პოლიტიკა
სამართალი

5

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის მეათე დღე დაიწყება 15:45-ზე, მთვარე სასწორშია – რეკომენდებულია საოჯახო ბიზნესის დაწყება. ოჯახთან დაკავშირებული ფინანსური საკითხების მოგვარება. მოლაპარაკებების წარმოება, კონტაქტების დამყარება. გააძლიერეთ კავშირები. გააუმჯობესეთ ოჯახური ურთიერთობები, აღადგინეთ ოჯახური ტრადიციები. კარგია სახლის აშენება ან გარემონტება. დღეს დაწყებული მოგზაურობა აუცილებლად წარმატებით დასრულდება. ზედმეტი არ მიირთვათ. კარგია მცენარეული ჩაის, ნატურალური წვენების დალევა და ბოსტნეულის კერძების ჭამა.
Faceამბები
საზოგადოება
მოზაიკა
სპორტი
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ოთო ფოლადაშვილი და იულია ქავთარაძე: "დროის უმეტეს ნაწილს ერთად ვატარებთ. დღე და ღამე ვვარჯიშობთ"
ოთო ფოლადაშვილი და იულია ქავთარაძე: "დროის უმეტეს ნაწილს ერთად ვატარებთ. დღე და ღამე ვვარჯიშობთ"

"ცეკ­ვა­ვენ ვარ­სკვლა­ვე­ბის" რამ­დე­ნი­მე წყვილს სა­რე­პე­ტი­ციო დარ­ბაზ­ში ვეწ­ვი­ეთ. ისი­ნი ენერ­გი­ას არ ზო­გა­ვენ იმის­თვის, რომ მა­ყუ­რებ­ლის წი­ნა­შე ყო­ველ ხუთ­შა­ბათს ღირ­სე­უ­ლად წარ­დგნენ. დარ­ბაზ­ში მი­სუ­ლებ­მა პირ­ვე­ლი ვინც ვნა­ხეთ, ნინა წკრი­ა­ლაშ­ვი­ლი იყო. მას და მის პარტნი­ორს რე­პე­ტი­ცია უკვე და­ემ­თავ­რე­ბი­ნათ. ნინა კმა­ყო­ფი­ლი მი­დი­ო­და შინ. ცეკ­ვა, რო­მე­ლიც ხუ­თა­შა­ბათს უნდა წარ­მო­ვად­გი­ნოთ, უკვე ვის­წავ­ლეო... ამა­სო­ბა­ში ქარ­თუ­ლი წარ­მო­მავ­ლო­ბის უკ­რა­ი­ნე­ლი ვარ­სკვლა­ვი იუ­ლია ქავ­თა­რა­ძეც გა­მოჩ­ნდა. ისი­ნი თბი­ლად შეხ­ვდნენ ერ­თმა­ნეთს, მო­კი­თხვის შემ­დეგ ერ­თმა­ნე­თის ამ­ბე­ბიც გა­უ­ზი­ა­რეს, ცეკ­ვა­ში ვინ რა ის­წავ­ლა, რა აქვს კი­დევ შე­სას­წავ­ლი და და­ემ­შვი­დობ­ნენ.

იუ­ლი­ას რამ­დე­ნი­მე კი­თხვით ჩვენც მივ­მარ­თეთ:

იუ­ლია ქავ­თა­რა­ძე:

- რა­ტომ­ღაც ჟი­უ­რის მი­აჩ­ნია, რომ პრო­ფე­სი­ო­ნა­ლი მო­ცეკ­ვა­ვე ვარ, არა­და, ასე არ არის. ბავ­შვო­ბა­ში (4 წლი­დან 12 წლამ­დე) მხატ­ვრუ­ლი ტან­ვარ­ჯი­შით ვი­ყა­ვი და­კა­ვე­ბუ­ლი. იმის მერე ბევ­რი დრო გა­ვი­და... ჟი­უ­რის წევ­რე­ბი კი ამ­ბო­ბენ, რომ შენ­გან ბევ­რს მო­ვი­თხოვთ, იმი­ტომ რომ, პრო­ფე­სი­ო­ნა­ლუ­რად ცეკ­ვა­ვო. პრო­ფე­სი­ო­ნა­ლუ­რად კი არა, ეს ჩემ­თვის ჩი­ნუ­რი ან­ბა­ნი­ვი­თაა. მხატ­ვრუ­ლი ტან­ვარ­ჯი­შის ილე­თე­ბი არა­ნა­ი­რად არ ემ­თხვე­ვა სა­მე­ჯლი­სო ცეკ­ვე­ბი­სას. ის კი არა, მხატ­ვრუ­ლი ტან­ვარ­ჯი­ში ხელ­საც კი მიშ­ლის, რად­გა­ნაც სა­მე­ჯლი­სო ცეკ­ვებ­ში ხე­ლე­ბი, ფე­ხე­ბი, ტანი სულ სხვა­ნა­ი­რად უნდა ამოძ­რა­ვო. რთუ­ლია შეჩ­ვე­ვა. რე­პე­ტი­ცი­ა­ზე დგო­მაც კი მხატ­ვრუ­ლი ტან­ვარ­ჯი­შის მაქვს. მოკ­ლედ, სა­პი­რის­პი­რო ილე­თე­ბია და რაც ერთხელ გის­წავ­ლია, იმის გა­დაჩ­ვე­ვა ყო­ველ­თვის რთუ­ლია.

- მთავ­რია, რომ ჟი­უ­რი თქვე­ნი ცეკ­ვით კმა­ყო­ფი­ლია და ის მა­ყუ­რე­ბელ­საც მოს­წონს...

- მეც კმა­ყო­ფი­ლი ვარ, მაგ­რამ მათი სი­ტყვე­ბის შემ­დეგ თავს არ ვზო­გავ და იმ­დენს ვმუ­შა­ობ, რომ უკვე ვე­ღარ ვგრძნობ, სად მაქვს ზურ­გი, ფე­ხე­ბი, - ყვე­ლა­ფე­რი დამ­ტვრე­უ­ლი და და­ლე­წი­ლი მაქვს...

- სა­ვა­რა­უ­დოდ, თქვე­ნი კუნ­თე­ბი, ალ­ბათ, უკეთ მუ­შა­ობს...

- ალ­ბათ კუნ­თე­ბი უკეთ მუ­შა­ობს, არ ვიცი, ფაქ­ტია, რომ სე­რი­ო­ზუ­ლი დატ­ვირ­თვა გვაქვს, არ ვე­ლო­დი, თუ ასე ძა­ლი­ან და­ვიღ­ლე­ბო­დი... მოკ­ლედ, მთე­ლი სხე­უ­ლი მტკი­ვა...

- ხომ არ ნა­ნობთ, რომ ამ პრო­ექ­ტში მო­ნა­წი­ლე­ობთ?

- არა, რას ამ­ბობთ, რაც ვთქვი, ეს ამ ყვე­ლაფ­რის თან­მხლე­ბი პრო­ცე­სე­ბია და მო­სა­ლოდ­ნე­ლი სირ­თუ­ლე­ე­ბი. ამის გა­რე­შე არა­ფე­რი გა­მო­ვა, ამა­ვე დროს სა­სი­ა­მოვ­ნოც არის. დღე ამ დარ­ბაზ­ში გავ­დი­ვარ რე­პე­ტი­ცი­ას, სა­ღა­მოს - სტუ­დია "თე­ლა­ში" იქ, სა­დაც ოთო ფო­ლა­დაშ­ვი­ლი სწავ­ლობს, ას­წავ­ლის, აღი­ზარ­და და სა­დაც მე­გობ­რე­ბი ჰყავს. ცეკ­ვის შეს­წავ­ლა­ში ისი­ნიც მეხ­მა­რე­ბი­ან. მი­მარ­თუ­ლე­ბას გვაძ­ლე­ვენ და მხარს გვი­ჭე­რენ... მოკ­ლედ, დღე-ღა­მე­ში 24 სა­ათს ვვარ­ჯი­შობთ. დიდი-დიდი შუ­ა­ლე­დებ­ში ჭამა მო­ვას­წრო. მე­გობ­რე­ბი მი­რე­კა­ვენ და მე­უბ­ნე­ბი­ან, რომ ასე არ შე­იძ­ლე­ბა, სად­მე დავ­სხდეთ, ყავა მა­ინც დავ­ლი­ოთ და და­ვის­ვე­ნო­თო. იმის გამო, რომ სულ გა­დარ­ბე­ნა­ზე ვარ, "ბულ­კე­ბის" და ხა­ჭა­პუ­რის მეტს ვე­რა­ფერს ვჭამ. არა­და, ძა­ლი­ან მიყ­ვარს ქარ­თუ­ლი სამ­ზა­რე­უ­ლო, მაგ­რამ ვერ ვიც­ლი, რომ ნორ­მა­ლუ­რად და­ვა­გე­მოვ­ნო... ის კი არა, უდ­რო­ო­ბის გამო ძმა­საც იშ­ვი­ა­თად ვნა­ხუ­ლობ...

- რო­გორც ადრე მი­თხა­რით, ფსო­ნი გა­მარ­ჯვე­ბა­ზე მაქვს გა­კე­თე­ბუ­ლიო, ეს და­პი­რე­ბა კვლა­ვაც ძა­ლა­შია?

- აბა, რა? (ქარ­თუ­ლად ამ­ბობს). გა­მარ­ჯვე­ბამ­დე და გა­მარ­ჯვე­ბის­თვის ვიბ­რძო­ლებ. ძა­ლი­ან კარ­გი გუნ­დია.

- ვარ­სკვლა­ვებს ერ­თმა­ნეთ­თან რო­გო­რი ურ­თი­ერ­თო­ბა გაქვთ? და­ძა­ბუ­ლი კონ­კუ­რენ­ცი­აა თქვენ შო­რის?

- აქ ყვე­ლა ისე თავ­და­დე­ბით შრო­მობს და მუ­შა­ობს, ცდი­ლო­ბენ, მო­გე­ბა უნ­დათ, ყვე­ლა­ნი ერ­თმა­ნე­თის კონ­კუ­რენ­ტე­ბი ვართ, მაგ­რამ ჩვენ შო­რის, მე­გობ­რუ­ლი ატ­მოს­ფე­როა: "მა­ლა­დცი რე­ბი­ა­ტა!"

- თქვე­ნი გო­გო­ნა სად არის?

- პა­ტა­რა კი­ევ­შია, რად­გა­ნაც ბაღ­ში და­დის, გა­ი­სად სკო­ლა­ში მი­დის. ახლა მას ბე­ბი­ა­ჩე­მი (დე­დის დედა) უვ­ლის.

- რას იტყვით თქვენს პარტნი­ორ ოთო ფო­ლა­დაშ­ვილ­ზე, რო­მე­ლიც სა­ქარ­თვე­ლო­ში სა­უ­კე­თე­სო მო­ცეკ­ვა­ვეა...

- ოთო გა­ნუ­მე­ო­რე­ბე­ლია, პორო­ფე­სი­ო­ნა­ლია! სა­ერ­თოდ, მო­ცეკ­ვა­ვე­ე­ბის რე­პე­ტი­ცი­ის ყუ­რე­ბა მიყ­ვარს ხოლ­მე და ხში­რად ვუ­ყუ­რებ. ძა­ლი­ან მომ­წონს ისი­ნი, რე­პე­ტი­ცი­ებ­ზე სა­ო­ცარ რა­ღა­ცებს აკე­თე­ბენ. ოთო ცდი­ლობს, ყვე­ლა­ნა­ი­რად და­მეხ­მა­როს და ყო­ჩაღ მას! კარ­გი, კულ­ტუ­რუ­ლი ბი­ჭია, რაც, რა თქმა უნდა, სა­სი­ა­მოვ­ნოა...

- რაკი ოთო ვახ­სე­ნეთ, გე­ტყვით, რომ გუ­შინ თქვენ­ზე და თქვენ პარტნი­ორ­ზე ასე­თი ამ­ბა­ვი გა­ვი­გე: ოთო და იუ­ლია ახლო მე­გობ­რე­ბი არი­ან, ისე ახლო, რომ უკვე ერ­თა­დაც ცხოვ­რო­ბე­ნო...

- სა­ქარ­თვე­ლო­ში რამ­დენ­ჯე­რაც ჩა­მოვ­დი­ვარ, იმ­დენ­ჯერ ჩემ­ზე სხვა­დას­ხვა­ნა­ირ ჭორს ავ­რცე­ლე­ბენ. მე ისიც გა­ვი­გე, რომ ორ­სუ­ლად ვარ, ვთხოვ­დე­ბი, მაგ­რამ ამის შე­სა­ხებ ჯერ არა­ფე­რი ვიცი, რად­გან ეს ყვე­ლა­ფე­რი მე­ზობ­ლებ­მა თქვეს (სი­ცი­ლით ამ­ბობს)...

ყო­ველ­თვის ასე­თი სი­ტუ­ა­ცი­აა. ამ­ბო­ბენ, რა თქმა უნდა, სულ ამ­ბო­ბენ, ამის გა­რე­შე რო­გორ იქ­ნე­ბა? ილა­პა­რა­კონ. ჩემ შე­სა­ხებ გავ­რცე­ლე­ბულ ასეთ ხმებს არა მარ­ტო აქ, უკ­რა­ი­ნა­შიც ავ­რცე­ლე­ბენ... თა­ვი­დან ვნერ­ვი­უ­ლობ­დი, გან­ვიც­დი­დი და მინ­დო­და, რა­ღა­ცის დამ­ტკი­ცე­ბა, მეთ­ქვა, რომ ასე არ არის, მაგ­რამ ახლა ამას უკვე მსუ­ბუ­ქად ვუ­ყუ­რებ. ესე იგი, ვი­ღა­ცებს ძა­ლი­ან მოვ­წონ­ვართ და ხმას ამი­ტო­მაც გვივ­რცე­ლებს: ოჰ, რო­გო­რი კარ­გი წყვი­ლია და ერ­თად არი­ა­ნო... თუ ასე­თი ლა­პა­რა­კი ვინ­მეს სი­ა­მოვ­ნე­ბას ანი­ჭებს, კი ბა­ტო­ნო, ილა­პა­რა­კონ…

მე და ოთოს მარ­თლა კარ­გი ურ­თი­ერ­თო­ბა გვაქვს. სხვა­ნა­ი­რად არც შე­იძ­ლე­ბა, რად­გან სა­დაც არ უნდა ვმუ­შა­ობ­დე, ყო­ველ­თვის მინ­და, რომ ადა­მი­ა­ნებ­თან კარგ და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა­ში ვიყო. თბი­ლი ურ­თი­ერ­თო­ბა არა მარ­ტო ოთოს­თან, ყვე­ლა მო­ცეკ­ვა­ვეს­თან მაქვს.

ჩვენ ჩვენს საქ­მეს ვა­კე­თებთ და გა­მარ­ჯვე­ბა გვინ­და!

სა­რე­პე­ტი­ციო დარ­ბაზ­ში იუ­ლი­ას პარტნი­ო­რი, ოთო ფო­ლა­დაშ­ვი­ლიც გა­მოჩ­ნდა, სა­ნამ ვარ­ჯიშს შე­უდ­გე­ბო­და, მა­საც გა­ვე­სა­უბ­რეთ.

- ოთო, რა­ღაც ბედი გწყა­ლობს, ყო­ველ­თვის კარ­გი პარტნი­ო­რე­ბი გყავს...

- და­ვი­წყებ იმით, რომ სა­ერ­თოდ, ჩემი პარტნი­ო­რია ჯუ­ლი­ა­ნა ბარ­გნა­რი. მისი სა­ხით მა­გა­რი მე­წყვი­ლე მყავს.

"ცეკ­ვა­ვენ ვარ­სკვლა­ვებ­შიც" ყვე­ლა სე­ზონ­ზე მა­გა­რი პარტნი­ო­რე­ბი მყავ­და: ნუკი კოშ­კე­ლიშ­ვი­ლი, რუს­კა მა­ყაშ­ვი­ლი. ახლა III სე­ზო­ნი მიმ­დი­ნა­რე­ობს და კი­დევ ყვე­ლა­ზე მა­გა­რი პარტნი­ო­რი - იუ­ლია ქავ­თა­რა­ძის სა­ხით მე მყავს. სა­სი­ხა­რუ­ლოა, რომ კარ­გი მე­წყვი­ლე­ე­ბი მხვდე­ბა...

- მუ­შა­ო­ბის პრო­ცეს­ში პარტნი­ო­რის­გან რას ითხოვ?

- ცეკ­ვის დროს უნდა იფიქ­როს და თუ რა­ი­მე შე­ნიშ­ვნას ვაძ­ლევ, მის გა­მოს­წო­რე­ბა­ზე უნდა იზ­რუ­ნოს და ზე­და­პი­რუ­ლად არ უნდა იცეკ­ვოს. იუ­ლია ჩემს მი­თი­თე­ბებს კარ­გად არ­თმევს თავს, ყვე­ლა­ფერს მი­ჯე­რებს, ნი­ჭი­ე­რი გო­გოა. რა­საც ვე­უბ­ნე­ბი, მა­შინ­ვე ით­ვი­სებს. ჯერ­ჯე­რო­ბით, ჩვე­ნი რე­პე­ტი­ცი­ე­ბი და ვარ­ჯი­შე­ბი კარ­გად მიმ­დი­ნა­რე­ობს და ხელი არა­ფერს შე­უშ­ლია...

- სა­ერ­თოდ, რამ­დე­ნი ხა­ნია ცეკ­ვავ?

- 6 წლი­დან ვცეკ­ვავ და ახლა 19 წლის ვარ... ეს საქ­მი­ა­ნო­ბა ჩემ­თვის ყვე­ლა­ფე­რია... ძა­ლი­ან გვინ­და, რომ გა­ვი­მარ­ჯვოთ. სა­ერ­თოდ, ნე­ბის­მი­ე­რი მო­ცეკ­ვა­ვე, რო­დე­საც კონ­კურ­სში მო­ნა­წი­ლე­ობს, გა­მარ­ჯვე­ბის­კენ ის­წრაფ­ვის. ეს იქ­ნე­ბა "ცეკ­ვა­ვენ ვარ­სკვლა­ვე­ბი" თუ ჩემი და ჯუ­ლი­ა­ნას რა­ი­მე კონ­კურ­სი, ყველ­გან იმის­თვის ვმო­ნა­წი­ლე­ობთ, რომ გა­ვი­მარ­ჯვოთ და პირ­ვე­ლე­ბი ვი­ყოთ!

- სა­მე­ჯლი­სო სპორ­ტუ­ლი ფე­დე­რა­ცი­ის კონ­კურ­სებ­ში კი მო­ნა­წი­ლე­ობთ, მაგ­რამ ასე­თი პო­პუ­ლა­რუ­ლე­ბი ვერ გახ­დე­ბო­დით, "ცეკ­ვა­ვენ ვარ­სკვლა­ვებ­ში" რომ არ მო­ნა­წი­ლე­ობ­დეთ?

- კი, რა თქმა უნდა, ბევ­რი წე­ლია, მე და ჯუ­ლი­ა­ნა სა­ქარ­თვე­ლო­სა და კავ­კა­სი­ა­ში ჯერ­ჯე­რო­ბით ჩემ­პი­ო­ნე­ბი და პირ­ვე­ლე­ბი ვართ. გარ­და ამ სფე­როს ადა­მი­ა­ნე­ბი­სა, არა­ვინ გვიც­ნობ­და. ამ პრო­ექ­ტმა პო­პუ­ლა­რუ­ლი გაგ­ვხა­და, გზა გაგ­ვიკ­ვა­ლა, ჩვე­ნი ცეკ­ვე­ბის პო­პუ­ლა­რი­ზა­ცი­აც მოხ­და და კარ­გია. ამი­ტომ უნდა დაგ­ვი­მე­სი­ჯონ და ხალ­ხს იმე­დებს არ გა­ვუც­რუ­ებთ, ამის­თვის ყვე­ლა­ფერს ვა­კე­თებთ. ჩვე­ნი ნო­მე­რია: 95-105.

- ოთო, იცი, რომ შენი და იუ­ლი­ას შე­სა­ხებ ჭო­რე­ბი და­დის?

- რა ჭო­რე­ბი?

- თით­ქოს შენ და იუ­ლია ისე და­მე­გობ­რდით, რომ უკვე ერ­თა­დაც ცხოვ­რობთ...

- ერ­თად ნამ­დვი­ლად არ ვცხოვ­რობთ. მე ჩემი სახ­ლი მაქვს... უბ­რა­ლოდ, ვვარ­ჯი­შობთ და დღის უდი­დეს ნა­წილს ერ­თად ვა­ტა­რებთ.

- რად­გან სულ ერ­თად გხე­და­ვენ, ვი­ღა­ცებ­მა გა­და­წყვი­ტეს ეთ­ქვათ, რომ ერ­თად არი­ა­ნო...

- არ ვიცი, ვინ რა და­ი­ნა­ხა და არც ვიცი, ამ კი­თხვა­ზე რო­გორ გი­პა­სუ­ხოთ. დრო­ის უმე­ტეს ნა­წილს ერ­თად ვა­ტა­რებთ. დღე და ღამე ვვარ­ჯი­შობთ, 24-სა­ა­თი­ა­ნი რე­ჟი­მი გვაქვს და ჩვენ შო­რის მარ­თლა არა­ფე­რი ხდე­ბა.

- იმა­საც ამ­ბო­ბენ, ოთოს რო­გო­რი შე­ფე­რე­ბუ­ლი აქვს, რომ ასე­თი მა­გა­რი პარტნი­ო­რი ჰყავ­სო...

- ასე­თი პარტნი­ო­რის გვერ­დით დგო­მას ნე­ბის­მი­ე­რი ბიჭი შე­ი­ფე­რებს. მე ნუ­კი­საც ვი­ფე­რებ­დი, რუს­კა­საც და იუ­ლი­ა­საც ვი­ფე­რებ (სი­ცი­ლით ამ­ბობს) და ამა­ში არა­ფე­რია გა­და­ჭარ­ბე­ბუ­ლი...

ლალი ფა­ცია

სპე­ცი­ა­ლუ­რად "ამ­ბე­ბი.გე"-თვის

იხი­ლეთ ფო­ტო­გა­ლე­რეა

იხი­ლეთ ვი­დეო: "ამ გო­გომ ცო­ცხლად შეგ­ვჭა­მა" - იუ­ლია ქავ­თა­რა­ძის ემო­ცი­უ­რი "რუმ­ბა" და გოჩა ჩერ­ტკო­ე­ვის 10-იანი

იხი­ლეთ ბმუ­ლი

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ქართულ კომერციულ ბანკებში დაახლოებით 2 მილიარდი რუსული რუბლი ინახება

ოთო ფოლადაშვილი და იულია ქავთარაძე: "დროის უმეტეს ნაწილს ერთად ვატარებთ. დღე და ღამე ვვარჯიშობთ"

ოთო ფოლადაშვილი და იულია ქავთარაძე: "დროის უმეტეს ნაწილს ერთად ვატარებთ. დღე და ღამე ვვარჯიშობთ"

"ცეკვავენ ვარსკვლავების" რამდენიმე წყვილს სარეპეტიციო დარბაზში ვეწვიეთ. ისინი ენერგიას არ ზოგავენ იმისთვის, რომ მაყურებლის წინაშე ყოველ ხუთშაბათს ღირსეულად წარდგნენ. დარბაზში მისულებმა პირველი ვინც ვნახეთ, ნინა წკრიალაშვილი იყო. მას და მის პარტნიორს რეპეტიცია უკვე დაემთავრებინათ. ნინა კმაყოფილი მიდიოდა შინ. ცეკვა, რომელიც ხუთაშაბათს უნდა წარმოვადგინოთ, უკვე ვისწავლეო... ამასობაში ქართული წარმომავლობის უკრაინელი ვარსკვლავი იულია ქავთარაძეც გამოჩნდა. ისინი თბილად შეხვდნენ ერთმანეთს, მოკითხვის შემდეგ ერთმანეთის ამბებიც გაუზიარეს, ცეკვაში ვინ რა ისწავლა, რა აქვს კიდევ შესასწავლი და დაემშვიდობნენ.

იულიას რამდენიმე კითხვით ჩვენც მივმართეთ:

იულია ქავთარაძე:

- რატომღაც ჟიურის მიაჩნია, რომ პროფესიონალი მოცეკვავე ვარ, არადა, ასე არ არის. ბავშვობაში (4 წლიდან 12 წლამდე) მხატვრული ტანვარჯიშით ვიყავი დაკავებული. იმის მერე ბევრი დრო გავიდა... ჟიურის წევრები კი ამბობენ, რომ შენგან ბევრს მოვითხოვთ, იმიტომ რომ, პროფესიონალურად ცეკვავო. პროფესიონალურად კი არა, ეს ჩემთვის ჩინური ანბანივითაა. მხატვრული ტანვარჯიშის ილეთები არანაირად არ ემთხვევა სამეჯლისო ცეკვებისას. ის კი არა, მხატვრული ტანვარჯიში ხელსაც კი მიშლის, რადგანაც სამეჯლისო ცეკვებში ხელები, ფეხები, ტანი სულ სხვანაირად უნდა ამოძრავო. რთულია შეჩვევა. რეპეტიციაზე დგომაც კი მხატვრული ტანვარჯიშის მაქვს. მოკლედ, საპირისპირო ილეთებია და რაც ერთხელ გისწავლია, იმის გადაჩვევა ყოველთვის რთულია.

- მთავრია, რომ ჟიური თქვენი ცეკვით კმაყოფილია და ის მაყურებელსაც მოსწონს...

- მეც კმაყოფილი ვარ, მაგრამ მათი სიტყვების შემდეგ თავს არ ვზოგავ და იმდენს ვმუშაობ, რომ უკვე ვეღარ ვგრძნობ, სად მაქვს ზურგი, ფეხები, - ყველაფერი დამტვრეული და დალეწილი მაქვს...

- სავარაუდოდ, თქვენი კუნთები, ალბათ, უკეთ მუშაობს...

- ალბათ კუნთები უკეთ მუშაობს, არ ვიცი, ფაქტია, რომ სერიოზული დატვირთვა გვაქვს, არ ველოდი, თუ ასე ძალიან დავიღლებოდი... მოკლედ, მთელი სხეული მტკივა...

- ხომ არ ნანობთ, რომ ამ პროექტში მონაწილეობთ?

- არა, რას ამბობთ, რაც ვთქვი, ეს ამ ყველაფრის თანმხლები პროცესებია და მოსალოდნელი სირთულეები. ამის გარეშე არაფერი გამოვა, ამავე დროს სასიამოვნოც არის. დღე ამ დარბაზში გავდივარ რეპეტიციას, საღამოს - სტუდია "თელაში" იქ, სადაც ოთო ფოლადაშვილი სწავლობს, ასწავლის, აღიზარდა და სადაც მეგობრები ჰყავს. ცეკვის შესწავლაში ისინიც მეხმარებიან. მიმართულებას გვაძლევენ და მხარს გვიჭერენ... მოკლედ, დღე-ღამეში 24 საათს ვვარჯიშობთ. დიდი-დიდი შუალედებში ჭამა მოვასწრო. მეგობრები მირეკავენ და მეუბნებიან, რომ ასე არ შეიძლება, სადმე დავსხდეთ, ყავა მაინც დავლიოთ და დავისვენოთო. იმის გამო, რომ სულ გადარბენაზე ვარ, "ბულკების" და ხაჭაპურის მეტს ვერაფერს ვჭამ. არადა, ძალიან მიყვარს ქართული სამზარეულო, მაგრამ ვერ ვიცლი, რომ ნორმალურად დავაგემოვნო... ის კი არა, უდროობის გამო ძმასაც იშვიათად ვნახულობ...

- როგორც ადრე მითხარით, ფსონი გამარჯვებაზე მაქვს გაკეთებულიო, ეს დაპირება კვლავაც ძალაშია?

- აბა, რა? (ქართულად ამბობს). გამარჯვებამდე და გამარჯვებისთვის ვიბრძოლებ. ძალიან კარგი გუნდია.

- ვარსკვლავებს ერთმანეთთან როგორი ურთიერთობა გაქვთ? დაძაბული კონკურენციაა თქვენ შორის?

- აქ ყველა ისე თავდადებით შრომობს და მუშაობს, ცდილობენ, მოგება უნდათ, ყველანი ერთმანეთის კონკურენტები ვართ, მაგრამ ჩვენ შორის, მეგობრული ატმოსფეროა: "მალადცი რებიატა!"

- თქვენი გოგონა სად არის?

- პატარა კიევშია, რადგანაც ბაღში დადის, გაისად სკოლაში მიდის. ახლა მას ბებიაჩემი (დედის დედა) უვლის.

- რას იტყვით თქვენს პარტნიორ ოთო ფოლადაშვილზე, რომელიც საქართველოში საუკეთესო მოცეკვავეა...

- ოთო განუმეორებელია, პოროფესიონალია! საერთოდ, მოცეკვავეების რეპეტიციის ყურება მიყვარს ხოლმე და ხშირად ვუყურებ. ძალიან მომწონს ისინი, რეპეტიციებზე საოცარ რაღაცებს აკეთებენ. ოთო ცდილობს, ყველანაირად დამეხმაროს და ყოჩაღ მას! კარგი, კულტურული ბიჭია, რაც, რა თქმა უნდა, სასიამოვნოა...

- რაკი ოთო ვახსენეთ, გეტყვით, რომ გუშინ თქვენზე და თქვენ პარტნიორზე ასეთი ამბავი გავიგე: ოთო და იულია ახლო მეგობრები არიან, ისე ახლო, რომ უკვე ერთადაც ცხოვრობენო...

- საქართველოში რამდენჯერაც ჩამოვდივარ, იმდენჯერ ჩემზე სხვადასხვანაირ ჭორს ავრცელებენ. მე ისიც გავიგე, რომ ორსულად ვარ, ვთხოვდები, მაგრამ ამის შესახებ ჯერ არაფერი ვიცი, რადგან ეს ყველაფერი მეზობლებმა თქვეს (სიცილით ამბობს)...

ყოველთვის ასეთი სიტუაციაა. ამბობენ, რა თქმა უნდა, სულ ამბობენ, ამის გარეშე როგორ იქნება? ილაპარაკონ. ჩემ შესახებ გავრცელებულ ასეთ ხმებს არა მარტო აქ, უკრაინაშიც ავრცელებენ... თავიდან ვნერვიულობდი, განვიცდიდი და მინდოდა, რაღაცის დამტკიცება, მეთქვა, რომ ასე არ არის, მაგრამ ახლა ამას უკვე მსუბუქად ვუყურებ. ესე იგი, ვიღაცებს ძალიან მოვწონვართ და ხმას ამიტომაც გვივრცელებს: ოჰ, როგორი კარგი წყვილია და ერთად არიანო... თუ ასეთი ლაპარაკი ვინმეს სიამოვნებას ანიჭებს, კი ბატონო, ილაპარაკონ…

მე და ოთოს მართლა კარგი ურთიერთობა გვაქვს. სხვანაირად არც შეიძლება, რადგან სადაც არ უნდა ვმუშაობდე, ყოველთვის მინდა, რომ ადამიანებთან კარგ დამოკიდებულებაში ვიყო. თბილი ურთიერთობა არა მარტო ოთოსთან, ყველა მოცეკვავესთან მაქვს.

ჩვენ ჩვენს საქმეს ვაკეთებთ და გამარჯვება გვინდა!

სარეპეტიციო დარბაზში იულიას პარტნიორი, ოთო ფოლადაშვილიც გამოჩნდა, სანამ ვარჯიშს შეუდგებოდა, მასაც გავესაუბრეთ.

- ოთო, რაღაც ბედი გწყალობს, ყოველთვის კარგი პარტნიორები გყავს...

- დავიწყებ იმით, რომ საერთოდ, ჩემი პარტნიორია ჯულიანა ბარგნარი. მისი სახით მაგარი მეწყვილე მყავს.

"ცეკვავენ ვარსკვლავებშიც" ყველა სეზონზე მაგარი პარტნიორები მყავდა: ნუკი კოშკელიშვილი, რუსკა მაყაშვილი. ახლა III სეზონი მიმდინარეობს და კიდევ ყველაზე მაგარი პარტნიორი - იულია ქავთარაძის სახით მე მყავს. სასიხარულოა, რომ კარგი მეწყვილეები მხვდება...

- მუშაობის პროცესში პარტნიორისგან რას ითხოვ?

- ცეკვის დროს უნდა იფიქროს და თუ რაიმე შენიშვნას ვაძლევ, მის გამოსწორებაზე უნდა იზრუნოს და ზედაპირულად არ უნდა იცეკვოს. იულია ჩემს მითითებებს კარგად ართმევს თავს, ყველაფერს მიჯერებს, ნიჭიერი გოგოა. რასაც ვეუბნები, მაშინვე ითვისებს. ჯერჯერობით, ჩვენი რეპეტიციები და ვარჯიშები კარგად მიმდინარეობს და ხელი არაფერს შეუშლია...

- საერთოდ, რამდენი ხანია ცეკვავ?

- 6 წლიდან ვცეკვავ და ახლა 19 წლის ვარ... ეს საქმიანობა ჩემთვის ყველაფერია... ძალიან გვინდა, რომ გავიმარჯვოთ. საერთოდ, ნებისმიერი მოცეკვავე, როდესაც კონკურსში მონაწილეობს, გამარჯვებისკენ ისწრაფვის. ეს იქნება "ცეკვავენ ვარსკვლავები" თუ ჩემი და ჯულიანას რაიმე კონკურსი, ყველგან იმისთვის ვმონაწილეობთ, რომ გავიმარჯვოთ და პირველები ვიყოთ!

- სამეჯლისო სპორტული ფედერაციის კონკურსებში კი მონაწილეობთ, მაგრამ ასეთი პოპულარულები ვერ გახდებოდით, "ცეკვავენ ვარსკვლავებში" რომ არ მონაწილეობდეთ?

- კი, რა თქმა უნდა, ბევრი წელია, მე და ჯულიანა საქართველოსა და კავკასიაში ჯერჯერობით ჩემპიონები და პირველები ვართ. გარდა ამ სფეროს ადამიანებისა, არავინ გვიცნობდა. ამ პროექტმა პოპულარული გაგვხადა, გზა გაგვიკვალა, ჩვენი ცეკვების პოპულარიზაციაც მოხდა და კარგია. ამიტომ უნდა დაგვიმესიჯონ და ხალხს იმედებს არ გავუცრუებთ, ამისთვის ყველაფერს ვაკეთებთ. ჩვენი ნომერია: 95-105.

- ოთო, იცი, რომ შენი და იულიას შესახებ ჭორები დადის?

- რა ჭორები?

- თითქოს შენ და იულია ისე დამეგობრდით, რომ უკვე ერთადაც ცხოვრობთ...

- ერთად ნამდვილად არ ვცხოვრობთ. მე ჩემი სახლი მაქვს... უბრალოდ, ვვარჯიშობთ და დღის უდიდეს ნაწილს ერთად ვატარებთ.

- რადგან სულ ერთად გხედავენ, ვიღაცებმა გადაწყვიტეს ეთქვათ, რომ ერთად არიანო...

- არ ვიცი, ვინ რა დაინახა და არც ვიცი, ამ კითხვაზე როგორ გიპასუხოთ. დროის უმეტეს ნაწილს ერთად ვატარებთ. დღე და ღამე ვვარჯიშობთ, 24-საათიანი რეჟიმი გვაქვს და ჩვენ შორის მართლა არაფერი ხდება.

- იმასაც ამბობენ, ოთოს როგორი შეფერებული აქვს, რომ ასეთი მაგარი პარტნიორი ჰყავსო...

- ასეთი პარტნიორის გვერდით დგომას ნებისმიერი ბიჭი შეიფერებს. მე ნუკისაც ვიფერებდი, რუსკასაც და იულიასაც ვიფერებ (სიცილით ამბობს) და ამაში არაფერია გადაჭარბებული...

ლალი ფაცია

სპეციალურად "ამბები.გე"-თვის

იხილეთ ფოტოგალერეა

იხილეთ ვიდეო: "ამ გოგომ ცოცხლად შეგვჭამა" - იულია ქავთარაძის ემოციური "რუმბა" და გოჩა ჩერტკოევის 10-იანი

იხილეთ ბმული

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება