პოლიტიკა
სამართალი

6

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეთერთმეტე დღე დაიწყება 17:02-ზე, მთვარე სასწორშია – ერთ-ერთი ყველაზე ენერგიული, წარმატებული და ძლიერი დღეა. ნებისმიერი დავალების შესრულებისას საჭიროა სიფრთხილე და ყურადღება. იმოქმედეთ გადამწყვეტად, ბიზნესში თუ სამსახურში. განხორციელდეთ ის, რაც ჩაფიქრებული გქონდათ. გააფორმეთ კონტრაქტები, დაიკავეთ ახალი პოზიცია. დაასრულეთ რაც დაიწყეთ. დღის საუკეთესო საკვებად ითვლება წვენები და ხილი. გამოიჩინეთ მზრუნველობა და სიყვარული საყვარელი ადამიანის მიმართ, მიართვათ საჩუქარი.
მეცნიერება
სამხედრო
საზოგადოება
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
Faceამბები
მოზაიკა
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
პრემიერის უფლებამოსილების შემცირებასთან დაკავშირებული საკონსტიტუციო ცვლილებები ძალაში შევიდა
პრემიერის უფლებამოსილების შემცირებასთან დაკავშირებული საკონსტიტუციო ცვლილებები ძალაში შევიდა

პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრის უფ­ლე­ბა­მო­სი­ლე­ბის შემ­ცი­რე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით პარ­ლა­მენ­ტის მიერ მი­ღე­ბუ­ლი სა­კონ­სტი­ტუ­ციო ინი­ცი­ა­ტი­ვა ძა­ლა­შია.

სა­კონ­სტი­ტუ­ციო ცვლი­ლე­ბე­ბის პრო­ექ­ტი, რო­მე­ლიც პარ­ლა­მენ­ტმა მე­სა­მე მოს­მე­ნით 4 ოქ­ტომ­ბრის სე­სი­ა­ზე და­ამ­ტკიც­და, მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის ხელ­მო­წე­რით გა­მოქ­ვეყ­ნდა. დღე­ი­დან ძა­ლა­ში შე­ვი­და სა­კა­ნონ­სტი­ტუ­ციო ცვლი­ლე­ბე­ბი, რო­მე­ლიც საპ­რე­ზი­დენ­ტო არ­ჩევ­ნე­ბის შემ­დეგ ასა­მოქ­მე­დე­ბე­ლი რიგი კონ­სტი­ტუ­ცი­უ­რი ნორ­მე­ბის შეც­ვლას ით­ვა­ლის­წი­ნებს.

კერ­ძოდ კი, პრე­მი­ერ-მი­ნისტრს აღარ ექ­ნე­ბა უფ­ლე­ბა­მო­სი­ლე­ბა იმი­სა, პარ­ლა­მენ­ტის მიერ კა­ნონპ­რო­ექ­ტის მი­ღე­ბის სა­კი­თხი მთავ­რო­ბის ნდო­ბის სა­კითხს და­უ­კავ­ში­როს და მთავ­რო­ბის მიერ პარ­ლა­მენ­ტში კა­ნონპ­რო­ექ­ტის წარ­დგე­ნას­თან ერ­თად, პარ­ლა­მენ­ტის წი­ნა­შე მთავ­რო­ბის ნდო­ბის სა­კი­თხი დას­ვას. ამას­თან, ამა­ვე ცვლი­ლე­ბე­ბის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით, პარ­ლა­მენ­ტის მიერ ახა­ლი სა­ბი­უ­ჯე­ტო წლის და­წყე­ბი­დან ორი თვის გან­მავ­ლო­ბა­ში სა­ხელ­მწი­ფო ბი­უ­ჯე­ტის მი­უ­ღებ­ლო­ბა, მთავ­რო­ბის­თვის უნ­დობ­ლო­ბის გა­მო­ცხა­დე­ბად ჩა­ით­ვლე­ბა და კონ­სტი­ტუ­ცი­ით დად­გე­ნი­ლი შე­სა­ბა­მი­სი პრო­ცე­დუ­რე­ბი ამოქ­მედ­დე­ბა.

გარ­და ამი­სა, ძა­ლა­ში შე­სუ­ლი სა­კონ­სტი­ტუ­ციო ინი­ცი­ა­ტი­ვა პარ­ლა­მენ­ტის მიერ მთავ­რო­ბის შე­მად­გენ­ლო­ბა­ში ცვლი­ლე­ბე­ბის შე­ტა­ნა­ზე კონ­ტროლ­საც ეხე­ბა. კერ­ძოდ კი, კონ­სტი­ტუ­ცი­ა­ში დარ­ჩა პრე­ზი­დენ­ტის ვალ­დე­ბუ­ლე­ბა, მთავ­რო­ბის თავ­და­პირ­ვე­ლი შე­მად­გენ­ლო­ბის ერთი მე­სა­მე­დით, მაგ­რამ არა­ნაკ­ლებ მთავ­რო­ბის ხუთი წევ­რით გა­ნახ­ლე­ბის შემ­თხვე­ვა­ში, პარ­ლა­მენტს ნდო­ბის მი­სა­ღე­ბად მთავ­რო­ბის შე­მად­გენ­ლო­ბა წა­რუდ­გი­ნოს. აღ­ნიშ­ნუ­ლი ნორ­მა, კონ­სტი­ტუ­ცი­ა­ში ოქ­ტომ­ბრის საპ­რე­ზი­დენ­ტო არ­ჩევ­ნე­ბის შემ­დეგ აღარ იარ­სე­ბებ­და, თუმ­ცა მმარ­თვე­ლი გუნ­დის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბი­თა და მი­ღე­ბუ­ლი სა­კონ­სტი­ტუ­ციო პრო­ექ­ტით, ის ძა­ლა­ში დარ­ჩა.

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი"

პრემიერის უფლებამოსილების შემცირებასთან დაკავშირებული საკონსტიტუციო ცვლილებები ძალაში შევიდა

პრემიერის უფლებამოსილების შემცირებასთან დაკავშირებული საკონსტიტუციო ცვლილებები ძალაში შევიდა

პრემიერ-მინისტრის უფლებამოსილების შემცირებასთან დაკავშირებით პარლამენტის მიერ მიღებული საკონსტიტუციო ინიციატივა ძალაშია.

საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტი, რომელიც პარლამენტმა მესამე მოსმენით 4 ოქტომბრის სესიაზე დაამტკიცდა, მიხეილ სააკაშვილის ხელმოწერით გამოქვეყნდა. დღეიდან ძალაში შევიდა საკანონსტიტუციო ცვლილებები, რომელიც საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ ასამოქმედებელი რიგი კონსტიტუციური ნორმების შეცვლას ითვალისწინებს.

კერძოდ კი, პრემიერ-მინისტრს აღარ ექნება უფლებამოსილება იმისა, პარლამენტის მიერ კანონპროექტის მიღების საკითხი მთავრობის ნდობის საკითხს დაუკავშიროს და მთავრობის მიერ პარლამენტში კანონპროექტის წარდგენასთან ერთად, პარლამენტის წინაშე მთავრობის ნდობის საკითხი დასვას. ამასთან, ამავე ცვლილებების გათვალისწინებით, პარლამენტის მიერ ახალი საბიუჯეტო წლის დაწყებიდან ორი თვის განმავლობაში სახელმწიფო ბიუჯეტის მიუღებლობა, მთავრობისთვის უნდობლობის გამოცხადებად ჩაითვლება და კონსტიტუციით დადგენილი შესაბამისი პროცედურები ამოქმედდება.

გარდა ამისა, ძალაში შესული საკონსტიტუციო ინიციატივა პარლამენტის მიერ მთავრობის შემადგენლობაში ცვლილებების შეტანაზე კონტროლსაც ეხება. კერძოდ კი, კონსტიტუციაში დარჩა პრეზიდენტის ვალდებულება, მთავრობის თავდაპირველი შემადგენლობის ერთი მესამედით, მაგრამ არანაკლებ მთავრობის ხუთი წევრით განახლების შემთხვევაში, პარლამენტს ნდობის მისაღებად მთავრობის შემადგენლობა წარუდგინოს. აღნიშნული ნორმა, კონსტიტუციაში ოქტომბრის საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ აღარ იარსებებდა, თუმცა მმართველი გუნდის გადაწყვეტილებითა და მიღებული საკონსტიტუციო პროექტით, ის ძალაში დარჩა.

"ინტერპრესნიუსი"

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა