩემს ოჯახს და ჩემს შვილებს. ერთი მეუღლე მყავს და ოთხი შვილი. ყველა მყავს ერთი მეუღლისგან. კეთილი ინებეთ და რაღაც ეთიკის ნორმებს დაექვემდებარეთ. თქვენ რაღაც ფრანგულ არქივში გადახვედით და იქექებით. ფრანგული არქივიდან ამოვწიოთ რაღაც 30 წლის წინანდელი და იმის გარჩევა?!", - გაცხარდა ივანიშვილი.
მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, ეკა ხვედელიძე ბიძინა ივანიშვილის ერთადერთი ცოლი არ არის. გავრცელებული ინფორმაციით, პირველი ცოლი, ინგა პავლოვა ივანიშვილმა საფრანგეთის მოქალაქეობის მისაღებად შეირთო.
ლექსო ნაბახტეველი
იხილეთ ასევე: ოლეგ პანფილოვი - ბიძინა ივანიშვილი 1991-1994 წლებში ინგა პავლოვაზე იყო დაქორწინებული
ბიძინა ივანიშვილის რადიოსა და გაზეთების მთავარ რედაქტორებთან შეხვედრის მთავარი თემები: