საკალმახე მეურნეობები ხელისუფლებისგან დახმარებას ითხოვენ. რეგიონებში მოქმედი საკალმახე მეურნეობების წარმომადგენლების განცხადებით, წარმოება შემცირებულია და თუ მუშაობა ასეთ პირობებში გაგრძელდება, ადგილობრივ ბაზარზე კალმახის წილი შემცირდება.
მათივე განცხადებით, საკვები საქართველოში არ მზადდება და საკალმახე მეურნეობის ბიზნესში ჩართულ მეწარმეებს მისი შეძენისას 18%-იანი დღგ-ს გადახდა უწევთ და ეს ძალიან მაღალი ნიშნულია, როდესაც მეურნეობის ხაჯების 85% სწორედ საკვებზე მოდის.
"დღეს თუ ჩვენ ვსაუბრობთ, საკალმახე მეურნეობების დახმარებაზე, მაშინ ხელისუფლებამ ამ დარგის განვითარება საგადასახადო ტვირთის შემსუბუქებისგან უნდა დაიწყოს. საკალმახე მეურნეობები დღგ-სგან 2-3 წლით მაინც უნდა გაგვთავისუფლოს, რაც თავის მხრივ, წარმოების ზრდაზეც აისახება" ,- აცხადებენ საკალმახე მეურნეობებში.
რა? სად? რა ფასად?
გაიგეთ ”რადიო მარკეტში”
ყოველ სამუშაო დღეს 10:50 და 11:50 საათზე
რადიო ”პალიტრის” ეთერში - FM 103.9