Faceამბები
საზოგადოება

26

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის ოცდამეცხრე დღე დაიწყება 03:56-ზე, მთვარე 21:22-დან ტყუპში იქნება – საკმაოდ რთული დღეა. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფინანსურ ოპერაციებს, ყოველგვარ ვაჭრობასა და სასამართლო საქმეს. სხვა დღისთვის გადადეთ უფროსთან შეხვედრა და საქმეებზე საუბარს. არ გირჩევთ მგზავრობას, საქმეების გარჩევას. მეტად დაისვენეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში. ამ დღეს ქორწინება დაუშვებელია. განქორწინების მიზეზი ერთ-ერთი მეუღლის ღალატი ან ტყუილი გახდება. სასურველია ამ დღეს დაიცვათ მარხვა. ნებადართულია რძის პროდუქტები. ხორცი არა. ძილის წინ მიიღეთ გამწმენდი შხაპი. ნაკლები დრო გაატარეთ უჰაერო ოთახში, მოერიდეთ ე.წ. მოწევის ადგილებს. გაანიავეთ ოთახი. შეამცირეთ დატვირთვა ხელებსა და მხრებზე.
პოლიტიკა
მსოფლიო
სამხედრო
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
წიგნები
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
დიანას საუკეთესო მეგობარი: ”პრინცი ჩარლზი მისი ცხოვრების სიყვარული იყო”
დიანას საუკეთესო მეგობარი: ”პრინცი ჩარლზი მისი ცხოვრების სიყვარული იყო”

ბი­ოგ­რა­ფი­უ­ლი დრა­მა "დი­ა­ნა- სიყ­ვა­რუ­ლის ის­ტო­რია", მსოფ­ლიო კი­ნო­თე­ატ­რებ­ში "მოგ­ზა­უ­რო­ბას" გა­ნაგ­რძობს. რამ­დე­ნი­მე დღის წინ სუ­რა­თი ბრა­ზი­ლი­ა­ში აჩ­ვე­ნეს, სა­დაც პრინ­ცე­სა დი­ა­ნას უახ­ლო­ე­სი მე­გო­ბა­რი ლუ­სია ფლე­ჩა დე ლიმა ცხოვ­რობს.

დე ლი­მამ მა­მა­კა­ცებ­თან პრინ­ცე­სა დი­ა­ნას ურ­თი­ერ­თო­ბა­ზე ისა­უბ­რა. "პრინ­ცი ჩარლ­ზი მისი ცხოვ­რე­ბის სიყ­ვა­რუ­ლი იყო", - გა­ნა­ცხა­და დე ლი­მამ. ასე­თი­ვე კა­ტე­გო­რი­უ­ლი გან­ცხა­დე­ბა გა­ა­კე­თა ლუ­სი­ამ დოდი ალ-ფა­ე­დის შე­სა­ხე­ბაც - "დი­ა­ნა არ იყო მას­ზე შეყ­ვა­რე­ბუ­ლი".

რაც შე­ე­ხე­ბა კარ­დი­ო­ქი­რურგ ჰანსტ ჰანს, რო­მელ­თან რო­მან­ზეც არის ახა­ლი ფილ­მი გა­და­ღე­ბუ­ლი, დე ლი­მამ აღ­ნიშ­ნა, რომ მის მი­მართ "რა­ღაც ვნე­ბა შე­იძ­ლე­ბა ყო­ფი­ლი­ყო".

რო­გორც ბრი­ტა­ნუ­ლი მე­დია წერს, ლუ­სია ფლე­ჩა დე ლიმა პრინ­ცე­სა დი­ა­ნას ყვე­ლა­ზე ახლო მე­გო­ბა­რი იყო. მას შემ­დე­გაც კი, რაც ლიმა თა­ვის დიპ­ლო­მატ მე­უღ­ლეს­თან ერ­თად აშშ-ში გა­და­ვი­და, ის ინარ­ჩუ­ნებ­და რე­გუ­ლა­რულ ურ­თი­ერ­თო­ბას დი­ა­ნას­თან და დიდ ბრი­ტა­ნეთ­ში ჩა­დი­ო­და ხოლ­მე. ლი­მამ დი­ა­ნას სა­სიყ­ვა­რუ­ლო პე­რი­პე­ტი­ე­ბის მოს­მე­ნის შემ­დეგ მას ხში­რად ეუბ­ნე­ბო­და - ისე­თი შეგ­რძნე­ბა მაქვს, რომ შენ ბრი­ტა­ნე­ლი კი არა, ლა­თი­ნო­ა­მე­რი­კე­ლი ხარო.

შე­გახ­სე­ნებთ, ფილ­მი "დი­ა­ნა- სიყ­ვა­რუ­ლის ის­ტო­რია" რე­ჟი­სორ­მა ოლი­ვერ ჰირ­შბი­გელ­მა გა­და­ი­ღო. სუ­რათ­ში მთა­ვა­რი როლი ნა­ო­მი უოტსმა და ნა­ვინ ენ­დრი­უს­მა შე­ას­რუ­ლეს.

ასე­ვე იხი­ლეთ:

უც­ნო­ბი პრინ­ცე­სა დი­ა­ნა

მომ­ზა­დე­ბუ­ლია spletnik.ru-ს მი­ხედ­ვით.

sponsored by ContentRoom
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ჩრდილოეთ კორეის ახალმა სამხედრო ხომალდმა კატასტროფა განიცადა

დიანას საუკეთესო მეგობარი: ”პრინცი ჩარლზი მისი ცხოვრების სიყვარული იყო”

დიანას საუკეთესო მეგობარი: ”პრინცი ჩარლზი მისი ცხოვრების სიყვარული იყო”

ბიოგრაფიული დრამა "დიანა- სიყვარულის ისტორია",  მსოფლიო კინოთეატრებში "მოგზაურობას" განაგრძობს.  რამდენიმე დღის წინ სურათი ბრაზილიაში აჩვენეს, სადაც პრინცესა დიანას უახლოესი მეგობარი ლუსია ფლეჩა დე ლიმა ცხოვრობს.

დე ლიმამ მამაკაცებთან პრინცესა დიანას ურთიერთობაზე ისაუბრა. "პრინცი ჩარლზი მისი ცხოვრების სიყვარული იყო", - განაცხადა დე ლიმამ. ასეთივე კატეგორიული განცხადება გააკეთა ლუსიამ დოდი ალ-ფაედის შესახებაც - "დიანა არ იყო მასზე შეყვარებული".

რაც შეეხება კარდიოქირურგ ჰანსტ ჰანს, რომელთან რომანზეც არის ახალი ფილმი გადაღებული, დე ლიმამ აღნიშნა, რომ მის მიმართ "რაღაც ვნება შეიძლება ყოფილიყო".

როგორც ბრიტანული მედია წერს, ლუსია ფლეჩა დე ლიმა პრინცესა დიანას ყველაზე ახლო მეგობარი იყო. მას შემდეგაც კი, რაც ლიმა თავის დიპლომატ მეუღლესთან ერთად აშშ-ში გადავიდა, ის ინარჩუნებდა რეგულარულ ურთიერთობას დიანასთან და დიდ ბრიტანეთში ჩადიოდა ხოლმე. ლიმამ დიანას სასიყვარულო პერიპეტიების მოსმენის შემდეგ მას ხშირად ეუბნებოდა  - ისეთი შეგრძნება მაქვს, რომ შენ ბრიტანელი კი არა, ლათინოამერიკელი ხარო.

შეგახსენებთ, ფილმი "დიანა- სიყვარულის ისტორია" რეჟისორმა ოლივერ ჰირშბიგელმა გადაიღო. სურათში მთავარი როლი ნაომი უოტსმა და ნავინ ენდრიუსმა შეასრულეს.

ასევე იხილეთ:

უცნობი პრინცესა დიანა

მომზადებულია spletnik.ru-ს მიხედვით.

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა