პოლიტიკა
მსოფლიო
სამართალი

7

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეცამეტე დღე დაიწყება 20:04-ზე, მთვარე მშვილდოსანს ესტუმრება 02:05-ზე – კარგია ჯგუფური მუშაობისთვის, ახალი ინფორმაციის მოსაპოვებლად, ახალი სასწავლო ციკლების დასაყენებლად. საყოფაცხოვრებო ნივთების დაგროვების, შეძენისა და წარმოების დღე. კარგია პურის გამოცხობა. შეიტანეთ კორექტირება ბიზნესში და გააფართოვეთ გავლენის სფეროები. ხელი მოაწერე ხელშეკრულებებს. კარგია თანამშრომლების დაქირავება, საჯარო ღონისძიებების ჩატარება. მიიღეთ ახალი ინფორმაცია, გაიუმჯობესეთ განათლება. იმუშავეთ გუნდში და განიხილეთ აქტუალური საკითხები კოლეგების ან თანამოაზრეების გარემოცვაში. აქტიური ორგანოებია: თეძოები, ვენები, საჯდომის ნერვი. ფაფა, ბოსტნეული და ხილი შეუცვლელია.
სამხედრო
Faceამბები
საზოგადოება
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რიყის ტერიტორიის გასხვისების საქმეზე ნიკა გილაური დაიკითხა
რიყის ტერიტორიის გასხვისების საქმეზე ნიკა გილაური დაიკითხა

რი­ყის ტე­რი­ტო­რი­ის გას­ხვი­სე­ბის საქ­მე­ზე ნიკა გი­ლა­უ­რი ფი­ნანსთა მი­ნის­ტრო­ბის პე­რი­ოდ­ში დე­და­ქა­ლა­ქის ბი­უ­ჯე­ტის­თვის თან­ხის გა­მო­ყო­ფის სა­კი­თხზე და­ი­კი­თხა.

თბი­ლი­სის სა­ქა­ლა­ქო სა­სა­მარ­თლო­ში გიგი უგუ­ლა­ვა­სა და და­ვით კე­ზე­რაშ­ვი­ლის წი­ნა­აღ­მდეგ აღ­ძრულ საქ­მე­ზე ნიკა გი­ლა­ურს შე­კი­თხვე­ბი პრო­კუ­რო­რებ­მა და­უს­ვეს, გას­ხვი­სე­ბუ­ლი რი­ყის ტე­რი­ტო­რი­ის გა­მოხ­სნის ეპი­ზოდ­ზე. კერ­ძოდ, პრო­კუ­რა­ტუ­რა და­ინ­ტე­რეს­და იმ თან­ხის მიზ­ნობ­რი­ო­ბით, რო­მე­ლიც ნიკა გი­ლა­უ­რის ფი­ნანსთა მი­ნის­ტრო­ბის დროს დე­და­ქა­ლა­ქის ბი­უ­ჯე­ტის­თვის 25 მი­ლი­ო­ნის სა­ხით გა­მო­ი­ყო.

რო­გორც გი­ლა­ურ­მა სა­სა­მარ­თლო პრო­ცეს­ზე და­კი­თხვის შემ­დეგ გა­ნა­ცხა­და, უსა­ფუძ­ვლო იყო პრო­კუ­რა­ტუ­რის შე­კი­თხვე­ბი იმ მო­ტი­ვით, რომ ბი­უ­ჯე­ტი­დან გა­ღე­ბუ­ლი თან­ხე­ბის მიზ­ნობ­რი­ო­ბას იმ პე­რი­ოდ­ში არ გან­სა­ზღვრავ­და.

"მაგ დროს მე ფი­ნანსთა მი­ნის­ტრი ვი­ყა­ვი. თან­ხე­ბი, რო­მე­ლიც გა­მო­ი­ყო პარ­ლა­მენ­ტში გვაქვს წარ­დგე­ნი­ლი სა­ბი­უ­ჯე­ტო ცვლი­ლე­ბე­ბის სა­ხით. გა­მო­დის, რომ რა­ზეც პრო­კუ­რა­ტუ­რა და­ვობს, ის თან­ხა მთავ­რო­ბამ და­ამ­ტკი­ცა. ეს ცვლი­ლე­ბე­ბი შე­ვი­და პარ­ლა­მენ­ტში, მან გა­ნი­ხი­ლა, და­ამ­ტკი­ცა, მერე შე­ვი­და პრე­ზი­დენ­ტთან, მა­ნაც ხელი მო­ა­წე­რა, მერე თბი­ლი­სის მთავ­რო­ბამ და­ამ­ტკი­ცა და მერე საკ­რე­ბუ­ლომ გა­ნი­ხი­ლა და და­ამ­ტკი­ცა. ამის შემ­დეგ კი თან­ხე­ბი და­ი­ხარ­ჯა. და­ვო­ბენ რა­ტომ და­ხარ­ჯა თბი­ლი­სის მე­რი­ამ ეს თან­ხა, წარ­მო­იდ­გი­ნეთ, რომ აბ­სო­ლუ­ტუ­რად ყვე­ლა თან­ხა­ზე, რო­მე­ლიც დღეს იხარ­ჯე­ბა, ასე­თი­ვე ლო­გი­კით შე­იძ­ლე­ბა და­ის­ვას კი­თხვის ნიშ­ნის ქვეშ, იგი­ვე ლო­გი­კით შე­იძ­ლე­ბა და­ის­ვას კი­თხვა, რა­ტომ იყო ეს თან­ხა ხელ­ფა­სე­ბის­თვის და პენ­სი­ის­თვის გან­სა­ზღვრუ­ლი ბი­უ­ჯე­ტი­დან, ასე­ვე გზე­ბის­თვის. ყვე­ლა­ფე­რი რაც ბი­უ­ჯეტ­შია გა­წე­რი­ლი პარ­ლა­მენ­ტის მიერ არის დამ­ტკი­ცე­ბუ­ლი", - გა­ნა­ცხა­და ნიკა გი­ლა­ურ­მა.

მისი გან­ცხა­დე­ბით, ბი­უ­ჯე­ტი­დან გან­სა­ზღვრუ­ლი თან­ხე­ბი იხარ­ჯე­ბო­და მა­ში­ნაც და იხარ­ჯე­ბა დღე­საც.

"სა­უ­ბა­რია თან­ხა­ზე, სა­დაც ყვე­ლა პრო­ცე­დუ­რა და­ცუ­ლია. კი­თხვას სვამს პრო­კუ­რა­ტუ­რა, თუ რა­ტომ და­ხარ­ჯა ეს თან­ხე­ბი თბი­ლი­სის მე­რი­ამ. თან­ხის მიზ­ნობ­რი­ო­ბა ჩემს მო­ვა­ლე­ო­ბა­ში არ იყო და რო­გორ იქ­ნე­ბო­და, რო­დე­საც თბი­ლი­სის აქვს თა­ვი­სი საკ­რე­ბუ­ლო, რო­მე­ლიც ბი­უ­ჯე­ტის მიზ­ნობ­რი­ო­ბას გან­სა­ზღვრავს. პრო­კუ­რა­ტუ­რამ არა­და­მა­დას­ტუ­რე­ბე­ლი კი­თხვა და­მის­ვა", - გა­ნა­ცხა­და ნიკა გი­ლა­ურ­მა.

გიგი უგუ­ლა­ვა­სა და და­ვით კე­ზე­რაშ­ვი­ლის წი­ნა­აღ­მდეგ სა­სა­მარ­თლო პრო­ცეს­ზე, რო­მე­ლიც რი­ყი­სა და "ტე­ლე­ი­მე­დის" გას­ხვი­სე­ბის საქ­მეს ეხე­ბა, დღეს ნიკა გი­ლა­უ­რის გარ­და, კი­დევ სამი მოწ­მე და­ი­კი­თხა.

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი"

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა ახალი დეტალები ხდება ცნობილი თორნიკე რიჟვაძის საქმეზე?

რიყის ტერიტორიის გასხვისების საქმეზე ნიკა გილაური დაიკითხა

რიყის ტერიტორიის გასხვისების საქმეზე ნიკა გილაური დაიკითხა

რიყის ტერიტორიის გასხვისების საქმეზე ნიკა გილაური ფინანსთა მინისტრობის პერიოდში დედაქალაქის ბიუჯეტისთვის თანხის გამოყოფის საკითხზე დაიკითხა.

თბილისის საქალაქო სასამართლოში გიგი უგულავასა და დავით კეზერაშვილის წინააღმდეგ აღძრულ საქმეზე ნიკა გილაურს შეკითხვები პროკურორებმა დაუსვეს, გასხვისებული რიყის ტერიტორიის გამოხსნის ეპიზოდზე. კერძოდ, პროკურატურა დაინტერესდა იმ თანხის მიზნობრიობით, რომელიც ნიკა გილაურის ფინანსთა მინისტრობის დროს დედაქალაქის ბიუჯეტისთვის 25 მილიონის სახით გამოიყო.

როგორც გილაურმა სასამართლო პროცესზე დაკითხვის შემდეგ განაცხადა, უსაფუძვლო იყო პროკურატურის შეკითხვები იმ მოტივით, რომ ბიუჯეტიდან გაღებული თანხების მიზნობრიობას იმ პერიოდში არ განსაზღვრავდა.

"მაგ დროს მე ფინანსთა მინისტრი ვიყავი. თანხები, რომელიც გამოიყო პარლამენტში გვაქვს წარდგენილი საბიუჯეტო ცვლილებების სახით. გამოდის, რომ რაზეც პროკურატურა დავობს, ის თანხა მთავრობამ დაამტკიცა. ეს ცვლილებები შევიდა პარლამენტში, მან განიხილა, დაამტკიცა, მერე შევიდა პრეზიდენტთან, მანაც ხელი მოაწერა, მერე თბილისის მთავრობამ დაამტკიცა და მერე საკრებულომ განიხილა და დაამტკიცა. ამის შემდეგ კი თანხები დაიხარჯა. დავობენ რატომ დახარჯა თბილისის მერიამ ეს თანხა, წარმოიდგინეთ, რომ აბსოლუტურად ყველა თანხაზე, რომელიც დღეს იხარჯება, ასეთივე ლოგიკით შეიძლება დაისვას კითხვის ნიშნის ქვეშ, იგივე ლოგიკით შეიძლება დაისვას კითხვა, რატომ იყო ეს თანხა ხელფასებისთვის და პენსიისთვის განსაზღვრული ბიუჯეტიდან, ასევე გზებისთვის. ყველაფერი რაც ბიუჯეტშია გაწერილი პარლამენტის მიერ არის დამტკიცებული", - განაცხადა ნიკა გილაურმა.

მისი განცხადებით, ბიუჯეტიდან განსაზღვრული თანხები იხარჯებოდა მაშინაც და იხარჯება დღესაც.

"საუბარია თანხაზე, სადაც ყველა პროცედურა დაცულია. კითხვას სვამს პროკურატურა, თუ რატომ დახარჯა ეს თანხები თბილისის მერიამ. თანხის მიზნობრიობა ჩემს მოვალეობაში არ იყო და როგორ იქნებოდა, როდესაც თბილისის აქვს თავისი საკრებულო, რომელიც ბიუჯეტის მიზნობრიობას განსაზღვრავს. პროკურატურამ არადამადასტურებელი კითხვა დამისვა", - განაცხადა ნიკა გილაურმა.

გიგი უგულავასა და დავით კეზერაშვილის წინააღმდეგ სასამართლო პროცესზე, რომელიც რიყისა და "ტელეიმედის" გასხვისების საქმეს ეხება, დღეს ნიკა გილაურის გარდა, კიდევ სამი მოწმე დაიკითხა.

"ინტერპრესნიუსი"

ბესიკ თამლიანმა საპატიმრო დატოვა - პროკურატურის განმარტება

საგამოძიებო სამსახურმა თბილისში კომერციული ობიექტი დახურა, სადაც 600-მდე პირია დასაქმებული - "თანამშრომლების ნაწილს მაღალი სიცხე აქვს"

ქუთაისში მომხდარ მკვლელობაზე ახალი დეტალები ხდება ცნობილი