სპორტი
კონფლიქტები
Faceამბები

27

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამეათე დღე დაიწყება 04:18-ზე, მთვარის პირველი დღე დადგება 07:02-ზე, მთვარე ტყუპშია – ჰარმონიული და მარტივი დღეა, სიყვარულის, პატიებისა და მიღების. არ ღირს მნიშვნელოვანი საქმეების დაწყება. თუმცა, ის, რაც დღეს დაიგეგმება, მოგვიანებით წარმატებით განხორციელდება. ნუ გადატვირთავთ თავს ფიზიკურად და ემოციურად. ნაკლები ილაპარაკეთ. საღამოსკენ გაუმკლავდით ფინანსურ საკითხებს. გადაიხადეთ ვალები. მეტი დრო გაატარეთ ბუნებაში. დღეს არ შექმნათ ოჯახი. საყვარელ ადამიანთან ერთად გაისეირნეთ ბუნებაში. მოერიდეთ ოპერაციებს სასუნთქ ორგანოებზე. დაღლილობას სუფთა ჰაერზე გასეირნება, მსუბუქი ვარჯიში მოგიხსნით. მსუბუქად იკვებეთ.
პოლიტიკა
მსოფლიო
წიგნები
სამართალი
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ზურაბ ჟვანიას გარდაცვალების საქმეში ახალი გარემოებები გამოიკვეთა
ზურაბ ჟვანიას გარდაცვალების საქმეში ახალი გარემოებები გამოიკვეთა

ზუ­რაბ ჟვა­ნი­ას და რაულ უსუ­პო­ვის გარ­დაც­ვა­ლე­ბის საქ­მე­ში ახა­ლი გა­რე­მო­ე­ბე­ბი გა­მო­იკ­ვე­თა, - ამის შე­სა­ხებ ჟურ­ნა­ლის­ტებს გარ­დაც­ვლი­ლი პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრის ძმამ, დე­პუ­ტატ­მა გი­ორ­გი ჟვა­ნი­ამ გა­ნუ­ცხა­და.

მისი ინ­ფორ­მა­ცი­ით, ზუ­რაბ ჟვა­ნი­ას გარ­დაც­ვა­ლე­ბის ოფი­ცი­ა­ლუ­რი ვერ­სია, შე­საძ­ლოა შე­იც­ვა­ლოს, რად­გან გა­მო­ძი­ე­ბის გა­ნახ­ლე­ბის შემ­დეგ საქ­მე­ში მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბი აღ­მოჩ­ნდა.

"საქ­მე­ში არის ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბი, რო­მელ­თა არ­სე­ბო­ბის შე­სა­ხებ აქამ­დე არ ვი­ცო­დით. ეს მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბი ოჯა­ხე­ბის­თვის ხელ­მი­საწ­ვდო­მი გა­მო­ძი­ე­ბის გა­ნახ­ლე­ბის შემ­დეგ გახ­და. ეს დე­ტა­ლე­ბი გახ­დე­ბა წი­ნა­პი­რო­ბა იმი­სა, რომ საქ­მე უახ­ლო­ეს მო­მა­ვალ­ში გა­იხ­სნე­ბა", - გა­ნა­ცხა­და გი­ორ­გი ჟვა­ნი­ამ.

გარ­დაც­ვლი­ლი პრე­მი­ე­რის ძმა გვა­მე­ბის ეგ­სჰუ­მა­ცი­ა­საც არ გა­მო­რი­ცხავს. მისი გან­მარ­ტე­ბით, გა­მო­ძი­ე­ბის ინ­ტე­რე­სე­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე ყვე­ლა სა­გა­მო­ძი­ე­ბო პრო­ცე­დუ­რა ჩა­ტარ­დე­ბა.

საქ­მე­ში აღ­მო­ჩე­ნილ ახალ გა­რე­მო­ე­ბებ­ზე რაულ უსუ­პო­ვის მა­მაც სა­უბ­რობს. მისი თქმით, გა­მო­ძი­ე­ბის დას­რუ­ლე­ბის­თა­ნა­ვე ყვე­ლა შე­ი­ტყობს, რა მოხ­და სი­ნამ­დვი­ლე­ში.

"აქამ­დე სა­უ­ბა­რი იყო ერთ ფეხ­საც­მელ­ზე და ახლა გა­მო­იკ­ვე­თა, რომ ორი­ვე ფეხ­საც­მე­ლი ად­გილ­ზე ყო­ფი­ლა. რა თქმა უნდა, ეს იყო მკვლე­ლო­ბა და ეს არა­ერ­თხელ მით­ქვამს. თუმ­ცა, სა­ბო­ლოო წერ­ტილს ამ საქ­მე­ში გა­მო­ძი­ე­ბა დას­ვამს", - აღ­ნიშ­ნა იური უსუ­პოვ­მა.

ზუ­რაბ ჟვა­ნია და რაულ უსუ­პო­ვი 2005 წლის 3 თე­ბერ­ვალს, სა­ბურ­თა­ლოს ქუ­ჩა­ზე მდე­ბა­რე ერთ-ერთ ბი­ნა­ში გარ­დაც­ვლი­ლი იპო­ვეს. ოფი­ცი­ა­ლუ­რი ვერ­სი­ით, ისი­ნი ბუ­ნებ­რი­ვი აი­რის გა­ჟონ­ვის შე­დე­გად და­ი­ღუპ­ნენ.

ასე­ვე იხი­ლეთ: კბი­ლაშ­ვი­ლი - ზუ­რაბ ჟვა­ნი­ას საქ­მე­ში ნამ­დვი­ლად არის ახა­ლი მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბი, შე­სა­ბა­მი­სად - ახა­ლი ვერ­სია

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი"

sponsored by ContentRoom
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ვინ ხარჯავს ყველაზე მეტს თავდაცვაზე და როგორ გამოიყურება საქართველოს შეირაღებული ძალების შესაძლობები

ზურაბ ჟვანიას გარდაცვალების საქმეში ახალი გარემოებები გამოიკვეთა

ზურაბ ჟვანიას გარდაცვალების საქმეში ახალი გარემოებები გამოიკვეთა

ზურაბ ჟვანიას და რაულ უსუპოვის გარდაცვალების საქმეში ახალი გარემოებები გამოიკვეთა, - ამის შესახებ ჟურნალისტებს გარდაცვლილი პრემიერ-მინისტრის ძმამ, დეპუტატმა გიორგი ჟვანიამ განუცხადა.

მისი ინფორმაციით, ზურაბ ჟვანიას გარდაცვალების ოფიციალური ვერსია, შესაძლოა შეიცვალოს, რადგან გამოძიების განახლების შემდეგ საქმეში მნიშვნელოვანი მტკიცებულებები აღმოჩნდა.

"საქმეში არის ძალიან მნიშვნელოვანი მტკიცებულებები, რომელთა არსებობის შესახებ აქამდე არ ვიცოდით. ეს მტკიცებულებები ოჯახებისთვის ხელმისაწვდომი გამოძიების განახლების შემდეგ გახდა. ეს დეტალები გახდება წინაპირობა იმისა, რომ საქმე უახლოეს მომავალში გაიხსნება", - განაცხადა გიორგი ჟვანიამ.

გარდაცვლილი პრემიერის ძმა გვამების ეგსჰუმაციასაც არ გამორიცხავს. მისი განმარტებით, გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე ყველა საგამოძიებო პროცედურა ჩატარდება.

საქმეში აღმოჩენილ ახალ გარემოებებზე რაულ უსუპოვის მამაც საუბრობს. მისი თქმით, გამოძიების დასრულებისთანავე ყველა შეიტყობს, რა მოხდა სინამდვილეში.

"აქამდე საუბარი იყო ერთ ფეხსაცმელზე და ახლა გამოიკვეთა, რომ ორივე ფეხსაცმელი ადგილზე ყოფილა. რა თქმა უნდა, ეს იყო მკვლელობა და ეს არაერთხელ მითქვამს. თუმცა, საბოლოო წერტილს ამ საქმეში გამოძიება დასვამს", - აღნიშნა იური უსუპოვმა.

ზურაბ ჟვანია და რაულ უსუპოვი 2005 წლის 3 თებერვალს, საბურთალოს ქუჩაზე მდებარე ერთ-ერთ ბინაში გარდაცვლილი იპოვეს. ოფიციალური ვერსიით, ისინი ბუნებრივი აირის გაჟონვის შედეგად დაიღუპნენ.

ასევე იხილეთ: კბილაშვილი - ზურაბ ჟვანიას საქმეში ნამდვილად არის ახალი მტკიცებულებები, შესაბამისად - ახალი ვერსია

"ინტერპრესნიუსი"

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ