1889 წლის 17 იანვარს გაჩნდა ადამიანი, რომელსაც ორგანიზებული დანაშაულის ნამდვილ მამად აღიარებენ - ლეგენდარული ალფონსო გაბრიელ კაპონე, მთელ მსოფლიოში ცნობილია სახელით ალ.
"ტკბილი სიტყვითა და რევოლვერით უფრო მეტს შეიძლება მიაღწიო, ვიდრე მხოლოდ ტკბილი სიტყვით", - ალ კაპონეს ეს სიტყვები სწორია თუ არა, თქვენ თავად გადაწყვიტეთ.
წარმოგიდგენთ განგსტერების სიას, რომლებიც შიშის ზარს სცემდნენ ადამიანებს და უზარმაზარი გავლენა ჰქონდათ სხვადასხვა ქვეყნის მთავრობებსა თუ ქვეყნებზე.
10. მეირ ლანსკი (1902-1983)
რუსეთის იმპერიის გადმონაშთი, რომელმაც საკუთარი შესაძლებლობები აშშ-ში გამოავლინა. ცნობილია როგორც "მაფიის ბუღალტერი". აშშ-ის "ეროვნული კრიმინალური სინდიკატის" შექმნაში ერთ-ერთი მთავარი როლი შეასრულა.
ლანსკი რამდენიმე ათწლეული აშშ-ის ერთ-ერთ ყველაზე გავლენიან ადამიანად ითვლებოდა.
9. ერიბერტო ლასკანო (დაიბადა 1974 წელს)
მექსიკური კრიმინალური დაჯგუფების Los Zetas-ის ლიდერი. Los Zetas ძირითადად ნარკომოვაჭრეობით, შეკვეთილი მკვლელობებით, გამოძალვით, იარაღის კონტრაბანდით, ადამიანების გატაცებითა და არალეგალური მიგრაციით იყო დაკავებული.
დაუნდობელი მოპყრობის გამო დაჯგუფებას "ჯალათები" უწოდეს. დაჯგუფების ანგარიშზე დაახლოებით 72 ემიგრანტის მკვლელობა და ტურისტების გატაცებაა გამოსასყიდვის მოთხოვნით.
8. ვინსენტ ჯიგანტე "ნიკაპი" (1928-2005)
იტალიურ-ამერიკული კრიმინალური ოჯახის ჯენოვეზეს ბოსი. ამ დაჯგუფებას ასევე ორგანიზებული დანაშაულის "როლს-როისს" ეძახიან.
ვინსენტ ჯიგანტეს მაფიოზები ნიუ იორკისა და აშშ-ის სხვა ქალაქების კრიმინალურ სამყაროებს აკონტროლებდნენ. თავად "ნიკაპს" კი ბევრჯერ მიუმართავს ფსიქიური დაავადების იმიტაციისკენ, რომ ციხეში არ ჩამჯდარიყო.
აშშ-ის გამოძიების ფედერალური ბიუროს ექსპერტების აზრით, ამერიკელი განგსტერების ერთ-ერთი ყველაზე ძნელად დასაკავებელი წარმოამდგენელი იყო.
7. ალბერტ ანასტაზია (1902-1957)
გამბინოს ოჯახის მეთაური. გამბინოს ოჯახი აშშ-ის ხუთი ყველაზე გავლენიანი კრიმინალური დაჯგუფების წარმომადგენელია. ალბერტის ზედმეტსახელი "მთავარი ჯალათი" იყო. მისი დაჯგუფების, რომელსაც "მკვლელების კორპორაციას" ეძახდნენ, ანგარიშზე 700 შეკვეთილი მკვლელობაა.