ეპისკოპოსი ანტე იაკელენი შვედეთის ეკლესიის ხელმძღვანელად აირჩიეს. იაკელენმა ხმების 56% მიიღო. არჩევნებში საეკლესიო კოლეგიის 324-მა წევრმა მიიღო მონაწილეობა.
ეკლესიის ახალმა ხელმძღვანელმა აუდიტორიას ნდობისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ მისი გამარჯვებით გაოცებული არაა, რადგან შვედეთში ქალები მღვდლებად 50 წელზე მეტია, მსახურობენ.
ანტე იაკელენი გერმანიაში 1955 წელს დაიბადა. 22 წლის ასაკში შვედეთში ჩავიდა და თეოლოგიის სწავლა დაიწყო. იგი მღვდლად 1980 წელს აკურთხეს. ანტე იაკელენი გათხოვილია და ორი შვილი ჰყავს.
მომზადებულია focus.ua-ს მიხედვით.