დღეს "ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე შალვა რამიშვილმა საინტერესო სტატუსი გამოაქვეყნა, რომელსაც სრულად მოვიყვანთ:
" მოკლედ რომ ვთქვათ ნაც მოძის იდეოლოგიის მთავარი პოსტულატი იყო შემდეგი:
"ქართველი ხალხი არ ვარგა! სახელმწიფოებრიობის არარსებობამ, კომუნისტურმა დიქტატურამ, 90-იანმა არეულმა წლებმა დაღი დაასვა ერს. ქართველს თავისუფლება არ უნდა მისცე იმიტომ, რომ მას ცუდად გამოიყენებს (დაიწყებს ქრთამების აღებ-მიცემობას, გააძლიერებს ქუჩურ მენტალიტეტს, შეეტენება რუსეთს და მისთ).
ამიტომ ქართველი უნდა გაწრვთნა. ეს მისია მცირერიცხოვან, მაგრამ "პრადვინუტ" ნაც. მოძელებს ერგოთ.
ნაც. მოძის კრახი ამ იდეოლოგიას არ სპობს. დარჩებიან ადამინები, რომლებთაც აქვთ იდიოსინკრაზია მეინსტრიმული კულტურისადმი, რომლებიც საშუალო სტატისტიკურ ქართველს ბნელ არსებად თვლიან. ამ ადამიანებს შეიძლება არ ევასებოდათ ნაც. მოძი, მაგრამ ევასებათ ზემოაღწერილი იდეოლოგია.
ეს ადამიანები დარჩებიან და გაარძელებენ მოღვაწეობას. რომელი პოლიტიკური ძალა შეძლებს მათ მობილიზაციას?
აი ესაა საკითხავი!
პ.ს. უფრო ლაკონურად ეს შეკითხვა ასე ჩამოყალიბდება: ვის მისცემს ხმას შემდეგ არჩევნებზე გოგი გვახარია? "
შალვა რამიშვილთან საუბარი სწორედ გოგი გვახარიას თემით დავიწყეთ:
- მე კონკრეტულად გოგი გვახარიაზე არ ვლაპარაკობ, გოგი გვახარია კრებითი სახეა. მე, ზოგადად, ისეთ ადამიანებზე ვლაპარაკობ, რომლებიც არ იყვნენ შემჩნეული "ნაციონალური მოძრაობის" ღია მხარდაჭერაში, ხოლო "ნაციონალური მოძრაობის" კრახის შემდეგ მე დავსვი კითხვა, თუ ვინ დაიკავებს ამ იდეოლოგიის მატარებელი ძალის ადგილს.
- გოგი გვახარიამ თქვენი სტატუსი შეადარა დილის ერექციას...
- ჩემმა სტატუსმა გამოიწვია გოგის დილის ერექცია? თუ ასეა, მაშინ ვულოცავ!
-რამდენიმე წლის წინ, თქვენ იყავით სტუმრად გოგი გვახარიას გადაცემაში "ფსიქო". მაშინაც ასე ფიქრობდით მასზე?
-ეს იყო ძალიან დიდი ხნის წინ. მაშინ თავში საყმაწვილო ქარი მიქროდა, თუმცა, მაშინ სულ სხვა მოცემულობა იყო. ჩემი ასაკიდან და ჩემი მეამბოხე მდგომარეობიდან გამომდინარე, საჭირო იყო გარკვეული ეპატაჟი, რომლის გაკეთებაც მიწევდა. ეს იყო სრულიად ბუნებრივი, მაგრამ როდესაც შენ 42 წლის ასაკში ისევე აზროვნებ, როგორც 24 წლის, როდესაც გარკვეული მსოფლმხედველობრივი ცვლილებები არ გაქვს (გარკვეული და არა ძირეული), ეს, ჩემი აზრით, არაა მართებული. შესაბამისად, იმ გადაცემაში თავს უფლება მივეცი და ვთქვი ისეთი რაღაცეები, რისიც მაშინ გულწრფელად მჯეროდა და სრულიად გააზრებულად ვილაპარაკე, ხოლო დღეს ამ ყველაფერს სულ სხვანაირად ვიტყოდი (თუმცა, იმის, რაც მაშინ ვთქვი დღესაც მჯერა). რაც შეეხება გოგი გვახარიას, ცხადია აქვს გარკვეული მსოფლმხედველობა, რომელიც, ბუნებრივია, პატივსაცემია, მაგრამ მეც მაქვს უფლება, მისი მსოფლმხედველობა გავაკრიტიკო.