მნიშვნელოვანი ინფორმაცია
პოლიტიკა
საზოგადოება

21

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეოთხე დღე დაიწყება 03:14, მთვარე თევზებშია - კარგია ახალი, მნიშვნელოვანი საქმეების დაწყება. ფინანსური საკითხების მოგვარება. ვაჭრობა. მოერიდეთ კამათს, საქმეების გარჩევას. არ გირჩევთ მგზავრობას, საცხოვრებელი მისამართის შეცვლას. სარგებელს მოგიტანთ კოლექტიური სამუშაო, მაგრამ კოლეგების მიმართ ირონიის, ცინიზმის გამოვლენას არ გირჩევთ. მოერიდეთ ალკოჰოლსა და სიგარეტს. არ გირჩევთ ოპერაციის ჩატარებას ღვიძლზე, ფეხებზე. კარგია ტერფების მასაჟი. რაციონიდან გამორიცხეთ ხორცეული, პურ-ფუნთუშეული და ტკბილეული.
მეცნიერება
მოზაიკა
Faceამბები
სამართალი
კონფლიქტები
სამხედრო
სპორტი
მნიშვნელოვანი ინფორმაცია
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
მართვის მოწმობისთვის გამოცდების ჩაბარებაში სიახლეა
მართვის მოწმობისთვის გამოცდების ჩაბარებაში სიახლეა

მარ­თვის მოწ­მო­ბის­თვის გა­მოც­დე­ბის ჩა­ბა­რე­ბა­ში სი­ახ­ლეა 2013 წლის ბო­ლო­დან, მო­სახ­ლე­ო­ბას სა­შუ­ა­ლე­ბა ექ­ნე­ბა მარ­თვის მოწ­მო­ბის მი­სა­ღე­ბი პრაქ­ტი­კუ­ლი გა­მოც­და რო­გორც ავ­ტო­მა­ტურ, ისე მე­ქა­ნი­კურ გა­და­ცე­მა­თა კო­ლო­ფის მქო­ნე სატ­რან­სპორ­ტო სა­შუ­ა­ლე­ბა­ზე ჩა­ა­ბა­როს, - აღ­ნიშ­ნულ სა­კი­თხზე დღეს შს სა­მი­ნის­ტროს მომ­სა­ხუ­რე­ბის სა­ა­გენ­ტოს ხელ­მძღვა­ნელ­მა ნინო კო­ბა­ხი­ძემ სა­ა­გენ­ტო­ში დე­ტა­ლუ­რად ისა­უბ­რა.

ნინო კო­ბა­ხი­ძის გან­ცხა­დე­ბით, იმ შემ­თხვე­ვა­ზე, თუ მო­ქა­ლა­ქე გა­მოც­დას ჩა­ა­ბა­რებს ავ­ტო­მა­ტურ გა­და­ცე­მა­თა კო­ლო­ფის მქო­ნე სატ­რან­სპორ­ტო სა­შუ­ა­ლე­ბა­ზე, მას უფ­ლე­ბა ეძ­ლე­ვა მარ­თოს მხო­ლოდ ავ­ტო­მა­ტურ გა­და­ცე­მა­თა კო­ლო­ფის მქო­ნე ავ­ტო­მო­ბი­ლი, ხოლო იმ შემ­თხვე­ვა­ში, თუ გა­მოც­დას მე­ქა­ნი­კურ გა­და­ცე­მა­თა კო­ლო­ფის მქო­ნე სატ­რან­სპორ­ტო სა­შუ­ა­ლე­ბა­ზე ჩა­ა­ბა­რებს, მო­ქა­ლა­ქეს უფ­ლე­ბა აქვს მარ­თოს რო­გორც ავ­ტო­მა­ტუ­რი, ასე­ვე მე­ქა­ნი­კუ­რი გა­და­ცე­მა­თა კო­ლო­ფის მქო­ნე ავ­ტო­მო­ბი­ლი.

შს სა­მი­ნის­ტროს მომ­სა­ხუ­რე­ბის სა­ა­გენ­ტო სის­ხლის ბანკთან ერ­თად სი­ახ­ლის და­ნერგვას გეგ­მავს, რომ­ლის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბის შემ­თხვე­ვა­ში, მარ­თვის მოწ­მო­ბა­ში მი­ე­თი­თე­ბა მფლო­ბე­ლის სის­ხლის ჯგუ­ფი და რე­ზუ­სი. მარ­თვის მოწ­მო­ბა­ში, სის­ხლის ჯგუ­ფის და რე­ზუ­სის აღ­ნიშ­ვნა, ამ ეტაპ­ზე ნე­ბა­ყოფ­ლო­ბით ხა­სი­ათს ატა­რებს.

სის­ხლის ბან­კის დახ­მა­რე­ბით, რო­გორც პრეს­კონ­ფე­რენ­ცი­ა­ზე ნინო კო­ბა­ხი­ძემ გა­ნა­ცხა­და, მომ­სა­ხუ­რე­ბის სა­ა­გენ­ტოს ტე­რი­ტო­რი­ა­ზე გან­თავ­სდე­ბა ლა­ბო­რა­ტო­რია, სა­დაც უახ­ლო­ეს მო­მა­ვალ­ში მსურ­ვე­ლებს სა­შუ­ა­ლე­ბა ექ­ნე­ბათ მარ­თვის მოწ­მო­ბის აღე­ბი­სას უფა­სოდ მი­ი­ღონ ინ­ფორ­მა­ცია სა­კუ­თა­რი სის­ხლის ჯგუ­ფი­სა და რე­ზუ­სის შე­სა­ხებ, ხოლო დო­ნო­რო­ბის შემ­თხვე­ვა­ში, სა­შუ­ა­ლე­ბა ექ­ნე­ბათ ჩა­ი­ტა­რონ უფა­სო გა­მოკ­ვლე­ვა ოთხი სა­ხე­ო­ბის ვირუს­ზე.

2014 წლი­დან შს სა­მი­ნის­ტროს მომ­სა­ხუ­რე­ბის სა­ა­გენ­ტო გა­ნათ­ლე­ბის სა­მი­ნის­ტროს­თან ერ­თად სა­ჯა­რო სკო­ლებ­ში საგ­ზაო ნიშ­ნე­ბი­სა და მოძ­რა­ო­ბის უსაფრ­თხო­ე­ბის წე­სე­ბის სწავ­ლე­ბის შე­მო­ღე­ბას გეგ­მავს. დღე­ი­სათ­ვის აღ­ნიშ­ნუ­ლი სა­გა­ნი ერთი სე­მესტრის გან­მავ­ლო­ბა­ში ის­წავ­ლე­ბა და მისი სწავ­ლა ნე­ბა­ყოფ­ლო­ბი­თია, 2014 წლი­დან კი, აღ­ნიშ­ნუ­ლი სა­გა­ნის სწავ­ლე­ბა უფ­როს კლა­სებ­ში უკვე სა­ვალ­დე­ბუ­ლო გახ­დე­ბა.

ამის გარ­და, რო­გორც პრეს­კონ­ფე­რენ­ცი­ა­ზე ით­ქვა, მომ­სა­ხუ­რე­ბის სა­ა­გენ­ტო რამ­დე­ნი­მე ახალ სი­ახ­ლე­საც ნერ­გავს. მიმ­დი­ნა­რე წლის 9 სექ­ტემ­ბრი­დან, მომ­სა­ხუ­რე­ბის სა­ა­გენ­ტომ მომ­ხმა­რე­ბელს შეს­თა­ვა­ზა გა­ნახ­ლე­ბუ­ლი ვებ-გვერ­დი, სა­დაც გან­თავ­სე­ბუ­ლია ინ­ფორ­მა­ცია სა­ა­გენ­ტოს მიერ გა­წე­უ­ლი სხვა­დას­ხვა მომ­სა­ხუ­რე­ბი­სა და სი­ახ­ლე­ე­ბის შე­სა­ხებ. აღ­ნიშ­ნუ­ლი ვებ-გვერ­დის სა­შუ­ა­ლე­ბით შე­საძ­ლე­ბე­ლია სხვა­დას­ხვა ელექტრო­ნუ­ლი მომ­სა­ხუ­რე­ბით სარ­გებ­ლო­ბა. უახ­ლო­ეს მო­მა­ვალ­ში, რო­გორც სა­ქარ­თვე­ლო­ში, ისე ქვეყ­ნის ფარ­გლებს გა­რეთ მყოფ პი­რებს სა­შუ­ა­ლე­ბა ექ­ნე­ბათ ვებგ­ვერ­დზე ელექტრო­ნუ­ლი გა­ნა­ცხა­დის შევ­სე­ბის სა­ფუძ­ველ­ზე, სატ­რან­სპორ­ტო სა­შუ­ა­ლე­ბა­თა მარ­თვის მოწ­მო­ბი­სა და ტრან­სპორ­ტის სა­რე­გის­ტრა­ციო მოწ­მო­ბის შეც­ვლა, ან და­კარ­გუ­ლის აღ­დგე­ნა. ვებ-გვერ­დის სა­შუ­ა­ლე­ბით ასე­ვე შე­საძ­ლე­ბე­ლი იქ­ნე­ბა უცხო ენა­ზე შედ­გე­ნი­ლი დო­კუ­მენ­ტის ქარ­თულ ენა­ზე თარ­გმნის სერ­ვი­სის შე­თა­ვა­ზე­ბაც.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რას ჰყვება მამა, რომელმაც შვილს უიშვიათესი დიაგნოზი ChatGPT-ის დახმარებით დაუსვა
მნიშვნელოვანი ინფორმაცია

მართვის მოწმობისთვის გამოცდების ჩაბარებაში სიახლეა

მართვის მოწმობისთვის გამოცდების ჩაბარებაში სიახლეა

მართვის მოწმობისთვის გამოცდების ჩაბარებაში სიახლეა 2013 წლის ბოლოდან, მოსახლეობას საშუალება ექნება მართვის მოწმობის მისაღები პრაქტიკული გამოცდა როგორც ავტომატურ, ისე მექანიკურ გადაცემათა კოლოფის მქონე სატრანსპორტო საშუალებაზე ჩააბაროს, - აღნიშნულ საკითხზე დღეს შს სამინისტროს მომსახურების სააგენტოს ხელმძღვანელმა ნინო კობახიძემ სააგენტოში დეტალურად ისაუბრა.

ნინო კობახიძის განცხადებით, იმ შემთხვევაზე, თუ მოქალაქე გამოცდას ჩააბარებს ავტომატურ გადაცემათა კოლოფის მქონე სატრანსპორტო საშუალებაზე, მას უფლება ეძლევა მართოს მხოლოდ ავტომატურ გადაცემათა კოლოფის მქონე ავტომობილი, ხოლო იმ შემთხვევაში, თუ გამოცდას მექანიკურ გადაცემათა კოლოფის მქონე სატრანსპორტო საშუალებაზე ჩააბარებს, მოქალაქეს უფლება აქვს მართოს როგორც ავტომატური, ასევე მექანიკური გადაცემათა კოლოფის მქონე ავტომობილი.

შს სამინისტროს მომსახურების სააგენტო სისხლის ბანკთან ერთად სიახლის დანერგვას გეგმავს, რომლის განხორციელების შემთხვევაში, მართვის მოწმობაში მიეთითება მფლობელის სისხლის ჯგუფი და რეზუსი. მართვის მოწმობაში, სისხლის ჯგუფის და რეზუსის აღნიშვნა, ამ ეტაპზე ნებაყოფლობით ხასიათს ატარებს.

სისხლის ბანკის დახმარებით, როგორც პრესკონფერენციაზე ნინო კობახიძემ განაცხადა, მომსახურების სააგენტოს ტერიტორიაზე განთავსდება ლაბორატორია, სადაც უახლოეს მომავალში მსურველებს საშუალება ექნებათ მართვის მოწმობის აღებისას უფასოდ მიიღონ ინფორმაცია საკუთარი სისხლის ჯგუფისა და რეზუსის შესახებ, ხოლო დონორობის შემთხვევაში, საშუალება ექნებათ ჩაიტარონ უფასო გამოკვლევა ოთხი სახეობის ვირუსზე.

2014 წლიდან შს სამინისტროს მომსახურების სააგენტო განათლების სამინისტროსთან ერთად საჯარო სკოლებში საგზაო ნიშნებისა და მოძრაობის უსაფრთხოების წესების სწავლების შემოღებას გეგმავს. დღეისათვის აღნიშნული საგანი ერთი სემესტრის განმავლობაში ისწავლება და მისი სწავლა ნებაყოფლობითია, 2014 წლიდან კი, აღნიშნული საგანის სწავლება უფროს კლასებში უკვე სავალდებულო გახდება.

ამის გარდა, როგორც პრესკონფერენციაზე ითქვა, მომსახურების სააგენტო რამდენიმე ახალ სიახლესაც ნერგავს. მიმდინარე წლის 9 სექტემბრიდან, მომსახურების სააგენტომ მომხმარებელს შესთავაზა განახლებული ვებ-გვერდი, სადაც განთავსებულია ინფორმაცია სააგენტოს მიერ გაწეული სხვადასხვა მომსახურებისა და სიახლეების შესახებ. აღნიშნული ვებ-გვერდის საშუალებით შესაძლებელია სხვადასხვა ელექტრონული მომსახურებით სარგებლობა. უახლოეს მომავალში, როგორც საქართველოში, ისე ქვეყნის ფარგლებს გარეთ მყოფ პირებს საშუალება ექნებათ ვებგვერდზე ელექტრონული განაცხადის შევსების საფუძველზე, სატრანსპორტო საშუალებათა მართვის მოწმობისა და ტრანსპორტის სარეგისტრაციო მოწმობის შეცვლა, ან დაკარგულის აღდგენა. ვებ-გვერდის საშუალებით ასევე შესაძლებელი იქნება უცხო ენაზე შედგენილი დოკუმენტის ქართულ ენაზე თარგმნის სერვისის შეთავაზებაც.

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

×
Live: ეთერშია "360 გრადუსი"