მსოფლიო
Faceამბები
სამართალი
კონფლიქტები
სამხედრო
პოლიტიკა
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
საბავშვო ბაღების გარეშე ახალციხეში 500-მდე ბავში დარჩა
საბავშვო ბაღების გარეშე ახალციხეში 500-მდე ბავში დარჩა

ახალ­ცი­ხის სა­ბავ­შვო ბა­ღებ­ში ახა­ლი ხე­ლი­სუფ­ლე­ბის მოს­ვლის შემ­დეგ რიგი ცვლი­ლე­ბე­ბი გან­ხორ­ცი­ელ­და: მო­ი­მა­ტა და­საქ­მე­ბუ­ლი პერ­სო­ნა­ლის ანა­ზღა­უ­რე­ბამ, და­ი­წყო სა­რე­მონ­ტო სა­მუ­შა­ო­ე­ბი, და­ე­მა­ტა ახა­ლი ჯგუ­ფე­ბი, გა­უქ­მდა გა­და­სა­ხა­დი. თუმ­ცა პი­რო­ბე­ბის გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბის პა­რა­ლე­ლუ­რად, პრობ­ლე­მე­ბი კვლა­ვაც არ­სე­ბობს.

ორ წლამ­დე ასა­კის პა­ტა­რებს ბა­ღე­ბი და­ა­ტო­ვე­ბი­ნეს, 500 პა­ტა­რა კი ად­გი­ლე­ბის არ­ქო­ნის მი­ზე­ზით ბაღ­ში ვერ მი­ვი­და. 2 წლამ­დე ასა­კის ბავ­შვის მშობ­ლებს გა­მო­სა­ვა­ლი არ აქვთ, ვი­ნა­ი­დან კა­ნო­ნი ასა­კობ­რივ ზღვარს აწე­სებს. რაც შე­ე­ხე­ბა ბაღ­ში ბავ­შვის მიყ­ვა­ნის სხვა მსურ­ვე­ლებს, მათი გან­ცხა­დე­ბე­ბი სა­ბავ­შო ბა­ღებ­ში დღემ­დე ინა­ხე­ბა. მშობ­ლებ­მა არ იცი­ან, რო­დის შე­ა­ღე­ბენ მათი შვი­ლე­ბი სა­ბავ­შვო ბა­ღე­ბის კარს.

ახალ­ცი­ხის სკო­ლამ­დე­ლი აღ­ზრდის და­წე­სე­ბუ­ლე­ბა­თა გა­ერ­თი­ა­ნე­ბის ხელ­მძღვა­ნე­ლის ნანა გე­ლაშ­ვი­ლის გან­მარ­ტე­ბით, მას შემ­დეგ, რაც სკო­ლამ­დე­ლი აღ­ზრდის და­წე­სებ­ლე­ბე­ბი უფა­სო გახ­და, აღ­საზ­რდე­ლე­ბის რა­ო­დე­ნო­ბამ საგ­რძნობ­ლად იმა­ტა. ამას­თან, ამ ეტაპ­ზე ოთხ სტან­დარ­ტულ ბაგა-ბაღ­ში რე­მონ­ტია. ხელ­შეკ­რუ­ლე­ბის თა­ნახ­მად, სა­მუ­შა­ო­ე­ბი ნო­ემ­ბრის შუა რი­ცხვებ­ში უნდა დას­რულ­დეს. ამის შემ­დეგ შეძ­ლე­ბენ და­მა­ტე­ბი­თი ჯგუ­ფე­ბის გახ­სნას.

იხი­ლეთ ვრცლად

"სამ­ხრე­თის კა­რიბ­ჭე"

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ ყირიმის ანექსიისთვის დაწესებული სანქციები ერთი წლით გაახანგრძლივა

საბავშვო ბაღების გარეშე ახალციხეში 500-მდე ბავში დარჩა

საბავშვო ბაღების გარეშე ახალციხეში 500-მდე ბავში დარჩა

ახალციხის საბავშვო ბაღებში ახალი ხელისუფლების მოსვლის შემდეგ რიგი ცვლილებები განხორციელდა: მოიმატა დასაქმებული პერსონალის ანაზღაურებამ, დაიწყო სარემონტო სამუშაოები, დაემატა ახალი ჯგუფები, გაუქმდა გადასახადი. თუმცა პირობების გაუმჯობესების პარალელურად, პრობლემები კვლავაც არსებობს.

ორ წლამდე ასაკის პატარებს ბაღები დაატოვებინეს, 500 პატარა კი ადგილების არქონის მიზეზით ბაღში ვერ მივიდა. 2 წლამდე ასაკის ბავშვის მშობლებს გამოსავალი არ აქვთ, ვინაიდან კანონი ასაკობრივ ზღვარს აწესებს. რაც შეეხება ბაღში ბავშვის მიყვანის სხვა მსურველებს, მათი განცხადებები საბავშო ბაღებში დღემდე ინახება. მშობლებმა არ იციან, როდის შეაღებენ მათი შვილები საბავშვო ბაღების კარს.

ახალციხის სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებათა გაერთიანების ხელმძღვანელის ნანა გელაშვილის განმარტებით, მას შემდეგ, რაც სკოლამდელი აღზრდის დაწესებლებები უფასო გახდა, აღსაზრდელების რაოდენობამ საგრძნობლად იმატა. ამასთან, ამ ეტაპზე ოთხ სტანდარტულ ბაგა-ბაღში რემონტია. ხელშეკრულების თანახმად, სამუშაოები ნოემბრის შუა რიცხვებში უნდა დასრულდეს. ამის შემდეგ შეძლებენ დამატებითი ჯგუფების გახსნას.

იხილეთ ვრცლად

”სამხრეთის კარიბჭე”

იმერეთის გუბერნატორის ხელფასი გაორმაგდა

ორი ობლისა და ორი ბებიას შემზარავი გასაჭირი გურიაში

ფოთისა და ყულევის სანაპიროზე საშტორმო მდგომარეობა გამოცხადდა