დღევანდელ ეპოქაში ადამიანები ცდილობენ, ბავშვები მიცვალებულთან დაკავშირებულ ნებისმიერ რიტუალს მოარიდონ. ვიქტორიანულ ეპოქაში კი გარდაცვლილი ადამიანისთვის სამახსოვრო ფოტოს გადაღება იყო მიღებული. ამასთან, გარდაცვლილ ადამიანს ჩვეულებრივი ყოფის ამსახველ ვითარებაში, მაგალითად დივანზე წამოწოლილს, ან თოჯინების გარემოცვაში მყოფს იღებდნენ. ოჯახის წევრები არ ერიდებოდნენ გადაეღოთ ფოტო გარდაცვლილთან ერთად.
მომზადებულია energia.livejournal.com-ის მიხედვით.