60%-ზე ნაკლებიც რომ მიიღოს გიორგი მარგველაშვილმა არჩევნებში, ესეც შეურაცხმყოფელი იქნება ჩემთვის, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, ბიძინა ივანიშვილმა ბეჭდური მედიის და რადიოების მთავარ რედაქტორებთან შეხვედრაზე განაცხადა.
მისი თქმით, ამ შემთხვევაში, ის 20 წელიწადი, რომელიც მას სურს იშრომოს ენთუზიაზმით, ეს ენთუზიაზმიც ცოტა დაბალი ექნება, თუ 60%-ზე ნაკლები მიიღო მარგველაშვილმა პირველივე ტურში.
"მე, რა თქმა უნდა, ჩემს საქმეს გავაგრძელებ, მაგრამ ენთუზიაზმი მექნება ნაკლები, რამეთუ 50,1% არ იქნება იგივე, რომ 60%-ზე მეტი ხმა უნდა მოგროვდეს",-განაცხადა ივანიშვილმა.
მან კიდევ ერთხელ მოუწოდა მხარდამჭერებს, აუცილებლად მივიდნენ არჩევნებზე. "მოდით ვისაც გჯერათ ჩვენი",-განაცხადა ივანიშვილმა.