პოლიტიკა
მსოფლიო
სამხედრო

31

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეექვსე დღე დაიწყება 10:27-ზე, მთვარე ლომშია – მარტოობისა და თავმდაბლობის დღეა. ინტუიცია მძაფრდება. კარგია სუნთქვითი ვარჯიში და არომათერაპია. კარგია ზედა სასუნთქი გზებისა და ბრონქების გაწმენდა. რეკომენდებულია: მოაგვარეთ მატერიალური და ფულადი საკითხები. აკეთეთ საქმე. გამოავლინეთ თქვენი უნარები და ნიჭი. წარმატების მიღწევა ბევრ სფეროში შეიძლება. უმჯობესია თავი შეიკავოთ როგორც გრძელი, ასევე მოკლე მოგზაურობისგან. ეს დღე განკუთვნილია დასვენებისთვის.
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
საზოგადოება
მოზაიკა
Faceამბები
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ველისციხეში დავით ბაქრაძის პლაკატები მაღალი ძაბვის ელექტროსადენებზე ჩამოკიდეს
ველისციხეში დავით ბაქრაძის პლაკატები მაღალი ძაბვის ელექტროსადენებზე ჩამოკიდეს

"ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის" პრე­ზი­დენ­ტო­ბის კან­დი­და­ტის, და­ვით ბაქ­რა­ძის სა­ა­გი­ტა­ციო მა­სა­ლა, გურ­ჯა­ა­ნის რა­ი­ო­ნის სო­ფელ ვე­ლის­ცი­ხე­ში, ს/ს "კა­ხე­თის ენერ­გო­დის­ტრი­ბუ­ცი­ის" კუთ­ვნილ, მა­ღა­ლი ძაბ­ვის ელექტრო­სა­დე­ნებ­ზე ჩა­მო­კი­დეს. რო­გორც კა­ხე­თის "ენერ­გო­დის­ტრი­ბუ­ცი­ა­ში" აცხა­დე­ბენ, კომ­პა­ნია ამის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მი­რე­ბუ­ლი არ იყო და სა­დე­ნებ­ზე სა­ა­გი­ტა­ციო მა­სა­ლაუც­ნობ­მა პი­რებ­მა თვით­ნე­ბუ­რად გა­ნა­თავ­სეს.

"გუ­შინ, დი­ლის 7 სა­ათ­ზე, სა­ხელ­მწი­ფო ელექტრო­სის­ტე­მის მო­თხოვ­ნით, გარ­კვე­უ­ლი სა­მუ­შა­ო­ე­ბის ჩა­სა­ტა­რებ­ლად, 1 სა­ა­თით გა­მო­ირ­თო ელექტრო­ე­ნერ­გია. არ ვიცი ვინ, მაგ­რამ დრო იხელ­თეს და მა­ღა­ლი ძაბ­ვის ელექტრო­სა­დე­ნებ­ზე ჩა­მო­კი­დეს სა­ა­გი­ტა­ციო მა­სა­ლა. ამ დროს რომ დენი მო­სუ­ლი­ყო, მძი­მე შე­დე­გით დას­რულ­დე­ბო­და ყვე­ლა­ფე­რი. არ შე­იძ­ლე­ბა, ელექტრო­ხა­ზებ­ზე ასე­თი მა­სა­ლე­ბის ჩა­მო­კი­დე­ბა, ქა­რის დროს შე­იძ­ლე­ბა მოკ­ლე ჩარ­თვა გა­მო­იწ­ვი­ოს", - აცხა­დე­ბენ "ენერ­გო­დის­ტრი­ბუ­ცი­ა­ში".

და­ვით ბაქ­რა­ძის გურ­ჯა­ა­ნის სა­არ­ჩევ­ნო შტა­ბის ხელ­მძღვა­ნე­ლის, გოჩა სი­ბაშ­ვი­ლის თქმით კი, მათ აქ­ტი­ვის­ტებს ელექტრო­სა­დე­ნი "სილ­ქნე­ტის" სა­დენ­ში აე­რი­ათ და სა­ა­გი­ტა­ციო მა­სა­ლა ამი­ტომ ჩა­მო­კი­დეს.

იხი­ლეთ ვრცლად

კა­ხე­თის სა­ინ­ფორ­მა­ციო ცენ­ტრი

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გიორგი ბაჩიაშვილი - საქართველოს წარმომადგენლებმა, ივანიშვილის დავალებით, მიმართეს ბანდიტურ გზას და მოტაცებით ჩამომიყვანეს საქართველოში

ველისციხეში დავით ბაქრაძის პლაკატები მაღალი ძაბვის ელექტროსადენებზე ჩამოკიდეს

ველისციხეში დავით ბაქრაძის პლაკატები მაღალი ძაბვის ელექტროსადენებზე ჩამოკიდეს

"ნაციონალური მოძრაობის" პრეზიდენტობის კანდიდატის, დავით ბაქრაძის სააგიტაციო მასალა, გურჯაანის რაიონის სოფელ ველისციხეში, ს/ს "კახეთის ენერგოდისტრიბუციის" კუთვნილ, მაღალი ძაბვის ელექტროსადენებზე ჩამოკიდეს. როგორც კახეთის "ენერგოდისტრიბუციაში" აცხადებენ, კომპანია ამის შესახებ ინფორმირებული არ იყო და სადენებზე სააგიტაციო მასალა უცნობმა პირებმა თვითნებურად განათავსეს.

"გუშინ, დილის 7 საათზე, სახელმწიფო ელექტროსისტემის მოთხოვნით, გარკვეული სამუშაოების ჩასატარებლად, 1 საათით გამოირთო ელექტროენერგია. არ ვიცი ვინ, მაგრამ დრო იხელთეს და მაღალი ძაბვის ელექტროსადენებზე ჩამოკიდეს სააგიტაციო მასალა. ამ დროს რომ დენი მოსულიყო, მძიმე შედეგით დასრულდებოდა ყველაფერი. არ შეიძლება, ელექტროხაზებზე ასეთი მასალების ჩამოკიდება, ქარის დროს შეიძლება მოკლე ჩართვა გამოიწვიოს", - აცხადებენ "ენერგოდისტრიბუციაში".

დავით ბაქრაძის გურჯაანის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელის, გოჩა სიბაშვილის თქმით კი, მათ აქტივისტებს ელექტროსადენი "სილქნეტის" სადენში აერიათ და სააგიტაციო მასალა ამიტომ ჩამოკიდეს.

იხილეთ ვრცლად

კახეთის საინფორმაციო ცენტრი

იმერეთის გუბერნატორის ხელფასი გაორმაგდა

ორი ობლისა და ორი ბებიას შემზარავი გასაჭირი გურიაში

ფოთისა და ყულევის სანაპიროზე საშტორმო მდგომარეობა გამოცხადდა