სამართალი
პოლიტიკა
მსოფლიო
Faceამბები
სამხედრო
მოზაიკა
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ცეზარ ჩოჩელი: "ბიზნეს-მამაო" გია ხუხაშვილთან მივსულიყავი ცოდვების მოსანანიებლად?!"
ცეზარ ჩოჩელი: "ბიზნეს-მამაო" გია ხუხაშვილთან მივსულიყავი ცოდვების მოსანანიებლად?!"

ცე­ზარ ჩო­ჩე­ლი ყვე­ლა იმ კო­მენ­ტარს ინა­ხავს, რაც კი ბოლო 5 თვის მან­ძილ­ზე გია ხუ­ხაშ­ვილს გა­უ­კე­თე­ბია. ჩო­ჩე­ლი ხუ­ხაშ­ვილს "ბიზ­ნეს­მა­მა­ოდ" მო­იხ­სე­ნი­ებს და სწო­რად მას ასა­ხე­ლებს სა­კუ­თარ ბიზ­ნეს­ზე პო­ლი­ტი­კუ­რი წნე­ხის მთა­ვარ ავ­ტო­რად. "ვერ აი­ტა­ნა ხუ­ხაშ­ვილ­მა, რომ არ მი­ვი­და მას­თან ჩვე­ნი ჯგუ­ფი, არ აღვმარ­თეთ ხე­ლე­ბი და არ ვთხო­ვეთ შენ­დო­ბა ყოვ­ლის­შემ­ძლე ხუ­ხაშ­ვილს", - ამ­ბობს ბიზ­ნეს­მე­ნი.

ცე­ზარ ჩო­ჩე­ლი სა­კუ­თარ ბრა­ლე­უ­ლო­ბა­ზე "გუ­რია ნი­უს­თან" ინ­ტერ­ვი­უ­ში სა­უბ­რობს. გთა­ვა­ზობთ ამო­ნა­რიდს ინ­ტერ­ვი­უ­დან:

- "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის" დროს იყო თუ არა ზე­წო­ლა თქვენ­ზე?

- იყო, მაგ­რამ ყვე­ლა­ფერს აქვს თა­ვი­სი წესი. რო­გორ ფიქ­რობთ, ვი­საც დღეს პრობ­ლე­მე­ბი არ აქვს, რა­ტომ არ აქვს? აღი­ა­რეს ხუ­ხაშ­ვილ­თან, ბიზ­ნეს­მა­მა­ომ შე­უნ­დო და ეპა­ტი­ათ ყვე­ლა­ფე­რი? მეც მას­თან უნდა მივ­სუ­ლი­ყა­ვი ხე­ლა­პყრო­ბი­ლი? ნო­ემ­ბრის თვე­ში წა­მო­ვი­და ის თემა, რომ შპა­ლე­ბის ქარ­ხა­ნა დაგ­ვით­მეო, რა­ზეც ჩვენ უარი ვთქვით და არც ხუ­ხაშ­ვილს ვე­ახ­ლეთ. ვერ აი­ტა­ნა ხუ­ხაშ­ვილ­მა ის, რომ არ მი­ვი­და მას­თან ჩვე­ნი ჯგუ­ფი, არ აღვმარ­თეთ ხე­ლე­ბი და არ ვთხო­ვეთ შენ­დო­ბა ყოვ­ლის­შემ­ძლე ხუ­ხაშ­ვილს.

- დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ხართ რომ ხე­ლე­ბა­პყრო­ბი­ლი და­დი­ან ხუ­ხაშ­ვილ­თან ჯგუ­ფე­ბი?

- მე არ ვიცი, ვინ და­დი­ან. ხუ­ხაშ­ვი­ლი თა­ვად ამ­ბობ­და, რომ მას აქვს "ვი­კი­ლიქ­სი", რო­მელ­საც გა­მო­აქ­ვეყ­ნებს და ვინც აღი­ა­რებს და "ცოდ­ვებს მო­ი­ნა­ნი­ებს", იმას შე­უნ­დობს. მე თქვენ გე­კი­თხე­ბით, ვინ არის ხუ­ხაშ­ვი­ლი, ქარ­თვე­ლი ბიზ­ნეს­მე­ნე­ბი მას­თან რომ მი­ვიდ­ნენ? რა გა­უ­კე­თე­ბია ქარ­თუ­ლი ბიზ­ნე­სის­თვის ან სა­ხელ­მწი­ფოს­თვის? რა მან­და­ტით სარ­გებ­ლობ­და, ვინ იყო? მე 1991 წლი­დან მო­ყო­ლე­ბუ­ლი არა­ვის­თან შევ­სულ­ვარ არა­ნა­ირ გა­რი­გე­ბა­ში. 1993 წელ­საც მქონ­და პრობ­ლე­მე­ბი, 97-შიც, 2002-შიც, 2004-2005 წლებ­ში, 2007 წლის ბო­ლო­საც, მაგ­რამ რაც დღეს ხდე­ბა, ზღვარ­გა­და­სუ­ლი საქ­ცი­ე­ლია დღე­ვან­დე­ლი სა­გა­მო­ძი­ე­ბო ორ­გა­ნო­ე­ბის­გან. რაც თქვა ხუ­ხაშ­ვილ­მა, რომ ჩვენს წი­ნა­აღ­მდეგ ჩარ­თუ­ლია სა­ხელ­მწი­ფო მან­ქა­ნა და ვნა­ხოთ, რაც და­გე­მარ­თე­ბა­თო, ის ხდე­ბა დღეს.

- თქვენ ხში­რად ახ­სე­ნებთ პრე­მი­ერ-მი­ნისტრს და ამ­ბობთ, რომ მას­თან ვერ მი­აღ­წი­ეთ. რო­გორ ფიქ­რობთ, ის ინ­ფორ­მა­ცი­ას არ ფლობს?

- ფლობს, მაგ­რამ მას არას­წო­რი ინ­ფორ­მა­ცია აქვს სა­გა­მო­ძი­ე­ბო სამ­სა­ხუ­რი­დან, რომ­ლე­ბიც თა­ვი­ან­თი უგუ­ნუ­რო­ბით თხზა­ვენ ზღაპ­რებს, რომ 70-80 მი­ლი­ო­ნი მით­ვი­სე­ბუ­ლია. ისიც არ იცი­ან, რა არის ფუ­ლის გა­თეთ­რე­ბა. ახლა გე­კი­თხე­ბით, შპა­ლის ქარ­ხა­ნამ აიღო კრე­დი­ტი ბან­კში, 20 მი­ლი­ო­ნი და წა­ი­ღო, ჩადო ზე­და­ზენ­ში, ეს ჩა­ით­ვა­ლა ფუ­ლის გა­თეთ­რე­ბად.

იხი­ლეთ ინ­ტერ­ვი­უს სრუ­ლი ვერ­სია

"გუ­რია ნი­უ­სი"

ასე­ვე იხი­ლეთ:

-"ლო­მი­სის მადლს ვფი­ცავ, მე­რა­ბიშ­ვი­ლი ჩემს არ­ცერთ ბიზ­ნეს­ში წილ­ში არ ყო­ფი­ლა" - ცე­ზარ ჩო­ჩე­ლი

- რა აკავ­ში­რებს ცე­ზარ ჩო­ჩელს გოგი თო­ფა­ძის ოჯახ­თან და რა უთხრეს მას დე­პუ­ტა­ტის შვი­ლებ­მა

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გიორგი ბაჩიაშვილი - საქართველოს წარმომადგენლებმა, ივანიშვილის დავალებით, მიმართეს ბანდიტურ გზას და მოტაცებით ჩამომიყვანეს საქართველოში

ცეზარ ჩოჩელი: "ბიზნეს-მამაო" გია ხუხაშვილთან მივსულიყავი ცოდვების მოსანანიებლად?!"

ცეზარ ჩოჩელი: "ბიზნეს-მამაო" გია ხუხაშვილთან მივსულიყავი ცოდვების მოსანანიებლად?!"

ცეზარ ჩოჩელი ყველა იმ კომენტარს ინახავს, რაც კი ბოლო 5 თვის მანძილზე გია ხუხაშვილს გაუკეთებია. ჩოჩელი ხუხაშვილს "ბიზნესმამაოდ" მოიხსენიებს და სწორად მას ასახელებს საკუთარ ბიზნესზე პოლიტიკური წნეხის მთავარ ავტორად. "ვერ აიტანა ხუხაშვილმა, რომ არ მივიდა მასთან ჩვენი ჯგუფი, არ აღვმართეთ ხელები და არ ვთხოვეთ შენდობა ყოვლისშემძლე ხუხაშვილს", - ამბობს ბიზნესმენი.

ცეზარ ჩოჩელი საკუთარ ბრალეულობაზე "გურია ნიუსთან" ინტერვიუში საუბრობს. გთავაზობთ ამონარიდს ინტერვიუდან:

- "ნაციონალური მოძრაობის" დროს იყო თუ არა ზეწოლა თქვენზე?

- იყო, მაგრამ ყველაფერს აქვს თავისი წესი. როგორ ფიქრობთ, ვისაც დღეს პრობლემები არ აქვს, რატომ არ აქვს? აღიარეს ხუხაშვილთან, ბიზნესმამაომ შეუნდო და ეპატიათ ყველაფერი? მეც მასთან უნდა მივსულიყავი ხელაპყრობილი? ნოემბრის თვეში წამოვიდა ის თემა, რომ შპალების ქარხანა დაგვითმეო, რაზეც ჩვენ უარი ვთქვით და არც ხუხაშვილს ვეახლეთ. ვერ აიტანა ხუხაშვილმა ის, რომ არ მივიდა მასთან ჩვენი ჯგუფი, არ აღვმართეთ ხელები და არ ვთხოვეთ შენდობა ყოვლისშემძლე ხუხაშვილს.

- დარწმუნებული ხართ რომ ხელებაპყრობილი დადიან ხუხაშვილთან ჯგუფები?

- მე არ ვიცი, ვინ დადიან. ხუხაშვილი თავად ამბობდა, რომ მას აქვს "ვიკილიქსი'', რომელსაც გამოაქვეყნებს და ვინც აღიარებს და "ცოდვებს მოინანიებს", იმას შეუნდობს. მე თქვენ გეკითხებით, ვინ არის ხუხაშვილი, ქართველი ბიზნესმენები მასთან რომ მივიდნენ? რა გაუკეთებია ქართული ბიზნესისთვის ან სახელმწიფოსთვის? რა მანდატით სარგებლობდა, ვინ იყო? მე 1991 წლიდან მოყოლებული არავისთან შევსულვარ არანაირ გარიგებაში. 1993 წელსაც მქონდა პრობლემები, 97-შიც, 2002-შიც, 2004-2005 წლებში, 2007 წლის ბოლოსაც, მაგრამ რაც დღეს ხდება, ზღვარგადასული საქციელია დღევანდელი საგამოძიებო ორგანოებისგან. რაც თქვა ხუხაშვილმა, რომ ჩვენს წინააღმდეგ ჩართულია სახელმწიფო მანქანა და ვნახოთ, რაც დაგემართებათო, ის ხდება დღეს.

- თქვენ ხშირად ახსენებთ პრემიერ-მინისტრს და ამბობთ, რომ მასთან ვერ მიაღწიეთ. როგორ ფიქრობთ, ის ინფორმაციას არ ფლობს?

- ფლობს, მაგრამ მას არასწორი ინფორმაცია აქვს საგამოძიებო სამსახურიდან, რომლებიც თავიანთი უგუნურობით თხზავენ ზღაპრებს, რომ 70-80 მილიონი მითვისებულია. ისიც არ იციან, რა არის ფულის გათეთრება. ახლა გეკითხებით, შპალის ქარხანამ აიღო კრედიტი ბანკში, 20 მილიონი და წაიღო,  ჩადო ზედაზენში, ეს ჩაითვალა ფულის გათეთრებად.

იხილეთ ინტერვიუს სრული ვერსია

”გურია ნიუსი”

ასევე იხილეთ:

-"ლომისის მადლს ვფიცავ, მერაბიშვილი ჩემს არცერთ ბიზნესში წილში არ ყოფილა" - ცეზარ ჩოჩელი

- რა აკავშირებს ცეზარ ჩოჩელს გოგი თოფაძის ოჯახთან და რა უთხრეს მას დეპუტატის შვილებმა

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა