პოლიტიკა
Faceამბები
მსოფლიო

28

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეორე დღე დაიწყება 04:56-ზე, მთვარე კირჩხიბში გადავა 21:36-ზე – კარგია ბიზნესის დაწყება. მუშაობა ინდივიდუალურადაც და გუნდურადაც. მოძებნეთ სპონსორები თქვენი პროექტებისთვის. შეგიძლიათ დაიწყოთ ახალი საგნების სწავლა, ჩაირიცხოთ კურსებზე. მოგზაურობა, მივლინებები. ერთ-ერთი საუკეთესო დღეა ქორწინებისთვის. ამ დღეს შექმნილი ოჯახი ძლიერი და მეგობრული იქნება. კარგია მტვერსასრუტით სახლის დალაგება, სანტექნიკის გამოცვლა. აუცილებელია ნათურების, ჭაღების გაწმენდა, აგრეთვე ჭურჭლისა და სარეცხის გარეცხვა. კარგი დღეებია მცენარეების მორწყვისთვის.
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
საზოგადოება
მეცნიერება
წიგნები
სამხედრო
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
პაატა ზაქარეიშვილი - მავთულხლართების გაბმის პროცესი ჯერ შეჩერებულია
პაატა ზაქარეიშვილი - მავთულხლართების გაბმის პროცესი ჯერ შეჩერებულია

ჯერ­ჯე­რო­ბით ჩანს, რომ მავ­თულხლარ­თე­ბის გაბ­მას­თან და­კავ­ში­რე­ბით პრო­ცე­სი შე­ჩე­რე­ბუ­ლია, - ამის შე­სა­ხებ რე­ინ­ტეგ­რა­ცი­ის სა­კი­თხებ­ში სა­ხელ­მწი­ფო მი­ნის­ტრმა პა­ა­ტა ზა­ქა­რე­იშ­ვილ­მა დღეს, გამ­ყოფ ხაზ­თან მდე­ბა­რე სოფ­ლე­ბის სა­ჭი­რო­ე­ბებ­ზე რე­ა­გი­რე­ბის პრო­ექ­ტის კო­მი­სი­ის სხდო­მის და­წყე­ბის წინ გა­ნა­ცხა­და.

მისი თქმით, შს სა­მი­ნის­ტროს მხარ­და­ჭე­რით, ბოლო სამი თვის გან­მავ­ლო­ბა­ში სა­მი­ნის­ტრო­ე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლებ­თან ერ­თად შე­მო­ი­ა­რეს 40-მდე სო­ფე­ლი, რომ­ლე­ბიც გამ­ყო­ფი ხა­ზის გას­წვრივ მდე­ბა­რე­ობს.

"ჩვენ ად­გილ­ზე ვნა­ხეთ და­მა­ტე­ბი­თი პი­რო­ბე­ბი, რა­ზეც მოგ­ვი­წევს მუ­შა­ო­ბა. დღე­ვან­დელ სხდო­მა­ზე იქ­ნე­ბა მსჯე­ლო­ბა სა­მი­ნის­ტრო­ებ­თან, თუ რა წვლი­ლი შე­უძ­ლი­ათ შე­ი­ტა­ნონ მათ ამ სა­კი­თხე­ბის მო­საგ­ვა­რებ­ლად. სა­მუ­შაო ვი­თა­რე­ბაა. გა­ნი­ხი­ლე­ბა მრა­ვა­ლი სა­კი­თხი. მათ შო­რის შე­შით მო­მა­რა­გე­ბა, გა­ზი­ფი­ცი­რე­ბა, რო­მე­ლიც უკვე და­წყე­ბუ­ლია და პი­რო­ბა, რო­მე­ლიც ენერ­გე­ტი­კის სა­მი­ნის­ტრომ დადო - ექ­ვსი თვის გან­მავ­ლო­ბა­ში მო­ა­ხერ­ხებს მთე­ლი ქვეყ­ნის სოფ­ლე­ბის გა­ზი­ფი­ცი­რე­ბას", - გა­ნა­ცხა­და პა­ა­ტა ზა­ქა­რე­იშ­ვილ­მა.

სა­ხელ­მწი­ფო მი­ნის­ტრის თქმით, მავ­თულხლარ­თე­ბის პრე­ვენ­ცი­ა­ზე მხო­ლოდ სა­ქარ­თვე­ლოს არ მი­უწ­ვდე­ბა ხელი, ეს უნდა მოხ­დეს სა­ერ­თა­შო­რი­სო თა­ნა­მე­გობ­რო­ბის მხარ­და­ჭე­რით.

"ჯერ­ჯე­რო­ბით ჩანს, რომ პრო­ცე­სე­ბი შე­ჩე­რე­ბუ­ლია. ჩვენ არ ვიკ­ვე­ბე­ბით ილუ­ზი­ე­ბით. დიდი იმე­დი გვაქვს, რომ პრო­ცე­სე­ბის შე­ჩე­რე­ბა გაგ­რძელ­დე­ბა, მაგ­რამ რუ­სე­თის­გან ყვე­ლა­ფე­რი მო­სა­ლოდ­ნე­ლია. დღის წეს­რიგს არ უნდა მარ­თავ­დეს რუ­სე­თის მიერ გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლი რა­ღაც ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბი. ჩვენ ხალ­ხს უნდა მივ­ხე­დოთ ნე­ბის­მი­ერ პი­რო­ბებ­ში", - გა­ნა­ცხა­და პა­ა­ტა ზა­ქა­რე­იშ­ვილ­მა.

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი"

პაატა ზაქარეიშვილი - მავთულხლართების გაბმის პროცესი ჯერ შეჩერებულია

პაატა ზაქარეიშვილი - მავთულხლართების გაბმის პროცესი ჯერ შეჩერებულია

ჯერჯერობით ჩანს, რომ მავთულხლართების გაბმასთან დაკავშირებით პროცესი შეჩერებულია, - ამის შესახებ რეინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა პაატა ზაქარეიშვილმა დღეს, გამყოფ ხაზთან მდებარე სოფლების საჭიროებებზე რეაგირების პროექტის კომისიის სხდომის დაწყების წინ განაცხადა.

მისი თქმით, შს სამინისტროს მხარდაჭერით, ბოლო სამი თვის განმავლობაში სამინისტროების წარმომადგენლებთან ერთად შემოიარეს 40-მდე სოფელი, რომლებიც გამყოფი ხაზის გასწვრივ მდებარეობს.

"ჩვენ ადგილზე ვნახეთ დამატებითი პირობები, რაზეც მოგვიწევს მუშაობა. დღევანდელ სხდომაზე იქნება მსჯელობა სამინისტროებთან, თუ რა წვლილი შეუძლიათ შეიტანონ მათ ამ საკითხების მოსაგვარებლად. სამუშაო ვითარებაა. განიხილება მრავალი საკითხი. მათ შორის შეშით მომარაგება, გაზიფიცირება, რომელიც უკვე დაწყებულია და პირობა, რომელიც ენერგეტიკის სამინისტრომ დადო - ექვსი თვის განმავლობაში მოახერხებს მთელი ქვეყნის სოფლების გაზიფიცირებას", - განაცხადა პაატა ზაქარეიშვილმა.

სახელმწიფო მინისტრის თქმით, მავთულხლართების პრევენციაზე მხოლოდ საქართველოს არ მიუწვდება ხელი, ეს უნდა მოხდეს საერთაშორისო თანამეგობრობის მხარდაჭერით.

"ჯერჯერობით ჩანს, რომ პროცესები შეჩერებულია. ჩვენ არ ვიკვებებით ილუზიებით. დიდი იმედი გვაქვს, რომ პროცესების შეჩერება გაგრძელდება, მაგრამ რუსეთისგან ყველაფერი მოსალოდნელია. დღის წესრიგს არ უნდა მართავდეს რუსეთის მიერ განხორციელებული რაღაც ღონისძიებები. ჩვენ ხალხს უნდა მივხედოთ ნებისმიერ პირობებში", - განაცხადა პაატა ზაქარეიშვილმა.

"ინტერპრესნიუსი"

მასწავლებელი ოკუპირებული აფხაზეთიდან, რომელიც საქართველოს 5 საუკეთესო პედაგოგს შორისაა, მისი წიგნები კი ბესტსელერია

"სიკვდილ-სიცოცხლის არჩევანის წინაშე გვაყენებენ, მიგრაცია გარდაუვალია" - უვადოდ ჩაკეტილი ახალგორის გზა და ცხოვრება იზოლაცაში

პუტინმა აფხაზების "არმიის" განახლება დაიწყო - რაში სჭირდება რუსეთის პრეზიდენტს აფხაზეთის სამხედრო გაძლიერება?