კულტურა/შოუბიზნესი
საზოგადოება
კონფლიქტები

16

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეოცე დღე დაიწყება 01:14-ზე, მთვარე მერწყულშია – რეკომენდებულია კოლექტიური მუშაობა, ერთობლივი პრობლემების გადაჭრა. ფინანსური საკითხების მოგვარება. მშენებლობის დაწყება. ძველი კავშირების გაძლიერება. გამოავლინეთ ლიდერის თვისებები. არ არის რეკომენდებული შურისა და ბოროტების გამოვლენა. ეგოიზმის და საკუთარი შესაძლებლობების გადაჭარბებული შეფასება. გაუფრთხილდით ხერხემალს. დღე კარგია მარხვისთვის. კარგია რომანტიკული შეხვედრა წყნარ ატმოსფეროში.
მოზაიკა
სამართალი
სამხედრო
მსოფლიო
მეცნიერება
Faceამბები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
კობა დავითაშვილი ნარკოტიკული დანაშაულის დეკრიმინალიზაციას მოითხოვს
კობა დავითაშვილი ნარკოტიკული დანაშაულის დეკრიმინალიზაციას მოითხოვს

პრე­ზი­დენ­ტო­ბის კან­დი­და­ტი, კობა და­ვი­თაშ­ვი­ლი ნარ­კო­ტი­კუ­ლი და­ნა­შა­უ­ლის დეკ­რი­მი­ნა­ლი­ზა­ცი­ას მო­ი­თხოვს. რო­გორც და­ვი­თაშ­ვილ­მა დღეს გა­მარ­თულ პრეს­კონ­ფე­რენ­ცი­ა­ზე გა­ნა­ცხა­და , სის­ხლის სა­მარ­თლებ­რი­ვი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა აღ­ნიშ­ნულ და­ნა­შა­ულ­ზე უნდა გა­უქ­მდეს, თუმ­ცა უნდა იყოს საკ­მა­ოდ მკაც­რი ად­მი­ნის­ტრა­ცი­უ­ლი სან­ქცი­ე­ბი.

"აუ­ცი­ლე­ბე­ლია ნარ­კო­და­ნა­შა­უ­ლის ფაქ­ტის დეკ­რი­მი­ნა­ლი­ზა­ცია, რაც გუ­ლის­ხმობს მხო­ლოდ სის­ხლის სა­მარ­თლებ­რი­ვი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბის გა­უქ­მე­ბას, მაგ­რამ საკ­მა­ოდ მკაც­რი ად­მი­ნის­ტრა­ცი­უ­ლი სან­ქცი­ე­ბის და­წე­სე­ბას, რო­გორც ჯა­რი­მე­ბის, ისე ად­მი­ნის­ტრა­ცი­უ­ლი პა­ტიმ­რო­ბის სა­ხით. ჩემი პრო­ექ­ტით სან­ქცი­ე­ბი მიზ­ნად ისა­ხავს ადა­მი­ა­ნის წა­ბიძ­გე­ბას მკურ­ნა­ლო­ბის­კენ, პი­როვ­ნე­ბა გა­თა­ვი­სუფ­ლდე­ბა ჯა­რი­მი­სა და ად­მი­ნის­ტრა­ცი­უ­ლი პა­ტიმ­რო­ბის­გან, თუ და­თან­ხმდე­ბა მკურ­ნა­ლო­ბას. ჩვე­ნი ამო­ცა­ნაა არა ბი­უ­ჯე­ტის შევ­სე­ბა ჯა­რი­მე­ბის მეშ­ვე­ო­ბით და ადა­მი­ა­ნე­ბის ცი­ხე­ში გა­მო­კეტ­ვა, არა­მედ ნარ­კო­მომ­ხმა­რებ­ლე­ბის შემ­ცი­რე­ბა, რაც ჩემი პრო­ექ­ტით სავ­სე­ბით რე­ა­ლუ­რია", - გა­ნა­ცხა­და და­ვი­თაშ­ვილ­მა.

მი­სი­ვე თქმით, მან აღ­ნიშ­ნულ სა­კი­თხთან და­კავ­ში­რე­ბით კა­ნონპ­რო­ექ­ტი პარ­ლა­მენ­ტში ად­რეც შე­ი­ტა­ნა, რო­მე­ლიც პარ­ლა­მენ­ტმა არ გა­ი­ზი­ა­რა.

"მე შე­ვი­ტა­ნე რამ­დე­ნი­მე ხნის წინ კა­ნონპ­რო­ექ­ტი პარ­ლა­მენ­ტში, თუმ­ცა ეს კა­ნონპ­რო­ექ­ტი პარ­ლა­მენ­ტმა სამ­წუ­ხა­როდ არ გა­ი­ზი­ა­რა. მე ვა­პი­რებ, რომ ეს კა­ნონპ­რო­ექ­ტი კი­დევ და­ვა­ყე­ნო პარ­ლა­მენ­ტში გან­სა­ხილ­ვე­ლად. ასე­ვე მე მივ­მარ­თავ ამ სა­კი­თხზე მო­სახ­ლე­ო­ბას ჩემი საპ­რე­ზი­დენ­ტო პროგ­რა­მის მეშ­ვე­ო­ბით, გა­მოს­ვლე­ბის მეშ­ვე­ო­ბით. აღ­სა­ნიშ­ნა­ვია ისიც, რომ აღ­ნიშ­ნულ თე­მა­ტი­კას ყვე­ლა საპ­რე­ზი­დენ­ტო კან­დი­და­ტი გა­ურ­ბის, რად­გან ისი­ნი სა­შა­რო თე­მად მი­იჩ­ნე­ვენ, თუმ­ცა მე ვიზ­რუ­ნებ იმა­ზე, რომ ეს სა­კი­თხი გახ­დეს გან­ხილ­ვის სა­გა­ნი", - გა­ნა­ცხა­და კობა და­ვი­თაშ­ვილ­მა.

იხი­ლეთ ვი­დეო

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი"

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ისრაელმა ირანზე მასშტაბური დარტყმები განახორციელა: განადგურებულია ბირთვულ იარაღი, დაიღუპნენ სამხედრო მეთაურები

კობა დავითაშვილი ნარკოტიკული დანაშაულის დეკრიმინალიზაციას მოითხოვს

კობა დავითაშვილი ნარკოტიკული დანაშაულის დეკრიმინალიზაციას მოითხოვს

პრეზიდენტობის კანდიდატი, კობა დავითაშვილი ნარკოტიკული დანაშაულის დეკრიმინალიზაციას მოითხოვს. როგორც დავითაშვილმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა , სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა აღნიშნულ დანაშაულზე უნდა გაუქმდეს, თუმცა უნდა იყოს საკმაოდ მკაცრი ადმინისტრაციული სანქციები.

"აუცილებელია ნარკოდანაშაულის ფაქტის დეკრიმინალიზაცია, რაც გულისხმობს მხოლოდ სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობის გაუქმებას, მაგრამ საკმაოდ მკაცრი ადმინისტრაციული სანქციების დაწესებას, როგორც ჯარიმების, ისე ადმინისტრაციული პატიმრობის სახით. ჩემი პროექტით სანქციები მიზნად ისახავს ადამიანის წაბიძგებას მკურნალობისკენ, პიროვნება გათავისუფლდება ჯარიმისა და ადმინისტრაციული პატიმრობისგან, თუ დათანხმდება მკურნალობას. ჩვენი ამოცანაა არა ბიუჯეტის შევსება ჯარიმების მეშვეობით და ადამიანების ციხეში გამოკეტვა, არამედ ნარკომომხმარებლების შემცირება, რაც ჩემი პროექტით სავსებით რეალურია", - განაცხადა დავითაშვილმა.

მისივე თქმით, მან აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით კანონპროექტი პარლამენტში ადრეც შეიტანა, რომელიც პარლამენტმა არ გაიზიარა.

"მე შევიტანე რამდენიმე ხნის წინ კანონპროექტი პარლამენტში, თუმცა ეს კანონპროექტი პარლამენტმა სამწუხაროდ არ გაიზიარა. მე ვაპირებ, რომ ეს კანონპროექტი კიდევ დავაყენო პარლამენტში განსახილველად. ასევე მე მივმართავ ამ საკითხზე მოსახლეობას ჩემი საპრეზიდენტო პროგრამის მეშვეობით, გამოსვლების მეშვეობით. აღსანიშნავია ისიც, რომ აღნიშნულ თემატიკას ყველა საპრეზიდენტო კანდიდატი გაურბის, რადგან ისინი საშარო თემად მიიჩნევენ, თუმცა მე ვიზრუნებ იმაზე, რომ ეს საკითხი გახდეს განხილვის საგანი", - განაცხადა კობა დავითაშვილმა.

იხილეთ ვიდეო

"ინტერპრესნიუსი"

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა